გამოცხადებული ბოიკოტის ქრონიკა

სპორტი

გამოცხადებული ბოიკოტის ქრონიკა

30 ნოე. 2013, 20:55:43

ისინი მადლობას უხდიან გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და ერთგული ქომაგობისთვის, თუმცა, ამდენი შეუსრულებელი დაპირების შემდეგ, "სიონთან" შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. "სამწუხაროა, რომ არანაირი ხელშეწყობა არ აქვს კლუბს, რომელიც მესამე ადგილზე იმყოფება და ახლა დაშლის საფრთხის ქვეშ დგას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დაგვედო და დავდეთ კიდეც, თუმცა, საპასუხოდ მხოლოდ დაპირებები მივიღეთ. ასე გაგრძელება შეუძლებელია" _ ეს "გურია ნიუსს" ფეხბურთელებმა განუცხადეს და მთელი გუნდის სახელით გვთხოვეს მათი პოზიციის დაფიქსირება.

19.10 სთ.. ჩვენ დავუკავშირდით ლანჩხუთის გამგებელ ზაზა ურუშაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ბოიკოტის თაობაზე ინფორმირებული არ არის: "ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი... კლუბს ჰყავს დირექტორი და მან უნდა მოაგვაროს ეს საკითხი," _ გვითხრა გამგებელმა.

19.20 სთ. ჩვენ დავუკავშირდით "გურიას" პრესსამსახურს, რომელსაც გვიან საღამოს გავრცელებულ ინფორმაციაზე ასევე არ ჰქონდა ინფორმაცია: "დღეს კლუბის ოფისში იყო შეხვედრა, სადაც შეთანხმება შედგა, რომ გუნდი თამაშზე აუცილებლად გავა. ამ საღამოს ინფორმაციას არ ვფლობთ, თქვენგან გავიგეთ," _ გვითხრა "გურიას" მედიაოფიცერმა, ლევან გიორგაძემ.

20.00 სთ. ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე ფეხბურთელს. მათ დაგვიდასტურეს ინფორმაცია. ასევე გავიგეთ, რომ კლუბის მწვრთნელი რომან პოკორა გვიან საღამოს ფეხბურთელებს შეხვდა.

შაბათი, 30 ნოემბერი. 00.05 სთ. "გურიას" პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ სულ მალე გაავრცელებენ ინფორმაციას შესაძლო ბოიკოტზე.

00.20 სთ. ს/კ ლანჩხუთის „გურიას“ განცხადება: ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ლანჩხუთის „გურიას“ ირგვლივ, ბოლნისის "სიონთან" გასამართ თამაშთან დაკავშირებით. გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტს და განვაცხადოთ: რომ კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი ხვალინდელ მატჩზე გავიდეს სათამაშოდ და წარმატებული გამოსვლა გააგრძელოს საქართველოს 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში. ასევე გვინდა დავამშვიდოთ „გურიას“ მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და პირველ რიგში მადლობა გადავუხადოთ ერთგულებისთვის და დავპირდეთ, რომ ლანჩხუთის „გურია“ არ დაიშლება და იგი კვლავ, არაერთგზის გაახარებს მათ იმ თამაშით, რომელმაც ჩემპიონატის მსვლელობაში ერთი-ორად გაზარდა ქომაგთა ინტერესი და ფეხბურთის სპეციალისტთა მოწონება დაიმსახურა.

11.00 სთ. ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, "გურია" მიიღებს თუ არა ბოლნისის "სიონთან" შეხვედრაში მონაწილეობას.

12.00 სთ. გამოინახა სახსრები პრემიალურის დასარიგებლად, თუმცა მიუღებელია ხელფასები. ფეხბურთელები ბოლო მომენტში დათანხმდნენ თამაშს.

სამწუხაროდ, განვითარებულმა მოვლენებმა "გურიას" თამაშზე გავლენა მოახდინა და ზედიზედ 6 "საშინაო" მოგების შემდეგ, გუნდმა პირველად წააგო ქობულეთის "ჩელე არენაზე" _ 1:2. ამით "გურიამ" მოწინავე ექვსეულში მოხვედრის შანსები ცოტათი გაირთულა. მორიგ მატჩს ლანჩხუთელები თბილისში "დინამოსთან" გამართავენ.

პ.ს. შაბათს, 14 საათზე, მივიღეთ ინფორმაცია, რომ "გურია" ხვალ, ბოლნისის "სიონთან" შეხვედრას გამართავს _ გუნდმა ეს გადაწყვეტილება "გურიას" გულშემატკივრების" თხოვნით და მამა საბას ხათრით მიიღო.




 ახალი ამბები
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?