"ბურთს კი არა, თუ გაჭირდა, ციდან ვარსკვლავს მოვიტაცებ"

სპორტი

"ბურთს კი არა, თუ გაჭირდა, ციდან ვარსკვლავს მოვიტაცებ"

2012 მარ 14 07:20:36
თბილისის "დინამოში" წლების განმავლობაში თამაშობდნენ ჩოხატაურელი ფეხბურთელები, რომლებმაც ღირსეული სახელი დატოვეს როგორც პიროვნებებმა, სპროტსმენებმა და უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ფეხბურთის განვითარებაში.

გარდასულ დროთა გამო, სპორტის არც ერთი სახეობა არ იწვევს ისეთ მძაფრ ნოსტალგიას, როგორც ფეხბურთი. რამდენჯერ მოგვენატრება ერთხელ ნანახი მატჩის ხელახლა ნახვა, გვინახავს ბრწყინვალე თამაშები, რომლებიც სამუდამოდ, საყვარელი წიგნებივით და ყრმობის ნეტარი სურათებივით ჩაგვრჩენია მეხსიერებაში.

ვისაც სპორტი და ფეხბურთი უყვარს, მას არ შეუძლია ისეთი გუნდის დავიწყება, როგორიც თბილისის "დინამო" იყო; არც იმ ფეხბურთელების დავიწყება შეიძლება, რომლებიც "დინამოში" თამაშობდნენ _ ეს იყო გუნდი, რომლის დამმარცხებელი ცოტა თუ იყო საფეხბურთო სამყაროში.

ამ პატარა მოგონებების ავტორი წინასწარ მადლობას ვუხდი ბატონ ლეო კოტრიკაძეს, რომელმაც დამაკავშირა შესანიშნავ ადამიანთან, წარსულში ცნობილ ფეხბურთელ ბატონ ვლადიმერ ბარქაიასთან, რომელიც სიამოვნებით პასუხობდა ჩემს შეკითხვებს.

1960 წელი, 31 ოქტომბერი. თბილისის "დინამო" მეოთხედ გავიდა თასის ფინალში და შეხვდა მოსკოვის "ტორპედოს", მოსკოვში, "ლუჟნიკების" სტადიონზე. ბატონი ვლადიმერი იგონებს: "ეს ჩემი პირველი თამაში იყო თასის ფინალში. ანდრო ჟორდანიამ სთხოვა ფეხბურთის სამმართველოს მესვეურებს, მსაჯი ყოფილიყო ლიტველი, მაგრამ მისი თხოვნა არ მიიღეს და დანიშნეს კიეველ მსაჯთა ბრიგადა, მთავარი მსაჯი იყო ცაპოვეცკი. მოსკოველები დაბნეული იყვნენ, წინააღმდეგობას ვერ გვიწევდნენ მიუხედავად ცუდი ამინდისა. მაშინ "ტორპედოში" სლავა მეტრეველი თამაშობდა. ამ ბუმბერაზ ფეხბურთელს იმ შეხვედრაში "ტორპედოს" სასარგებლოდ ერთი პასიც არ გაუკეთებია. მე დამიყენეს დარაჯად საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი მანოშინი, რომელიც ახლოს ვერ მეკარებოდა. უნდა მოგვეგო და წავაგეთ 4:3. სლავა მეტრეველმა მატჩის შემდეგ გაკვირვებულმა მითხრა: _ სიომა, ოთხივე ბურთი მსაჯებმა შეაგდეს!"

საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა, ყოველთვის ცდილობდა, სულ მოსკოვის გუნდებს გაემარჯვათ. მიუხედავად პროტესტისა, საკავშირო ფეხბურთის ფედერაციამ არ განიხილა მაშინდელი ფინალის თემა. მართალია, "დინამო" დამარცხდა მიკერძოებული მსაჯობის გამო, მაგრამ მოსკოველი მაყურებლები ტაშით აცილებდნენ ქართველ ფეხბურთელებს შესანიშნავი თამაშის ჩვენებისთვის.

გავიდა წლები... 1964 წლის 18 ნოემბერს, ტაშკენტში, თბილისის "დინამო" პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი _ ისტორიულმა სამართლიანობამ გაიმარჯვა. გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდას" მიმომხილველი, რომელიც აღტაცებას ვერ მალავდა, წერდა: "თბილისის "დინამო" ყოველთვის პირველი პრიზის პრეტენდენტი იყო".

ამ შეხვედრამდე, "დინამოს" ჩემპიონატის ბოლო მატჩი ჰქონდა ჩასატარებელი კიშინიოვის "მოლდოვასთან", რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონი "ტორპედო" ხდებოდა. "მოლდოვას" ხელმძღვანელობა, მკაცრად იყო გაფრთხილებული მოსკოვიდან _ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაეგოთ. ამ დროს, მათთვის მატჩის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. შეხვედრას სჯიდა მოსკოვის მსაჯთა ბრიგადა _ მთავარი მსაჯი პავლე კაზაკოვი, რომელსაც მაყურებელმა ჯალათი შეარქვა, საკუთარი წესებით მსაჯობდა.

_ მეცხრე კლასის მოსწავლეს მქონდა ბედნიერება ამ მატჩს დავსწრებოდი, _ იგონებს ჩოხატაურის გამგეობის თანამშრომელი ჯემალ სიხარულიძე, _ პირველი ნახევარი ფრედ დამთავრდა. შესვენებისას სტადიონზე შუქი გამოირთო. მაყურებელმა გაზეთებს ცეცხლი წაუკიდა. ხალხი ღელავდა, რთული სიტუაცია შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშს ესწრებოდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლების ლიდერი მჟავანაძე, ვითარება მანამდე იყო დაძაბული, სანამ ვლადიმერ ბარქაიამ გოლი არ გაიტანა მეორე ნახევრის 21-ე წუთზე. კარგად მახსოვს _ კაზაკოვი შეჩერდა, ყოყმანობდა, ჩაეთვალა თუ არა გოლი. ქართველი ფეხბურთელები მიცვივდნენ მთავარ მსაჯს, თვალები ცრემლებით ჰქონდათ სავსე. ამ დროს გაისმის სერგოს კოტრიკაძის შეძახილი: სიომა, სიომა ფრთხილად იყავი, თამაში მოგებული გვაქვსო. როგორც იქნა კაზაკოვმა ბურთი ჩათვალა.

როდესაც ბატონ ვლადიმერს ეს მატჩი გავახსენე, მითხრა, მართალია ბურთი მე გავიტანე მაგრამ ეს მატჩი სერგომ გადაარჩინა, რომელმაც ბოლო წუთებში მკვდარი ბურთი მოიგერიაო.

ამ შეხვედრის შემდეგ, თბილისის "დინამომ" და მოსკოვის "ტორპედომ" თანაბარი ქულები დააგროვეს. საჭირო გახდა დამატებითი შეხვედრის ჩატარება, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, 1964 ნოემბერში, ტაშკენტში გაიმართა. "დინამომ" 4:1 გაიმარჯვა და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მატჩის მთავარი მსაჯი იყო ახალგაზრდა კაცი, რიგელი რუბენისი, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ საერთოდ მოკვეთეს ფეხბურთიდან. მოსკოვის "ტორპედოს" გამარჯვებაში დარწმუნებული საკავშირო ფეხბურთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვლადიმერ მოშკარკინი, იძულებული გახდა, თბილისში ჩამოსულიყო და სპორტის სასახლეში ოქროს მედლები გადაეცა დინამოელებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ საკავშირო ფეხბურთის სამმართველოს და საერთოდ, საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებას აშკარა მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ თბილისის "დინამოს" მიმართ, რუსი და ქართველი ფეხბურთელების მეგობრობა გულშემატკივრებს დღესაც ახსოვთ _ ცნობილმა ფეხბურთელმა, ვალენტინ ივანოვმა სლავა მეტრეველის დაკრძალვაზე საკუთარი ფული _ 3 500 დოლარი გაიღო. რუსმა ფეხბურთელებმა, ასევე, დიდი პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული შოთა იამანიძის ნათელ ხსოვნას.

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატებში, თბილისის დინამოელებმა, მიუხედავად მრავალ წინააღმდეგობისა, მაინც შეძლეს ხუთჯერ ვერცხლის და ცხრაჯერ ბრინჯაოს მედლების მოპოვება, ორჯერ _ 1964 და 1978 წლებში გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები, 1976 და 1979 წლებში მოიპოვეს საბჭოთა კავშირის თასი.

თბილისის "დინამო" მეორე გუნდია ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელმაც ევროპის ქვეყნების თასის მფლობელთა თასი დაისაკუთრა _ 1981 წლის 13 მაისს, გერმანიაში, დიუსელდორფის "რაინშტადიონზე", "დინამომ" გერმანული "კარლ ცეისი" დაამარცხა.

საამაყოა, რომ თბილისის "დინამოში" საკმაოდ წარმატებულად გამოდიოდნენ ჩოხატაურელები:

_ ტყავის ბურთის ვირტუოზი ბორის სოლომონის ძე პაიჭაძე, დაბადებული 1915 წელს ჩოხატაურის რაიონში სოფელ ონჭიქეთში, 1936-51 წლებში იცავდა თბილისის "დინამოს" ღირსებას. ჩაატარა 191 მატჩი, გაიტანა 106 გოლი. 1953-54 წლებში იყო თბილისის "დინამოს" უფროსი მწვრთნელი. რუმინეთში ბატონ ბორისს ფეხბურთის კარუზო უწოდეს;

_ მიხეილ ირაკლის ძე ბერძენიშვილი, დაიბადა შუაფარცხმაში 1914 წელს. 1936-46 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში", იყო პენალტების შესრულების დიდოსტატი. 1948 წელს გახლდათ დინამოელთა უფროსი მწვრთნელი. ამ პერიოდში "დინამოში" თამაშობდა ვლადიმერ (ბუკა) ბერძენიშვილიც.

_ რევაზ ლონგინოზის ძე მახარაძე, თავდამსხმელი. დაიბადა 1926 წელს, სოფელ იანეულში. 1947-55 წლებში იცავდა თბილისის "დინამოს" ღირსებას, ითამაშა 149 მატჩი, გაიტანა 14 გოლი.

_ ავთანდილ ნოეს ძე ჭკუასელი. დაიბადა 1931 საჭამიასერში. თამაშობდა "დინამოში", ასევე, მაშინდელ საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

_ ალექსანდრე პარმენის ძე კოტრიკაძე. 1930 წელს დაიბადა სოფელ დაბლაციხეში. 1953-59 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში", 1966 წელს იყო გუნდის უფროსი მწვრთნელი.

_ სერგო პარმენის ძე კოტრიკაძე. დაიბადა სოფელ დაბლაციხეში. თბილისის დინამოს ყველა დროის უძლიერესი მეკარე, ჰქონდა უსწრაფესი რეაქცია. 1959 წელს, თბილისის "დინამოსა" და კიევის "დინამოს" შორის გამართულ შეხევდრაში სერგომ ორი პენალტი აიღო. მის წარმატებულ თამაშებს ლექსიც მიუძღვნეს, რომლის ერთი სტროფი ასეთი გახლდათ: "ბურთს კი არა, თუ გაჭირდა, ციდან ვარსკვლავს მოვიტაცებ!"

_ ანზორ ამბერკის ძე კავაზაშვილი. დაიბადა 1940 წელს, სოფელ სამებაში. იყო შესანიშნავი მეკარე (თეატრის მსახიობის, თამარ მახარაძის ნახევარ ძმა). "დინამოში" თამაშობდა 1957-59 წლებში; შემდეგ _ რუსეთის სხვადასხვა გუნდებში. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ითამაშა 30 მატჩი.

ჩოხატაურში აღიზარდნენ ტყავის ბურთის სხვა ოსტატებიც _ გამორჩეული პიროვნება, დაბლაციხელი ჯემალ ხაბეიშვილი. იგი "დინამოს" სათადარიგო შემადგენლობაში და რუსთავის "მეტალურგში"თამაშობდა. გამოირჩეოდა ბრწყინვალე ტექნიკით. ვისაც მისი თამაში უნახავს, უკვირდათ, თუ რატომ არ ათამაშებდნენ ძირითად შემადგენლობაში.

წარმატებულად კარიერა ჰქონდათ "დინამოში" საჭამიასერელ დოდო (დოდიკა) ხუნდაძეს, ბასილეთელ მალხაზ მახარაძეს, ჩაისუბნელი სპარტაკ შარაშენიძე "დინამოს" სათადარიგო მეკარე გახლდათ. იგი ბოლო წლებში ეწეოდა აღმზრდელობით მუშაობას.

დიდი ურთიერთობა აკავშირებდა ჩოხატაურთან მიხეილ მესხს, რომელიც, ოჯახთან ერთად, ხშირად სტუმრობდა სოფელ ბუკისციხეში უდიდეს პედაგოგს, შოთა შარაშიძეს; ხშირად ჩამოდიოდა ჩოხატაურში ანზორ კავაზაშვილი. ავთანდილ ჭკუასელი მეგობრობდა ზურაბ ჩანტლაძის ოჯახთან.

უკვე რამდენიმე ათეული წელია, ჩოხატაურში ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები არ წარმოჩენილან, თუმცა, არიან გამონაკლისები: საჭამიასერელი ლევან ყენია, რომელიც თამაშობს გერმანულ "შალკე 04"-ში თამაშობს და ზემოფარცხმელი ბიძინა (ბუკა) ცინცაძე _ იგი რიგის "დაუგავას" ღირსებას იცავს.

ამ წერილით შევეცადე, ჩემს ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით, "გურია ნიუსის" მკითხველისთვის გამეცნო ქართული საფეხბურთო ისტორიის რამდენიმე ეპიზოდი. მივესალმებით, თუ ამ მაგალითს სხვაც მიბაძავს და გურული სპორტსმენების შესახებ საინტერესო ამბებს მოუთხრობს საზოგადოებას.

გრიშა კეკელიძე, ჩოხატაური, იანეული




 ახალი ამბები
  • ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები _ გამყრელიძეჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელი ამირან გამყრელიძე "პირველ არხთან" საუბარში.  მისივე თქმით, საქართველოში დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია, სამედიცინო მიზნით მოხმარებისას კი ის ერთჯერადად უნდა გამოიყენონ. "ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები. გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები ჩატარდა. გვაქვს დიდი დეპარტამენტი, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც მუშაობს ამ ტიპის საკითხებზე, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი უნდა ეცვას", — განაცხადა ამირან გამყრელიძეიმ. ცნობისთვის, ქართული პირბადეების ხარისხი და დიზაინი სოციალურ ქსელში კრიტიკისა და განხილვის საგანი გახდა. აღნიშნული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია, მათი ღირებულება 50 თეთრია და ერთ პირს მხოლოდ სამი პირბადის შეძენა ... ...
  • დაბადებასა და გარდაცვალებასთან, ასევე, აპოსტილთან დაკავშირებული სერვისების გაცემა განახლდასახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განაახლა. ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია და ამ მოწმობების პირველად ან განმეორებით მიღება სურს, შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით მიმართოს. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge ან პორტალზე – my.gov.ge, რის შემდეგაც უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციურ სამსახურს სკაიპის ოფიციალურ მისამართზე – sda.gov.ge. განაცხადის დარეგისტრირება ვიდეოგასაუბრებით მოხდება. მომხმარებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის მიღებას პორტალ my.gov.ge-ს ან sda.gov.ge-ს ვებგვერდების საშუალებით შეძლებს, ხოლო მზა დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის საშუალებით მიიღებს. ასევე, დღეიდან მოქალაქეები მათთვის საჭირო დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას შეძლებენ. ამისათვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10, სადაც ოპერატორი მოინიშნავს მის საჭიროებას, რის შემდეგაც მოქალაქემ დასამოწმებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოსტით უნდა გაუგზავნოს მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა. აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს მოქალაქე მის მიერ მითითებულ მისამართზე ფოსტით მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განაახლა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემაც. ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება. პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს, ან, გარკვეულ შემთხვევაში, მასთან ადგილზე ვიზიტი ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ... ...
  • ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყოსაგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის ... ...
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...