"ვინც ჩემს გვერდით იბრძოდა გუნდის წარმატებისთვის დღეს სახლში უსამსახუროდ ზის"

სპორტი

"ვინც ჩემს გვერდით იბრძოდა გუნდის წარმატებისთვის დღეს სახლში უსამსახუროდ ზის"

2013 ნოე 12 10:50:54

_ როგორ წარიმართა გურიის ფეხბურთის ფედერაციის აჩევნები?

_ ჩვენ ვიცით, რომ წინა არჩევნები ჩაიშალა, ამის შემდეგ მივმართეთ აღმასკომს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ განმეორებითი არჩევნები თბილისში ჩატარებულიყო 9 ნოემბერს ლოკომოტივის საპრესკონფერენციო დარბაზში 21 მაისის პირობების გათვალისწინებით. ანუ, როცა 24 მაისს იყო დანიშნული არჩევნები 21 მაისამდე იყო დელეგატების წარმოდგენის ვადა, წარიმართა ყრილობა, რომელიც გახსნა გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ, თავისი აზრი გააცნო იქ მყოფებს, შემდეგ დაიწყო ყრილობა. 7 სუბიექტიდან სამმა მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა არ ვიცი რატომ. ერთ-ერთი იყო ბიძინა ზენაიშვილი. შპს "გურია 2000" იყო ერთ-ერთი გურია წევრი, იქ წინა დღეს დაინიშნა ნუგზარ ცინცაძე. მანამდე ხელმძღვანელი ვიყავი მე, ორი თუ სამი თვის წინ დავწერე განცხადება და წამოვედი, ამის შემდეგ მოვალეობას ასრულებდა ბიძინა ზენაიშვილი. ყრილობამდე ორი დღით ადრე დაინიშნა ნუგზარ ცინცაძე, რომელმაც წერილი ყრილობის დღეს მოიტანა, რომ ის ყრილობაში მონაწილეობას არ მიიღებდა, რა დროსაც იურიდიული სამსახური ჩაერთო საქმეში და მოსთხოვა ნუგზარ ცინცაძეს, რომ დაეტოვებინა დარბაზი. აქედან გამომდინარე 4 ხმით გავხდი ისევ გურიის ფედერაციის პრეზიდენტი, რის შემდეგაც განვლილ 4 წელზე და სამომავლო პროექტებზე ვისაუბრე, რაც გურიაში დაინერგება.

_ როგორც ვიცით, კლუბს ლიცენზია არ გააჩნია, მაგრამ ის დღეს უმაღლეს ლიგაში მაინც თამაშობს, როგორც გავიგეთ ამაში დიდი წვლილი მიგიძღვით, გვესაუბრეთ როგორ მოახერხეთ ლიცენზიის გარეშე გუნდის უმაღლეს ლიგაში დატოვება?

_ კი, მართლაც ასეა, გუნდის უმაღლეს ლიგაში გადასვლაში მეც და ჩემს ძველ გუნდს ლანჩხუთის "გურიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დიდი წვლილი მიგვიძღვის, იქ ასეთი საკითხია, ლიცენზია უნდა გაიაროს ყველა კლუბმა, განსაკუთრებით გამკაცრებულია უმაღლესი ლიგის გუნდების შემთხვევაში. იყო რამდენიმე გუნდი, რომელსაც ეპატია ლიცენზიის არქონა, ახლა, როცა ჩვენ უმაღლეს ლიგაში გადავედით, 12- დან 11 გუნდს ვინც მონაწილეობს ყველას ჰქონდა ლიცენზია გარდა ლანჩხუთის ,,გურიასა“ იქ არის კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილო, ჩვენთან კი ბიუჯეტიც კი წინასწარ არ იგეგმებოდა და აქედან გამომდინარე ვერ ვაკმაყოფილებდით პირობებს. მე შევხვდი ფედერაციის პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, თხოვნით მივმართეთ, გურიასაც წერილი გავაკეთებინეთ, რომ ეს ერთი შემთხვევა თუ შესაძლებელი იქნებოდა მოეწვიათ აღმასკომი და გადაეწყვიტათ ჩვენს სასარგებლოდ. ჩვენი თხოვნა იქნა გათვალისწინებული აღმასკომის მიერ და გადაწყდა, რომ წელს მოგვეცეს საშუალება ვითამაშოთ უმაღლეს ლიგაში იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდია, გაკეთდა საკმაოდ ბევრი რამ ბოლო წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე მოგვცეს უფლება ლიცენზიის გარეშე ვითამაშოთ უმაღლეს ლიგაში.

_ კახა, ხშირად დადიოდით თამაშებზე, ვიდრე არ შეიცვალა კლუბის ხელმძღვანელობა. ხომ არ არის ამის მიზეზი დაპირისპირება კლუბის ხელმძღვანელობასა და შენს შორის? რა ხდება, რა ურთიერთობა გაქვს კლუბის ახალ ხელმძღვანელობასთან?

_ სანამ გუნდი უმაღლესში გადავიდოდა სამი თვით ადრე გვითხრეს, რომ გია ჩხაიძე და კობა მირზაშვილი რომელიც ამჯერად კლუბის პრეზიდენტია ყოფილიყვნენ ჩვენთან, რაზეც ჩვენ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, დავჯექით და შევთანხმდით ერთად გურიის უმაღლეს ლიგაში გადაყვანაზე გვებრძოლა, როცა დაინიშნა არჩევნები, ყველა ჩავაყენე საქმის კურსში, რომ მე ისევ მქონდა სურვილი დამეყენებინა ჩემი კანდიდატურა ხელმეორედ, რაზეც შევუთანხმდი თემურ ჩხაიძესაც, რომელსაც თბილისში შევხვდი. როცა დავბრუნდი ლანჩხუთში, შევკრიბე 12 კაცი და ვთქვი, რომ მინდოდა მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში, მაშინ გავიგე, რომ თურმე გია ჩხაიძეც აყენებდა კანდიდატურას, ანუ დავუპირისპირდით სპორტული პრინციპებით. კობამ გიალოს დაუჭირა მხარი, დანარჩენებმა მე და მაშ შემდეგ გაიყო ჩვენი გზები.

_ არც შეხვედრებზე გამოჩენილხართ, თუნდაც მაშინ როცა ახალი მწვრთნელის შესახებ გახდა ცნობილი, არ მიგიწვიეს?

_ ეს ყველაფერი მათი გადასაწყვეტია ვიქნებოდი თუ არა პრესკონფერენციაზე, კლუბიც და ფედერაციაც ცალ-ცალკე ორგანიზაციებია და არანაირი უფლება არ მაქვს მე ჩავერიო. ისიც მათი სურვილია მიმიწვევენ თუ არა შეხვედრებზე, თუ უნდათ მიმიწვევენ ძალით ხომ არ მივიდოდი?

_ რის გაკეთებას გეგმავ მომდევნო 4 წლის განმავლობაში?

_ მინდა დავიწყო იმით თუ რა ხდებოდა მაშინ როცა მოვედი ფედერაციის პრეზიდენტად. სამივე რაიონის გუნდებს შორის თამაში მთავრდებოდა ჩხუბითა და დაპირისპირებით, დამეხმარა ხარიტონ ჩხატარაშვილი და ეს ურთიერთობა გუნდებს შორის უკვე დალაგებულია, მეორე იყო ის, რომ ფედერაციის ოფისი შევიძინეთ, რომელიც 10 წლის განმავლობაში გურიის ფედერაციას არ ჰქონდა, მერე მინდვრის საფარი დავაგეთ დაახლოებით 700 ათასი ლარის ღირებულების, ასევე 3000 ინდივიდუალური სკამი ვთხოვეთ ზვიად სიჭინავას და დაგვეხმარა, დაახლოებით 80 ათასი ლარის ღირებულების სკამი გადმოგვცა. ამ ხნის განმავლობაში 10- მდე მწვრთნელმა ბ ლიცენზია გაიარა და აიღო სერტიფიკატი. ჩოხატაურში ფეხბურთი დაბრუნდა 20 წლიანი პაუზის შემდეგ, შარშან სეზონში პლეიოპში ორი გუნდი გვყავდა "მერცხალის" და "გურიას" სახით და რაც ყველაზე მთავარია თხოვნის შემდეგ გურიას უმაღლეს ლიგა შევანარჩუნებინეთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზე არჩევნებამდე არ მქონია საუბარი რა უნდა გაკეთდეს გურიის რეგიონში, წლის ბოლოს შევხვდები საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტს, ვისაუბრებთ და ღიად გავაცნობ ყველას. დიდი აჟიოტაჟი მოყვა ფედერაციის არჩევნებს, პოლიტიკურში გადაიტანეს, გუნდი უმაღლესში გადავიყვანეთ და არცერთი ხელმძღვანელი პირი კლუბში არ დარჩა, არც იმას უარვყოფ და ვიტყვი, რომ 12 -13 კაცია ვინც ჩემს გვერდით იდგა და იბრძოდა გუნდის წარმატებისთვის, მაგრამ ისინი დღეს სახლში ზიან უსამსახუროდ. მე ვერავის ვერაფერს ვპირდები, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ არცერთ მათგანს არ დაეკარგებათ ჩემი გვერდზე დგომა არასდროს და მეც მომეცემა საშუალება გადავუხადო მათ სიკეთე.

_ გუნდის შედეგს როგორ შეაფასებდით?

_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კლუბი ფინანსურად ცუდ დღეშია, ძალიან კარგი შედეგია დღეის მდგომარეობით და წარმატებას ვუსურვებ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დავით მახარაძის დამსახურებაა.

 




 ახალი ამბები
  • "მცირეწლოვანს, რომლის მშობელიც კორონავირუსით არის დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურდა"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მცირეწლოვანს, რომლის მშობელიც კორონავირუსით არის დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა, რომელიც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირატორული ვირისუთ. „ჩვენი თანამემამულე, რომელსაც გუშინ დილით კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურა, მას ჰქონდა მრავალმხრივი კონტაქტები, მათ შორის ოჯახის წევრთან და შვილთან. შვილი წევს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. ღამე დასრულდა მისი გამოკვლევა და შვილს არ აქვს არავითარი კორონავირუსული ინფექცია. კორონავირუსულ ინფექციაზე პასუხი იყო ნეგატიური. დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა, რაც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირატორული ვირუსით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  წყარო: ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდებაკორონავირუსთან  დაკავშირებით სასკოლო არდადეგები  9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან  დაიწყება და  16 მარტამდე  გაგრძელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს,  კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს. ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და თბილისის მეროს მოადგილე სოფო ხუნწარია. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება _ სუს-ი განცხადებას ავრცელებსბორჯომის მერისა და  საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული სამსახური განცხადებას ავრცელებს: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა  20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ,  ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.აღნიშნული დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის - მოქალაქე გ.უ-სთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.გამოძიება  დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდასაქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში ... ...
  • როგორია კორონავირუსით დაავდებული ორი პაციენტის მდგომარეობაკორონავირუსით  დაავდებული ორი პაციენტის  მდგომარეობის შესახებ  ინფექციური საავადმყოფოს   სამედიცინო დირექტორმა, მარინა  ეზუგბაიამ  პირველ არხთან  ისაუბრა. როგორც ეზუგბაიამ  აღნიშნა, ორივე შემთხვევაში არ არის ლაბორატორიული ცვლილებები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მდგომარეობა ორივე დაავადებული პაციენტის სტაბილურია. გუშინ ჯამში შემოვიდა 31 პაციენტი, ყველასთან ჩატარდა კვლევა, უარყოფითი იყო ჩვენთან ყველა პასუხი. გუშინ დილიდან დღეს დილამდე ჩვენთვის ცნობილი ყველა პასუხი ნეგატიურია. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯამურად 24 პირი, რომელსაც ნეგატიური პასუხი დაუდასტურდა, გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეში, ხოლო დანარჩენი შვიდი პაციენტი, მათ აქვთ ა და ბე ტიპის ვირუსები, ზოგს ტემპერატურული რეაქციები ჰქონდათ და ამიტომ ისინი გადავიყვანეთ ჩვენივე ცენტრის სხვა განყოფილებაში, სადაც ჯერ მეთვალყურეობენ. ტემპერატურა რომ ნორმალიზდება და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახდება, ისინიც დატოვებენ დაწესებულებას და გადავლენ საკარანტინო სივრცეში. ყოველდღიურად შემოდიან პაციენტები, ხდება მათი შემოწმება სიტუაციის მიხედვით. ჯამში სიტუაცია მართვადია და ვნახოთ, რა იქნება. თუ მზარდი იქნება, ალბათ რომელიმე განყოფილებას კიდევ დავკეტავთ ჩვენ და მთლიანად საავადმყოფო გადავალთ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე, სავარაუდო ინფიცირებული პაციენტები ყველანი ბოქსებში მოთავსდებიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ. ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 31 პაციენტი, დილას 29 იყო და კიდევ ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...