ლანჩხუთელმა კარატისტებმა გასული წლის მონაგარი შეაჯამეს

სპორტი

ლანჩხუთელმა კარატისტებმა გასული წლის მონაგარი შეაჯამეს

2012 იან 9 06:15:23

(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთელმა კარატისტებმა გასულ წელს ყველა სეზონის მიღწევა გააუმჯობესეს და სხვადასხვა სინჯის მედლების მონაგარი მნიშვნელოვნად გაზარდეს. გასულ კვირას ჩვენებურებმა აჭარის მთავარ ქალაქ ბათუმში წლის ბოლო შეჯიბრი გამართეს და 12 სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვება შეძლეს.

ამ და მიმდინარე წლის სპორტულ შედეგებზე კარატე-დოს გურიის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ თურქია გვესაუბრება:

_ 18 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა აჭარის ღია პირველობა კარატე-დოში, რომელშიც მონაწილეობდა ქუთაისის ორი კლუბი, ბათუმის, ქობულეთის, ჩხოროწყუს, ფოთისა და ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 12 კარატისტი, სულ 150-მდე მონაწილე. ჩვენი კარატისტებისგან ტურნირი მედლების გარეშე არავის დაუტოვებია. პირველი ადგილები მოიპოვეს _ გიორგი ზენაიშვილმა, ონისე ცინცაძემ, გუგა ივანაშვილმა, საბა გოგოძემ, გიორგი კეჭეხმაძემ. ფინალური ორთაბრძოლები დათმეს და შესაბამისად მეორე ადგილები დაისაკუთრეს _ გიორგი ჩხაიძემ, გოგიტა შავაძემ, შალვა ჩხაიძემ, თორნიკე ცინცაძემ, დავით დარჩიამ. ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე დათო წილოსანი, გოგიტა მახარაძე გავიდნენ. ტურნირი 8 წლიდან 17-წლამდე ასაკის ბავშვებს შორის მიმდინარეობდა და ჩვენ ყველა ასაკში გვყავდა წარმომადგენელი. ჩვენი გუნდი შეჯიბრებებისთვის, ჩემთან ერთად, ლაშა ბერიძემ მოამზადა.

_ ალბათ, ძალიან კმაყოფილი ხართ წლის მონაგარით?

_ რა თქმა უნდა. წელს ძალიან ნაყოფიერი წელი გვქონდა. ბათუმის ტურნირამდე 67 ოქროს მედალი გვქონდა მოპოვებული, ამას 18 დეკემბერს კიდევ დაემატა 5 ოქრო და ჯამში 72 ოქროს მედალი გამოგვივიდა. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს აღარ ვითვლით, იმდენი დაგვიგროვდა.

_ ყველაზე წარმატებული მაინც ევროპის ჩემპიონატი იყო, სადაც 6 ოქროს მედალი მოიპოვეს ლანჩხუთელმა კარატისტებმა.

_ ეს არის გასაოცარი შედეგი. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ამდენი ევროპის ჩემპიონი მგონი არც ერთ სახეობაში არ გვყოლია, რაც, ბუნებრივია, ძალიან სასიხარულო ფაქტია. 2011 წლამდე კარატე-დოში ევროპის სამი ჩემპიონი გვყავდა. 2001 და 2003 წლებში ესენი იყვნენ ნათია თურქია, დავით დარჩია და თათია თურქია. მას შემდეგ საკმაოდ დიდხნიანი პაუზა გამოგვივიდა. წელს სტამბულში გამართულ ევროპის პირველობაზე ოქროს მედლები მოიპოვეს _ გიორგი ჩხაიძემ, გუგა ივანაშვილმა, საბა გოგოძემ, გიორგი კეჭეხმაძემ, დავით წილოსანმა, თორნიკე ცინცაძემ. ჩვენმა აღსაზრდელებმა ორი ოქროს მედალი კიდევ გუნდურ პირველობაზე მოიპოვეს. აღსანიშნავი იყო რუსეთის საკმაოდ ძლიერი ნაკრების დამარცხება.

_ გასულ წელს ერთი ჩვენებური საქართველოს წლის საუკეთესო კარატისტთა ხუთეულშიც კი შევიდა.

_ ეს იყო ძალიან სასიამოვნო ფაქტი. შარშან კარატე-დოს ფედერაციის რეიტინგით 5 საუკეთესო სპორტსმენს შორის დასახელდა თათია თურქია, ხოლო გურიის რეგიონი საუკეთესო იყო საქართველოს მასშტაბით.

_ როგორც ვიცით, კარატეს სექცია ჩვენს მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელში უკვე ფუნქციონირებს.

_ მუნიციპალიტეტში კარატეს 6 სექცია მოქმედებს. ესენია: წყალწმინდის, ჯუმათის, ლესის, აცანის, მამათის და ლანჩხუთის. 4 მწვრთნელ-ინსტრუქტორი ვმუშაობთ _ მე, ლაშა ბერიძე, მანუჩარ ჩხაიძე და ტარიელ კვაჭაძე.

საქართველოს კარატე-დოს ფედერაციას ყოველწლიურად ჩამოყავს მსოფლიო ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორები, რომლებიც ატარებენ სემინარებს და შესაბამის სერტიფიკატს ანიჭებენ მწვრთნელებს. ჩვენი ყველა მწვრთნელი სერტიფიცირებულია. დღეს ჩვენს სექციებში 150 ბავშვი ეუფლება კარატეს. ვისაც სურვილი აქვს, 6 წლიდან შეუძლია, მოიყვანოს ბავშვი და მას ჩვენ ვარჯიშებს დავუწყებთ. ბევრი თვლის, რომ ეს ასაკი პატარაა და 9 წლამდე თავს იკავებენ. არადა, 9 წლის ბავშვი უკვე იმდენად არის მომზადებული, რომ შედეგს დადებს.

_ ახალი წლიდან რა ტურნირებს უნდა ველოდოთ?

_ 26-27-28 იანვარს თურქეთის ქალაქ არხავში გაიმართება ევრაზიის თასი კარატე-დოში. ჩვენი სპორტული სკოლის გუნდი უკვე მიწვეულია ამ ღონისძიებაზე და აქტიურადაც ვემზადებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ სეზონის და წლის პირველი ტურნირი წარმატებული იქნება და კიდევ ერთხელ მოვიპოვებთ უმაღლესი სინჯის მედლებს.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგაჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგდა. როგორც გვითხრეს, შუქის ჩაქრობა უამინდობამ გამოიწვია  და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 30 წუთზე მეტი ჩოხატაურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამავე მიზეზით იყო გამორთული შუქი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამჟამდ ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მიეწოდება. რაც შეეხება ამინდს _ დასავლეთში ისევ ძლიერი წვიმა და ელჭექია. საათზს მეტი გადაუღებლად წვიმს გურიაში, რასაც უკვე მოყვა პრობლემები _ დატბორილი და დაზიანებულია გზები, მილხიდები. ჩოხატურის მუნიციპიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაცით, მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მუდმივ კოორდინაციაში არიან სოფლებთან. შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ... ...
  • გვარამია: არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში ეს არ არის"ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად" _ წერს სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"_ის გენერალური დირექტორი და თბილისის პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაწ, პრაიდის ჩატარების თაობაზე, სტატუსით ეხმაურება: "მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი.  ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე: ბნელები (რუსები) უნდა დავამარცხოთ. ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად. მთავრობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და იცოდეს, რომ ვალდებულია. ასევე იცოდეს, რომ არავის არ გაგვეხარდება მისი წარუმატებლობა.  ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ახლა ვართ თუნდაც ჩვენთვის ძალიან საძულველ მთავრობასთან ერთად ბარიკადის ერთი და იგივე მხარეს. მეორე მხარეს ბნელეთი და მორდორია (რუსეთი). არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის. ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. წერტილი. ps სამწუხაროდ, მოუმზადებელი საზოგადოების დიდი ნაწილის უნებური მოკავშირეობა იქნება მთავარი, რასაც გამოიყენებენ ბნელები. ესაა ჩემთვის ყველაზე მძიმე რისკ ფაქტორი ამ ვითარებაში. ასევე, სამწუხაროდ, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა მხოლოდ აქციას ეხება, არამედ მის გაგრძელებას - ლგბტ თემის რიგითი წარმომადგენლების წინააღმდეგ ადუღებულ ზიზღთან გამკლავებას საქართველოს ქუჩებში, კაფეებში, კორპუსებში... pps ბოდიში ხშირი სტატუსებისთვის. გულწრფელად, ძალიან ვღელავ." _ წერს ... ...
  • ძლიერი ქარი, წვიმა, ელჭექი და უშუქოდ დარჩენილი რაიონები _ რა ხდება დასავლეთშიამ წუთებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექია. გამონაკლისი არ გურიაა _ თითქმის ნახევარსაათიან ძლიერ ქარს, ძლიერი წვიმა და ელჭექი მოჰყვა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შუქი არ არია გურიაშიც. ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში უამინდობამ პრობლემები უკვე შექმნა _ რამდენიმე სოფელში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია გზები და ... ...
  • ხანძარი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაშიქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო, _ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112" ავრცელებს. შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლისშენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისმეხანძრე-მაშველთა ჯგუფეაბი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ისფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამდროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, _ ნათქვამია ... ...
  • საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა (R)ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ამასთანავე, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებს. „საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 9.3% უკავია და სექტორის ბრუნვა 7.2 მლრდ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად მუდმივად მზად არის, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს დარგის მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განვითარება, რისკების გადაზღვევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამით ბიზნესის უკეთ დაგეგმვა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ინფრასტრუქტურის ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღია პლატფორმის არსებობას, რათა კომპანიებმა ამ პლატფორმის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მშენებლობის დარგში მიმდინარე ტენდენციებსა და დაფინასების შესაძლებლობებზე, ასევე, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...