ქარის ფაქტორი

სპორტი

ქარის ფაქტორი

2014 დეკ 10 13:41:50

გასულ კვირას საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა და გაზაფხულამდე შესვენებაც გამოცხადდა. ლანჩხუთის „გურიამ“ წრე 4 მოგებით, ამდენივე წაგებით და 7 ფრით მეათე ადგილზე დაასრულა და გასავარდ ზონას ხუთი ქულით დაშორდა.

„დინამოსთან“ სენსაციური გასვლითი მატჩის მოგების შემდეგ, ბევრს მიაჩნდა  კვირას ბოლნისის „სიონიც“ იგივე ხვედრს რომ გაიზიარებდა. თუმცა, გურულებმა სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს და ეს კი არა, ქულა რომ შერჩათ, იღბალს უნდა უმადლოდენ.

არადა, მოსაგები თამაში იყო, „გურიას“ უპირატესობა საკმაო გახლდათ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და ბოძებული უამრავი საგოლე შანსიც, ამას მეტყველებდა. ძლიერი ქარის ბრალიც იყო სტუმრები გაშვებულ გოლს რომ გადაურჩნენ და მთლიანობაში ბუნების ამ მოვლენამ გარკვეული კორექტივები შეიტანა თამაშის მიმდინარეობაში.

ქარმა კინაღამ 3 ქულა გაიყოლა ბოლნისისკენ. თამაშის დასრულებას წუთები უკლდა, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს მასპინძელი ხარაბაძე რომ ჩაუწვა, რომელმაც ბურთის ტრაექტორია ვერ გათვალა და ხელით გააჩერა. პენალტი აშკარა იყო და რომ არა ცხადაიას უხეირო დარტყმა, „გურია“ უსათუოდ მარცხს იწნევდა.

არადა, უსამართლობა იქნებოდა, ასე რომ მომხდარიყო, რადგან მასპინძლებს ჯერ კიდევ შესვენებამდე მართებდათ თამაშის ბედის გადაწყვეტა. გატანის რეალური შანსი შალამბერიძეს, მეგრელიშვილს და ორჯერ კოშკაძეს მიეცათ, მაგრამ ბოლნისელთა გამოცდილი მეკარე მირზა მერლანი შეუვალი ჩანდა. ტაიმის ბოლოსკენ გაბრიჩიძემ საოცარი შანსი გაანიავა, როცა შალამბერიძის ჩაწოდებულ ბურთს ვარდნაში დარტყმული შეაგება და ოდნავ ააცილა მიზანს.

მეორე ტაიმში სტუმრებს გააქტიურება დაეტყოთ და ამაში ქარიც დაეხმარათ, თუმცა, ხიფათი თავდაპირველად მაინც გურულებმა შექმნეს, თანაც რეალური. შალამბერიძემ მარცხნიდან იაქტიურა და ბურთი უცნაური ტრაექტორიით ისევ კოშკაძეს მიუვიდა. მას, ფაქტობრივად, ცარიელ კარში მოუწია დარტყმა, მაგრამ იმდენად უხეიროდ მოიქნია ფეხი, მეტი რომ არ იქნება.

ამასობაში  „სიონი“ უფრო მიეძალა მეტოქის კარს და კინაღამ გახსნა ანგარიში. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს გოგობერიშვილი თავით გზავნიდა კარში, მაგრამ თანაგუნდელს მოარტყა, თორემ გურულთა კარის დარაჯს, მისი მოგერიება გაუჭირდებოდა უსათუოდ.პენალტამდე სტუმრებს გადაღლილი მეტოქის გამწარება კიდევ შეეძლოთ, მაგრამ მეკარე და დაცვა შეუვალი ჩანდა. ერთხელ კი შეცდნენ ლორიას შეგირდები, მაგრამ ზემოთ უკვე მოგახსენეთ ცხადაიამ რომ ვერ ივარგა პენალტის ნიშნულიდან.

ასე იყო თუ ისე, მატჩი უგოლოდ მორჩა და „გურიამ“ მეტოქესთან ზედიზედ  მეექვსე თამაში ვერ მოიგო. წინა სეზონში ბოლნისელებმა ოთხივე მატჩი მოიგეს და კვირას  კინაღამ იგივე გაიმეორეს.

 „გურიამ“ პირველი წრის ბოლო შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: გოგუაძე, ჭეიშვილი, ე. კილაძე, ხარაბაძე, მეგრელიშვილი, ჯოჯუა (კვერენჩხილაძე _ 86), გაბრიჩიძე, შალამბერიძე, კოშკაძე, მიქაბერიძე, ს. ლომია.

მწვრთნელი: თემურ ლორია.




 ახალი ამბები
  • „ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით ადამიანებს“ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი,  შალვა გაბრიჩიძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მისი სამსახურის თანამშრომლები უფრო მეტად ადამიანებს ინფორმაციას აწვდიან საყოველთაო კარანტინის შესახებ. „ასევე ვაკონტროლებთ აგრარულ ბაზარში, სუპერმარკეტებში და ბანკებში, რამდენად იცავენ ადამიანები პრემიერ-მინისტრის გაცემულ ბრძანებას. ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით ადამიანებს,“ - გვითხრა შუქრი გაბრიჩიძემ. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მიუხედავად პოლიციის და ზედამხედველობის სამსახურის აქტიურობისა, ოზურგეთში დიდი სუპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობაა. „ამ კონკრეტულ ფაქტზე შემიძლია გითხრათ: ყველაფერი კეთდება, ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს,“ _ აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს შუქრი ... ...
  • "კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით" _ პაატა იმნაძე"ტემპერატურის სტანდარტი არის 37.5 გრადუსი, ეს ეხება ყვლას, აეროპორტშიც იგივე ტემპერატურა იყო, ტრასაზეც იგივე ტემპერატურაა, ანუ სტანდარტი არის ერთი. ეს უკვე არის საყურადღებო ტემპერატურა, რომლის შემთხვევაშიც საჭიროა დაკვირვება", _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მოადგილის პაატა იმნაძემ განაცხადა. "კარანტინის რეჟიმი ეს არის, როდესაც მოძრაობაა ქვეყნის ქალაქებს შორის, ქვეყნის დასახლებულ პუნქტებს შორის, კონტროლდება სამედიცინო მიზნებისათვის, მათ შორის ტემპერატურის გაზომვით. მათ, ვისაც აღენიშნებათ ტემპერატურა, გადაიყვანენ შესაბამისად მოწყობილ „ცხელების ცენტრებში“, იმისათვის, რომ გაარკვიონ ექიმებმა სიცხის გამომწვევი მიზეზები. ე.წ. ცხელების ცენტრებზე დიდი აჟიოტაჟია შექმნილი, ჩემი კოლეგების ნაწილიც ძალიან შეშფოთდა ამ „ცხელების ცენტრებზე“ და კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით. ეს ყველას არ ეხება, ძალიან ცოტა იყო ასეთი მე როგორც ვიცი, მაგრამ იმიტომ ხართ ექიმები და იმიტომ მუშაობთ იქ, რომ ცხელებიან ავადმყოფს როდესაც მიიღებთ მერე, ცოტა ტრიაჟი უნდა ჩაატაროთ, რომ გამოიკვლიოთ ეს ცხელება რითია გამოწვეული, იქნებ უბრალოდ ინერვიულა ადამიანმა, იქნებ ინფარქტი აქვს ადამიანს და სიცხემ მოუმატა, ეს ხომ არ არის აუცილებლად კორონავირუსით გამოწვეული სიცხე. სანამ დავასახელებდე იმ ექიმეს ძალიან გთხოვთ, რომ თქვენს პროფესიას მოეკიდოთ პროფესიონალურად“, - განაცხადა პაატა ... ...
  • ონლაინგაყიდვები ისევ დასაშვები გახდასაქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვებია. მთავრობის ახალი დადგენილება დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაშია. აქვე დამატებით აღნიშნულია, რომ დასაშვებია „ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)“. აქამდე ონლაინ მხოლოდ მზა საკვების გამოძახება იყო დასაშვები. ახალი დადგენილებით კი ამ ჩამონათვალს საკვები პროდუქტი, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც დაემატა. იმისთვის, რომ კომპანიამ ონლაინ გაყიდოს პროდუქტი, აუცილებელია დისტანციურად, სახლიდან ამუშაოს თანამშრომლები. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის სამსახურში ყოფნა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის „კრიტიკულად აუცილებელია“, დასაშვებია ოფისში მაქსიმუმ 5 ადამიანის ... ...
  • "ნემსებს მეზობელი უკეთებდა" _ თერჯოლელ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდათერჯოლაში 30 წლამდე მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თბილისში, ლომბარდში მუშაობდა. ფაქტის შესახებ "გურია ნიუსთან" დაინფიცირებულის ახლობელმა ისაუბრა: "საეჭვო სიმპტომებით თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში მივიდა, სადაც უთხრეს, ფილტვების ანთება გაქვსო. მერე ექიმის დანიშნულებით თერჯოლაში ჩამოვიდა. ნემსებს მეზობელი უკეთებდა. როცა მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც იგი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა ახალი ... ...
  • "არც ბრიტანეთი ვართ და არც გერმანია, თვეები ვაფინანსოთ მოქალაქეების სახლში ჯდომა" _ გახარია "ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეები ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სახლში ჯდომა", _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ონლაინშესყიდვებზე საუბრის დროს განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და გადავიდეთ მომსახურეობის დისტანციურ ფორმებზე. „ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, მომსახურების სფერო არის ის სფერო, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანები მოძრაობენ, როგორც „ბექში“, ასევე ყველაზე მეტი შემხებლობა აქვთ კლიენტთან, ჩვენს მოქალაქესთან. ამიტომ, აქ, სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ელემენტარული პროცესების და უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას, რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას. საერთოდ, ჩვენ ამ მძიმე საკარანტინო პირობებზე ვსაუბრობთ, რაღაც შეზღუდულ პერიოდზე. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ჩვენი ფინანსური რეზერვი არ არის დიდი, ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეები ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სამწუხაროდ სახლში ჯდომა. ჩვენ ყველას ერთად, რამდენადაც გამომწვევი არ უნდა იყოს ეს სიტუაცია, მოგვიწევს შრომის დაწყება და ეს პერიოდი დადგება ძალიან მალე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავრობის ძირითადი პრინციპია – მინიმალური ზიანი ეკონომიკას. „ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ყველა შემთხვევაში ვსაუბრობთ ბიზნესზე, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე, მაინც გამოვდივართ „კოვიდ 19“-დან, რადგან ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ახლა ვართ. მთავარია სულისკვეთება. ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ მინიმალური ზიანი ეკონომიკას. მაგრამ, რამდენჯერმე ვთქვით, რომ ეს არის შეზღუდვები, რომელიც საჭიროა დღეს და არის დროებითი. პირდაპირ და ღიად ვამბობთ, ჩვენი ამოცანაა, ამ პირობებშიც, როდესაც ქვეყანაში არის კარანტინის საკმაოდ მძიმე ფორმა გამოცხადებული, მაგრამ ეს არ არის სრული კარანტინი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები იმ დარგებში, რომლებიც დაშვებულია, სამსახურშიც მოძრაობენ, მათ გადაადგილების არანაირი პრობლემა არ აქვთ. დღეს, ევროპის უმრავლეს დედაქალაქში, უბრალოდ სახლიდან გამოსვლა არის წუთებით შეზღუდული და ამას, სპეციალური ნებართვები სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მსხვილი სისტემური საწარმოები, რომლის გაჩერებაც სერიოზული დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, გააგრძელებენ მუშაობას. „მათ ექნებათ კონკრეტული პირობები უსაფრთხოების და პირველ რიგში, ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. ისინი იღებენ ამ პასუხისმგებლობას, რომ დააკმაყოფილებენ, დაწყებული ტრანსპორტირებით თავიანთი თანამშრომლების, შემდგომ შრომის პირობებით ადგილზე, მათი ჯანმრთელობის კონტროლით, ტემპერატურული სკრინინგით და კიდევ ბევრი რამით. ამ პირობებში, სისტემური საწარმოები აგრძელებენ მუშაობას და ეს ეკონომიკის საკმაოდ დიდი ნაწილია“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა მშენებლობის სექტორსა და სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. „გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ მშენებლობის სექტორი და საერთოდ, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული პოსტ კრიზისულ პერიოდში ეკონომიკა როგორ სწრაფად განვითარდება, რა თქმა უნდა, ასევე აგრძელებენ ფუნქციონირებას, მაგრამ იგივე, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის პირობების სრული დაცვით. ისევე, როგორც სისტემურ დარგებთან ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და მათ საქმიანობაშიც ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხელი არ შეეშალოთ. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დისტანციური მომსახურეობის ზოგიერთი ფორმა მოითხოვს ბექ ოფისში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების შრომას. ჩვენ ყველა მივესალმებით იმას, რომ დიდი სავაჭრო ქსელები დისტანციურ მომსახურებაზე გადალაგდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო დონეზე, გარკვეული შეღავათების დონეზე და ა.შ.“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...