"გურია"- "გაგრას" შეხვედრა ფრედ დამთავრდა

სპორტი

"გურია"- "გაგრას" შეხვედრა ფრედ დამთავრდა

5 თებ. 2016, 14:35:29

ხუთშაბათს საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთის "გურიამ" საბურთალოს "მარაკანას" სტადიონზე მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. ამჯერზე ლანჩხუთელთა მეტოქე საფეხბურთო გუნდი "გაგრა" იყო.

წინა შეხვედრის დარად ეს მატჩიც ლანჩხუთელთათვის ახალწვეულ ფერხბურთელთა შერჩევას ემსახურებოდა და თამაშის ძირითადი ინტრიგაც სწორედ იმაში იყო, თუ რას წარმოადგენდნენ ახალწვეულივე მწვრთნელის  მიერ შერჩეული ფეხბურთელები.  საბოლოოდ, შეხვედრამ უგოლო ფრეთი ჩაიარა.

ვიქტორ დემიდოვის გადაწყვეტილებით "გაგრასთან" "გურიამ"  ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: პოლოტვინცევი (უკრაინა); ნუნიესი (კოსტა-რიკა); ჩადუნელი; ი. კვეკვესკირი; პატერსონი (ბურკინა-ფასო); მამახანოვი (სომხეთი); სადიკოვი (რუსეთი); ჟუნიორი (კოდ დივუარი); ალეკსანიანი (სომხეთი); ტაბოევი (რუსეთი);  მოროზენკო (უკრაინა). შეცვლაზე კი შევიდნენ: გელაშვილი, ზოზულია, პადერინი და  ნოზაძე.

წინ "გურიას" კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ელის, რომლის შემდეგაც გაირკვევა, ახალწვეულთაგან  ვინ დაიმკვიდრებს საბოლოოდ ადგილს გუნდში.




 ახალი ამბები
  • ხიდისთავში ურნები ნაგავს ვეღარ უთავდებაჩოხატაურში, ხიდისთავში მოსახლეობა გადავსებულ სანაგვე ურნებსა და მიმოფანტული ნაგავის გამო წუხს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ამ დილას ფოტო მოგვაწოდა, რომელზეც გადავსებული ნაგავშემკრები კონტეინერები, დაბლა დაყრილი ნაგავი და ნაგვის ნარჩენებს დაწაფებული საქონელია ასახული. ცალკე თემაა, რა  პრობლემა შეიძლება შეუქმნას პირუტყვს ნაგვის ნარჩენებმა, თუმცა, ამჟამად დავინტერესდით _ რამდენი ნაგვის მანქანა ემსახურება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, რა  სიხშირით გააქვთ ნაგავი ხიდისთავიდან და რას უკავშირდება ასახული სურათი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ხიდისთავში, დავით ვასაძე ამბობს, რომ ნაგვის გატანა ყოველდღე ხდება. ვასაძე შექმნილ ვითარებას დამსვენებლების დიდ რაოდენობას უკავშირებს. „ნაგვის ურნა თითქმის ყველა დღე იცლება, რადგან ბევრი დამსვენებელია ჩამოსული და მალ-მალე ივსება“, _ გვითხრა ვასაძემ. ა(ა)იპ კომუნალურ სამსახურ ,,სხივში“ ამბობენ, რომ სამუშაოდ ორშაბათი მძიმე დღეა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ფაქტობრივად, 3 მანქანა ემსახურება, საიდანაც ამჟამად ერთი ბახმაროშია, ერთს აკეთებენ, ერთი კი დილიდან დაკავებულია სოფლებიდან ნაგვის გატანით. „ხალხი იმდენია ჩამოსული, ურნები ვეღარ უთავდება. მოვითხოვეთ დამატებითი 150 ურნა, მაგრამ არ ჩანს. ამ წუთებში მიმდინარეობს დასუფთავება და მაქსიმუმ, 40 წუთში იქნება დასუფთავებული. ნაგვის გატანა  ხდება დილის საათებში. მანქანამ მოიარა დაბა, იყო წასული  ერკეთში, ბუკისციხეში. ორშაბათი მძიმე დღეა. კვირას იყო ბაზარი და ბაზრის ტერიტორიაც ხომ უნდა დასუფთავდეს, ამიტომ დროის ფაქტორი იწელება. სულ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 4 მანქანა გვყავს, ერთი ძველია.  ბახმაროს სეზონი რომაა, ცოტა რთულადაა საქმე. ერთი მანქანაა ბახმაროზე მიმაგრებული, ახლა ერთი მანქანა მუშაობს აქ, მეორე მანქანა ეზოში დგას, აკეთებენ. ორშაბათობით ორივე მანქანას ვამუშავებთ, მაგრამ ეს გამოიწვია იმან, რომ მეორე მანქანა კეთდება“, _ გვითხრა ა(ა)იპ "სხივის" დირექტორმა მერაბ ... ...
  • ოზურგეთის მეორე სკოლის თოთხმეტმა მოსწავლემ, უცხო ენაში საუკეთესო შედეგი აჩვენაოზურგეთის   მეორ საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა 14-მა მოსწავლემ,  ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენაში, საუკეთესო შედეგი აჩვენა.  80 ქულიდან შემდეგი შეფასება დაიმსახურეს: ანა დოლიძე-78 ქულა მარიამ ვასაძე-78 ქულა მარიამ ჭკუასელი-78 ქულა თამარ თავართქილაძე-77 ქულა ელენე გოგიბერიძე-77 ქულა ანა მელუა-76 ქულა ლუკა ცხომელიძე-75 ქულა ანანო ვანიძე-75 ქულა თამარ ინარიძე-75 ქულა ანანო თევზაძე-72 ქულა ელენე სალუქვაძე-71 ქულა ანა პაიჭაძე-71 ქულა მარი ჩიკაშუა-70 ქულა მარიამ დობორჯგინიძე-70 ქულა „გურია ნიუსი“ ულოცავს  წარმატებულ მოსწავლეებს, ამჯერად აბიტურიენტებს, ძალიან კარგ შედეგს და უსურვებს ბედნიერ ... ...
  • ირინა ქავჟარაძის ტრიუმფი _ 80-იდან 79 ქულა უცხო ენაშიოზურგეთელმა ირინა ქავჟარაძემ ეროვნულ გამოცდებზე მორიგ  დიდ  წარმატებას მიაღწია. მან უცხო ენაში, 80-დან 79 ქულა მიიღო  და თამამად  შეიძლება ითქვას, ამ ტრიუმფით საქართველოში ერთი-ერთი  საუკეთესო შედეგი აჩვენა. კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ უკვე სასურველ ფაკულტეტზე მოხვდება _ის ივ. ხავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აბარებს _ გვითხრა, რომ ეჭვი არ ეპარება. _ დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ ფაკულტეტზე ჩავირიცხები, - გვითხრა მან. „გურია ნიუსი“ ულოცავს და ახალ წარმატებებს უსურვებს ირინა ... ...
  • ოზურგეთში თხილის ტომრეში 800 გრამიანი ქვები იპოვეს: „გასატეხად გამოადგებათ“დღეს, დილიდან, ოზურგეთში,   ერთი კილოგრამი   თხილის ფასი ოთხი ლარია. სამიოდე დღის წინ დაწყებული ფასების განსხვავება „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ შორის, დღეს ისევ გათანაბრებულია და განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, საღ  თხილში  ყველას ერთნაირი ფასს - ოთხ ლარს უხდიან. თხილის მიმღებ პუნქტებში ჩანს, რომ თხილს ტეხენ, თუმცა როგორც მწონავები გვეუბნებიან, მხოლოდ  ხარისხის გაგება სურთ, რადგან უვარგისი თხილის შემოტყუება დაიწყეს.  ის მეთოდი კი, რაც გასულ წლებში იყო, ათი ცალი  გატეხილი თხილიდან,  საღის მიხედვით ფასის გამოყვანა,  აღარ მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით,   თხილის გატეხვის  აკრძალვას ხან მთავრობის მეთაურს მიაწერენ, ხანაც  ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს. _არ იფიქროთ,  თხილს  იმიტომ ვტეხდეთ, ფასის გამოთვლა გვინდოდეს.  ხარისხს ვამოწმერთ და კიდეც იმას,  ტომარაში ქვები და ხრეში ხომ არ ყრია. მოაქვთ ნაგავით სავსე, უხარისხო  თხილი. 800 გრამიანი ქვები, აგურის ნამტვრევბი და ხრეში  ჩაყარეს თხილიან ტომრებში.  ერთ პატარა ტომარაში, რომელშიც სულ 6 კილო თხილი იყო, მერე აღმოვაჩინეთ რომ 800 გრამიანი ქვაც იდო.  ნახევარკილოიანი ქვებიც ვნახეთ. ამას კადრულობს ხალხი, - გვითხრეს ოზურგეთში, ნინო  რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ  თხილის მიმღებ პუნქტში. „მტეხლაობა დაიწყეს და გამოადგებათ თხილის გასატეხად“ _ ზოგი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ამ უკადრისი საქციელის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვანიაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ქვეითი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...