იგი წავა და... ადგილობრივი მოვა - "გურიას" იძულებითი არჩევანი

სპორტი

იგი წავა და... ადგილობრივი მოვა - "გურიას" იძულებითი არჩევანი

2015 ივლ 24 20:14:21

ახალი სეზონისთვის სამზადისში მყოფი ლანჩხუთის "გურია" გრიგოლეთის ბაზაზე თითქმის ყველა სპარინგ შეხვედრაში წარმატებით ასპარეზობს.  მიუხედავად ამისა, გუნდის შიდა სამზარეულოში ნორმალურ ატმოსფეროზე საუბარი, ცოტა არ იყოს,  რთულია.

 ცნობილი გახდა, რომ შეკრებაზე მყოფი ექვსი გამოცდილი ფეხბურთელი კლუბმა დაითხოვა. საგულისხმოა, რომ მათ შორის აღმოჩნდნენ კობა შალამბერიძე და ალეკო კოშკაძე, რომლებიც ბოლო ფორმაციის  "გურიას" ლიდერებად ითვლებოდნენ და ზედიზედ მესამე სეზონის ჩამთავრებას აპირებდნენ ლანჩხუთში. ყოველ შემთხვევაში, შეთავაზებულ შემცირებულ ანაზღაურებას ისინი დათანხმდნენ და წინასწარ კონტრაქტსაც კი მოაწერეს ხელი.

"რა მოხდა ვერ გეტყვით. გვითხრეს, რომ საჭიროები აღარ ვიყავით. მიზეზი ვერ გავარკვიეთ.  მოტივად გუნდის გაახალგაზრდავება სახელდება, თუმცა, რამდენიმე ასაკოვანი ფეხბურთელი დაიტოვეს. არადა, სამედიცინო შემოწმებაც გავიარეთ, კონტრაქტზეც ხელი მოვაწერეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ერთ კვირაში წადითო, გაგვიცხადეს. შემცირებულ ხელფასებსაც დავთანმხდით, რადგან აქ თამაში გვინდოდა, თორემ იგივე პირობებს სხვებიც გვთავაზობდნენ. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ხეირიანად ვერც გავიგეთ.   მწვრთნელი კლუბის ხელმძღვანელობას ადებს ხელს, ხელმძღვანელობა კი პირიქით - მწვრთნელს.

აქამდე პირადად არავისთან პრობლემა არ მქონია. გამგებელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. ეტყობა კახა გოგიჩაიშვილმა ჩათვალა, რომ საჭიროები აღარ ვიყავით. არ ვიცი, მეტს ვერაფერს ვიტყვით", - განაცხადა ჩვენთან საუბარში კობა შალამბერიძემ.

შალამბერიძისა და კოშკაძის ბედი კიდევ ოთხმა გამოცდილმა ფეხბურთელმა გაიზიარა. მათ შორის შოთა გაბრიჩიძე წინა სეზონშიც "გურიის" მაისურით ირჯებოდა. თენგიზ ჩიკვილაძე ქუთაისის "ტორპედოდან" დაუბრუნდა გუნდს, ხოლო სერგო ორბელაძე და დავით ციცხვაია ჩიკვილაძის დარად ახალწვეულები იყვნენ.

საქმის გასარკვევად პირველად კახა გოგიჩაიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და კლუბის ხელმძღვანელობასთან გადაგვამისამართა. კლუბის პრეზიდენტმა და ამავდროულად მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს ტრადიციისამებრ,  არ უპასუხა. მასთან კაბინეტში მისულებს კი მისმა მდივანმა  გვითხრა - კლუბის სხვა ხელმძღვანელებს მიმართეთ კომენტარისთვისო.

კლუბის ფინანსური დირექტორის  თენგიზ კიკვაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება კლუბის ადმინისტრაციამ მიიღო. 

"კლუბის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ეს ფეხბურთელები "გურიას" ამ ეტაპზე არ სჭირდება და მათ დაემშვიდობა. ეს იყო მხოლოდ მიზეზი და მათ ნაცვლად რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელი ითამაშებს" - დასძინა კიკვაძემ.

ჩვენი ინფორმაციით,  სანამ ამ ექვსეულს კლუბი დაემშვიდობებოდა, მანამდე შეკრებაზე მყოფ ლანჩხუთელ ფეხბურთელებს ოფიციალურად განუცხადეს,  არ გვჭირდებით, ბარგი ჩაალაგეთ და სახლებში წადითო. არადა, მანამდე კლუბის ოფიციალური საიტი გულმოდგინეთ აპიარებდა, "გურიაში" რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდა ისინჯება და კლუბი აქცენტს ადგილობრივ კადრებზე აკეთებსო.

ასეა თუ ისე, ამ მოულოდნელი ხმაურიანი ინციდენტის შემდგომ, ხელმძღვანელობა იძულებული შეიქნა ადგილობრივი კადრების დაბრუნებით "შეეფუთა" სიტუაცია და დაწუნებულ ფეხბურთელთა ნაწილი გუნდში დააბრუნა. ჩვენი ინფორმაციით საუბარია ბახიაზე, ნარიაშვილზე და  წერეთელზე, რომლებიც სავარაუდოდ მომავალი სეზონიდან ძირითად გუნდში იქნებიან.    




 ახალი ამბები
  • გპირდებით, გავაშიშვლებ სახალხო დამცველს _სანდრო ბრეგაძემას შემდეგ, რაც "სახალხო დამცველის" ოფისში სანდრო ბრეგაძემ პოლიცია გამოიძახა, საქმე თავად "ქართული მარშის" ლიდერის წინააღმდეგ აღიძრა. სახალხო დამცველის ოფისში შეღწევას ბრეგაძე პატრულის დახმარებით შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა თავად "ქართული მარშის" ლიდერი გაარიდეს შენობიდან. ბრეგაძეს თავისივე გამოძახებულმა საპატრულო ეკიპაჟმა სახალხო დამცველის ოფისი დაატოვებინა. "ქართული მარშის" ლიდერი ომბუდსმენის ოფისში, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში მივიდა და აპარატის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტა. თავად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში არ იმყოფება, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე კი აქცენტს რადიკალთა ჯგუფის ლიდერის მუქარის შემცველ განცხადებებზე აკეთებს. არასამთავრობო სექტორში რადიკალთა ჯგუფების ბოლო პერიოდში გააქტიურებას მათ დაუსჯელობას უკავშირებენ. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სახალხო დამცველის ოფისთან მასშტაბურ პროტესტს "ქართული მარში" მომავალ კვირაში აანონსებს. სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარიას გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. თუ ომბუდსმენი ვადის ამოწურვამდე უკან არ წაიღებს მის მოწოდებას რადიკალთა დაკავების შესახებ და არ დაიცავს ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" მონაწილე ბავშვების უფლებებს, ორგანიზაციის ლიდერი ამბობს, რომ მრავალათასიანი აქციის მოწყობას შეძლებს და სახალხო დამცველის გადაყენებასაც მიაღწევს. წყარო: ... ...
  • 3D კადასტრის შექმნის მიმართულებით თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა (R)3D მოდელირებისა და კადასტრის შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და დუბაის მიწის რეგისტრაციის დეპარტამენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ და დუბაის მიწის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სულთანმა ბუტი ბინ მეჯრინმა მოაწერეს ხელი.3D კადასტრის შექმნის კუთხით ქალაქ დუბაის მნიშვნელოვანი მიღწევები და პროექტები აქვს. ამ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყდა დუბაის შესაბამის უწყებასთან ურთიერთობა. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაზიარებულ გამოცდილებას, ექსპერტულ რეკომენდაციებსა და შესაბამის ტრენინგებს ქართული მხარე უძრავ ქონებაზე საკუთრების შესახებ ელექტრონული ბაზის განვითარებისა და უძრავ ნივთებზე 3-განზომილებიანი კადასტრის შესაქმნელად გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი, 2019 წლის ივნისიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ უძრავი ნივთების აგეგმვა/ აზომვასა და აღწერას ახორციელებს და ელექტრონულ საძიებო სისტემის შექმნის მიმართულებით მუშაობს. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი დედაქალაქის 10-ვე რაიონში, მიწის ნაკვეთებს აღრიცხავს, ფოტოსურათებს , მათ შორის, 360° პანორამული ფოტოებს გადაუღებს და სკეტცჰUპ ფორმატში ობიექტების 3D გამოსახულებებს მოამზადებს. ამასთანავე, შიდა ფართს აღრიცხავს და აზომვით ნახაზებს მოამზადებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა რეგისტრირებული შენობისთვის და ხაზოვანი ნაგებობისთვის, როგორიცაა მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები და ის ხიდები, რომელთაც აქვთ შიდა სივრცე .დამუშავებულ ინფორმაციასა და ელექტრონულ ფორმატში მომზადებულ მონაცემთა ბაზებს საჯარო რეესტრი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, მონაცემებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, საპრივატიზაციო ბაზის შესაქმნელად და ა.შ. გამოიყენებს. ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გამარტივებული ელექტრონული სერვისებთან, უძრავი ქონების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებასთან და სხვა ინოვაციურ პროექტებთან ერთად, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ნივთებისთვის 3-განზომილებიანი მოდელირებისა და კადასტრის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავ ქონებაზე კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებას, გააუმჯობესებს ქონების მართვის, განკარგვისა და ინვესტირების შესაძლებლობებს; გაზრდის დაგეგმვისა და პროექტირების ხარისხს და უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ... ...
  • 2 გარდაცვლილი და 3 მძიმედ დაშავებული - საზარელი ავარია დადიანზეთბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა სამი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯეხა. ამ წუთებში დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. საქმეზე დაწყებულია გამოძიებადაწყებულია ... ...
  • პატრიარქი - მიყვარხარ საქართველომიყვარხარ საქართველო! _ ბრძანა დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მე­ო­რემ მე­ტე­ხის ხიდ­ზე, სა­დაც ასი ათა­სი მო­წა­მის ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.  "მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო" პატ­რი­არ­ქმა სამ­ჯერ ... ...
  • საცობი თბილისის მეტროში (ფოტო)ამ წუთებში თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს. მატარებლები მგზავრთა ნაკადს ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?