"მოტყუებული" ფეხბურთელები

სპორტი

"მოტყუებული" ფეხბურთელები

2015 მაი 23 18:46:51

საქართველოში ფეხბურთი სპორტის პოპულარულ სახეობას მიეკუთვნება. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ადამიანი, რომელიც მის მიმართ გულგრილი იქნება.

დღევანდელ წერილში ტრადიციას არ დავარღვევ, რამდენიმე ათეული წლით უკან დავბრუნები და ქართული საფეხბურთო ოჯახის წევრების თავს გადამხდარ რამდენიმე სახალისო ისტორიას გავიხსენებ. რაც შეეხება ამ "თავგადასავლების" საერთო თემას.

საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ ქართველებსა და ღვინოს ერთმანეთში დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ამ სიყვარულმა და ურთიერთგაგებამ დროის მკაცრ გამოცდას თავი არაერთხელ გაართვა. ისინი ძმაკაცობენ, ერთმანეთს არ ღალატობენ და ჭირსა თუ ლხინშიც გვერდი-გვერდ არიან.

ბახუსის ტყვეობაში ყოფნა სასიამოვნო განცდაა და იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მასთან დაკავშირებით მრავალი მოგონება არ გააჩნდეს, საქართველოში ღვინის სმის კულტი ხომ ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ამ დარგის "მეცნიერების” განვითარებაში ჩვენს ფეხბურთელებსაც თავიანთი "მოკრძალებული წვლილი" შეაქვთ.

დღევანდელი წერილის პირველი სტუმარი ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი კახი კაჭარავა იქნება, რომელიც "ბახუსთან მეგობრობის" ერთ სახალისო შემთხვევას მოგვიყვება.

"ერთი მზიანი დღეა. იუბილეს ვზეიმობთ ბიჭები _ "დინამოს" იუბილეს. გვარიანი სუფრა გამოგვივიდა. ვართ ასე 30-40 კაცი ძველიან-ახლიანად. დაგვაფასა და გვეწვია ერთი (არ მინდა ახლა ვინაობა დავაფიქსირო) ძალიან ღვაწლმოსილი ვეტერანი ფეხბურთელიც. თავისი მოკრძალებული "ჟიგულით" მობრძანდა (მაშინ სხვა მანქანა სად იყო!).

აქეთური-იქითური, სიყვარული, გაგება და ა.შ. მოკლედ ხელჩართული სმაა და ეს საპატიო ვეტერანი მაგრად დაითრო. მადლიერმა შეგირდებმა სკამიდან ხელით წამოვაყენეთ ქეიფის ბოლოს. მანქანის საჭესთან ეს რას დაჯდება. ცოდო არ მინდა, თვითონვე თქვა: "ჩემს მანქანას აქ დავტოვებ, ტაქსით წავალო".

ჩვენთან მანქანა კი არა, ხუთთეთრიანი არ დაიკარგება, მაგრამ მაინც კაცო, გადავწყვიტეთ გაგვეცილებინა თავისივე მანქანით, არადა გაჭინჭყლდა "ტაქსით წავალ, ტაქსით!" - არ გვაწუხებს თავის ჭკუით და მორიდებით.

_ კარგი, ბატონო... _ დავამშვიდეთ და ფხიზლად გადარჩენილი თითო თვალი ჩავუკარით ბიჭებმა ერთმანეთს. ჩანაფიქრი მარტივი იყო _ ამ ჩვენს ვეტერანს ვითომ ტაქსით გავაცილებდით. სინამდვილეში მე პირადად გამოვაცილე (გამოვიყვანე სპეციალურად არ ვამბობ, თუმცა, მაინც წამომცდა) და ვითომ ტაქსს ველოდებით ქუჩაში. ამ დროს ამ ვეტერანის "ჟიგული" (ჩვენ რომ გვიტოვებდა, თქვენ მომიყვანეთ ხვალო) დაგვიმუხრუჭდა ფეხებთან.

_ აი, ტაქსიც მოვიდააა.... _ ჩავსვით და მივიყვანეთ სახლში. კაცმა ვერაფერი გაიგო. ჯიბიდან 10-იანი ამოიღო, "მძღოლს" მისცა და ჩემზე ეუბნება: "ეს კაცი მიიყვანე, სადაც გეტყვის, ფული არ გამოართვაო". მეტი ვეღარ მოვითმინეთ მე და "მძღოლმა".

_ ბატონო "იმანო", ეს თქვენი მანქანაა... თქვენი!

_ რატომ? _ რატომღაც სრულიად მოულოდნელი და მდგომარეობისთვის შეუთავსებელი კითხვა დასვა ვეტერანმა.

_ თქვენია ეს მანქანა, თქვენი ბატონო...

_ აუუუუჰ! _ ბოლო ენერგია მოიკრიფა კაცმა, _ მადლობა ძვირფასებო, მადლობა! ვიცოდი მეეე... ვიცოდი.

მეორე დღეს ამ ვეტერანის ცოლი რეკავს ჩვენთან.

_ გისმენთ, ქალბატონ ლ-ლა, _ ვიცანით ხმაზე.

_ რა აჩუქეთ ჩემს ქმარს, რა, რომ გადარიეთ ამ სიბერეში?

სახტად დავრჩით.

თურმე ვეტერანს ცოლისთვის უთქვამს: "ბიჭებმა, საიუბილეოდ მანქანა მაჩუქეს _ შენია შენიო!!!!"

შეგრცხვა და...  კი ეკუთვნოდა წესიერ ქვეყანაში.

კიდევ ერთი საფეხბურთო-სალაღობო ისტორიას შემოგთავაზებთ. 1965 წლის დეკემბერში ჯემალ ზეინკლიშვილმა თანაგუნდელები მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი საქეიფოდ მშობლიურ ბორჯომში დაპატიჟა. ეს "მოგზაურობა" მესხი-მეტრეველის დუეტისთვის სავალალო შედეგით დასრულდა. ამ ისტორიას ჯემალ ზეინკლიშვილი შემდეგნაირად იხსენებდა:

"1964 წლის ნოემბერში სსრკ-ის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ყველა დინამოელს ყველასათვის საოცნებო, მაშინ პოპულარული მანქანები _ გაზ-21 გვაჩუქეს. მომდევნო წლის გაზაფხულზე მესხს და მეტრეველს მოველაპარაკე, წავიდეთ ბორჯომში და ერთი კაცურად ვიქეიფოთ,-მეთქი!

კაჩალინს ვთხოვე, მამაჩემს დავხედავ, ავად არის და ბიჭებსაც წავიყვან,-მეთქი. გაგვიშვა სამი დღით სამივე, თუმცა, რასაკვირველია, არ იცოდა, რომ საქეიფოდ მივდიოდით.

მივდივართ ღიღინ-ღიღინით, ძალიან ცხელა, გზაში ნელ-ნელა ვიხდით ტანსაცმელს და ბოლოს ტრუსებისამარა დავრჩით. ხაშურთან ერთი სასაცილო აზრი მომივიდა და ჩავაქრე მანქანა! მიშას და სლავას ვუთხარი _ ბიჭებო, მოაწექით და დაიქოქება,-მეთქი. ყლაპეს და მართლა ჩავიდნენ მანქანიდან მოსაწოლად. მეც ეს მინდოდა, მყის დავქოქე, დავადე გაზს ფეხი და ბორჯომამდე არ გამიჩერებია!

დარჩნენ მესხი და მეტრეველი ტრუსებისამარა შუა გზაში!!! შევარდნილან ბუჩქებში, ერიდებათ _ ამხელა ფეხბურთელები ვინმემ რომ არ დაინახოს შიშვლები!

მათ ბედად, მილიციის ინსპექტორს სამთვლიანი მოტოციკლით გამოუვლია და ბიჭებმა ბუჩქებიდან იმას დაუძახეს. გადარეულა ის ინსპექტორი, წარმოგიდგენიათ, რას გაიფიქრებდა!!! თბილისში ვეღარ დაბრუნდნენ ტრუსიკიანები, მყისვე გავარდებოდა ხმა ქალაქში და კაჩალინს ვერ გადაურჩებოდნენ, სთხოვეს და ინსპექტორმა ისევ ბორჯომში ჩამოიყვანა.

ისე იყვნენ გაბრაზებულები, ჩემსკენ არ მოუხედავთ! მიშასთვის და სლავასთვის პურმარილს ვინ დაიშურებდა? ორი დღე იქეიფეს უჩემოდ, მესამე დღეს კი ვეღარ გაძლეს და ისევ ერთად ვიყავით!!!

მას მერე, მესხი და მეტრეველი კარგა ხანს აღარაფერს მიჯერებდნენ".




 ახალი ამბები
  • 38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაშიონკოლოგი და გენეტიკოსი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი , ოზურგეთელი ალექსანდრე თავართქილაძე , ჯერ მხოლო 38 წლისაა, თუმცა მან თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების და ევროპული განათლების მირების შემდეგ, უზარმაზარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გზა გაიარა.  მედიცინის აკადემიური დოქტორი, რომლის დოსიეც, ლამის ქაღალდზე არ ეტევა, ონკოლოგიასთა ნ ბრძოლის საქმეში მსოფლიოს აკვირვებს _ ახლახან მან უნიკალური ოპერაცია გააკეთა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში, რაც უდიდესი გარდატეხაა ქართულ მედიცინაში _ მან პირველმა ჩაატარა თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი! „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სახელგანთქმულ ახალგაზრდა მეცნიერთან, რომლის გიგანტურ წინვლას სამედიცინო სფეროში, თვალს ადევნებს მშობლიური ოზურგეთი. ალექსანდრე თავართქილაძის მშობლები და ბებია სოფელ ნაგომარში ცხოვრობენ და მასთან შეხვედრა, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, თან მშობლიურ გურიაში, განსაკუთრებით საინტერესო ... ...
  • თავდასხმა ლაგოდეხში- ნიღბიანმა პირებმა ცოლ-ქმარი სცემესლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნიღბიანმა პირებმა 70 წლამდე ასაკის კაცი და მისი მეუღლე სცემეს, სახლიდან ოქროს ბეჭდები და მობილური ტელეფონი წაიღეს. თავდასხმა სოფელ უზუნთალაში სადიკოვ აბასალის ოჯახზე ღამით მოხდა. მიყენებული დაზიანებების გამო  კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...
  • როდემდე შეეძლებათ მძღოლებს 6-სიმბოლიანი ძველი სანომრე ნიშნებით სარგებლობასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების 6-სიმბოლიანი ძველი სანომრე ნიშნების მოქმედებაში დარჩენის ვადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლიანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე რჩება, მაგრამ ნომრის შეცვლა სავალდებულო იმ შემთხვევებში იქნება, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე შეიცვლება ან მფლობელი დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშანს აღადგენს. ამასთან, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის. ... ...
  • ზუგდიდში დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდაზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა მარიამ ქორიძემ განაცხადა, რომ დაკავებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. ბრალდებულის ადვოკატმა  ჯიტა გულუამ  მოსამართლეს 20 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობითაც მიმართა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ქავთარაძე კანონის დარღვევით დააკავეს. დაცვის მხარემ პროცესზე სასულიერო პირების დახასიათებები წარადგინა და დასძინა, რომ ისინი მზად არიან, თავდებში დაუდგნენ მამა სიმონ ქავთარაძეს. ჯიტა გულუა გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ახალი დანაშაული ჩაიდინოს ან მიიმალოს. ცნობისთვის, ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ ნარკოდანაშაულისთვის რომან მალანია დააკავეს, მალევე ამავე საქმეზე ზუგდიდის პოლიციას ბერი სიმონ ქავთარაძე ჩაბარდა.  მალანიას სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და გირაოს გადახდის შემდეგ უნდა ... ...
  • თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგებათბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე დროებით სარეაბილიტაციო სამუშაოები წყდება და გზაზე ავტომობილებს გადაადგილება ხვალიდან შეეძლებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „8 იანვრამდე ვაჩერებთ სამუშაოებს. გზა იქნება გახსნილი ჭავჭავაძეზე, შუქნიშნები დაყენებული და მოძრაობა იქნება აღდგენილი.  გვესმის, რომ ქალაქი ძალიან გადატვირთულია, ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და არ გვინდა, უხერხულობები შევქმნათ, კოლაფსი გამოვიწვიოთ. 8 იანვრის შემდეგ გავაგრძელებთ სამუშაოებს და ძალიან მალე დავამთავრებთ," _ განაცხადა კახა კალაძემ.   ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს