მარინა თოთლაძე: "მწარე სიმართლე, თუ როგორ მოვიდა "გურია" დღემდე"

სპორტი

მარინა თოთლაძე: "მწარე სიმართლე, თუ როგორ მოვიდა "გურია" დღემდე"

2013 დეკ 27 13:15:53

გთავაზობთ მარინა თოთლაძის წერილს, რომელშიც ლანჩხუთის გურიაში მიმდინარე მოვლენებზეა საუბარი.

_ თუ რატომ გადავწყვიტე სიმართლის თქმა, ამას სამი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ "დღეს მოვა, ხვალ მოვას ძახილში 4 თვე გავიდა" (ეს ფრაზა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძემ თქვა); მეორე _ "რკინის ქალამნების" გამო, რომელიც თურმე, საკრებულოს თავმჯდომარეს "გურიას" გამო ჩაუცვამს, და მესამე _ გურიის ფედერაციის კახა ებრალიძის წერილი, თითქოს ის გუნდს 500 ათასი ლარით შეინახავდა. მან მე წერილით გამომიწვია და წერილითვე გავცემ პასუხს.

მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო ფაქტი: მე პირადად მოვიწვიე აუდიტი და ჩავატარე შემოწმება. აუდიტის დასკვნაში ნათლად ჩანს, თუ როგორ ამყოფინეს პირველ ლიგაში მყოფ გუნდს ფინანსები, რა გააკეთეს და მათი გასაკეთებელი დღეს ჩვენი გასაკეთებელი რატომ არის. ჩვენ იმიტომ ვამბობ, რომ კლუბში პირადად ჩემი ფინანსები იხარჯება. მინდა თუ არ მინდა, მე ჩემს ძმას ვუდგავარ გვერდში, მერე კი "გურიას" და იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ნამდვილად დაიმსახურეს ეს ჩემგან.

არ მქონდა ჩაფიქრებული, ასეთი რაღაც მეთქვა, მაგრამ თუ თქმაა, სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას. რაც შეეხება აუდიტის ჩატარებას, ეს მე მოვითხოვე, რადგან არ ჩატარდა. ვიკითხე კიდეც, თუ რატომ არ უშვებდნენ კლუბში აუდიტს. როდესაც დავრწმუნდი, რომ არ იყო ამ კუთხით არანაირი ძვრა, პირადად მოვიწვიე, გამომდინარე იქედან, რომ ჩემს ინტერესებში შედიოდა მცოდნოდა, რა მოხდებოდა კლუბში ჩემი ძმის დანიშვნის შემდეგ. ვამჩნევდი, რომ საქმე მთლად კარგად არ იყო, ამიტომ ავიღე ჩემი ძმისგან ნებართვა. მან მიმართა საკრებულოს და მისი თანხმობის შემდეგ, ჩემი სახსრებით ჩავატარე აუდიტი. ხელთ მაქვს დასკვნა, რომელსაც გადავცემ საკრებულოს და დაველოდები, თუ რა ზომებს მიიღებს.

იძულებული ვარ, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ვისაუბრო _ ზოგს "ძილი არ აქვს გურიას სიყვარულით", ზოგიც "რკინის ქალამნებს იცვამს". ხალხს ჰგონია, ბიუჯეტი მხოლოდ ფეხბურთს ხმარდება, ამიტომაც მინდა სიმართლე ითქვას, თუ ვინ რას აკეთებს. დავიწყებ იქედან, რომ ჩემი ძმა საპარლამენტო არჩევნებამდე იყო ვეტერანთა კლუბის წევრი და კობა სწორედ წინა ხელისუფლებისადმი დაუფარავი კრიტიკული შეხედულების გამო მოხსნეს სამსახურიდან. მოიყვანეს მისი საქციელი "უმსგავსობის მაგალითად", გამოაქვეყნეს გაზეთში, რომ სხვას არ მიებაძა. ამ ყველაფერს დაედო პოლიტიკური სარჩული, რის გამოც ვიცავდი ჩემს ოჯახს, მე კი მიცავდა რუსეთის დიპლომატიური კორპუსი. ქუჩაშიც კი როცა გამოვდიოდი, ზურგს უკან მეძახდნენ, "ოკუპანტი" მოდისო, სახლშიც არაერთხელ მომვარდნიან; უფრო მეტიც, ჩემი ძმა, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირეს _ მანქანის ოთხივე საბურავზე ჭანჭიკები მოუშვეს. დღეს ყველას ახსოვს, რომ ლანჩხუთელები ვართ, მაშინ კი არავის გახსენებია.

თუ სასიკეთო საქმეს ვაკეთებდი, ისე მიიღეს, თითქოს მიამიტები ვიყავით. მწყინს, როცა კლუბს 85 ათასი ლარი გამოუყვეს და ამას მოჰყვა აჟიოტაჟი. ამ თანხიდან 17 700 ლარი გადაირიცხა წინამორბედის მიერ დატოვებულ ვალში, 20% _ საშემოსავლო გადასახადში და რაც დარჩა, ის ხვდა წილად ფეხბურთელებს. საწყენია ისიც, რომ ბოლო პერიოდში, თბილისის "დინამოსთან" შეხვედრისთვის, თუნდაც, დუბლების თამაშის შემთხვევაში, ფეხბურთელების დედაქალაქში წასაყვანი თანხაც კი არ იყო გამოყოფილი, ბიჭებს მხოლოდ პირდებოდნენ, რომ ხელფასს გადაუხდიდნენ. თუ კლუბის ასეთი გულშემატკივრები არიან, "დღე და ღამეს ათენებენ" და მომეწონა კიდევ "რკინის ქალამნები", რატომ არ ეხმარებიან გუნდს?! ერთი დღით ადრე ჩავედი და ბიჭებს ვუთხარი, შევეცდებოდი ეს მდგომარეობა გამომესწორებინა. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ბიჭების კეთილშობილება _ როდესაც ნახეს საბუთი, თუ საიდან და როგორ მოვიტანე ეს თანხა, ფულის აღებაზეც კი უარს ამბობდნენ. ბიჭების ასეთი საქციელი კიდევ ერთხელ მოწმობს მათ ერთგულებასა და კეთილშობილებას, რამაც კიდევ დამარწმუნა, რომ მათაც შესტკივათ გული "გურიაზე".

რაც შეეხება ჩემი ფეხბურთით დაინტერესებას _ ჩემი ძმა, კობა მირზაშვილი, არასდროს მალავდა, რომ იყო "ქართული ოცნების" მომხრე, რაც არა ერთხელ დადებითად შეაფასა ყოფილმა გამგებელმა გია გოგუაძემაც კი. და ეს ეს იმ დროს, როცა გარკვეული კატეგორია ღიად ვერ ბედავდა "ოცნების" მაისურის ჩაცმას, თუმცა, ისინი დღეს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს.

როცა თემურ ჩხაიძე კენჭს იყრიდა საპარლამენტო არჩევნებში, მისი სამი მეგობარი ჩვენს სახლში ცხოვრობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. დაყარეს ჭორი, თითქოს ისინი ფულს გვიხდიდნენ. მე მჯერა, რომ ამას დავით უგრელიძე, გია გილიგაშვილი და მერაბ თევზაძე არ იტყოდნენ, ასეთ ცილს არ დაგვწამებდნენ და შეურაცხყოფას არ მოგვაყენებდნენ არც ჩემს ძმას და არც ჩემს ოჯახს. მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამას ყოველგვარი ფინანსების გარეშე ვაკეთებდით _ ამით კიდევ უფრო დაამტკიცა და ღიად გამოხატა ჩემმა ძმამ საკუთარი პოზიცია.

საწყენია, რომ როცა ჩემი ძმა კლუბის დირექტორი გახდა, ყველამ ზურგი გვაქცია. ის ჯერ დაინიშნა ერთი თვით. უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად "გურიას" უნდა ეთამაშა 10 აგვისტოს; 8 აგვისტოს კი გუნდმა დავალიანების გამო თამაშზე უარი განაცხადა. როცა ჩემმა ძმამ მითხრა, რომ 4 000 ლარის გამო თამაში იშლებოდა, მაშინვე ავდექი და გამოვაგზავნე ეს თანხა, თუმცა, ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს ფული იყო წინა სახელფასო დავალიანება.

მიუხედავად იმისა, რომ კობამ ფეხბურთელებს თანხა გადაუხადა, ისინი, ვინც გარკვეულ დავალებას ასრულებდნენ გუნდის დასაშლელად, მაინც წავიდნენ. ჩემი აზრით, ეს არც ქართველი მამაკაცის და არც ქართველი ფეხბურთელის საკადრისი საქციელი არ არის _ მათ დიდი სურვილი ჰქონდათ, გუნდი დაშლილიყო და ის ერთთვიანი გამოსაცდელი ვადა, რაც კობა მირზაშვილს ჰქონდა მიცემული, მის საწინააღმდეგოდ მოეტრიალებინათ, თუმცა, არ გამოუვიდათ. თუ გუნდი დაიშლებოდა, წინამორბედ ხელმძღვანელობას ექნებოდა სათქმელი, რომ აი, მოვიდა ახალი დირექტორი, რომელმაც გუნდი დაშალა, გათამაშებიდან მოხსნა და ცუდი შედეგი დადოო. ამ დროს მზადდებოდა საკითხი ბაზის გადმოცემის შესახებ _ საშვილიშვილო სირცხვილი იქნებოდა, რომ ბაზის დაკარგვა დაბრალებოდა ჩემს ძმას. ასევე მოხდებოდა ასეთი რამ _ თუ არ იარსებებდა გუნდი, მუნიციპალიტეტს ექნებოდა თანხა, რომლითაც გაისტუმრებდა ბანკის ვალს, თავისთავად, ბაზა გაიყიდებოდა, შემოსავლის ნაწილით გაისტუმრებდნენ ბანკის ვალს, დანარჩენი თანხა კი სად წავიდოდა, ეს მკითხველისთვის არ იქნება რთული მისახვედრი.

კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას _ თუ შესაძლებელი იყო, პირველ ლიგაში მყოფი გუნდისთვის დახარჯულიყო ბიუჯეტის თანხა, საკრებულო დადგომოდა გარანტად და აეღოთ ბანკის ვალი, უმაღლეს ლიგაში მყოფმა გუნდმა რა დააშავა? არ ვამბობ, რომ არაფერი გაუკეთებიათ _ რამდენჯერმე გადმორიცხეს თანხა, მაგრამ ეს კეთდებოდა მხოლოდ საჩვენებლად, რომ აი, ჩვენც რაღაც გავაკეთეთო!

ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გათვლილი იყო იმაზე, რომ ჩემი ძმა გაეშვათ სამსახურიდან და გუნდის დაშლა, ბაზის გასხვისება და ვალების გაუსტუმრებლობა დაბრალებოდა მას. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთაგანაც ჩემს ძმას ნისიად აქვს წამოღებულ კვების პროდუქტები და ასე მოატანინა გუნდს დღემდე თავი. მათი სახელები არ ვიცი, მაგრამ ყველას მადლობას ვუხდი დახმარებისთვის.

თუ ჩემმა ძმამ თავის თავზე აიღო ყველაფერი, დანაშაულია? კლუბი ხომ მარტო კობას არ ეკუთვნის? ის ლანჩხუთის სიამაყეა. ხაზგასმით მინდა ვთქვა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ ფეხბურთელებს, როცა რამეს ვეუბნები, ჩემი სჯერათ, მე კი ვცდილობ მათ იმედი არ გავუცრუო.

ამბობენ, რომ ბიუჯეტში თანხა არ არის. თუ ასეა, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც იკითხოს ვინმემ, რით არსებობს გუნდი? რომ არა მე, რა უნდა ექნათ, რას აპირებდნენ? მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, ბიჭებს, რომელთაც ერთმანეთის გამონაცვალი დახეული ბუცები აცვიათ, წვიმაში თუ ქარში თავს არ ზოგავენ, თამაშობენ და გვახარებენ გულშემატკივრებს.

ერთ რამეს ვერ ვიგებ _ დანიშნეს ჩემი ძმა კლუბის დირექტორად, მაგრამ არ დაუნიშნეს თანამშრომლები. პასუხად ამბობენ, რომ არ არის ფინანსები. ასევე, მებადება კითხვა: რატომ აქვს ჩემ ძმას კვების პროდუქტების ამდენი ვალი? უნდა ჩატარებულიყო ტენდერი და გამოევლინათ მეწარმე, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა გუნდის კვებით უზრუნველყოფაზე. მაგრამ არა, ტენდერიც კი არ ჩაატარეს, მიზეზი ისევ ბიუჯეტში თანხის უქონლობაა, თუმცა, გუნდი მაინც არსებობს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბაზაზე საწვრთნელად გუნდი პირველად გაიყვანეს გიალო ჩხაიძემ და კობა მირზაშვილმა _ 8 ფეხბურთელით გავიდნენ. ვიდრე ვარჯიშის ელემენტარული პირობები შეიქმნებოდა ბაზაზე, რამდენიმე ფეხბურთელი ჩემთან ცხოვრობდა ოჯახში, ერთი კვირა მაინც, თუ მეტი არა. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით მახარაძეს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში. ძალიან დიდი წვლილი გუნდის შექმნაში უდევს გიალო ჩხაიძეს, ამის შემდეგ მოვიდა დავით მახარაძე. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ გუნდი უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილს იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კრიზისი პიკს აღწევს, ვცდილობ, გუნდს დავეხმარო. ჩემი აზრით, კლუბს არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მწვრთნელები დავიქირავოთ, მაშინ როცა ადგილობრივი, არანაკლებად პროფესიონალი მწვრთნელები ფინანსურ კრიზისს და გასაჭირს გაგებით ეკიდებიან.

დაფინანსების გარდა, ფეხბურთელებს წამახალისებელ თანხასაც ვაძლევდით _ როცა პირველად დავესწარი თამაშს ფოთში, მაშინ იმდენად მოვიხიბლე, რომ გადავწყვიტე დამეწესებინა ბონუსი _ ყველა გოლზე, მიუხედავად წაგება-მოგებისა, 200 დოლარი. თბილისის "დინამოსთან" თამაშის დროს გაურკვევლობაში იყო გუნდი და როცა ბაზაზე დავბრუნდით, გადავეცი 10 ათასი ლარი. მერე გამახსენდა, რომ ორი გოლის ფული არ იყო ნაანგარიშევი, მივბრუნდი და ისიც გადავიხადე. ასევე, არ იყო გასვლით მატჩებზე გულშემატკივრის წასვლის საშუალება, ამიტომ, ჩემი ჯიბიდან გადავიხადე ავტობუსის და რამდენიმე მიკროავტობუსის საწვავის ფული.

იქედან მოყოლებული, გულშემატკივართა ტრანსპორტირების ხარჯს და გატანილ გოლზე დაწესებულ წამახალისებელ ჯილდოს _ 200 დოლარს მე ვიხდიდი. ამას ყველაფერს იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გიჩვენოთ, რამდენი დავხარჯე, არამედ ზოგიერთი ადამიანის კაცობასა და გუნდის სიყვარულს ვუსვამ ხაზს. შეიძლება ფული არ გქონდეს, მაგრამ თუ ვერ გააკეთებ, არ უნდა გააფუჭო. ასევე 5 500 ლარი გადავიხადე ჯარიმა იმის გამო, რომ კლუბს არ აქვს ლიცენზია. როგორც გავიგე, ლიცენზია იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მოგვარდება სახელფასო დავალიანება და იქნება შტატები. ეს ყველაფერი ჩემი ძმის მოსვლამდე უნდა გაკეთებულიყო, რადგან, სწორედ მაშინ არ იყო არც სახელფასო და არც საშტატო პრობლემები _ როცა ფეხბურთელი გოლს გაიტანდა, პრემია ყველა თანამშრომელს ეწერებოდა.

ჯარიმა რომ არ გადაგვეხადა, ვკარგავდით 3-დან 5 ქულამდე. როცა ადგილზე თამაშობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ "გურიას" არ გააჩნია სტადიონი (მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაშია სტადიონი, რომლის თემა სულ სხვა საკითხია, რომელსაც შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ!), არ იყო პრობლემა, მაგრამ როცა გასვლით თამაშებზე მიდიოდნენ, მეტი ფინანსები იყო საჭირო. "სპარტაკთან" თამაშის დროს არ იყო თანხები, გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალიტეტი ისევ არ აფინანსებდა გუნდის გასვლას, ბიუჯეტში თანხის უქონლობის გამო. ამიტომ, ისევ ჩემი გადასახდელი გახდა ტრანსპორტირების, სასტუმროს, დუბლების და კიდევ სხვა ხარჯების ფული და დამატებით 10 ათასი ლარი პრემიებისთვის, რამაც ნაწილობრივ გადაფარა გორთან თამაშის პრემიების დავალიანება.

მცხეთაში თამაშის დღეს ჩემი ძმა ნერვიულობის ნიადაგზე რეანიმაციაში მოხვდა. ძალიან მიკვირს, რატომ უნდა გადავიხადო მე ფეხბურთელების ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ფული იმ დროს, როცა გუნდი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა? ასევე, ბოლნისის "სიონთან" თამაშის წინ ისევ შეიქმნა დავალიანების პრობლემა; ფეხბურთელებმა უარი განაცხადეს თამაშზე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ 300 და 500 ლარობით მეწარმეებისგან მოაგროვა გარკვეული თანხა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საკმარისი არ იყო. როდესაც ამის შესახებ გავიგე, ვესაუბრე ფეხბურთელებს და დავპირდი, რომ თამაშის ბოლომდე 5 ათას ლარს მე გავუგზავნიდი. მართლაც, ჩემი რძალი წავიდა ქობულეთში, რათა ეს თანხა გადაეცა გუნდისთვის. ამ დროს ფეხბურთელებს თხოვნით მიმართა მამა საბამ, რომ ეთამაშათ. შემდეგ ვიგებ, რომ ჩემი დახმარების გარეშე გადაწყვიტეს ეს პრობლემა და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებმა ითამაშეს გულშემატკივრების თხოვნითა და მამა საბას ხათრით. შეგნებულად მოხდა ჩემი სახელის დაბლოკვა, რის შედეგადაც მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს თანხა აღარ გადამეცა გუნდისთვის. ჩემი ძმის ეგრეთ წოდებული "ახლობლების" მიერ, რომლებიც ითვლებიან "გურიას" გულშემატკივრებად, გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს მე 5 ათასი ლარი არ გავიმეტე და გუნდი დავშალე.

საინტერესოა, იმას, ვინც ჩემსკენ იშვერს თითს, რამდენი ლარი აქვს საკუთარი სახსრებით "გურიას" საკეთილდღეოდ დახარჯული?

14 დეკემბერს, კლუბისთვის გამგეობის მიერ გამოიყო 800 ლარი და 100 ლიტრი საწვავი, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი და მე ისევ გავუგზავნე ჩემს ძმას დამატებით თანხა, რაც მოხმარდა სასტუმროს, ტრანსპორტირების და კვების ხარჯებს.

გასვლით თამაშებზე გულშემატკივრის გამგზავრებას რაც შეეხება, ეს ჩემი პატარა წვლილი იყო, რადგან მათი თამაშზე დასწრება გუნდისთვის გარკვეული სტიმულია _ გულშემატკივრებს ხომ მეცამეტე მოთამაშეს ეძახიან?!

ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ გამიკეთებია _ თავდაპირველად, ჩემს ძმას შევუწყვე ხელი, შემდეგ კი კეთდებოდა სპონსორისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. რა თქმა უნდა, მქონდა მოლაპარაკება სპონსორთან საკითხი, მაგრამ ვამბობდი, რომ საჭიროა ურთიერთმომგებიანი წინადადების შეთავაზება. ყველა კარგად იშვერს თითს ჩემი ძმისკენ და წერენ პრესაში, რომ "დღეს-ხვალეს ძახილში 4 თვე გავიდაო", მაგრამ თუ ჩემი ძმა იტყუება და მათ ჰყავთ რეალური სპონსორი, რატომ არ ჩამოიყვანეს?!

თუ მე ჩამოვიყვანდი სპონსორს, ასევე გათვლილი გვქონდა დაახლოებით 80 ადამიანის დასაქმება _ საწარმოს გავაკეთებდი, სპონსორი აიღებდა თავის წილს, მაგრამ მოგების გარკვეული წილი მეც დამრჩებოდა, რომელსაც ისევ კლუბს მოვახმარდი.

როდესაც დარწმუნდნენ იმაში, რომ მე ნამდვილად ვიყავი ამის გამკეთებელი, დაიწყეს ხელის შეშლა. ვითხოვდი მიწის იჯარით აღებას, მაგრამ ამაშიც ხელი შემიშალეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სპონსორს, რომელთანაც მე მქონდა მოლაპარაკება, ასეთ გაუგებარ სიტუაციაში, როცა გუნდს ამხელა დავალიანება აქვს, ვერ ჩამოვიყვანდი _ ჩვენ მას ვერ ვუქმნიდით ვერანაირ პირობას.

თავდაპირველად შემომთავაზეს 1 ლარად მიწის გასხვისება, შემდეგ თქვეს, რომ მიწა 9 ლარი ღირდა და შესაძლებელი იქნებოდა ამ ვარიანტის მოსინჯვა. ასევე, ნიშნის მოგებით მიმანიშნეს, რომ მიწის საბაზრო ფასი 70 დოლარიაო. მას შემდეგ ველოდებით, როდის განიხილავენ შემოთავაზებულ წინადადებას, თუმცა, პასუხი დღემდე არ მიმიღია. 21-ე საუკუნეში, ელექტრონული ფოსტითაც კი შეეძლოთ მოეწოდებინათ ჩემთვის გადაწყვეტილება, მაგრამ მზად არ ჰქონდათ, რადგან დღემდე არ არის ჩატარებული აუდიტი ბაზაზე და არ არის შეფასებული ბაზის რეალური ღირებულება.

როდესაც საკრებულოში ვიყავი მისული, გაჟღერდა ასეთი ფრაზა, რომ მე უნდა ვიყიდო ბრენდი. მაშინ ვიკითხე, 8 აგვისტოს, როცა გუნდი იშლებოდა 4 ათასი ლარის უქონლობის გამო, თქვენ, როგორც საკრებულოსა და გამგეობის წევრებმა, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, როგორც გულშემატკივრებმა და ბოლოს, როგორც მამაკაცებმა, რა გააკეთეთ იმისათვის, რომ ბრენდი, რომელსაც ასე ამაყად ახსენებთ, გადაგერჩინათ?!

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ძმის თანამშრომლებს და ახლობლებს, რომლებიც უხელფასოდ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ "გურიასთვის" და გვერდიდან არ სცილდებიან კობას, ისევ და ისევ "გურიას" საკეთილდღეოდ.

ასევე, მინდა დიდი გულისტკივილი გამოვთქვა დეპუტატ თემურ ჩხაიძის მისამართით და შევახსენო, რომ იმ დროს, როდესაც მას სჭირდებოდა, ჩემი ძმა, სხვებთან ერთად, მის გვერდით იდგა. ამჯერად, გვერდში დგომა ჩემს ძმას კი არა, იმ "გურიას" სჭირდება, რომლის წარმატებითაც ამაყობს მთელი გურია. ბატონო თემურ, მეგონა ფეხბურთი თქვენთვის უფრო მეტს ნიშნავდა!!!

მარინა თოთლაძე

(R)




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ. ჯ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად. "თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება. ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ? ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.  უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება.  ფორუმს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.” ... ...
  • დიდი მხიარულება "გურია ნიუსის" ეზოში და გალამაზებული დღეერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ "ნართის"  სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ. პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც "გურია ნიუსის" ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა."გურია ნიუსი" მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს. ნახეთ ვიდეო კადრები "გურია ნიუსის" ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება ... ...
  • პრემიერი გუბერნატორებს: "თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...

სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით...

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს…

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი...

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც...

გენიოსები ზამთარში იბადებიან

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...