"ბახმარო" პირველი ლიგის საგზურისთვის ბრძოლას იწყებს

სპორტი

"ბახმარო" პირველი ლიგის საგზურისთვის ბრძოლას იწყებს

4 დეკ. 2014, 14:09:40
მიმდინარე წელს ჩოხატაურის "ბახმარო" საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობს და პირველი წრის დასასრულს მეშვიდე ადგილზე იმყოფება. გუნდს საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან უწევს პაექრობა და როგორც ფეხბურთის სპეციალისტები ამბობენ, მეორე ლიგაში ასეთი დაძაბული და მაღალი კლასის გათამაშება 20 წლის განმავლობაში პირველად ნახეს. ფინანსურად ძალიან მოძლიერებული ვანის "სულორი",  ხონის "იმერეთი" და ჩხოროწყუს "სამეგრელო" პირველი ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეორე ლიგაში უპრეცედენტოდ მომრავლდა მაღალი კლასის ფეხბურთელებიც, რომლებიც უმაღლესი ლიგიდან  გადმოვიდნენ ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებში.
ჩოხატაურის "ბახმარო" ახალგაზდრული გუნდია და მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, ლიდერებსაც ბოლომდე ებრძოლა. კოტდივუარელი ლეგიონერი "ბობო" 19 გატანილი გოლით მეორე ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ხოლო გიორგი ბიძინაშვილი ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მეტოქეთა კარის აღება შეძლო _ მას რამდენიმე დღის წინ შეუსრულდა 16 წელი... გოლის გატანა გიორგიმ პირველი წრის უკანასკნელ მატჩში მოახერხა, სადაც  "ბახმარომ" ბაღდათის "საირმეს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
გუნდს, რომელიც 2009 წლიდან არსებობს, ერთი თვეა, ახალი მწვრთნელი ჰყავს _ 25 წლის სანდრო შონია.
შონია 10 წელია, ფეხბურთის სამყაროშია. თამაშობდა "ვით ჯორჯიაში", "დინამოში". ბოლო 4 წელია, მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და "ბახმაროში" ითამაშა.
C კატეგორიის ახალგაზრდა მწვრთნელს წინ გამოცდები ელის. იგი B კატეგორიის ლიცენზიის აღებისთვის ემზადება.
მისი მწვრთნელობის პერიოდში "ბახმარომ" 6 თამაში ჩაატარა, აქედან სამი თამაში მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ წააგო.
"ბახმარო", პრაქტიკულად, ახალი გუნდია. 3 თვეა, რაც გუნდს ახალი დირექტორი ჰყავს და ფეხბურთელებიც თითქმის თავიდან შეირჩა. ძირითადად, 15-20 წლის სპორტსმენები თამაშობენ. ეს არის პერსპექტიული, მეგობრული გუნდი, რომელსაც ვარჯიში სჭირდება. სანდრო შონიას დამხარე მწვრთნელები ჰყავს _ რამაზ უჯმაჯურიძე, რომელიც დიდი ხანია, "ბახმაროს" წვრთნის და ახლა თავის გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს, ამავე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, 27 წლის ლაშა ცენტერაძე და ასევე, ყოფილი "ბახმაროელი", მეკარეების მწვრთნელი 26 წლის ლევან ძნელაძე.
_ მთავარი მწვრთნელი, დამხმარე და ა.შ. მხოლოდ ტერმინებია. ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებ საქმეს. ერთად ვიბრძვით გამარჯებისთვის და რაც მთავარია, ვაკეთებთ სიყვარულით, სუფთად. ჩვენ ჩოხატაურელები ვართ და სურვილთან ერთად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ გუნდი წარმატებული იყოს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას შონია.
მაშინ, როცა შონიამ  "ბახმარო" ჩაიბარა, გუნდი, მიმდინარე ჩემპიონატის საფეხბურთო ცხრილში მეთერთმეტე ადგილს იკავებდა. ახლა კი მეშვიდე ადგილზე არიან.
_ ეს არ არის ის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია და რა მიზანიც გვაქვს დასახული.  იყო დრო, როცა ჩოხატაურის "ბახმარო"  პირველ ლიგაშიც  ასპარეზობდა. ამჟამად, მართალია, მეორე ლიგაში ვართ, მაგრამ ჩვენი მიზანი ისევ პირველ ლიგაში დაბრუნებაა. ვერ გეტყვით, რომ მიზნის მიღწევა ამ სეზონზე გვინდა, რადგან ამისთვის ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საამისოდ ჯერ მზად არ ვართ, თუმცა,  ახალ სეზონზე ეს შედეგი უნდა დავდოთ _ ეს არის ხელმაძღვანელობის მოთხოვნაც,  ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე სეზონში პროგრამა მინიმუმი ხუთეულში მოხვერაა, _ ამბობს შონია.
მისივე თქმით, მეორე წრიდან გუნდის გაძლიერებას იწყებენ:
_ ყველა ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად გუნდში თამაშობს, ძალიან მონდომებული და მიზანდასახულია, რისთვისაც მადლობა მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო. განსაკუთრებით ბოლო თამაშისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი ფეხბურთელი სხვადასხვა მიზეზების გამო, არ თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი ამინდი იყო, გუნდმა ყველაფერი გააკეთა მოგებისთვის. თუმცა, როგორც გითხარით, ჩვენ კიდევ მეტი გვინდა. ამიტომ, მეორე წრისთვის ახალი ფეხბურთელების დამატებას ვგეგმავთ. ეს აუცილებელია გუნდის გაძლიერებისთვის, შეკვრისთვის და მიზნის მიღწევისთვის, _ განმარტავს შონია.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ბახმაროს" ბევრი პრობლემა აქვს, პირველ რიგში კი ინფრასტრუქტურა. გასახდელები, სააბაზანოები, სტადიონი, რომელიც, როგორც გაირკვა, გუნდის ბალანსზე არ არის, მოწესრიგებას საჭიროებს. შონია ამბობს, რომ  დახმარების პირობა ხელისუფლებიდან მიღებული აქვს:
_ ადგილობრივი ხელისუფლება გვერდით გვიდგას. ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდით.  გარდა იმისა, რომ გვაფინანსებენ, თამაშებზეც ხშირად დადიან, რაც დამატებით სტიმულს აძლევს თითოეულ  ჩვენგანს. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, გამგებელი, მისი მოადგილეები _ ამ ადამიანებს ჩვენს სტადიონზე ხშირად ნახავთ მაყურებელთა რიგებში.  ეს ძალიან კარგი ტრადიციაა და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება, _ დასძენს შონია და ჩოხატაურელებს მოუწოდებს ბახმაროს უფრო აქტიურად უქომაგონ.



 ახალი ამბები
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი“ _ ტრაგედია სენაკში სენაკში, სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურაში გუშინ 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, მამაკაცს მდინარეში გული გაუსკდა. გარდაცვლილმა სკოლა წელს დაამთავრა. „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი. საშინელება ტრიალებს. მთელი სოფელი ტირის. ვიწვით ამ ოჯახის ტრაგედიით“, _ ამბობს ადგილობრივი მოქალაქე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ... ...
  • "ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია" 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი. მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. „ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. წყარო: ... ...
  • 3 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე სტოპცოვ.გე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...