რუსი ოლიგარქების საფეხბურთო კლუბები

სპორტი

რუსი ოლიგარქების საფეხბურთო კლუბები

10 სექ. 2015, 17:11:45

რომან აბრამოვიჩი – "ჩელსი" ლონდონი (ინგლისი)

2003 წლის ივლისში რომან აბრამოვიჩმა და "ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა კენ ბეითსმა ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმად, 140 მილიონ ფუნტ სტერლინგად ლონდონური კლუბი ჩუკოტკის ექსგუბერნატორის ხელში გადავიდა. კლუბის შეძენის შემდგომ აბრამოვიჩმა დავალიანებების დაფარვა დაიწყო და პირველ ორ სეზონში ახალი ფეხბურთელების შესაძენად 230 მილიონი ფუნტი დახარჯა. იმ ჯილდოს მოგება, რომლის გამოც იყიდა აბრამოვიჩმა "ჩელსი", შეძენიდან მეცხრე წელს მოხერხდა, როდესაც "არისტოკრატებმა" ("ჩელსის" მეტსახელი) ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

ალიშერ უსმანოვი – "არსენალი" ლონდონი (ინგლისი)

2007 წლის აგვისტოში კომპანია "რედ ენდ უაით ჰოლდინგსმა" ლონდონური საფეხბურთო კლუბ "არსენალის" აქციათა 14,5 პროცენტი იყიდა.  კომპანიის მფლობელი რუსი ოლიგარქი, ალისერ უსმანოვია, რომელმაც პირადად აწარმოა მოლაპარაკებები "არსენალის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, დევიდ დინთან და გარიგების თანახმად, 75 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ბრიტანული პრესა მაშინ წერდა, რომ უსმანოვი მეორე რუსია ინგლისურ პრემიერლიგაში.

იური კორაბლინი – "ვენეცია" ვენეცია (იტალია)

2011 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსმა ბიზნესმენმა, მილიარდერმა და პოდმოსკოვიეს ქალაქ ხიმკის ყოფილმა მერმა იური კორაბლინმა იტალიური საფეხბურთო კლუბი "ვენეცია" შეიძინა. იტალიური პრესის ცნობით, გარიგების ინიციატორი ვენეციაში მცხოვრები კორაბლინის ახლო მეგობარი, ბელარუსი ბიზნესმენი, ალექს სამოხინი იყო. გარიგების თანხა არ სახელდებოდა, თუმცა ინგლისურ კლუბებთან შედარებით, "ვენეცია" გაცილებით მოკრძალებული კლუბია და როცა ის კორაბლინმა იყიდა, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონში ასპარეზობდა.

დიმიტრი რიბოლოვლევი – "მონაკო" (საფრანგეთი)

2011 წელს ცნობილმა რუსმა მილიარდერმა დიმიტრი რიბოლოვლევმა ფრანგული საფეხბურთო კლუბი, "მონაკო" შეიძინა, რომელიც იმ დროს საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობდა. კომპანია "მონაკო სპორტ ინვესტი", რომლის მფლობელი რიბოლოვლევია, კლუბის აქციათა საბაზო პაკეტს ფლობს, ხოლო დანარჩენი აქციები, მონაკოს სამეფო ოჯახისაა.

ანტონ ზინგარევიჩი – "რედინგი" (ინგლისი)

რუსი მილიარდერის, ბორის ზინგარევიჩის ვაჟი, ანტონი რამდენიმე წლის წინ ინგლისური საფეხბურთო კლუბის, "რედინგის" მფლობელი გახდა. კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენა ოლიგარქის შვილს 25 მილიონი ფუნტი დაუჯდა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად, ზინგარევიჩს "ევერტონის" ყიდვა უნდოდა, თუმცა გარიგება ვერ შედგა. ანტონის მამა ბორისი კი იმით არის ცნობილი, რომ 2009 წელს, 51 მილიონ რუბლად იყიდა საქველმოქმედო აუქციონზე რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ გადაღებული ფოტოსურათი  – ტობოლის მონასტერი.

დავიდ ტრაკტოვენკო – "ფკ სიდნეი" (ავსტრალია)

"პრომსტროიბანკის“ ექსმფლობელი და საფეხბურთო კლუბ "ზენიტის" დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი, დავიდ ტრაკტოვენკო ავსტრალიური კლუბის, "სიდნეის" აქციათა 22 პროცენტის მფლობელია. მილიარდერი 2008 წლიდან ფლობს ავსტრალიური საფეხბურთო კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტს, რომელიც ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, ფრენკ ლოუისგან შეიძინა. გარიგების დეტალები დღემდე უცნობია.




 ახალი ამბები
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცააჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება.კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას ევროპული საქართველოსა და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულესუმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...