"გურიამ" თანალიგელი "კოლხეთი" ამხანაგურად დაჯაბნა

სპორტი

"გურიამ" თანალიგელი "კოლხეთი" ამხანაგურად დაჯაბნა

2016 თებ 12 21:58:24

საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთის "გურიამ" დღეს ურეკში კიდევ ერთი ამხანაგური ტესტ - მატჩი გამართა უმაღლესლიგელ ფოთის "კოლხეთთან" და ახალი მწვრთნელის ხელში პირველი გამარჯვებაც იგემა - 2:0.

გუნდის უშუალოდ "ლაივში" ხილვა პირველად მოგვეცა და გარკვეული დასკვნების გაკეთებაც შეიძლება. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ეს გუნდი აშკარად ჯობნის იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე ჩაატარა. მეორე, რუს თავკაც ვიქტორ დემიდოვს აქცენტი ათლეტურ, ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელებზე აქვს აღებული. მესამე, ფეხბურთელებს შეთამაშება და ურთიერთგაგება ჯერ კიდევ ცოტა გააჩნიათ და ამ კომპონენტში "კოლხეთი" უფრო დალაგებულად თამაშობდა.

თავად შეხვედრა ცუდი საცქერი არ გამოდგა. იყო ხისტი ბრძოლა და სისწრაფისკენ ლტოლვა, მაგრამ ხან ზემონახსენები შეუთამაშებლობა და ხანაც სათამაშო კლასი, უფრო მეტს ითხოვდა. რამდენიმე ფეხბურთელის  გამორჩევა მაინც შეიძლება. საიმედო იყო დაცვაში ჩადუნელი, ასევე ნოზაძე, ახალწვეულ გამყრელიძესაც ეტყობა კოჭებში რუსულ კლუბებში თამაშის გამოცდილება, იგივე ითქმის კვეკვესკირზეც. ძალიან ტექნიკური და მოაზროვნე ჩანს უკრაინელი მოროზენკო, რომელიც გამთამაშებლად ირჯებოდა. მართალია ამ ჯერზე უკრაინელ კარის დარაჯ პოლტავცევს ბევრი საქმე არ ქონია, მაგრამ აშკარაა, რომ ის კარგი მეკარეა. მონდომება არ აკლდა ალავერდაშვილსაც, რომელიც ურიგოდ არ გამოიყურებოდა.

პირველ ტაიმში 33 - ე წუთზე ანგარიში კვეკვესკირმა გახსნა, მალე მსაჯმა "კოლხეთს" კაცი გაუგდო და მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული დატოვა.

შესვენების შემდგომ ეს ფაქტორი დიდად შესამჩნევი არ ყოფილა, მაგრამ "გურიამ" მაინც მოახერხა მეორედ გატანა. ეს გოლი "აფრიკული" გამოდგა. შესვლაზე შესულმა ბურკინა ფასოელმა პატერსონმა მარჯვენა ფლანგზე უნარიანად დაამუშავა ბურთი და საპენალტოს მიდამოებში მყოფ ჟუნიორს გადააწოდა. ამ კოტ დიუარელმა ზორბა ცენტფორვარდმა კი კარგად დამალა ბურთი, შემოტრიალდა და ცაციათი მეტოქის კარის შორეულ დაბალ კუთხეში მოათავსა.

საერთოდ ჟუნიორს ამის გარდა დიდი ვერაფერი არ შეუქმნია და თუ არ მოუმატა აშკარაა, რომ "გურიას" შეტევაში გაუჭირდება. რაც შეეხება პატერსონს, ის შეტევაში უფრო სარგებლიანი ჩანს, აი, დაცვაში კი რამდემჯერმე უხეშად შეცდა. რაც შეეხება 19 წლის უკრაინელ ახალწვეულ ვასილ შტანდერს, მას ტრამვის გამო არ უთამაშია.

ფაქტია, რომ მოგებით დემიდოვი კმაყოფილი დარჩა, თამაშის ხარისხით კი, მთლად ასე არ იქნება.

 როგორც გავიგეთ, კიდევ სამ ლეგიონერს ელოდებიან გუნდში. ისინი დღე-დღეზე ჩამოვლენო გვითხრა კლუბის ხელმძღვანელობამ, თუმცა კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია კლუბის ირგვლივ და პასუხიც არ ჩანს. რატომღაც გასაიდუმლებულია იმ ხალხის ვინაობა, ვინც სპონსორობას აპირებს. არც ის ვიცით, რა დოზით მოხდება თანადაფინანსება, რა გეგმები შედის ამ ადამიანების ახლო თუ შორეულ პერსპექტივაში. იმედს ვიტოვებთ, სეზონის განახლებამდე სათქმელი ითქმება და ყველა კითხვასაც პასუხი გაეცემა.

დემიდოვმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: პოლტავცევი, გელაშვილი, ბენეტი, ნოზაძე, ჩადუნელი, ნუნიესი, მოროზენკო,  კვეკვესკირი, გამყრელიძე, ალავერდაშვილი, ჟუნიორი.
შეცვლაზე შევიდნენ: პატერსონი, ზაზულია, კილაძე.




 ახალი ამბები
  • ლანჩხუთის "ევროპული საქართველოს" წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვესლანჩხუთის საკრებულოს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს. მათი განცხადებით, მანამ არ მიიღებენ საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობას, სანამ ის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სანამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების სამართლიანი მოთხოვნები არ ... ...
  • ამ ბეზპრედელშიკი ივანიშვილის ბოგინი უნდა დამთავრდეს! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარ მიზანს ივანიშვილის დამარცხება წარმოადგენს. "ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, ივანიშვილის ბოგინი დამთავრდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა აქტივისტი საქართველოში უნდა იქნას მობილიზებული, ენმ-ის ყველა მხარდამჭერი, ახლა არის მომენტი საბოლოო, სრული მობილიზაციის, ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების, ახლა არის მომენტი, სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურის, ამ ბეზპრედელშიკის, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისკენ, ხელების ჩამოშვებისკენ და ასე, ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა. საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება, ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად - ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი,"- განაცხადა მიხეილ ... ...
  • დარბევამდე, პალიკო კუბლაშვილმა გვითხრა, რომ ჩვენთან შეხვედრა უნდოდა გახარიას და ბახტაძეს _ მელიასიამაყე! - ნიკა მელიას განცხადებით, მას სწორედ ეს განცდა ჰქონდა, როდესაც პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგი მოისმინა და გაიგო, რომ მას ბრალი წაუყენეს. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა. სავარაუდოდ, ეს არის უკანასკნელი ინტერვიუ "არჩევანში", სანამ მას დაიჭერენ, რადგან ხვალ  დილით პარლამენტი მისთვის მანდატის შეჩერების საკითხს განიხილავს. ნიკა მელია აცხადებს, რომ რადგან მას აკავებენ ე.ი. სწორ ნაბიჯებს დგამს. „სწორედ მიცხოვრია ე.ი. უკანასკნელი წლების განმავლობაში თუ შენ საქმე ბიძინა ივანიშვილის, გაიხადე თავი შენს დასაჭერად. არასწორად ცხოვრობ მაშინ, როდესაც ივანიშვილი მინისტრად ნიშნავს საკუთარ კომპანიაში და არა მთავრობაში. ადამიანი, რომელიც არის აცახცახებული, შეშინებული. ოლიგარქი რომ კითხო, მილიარდერი რომ კითხო ქვეყანას მართავს. მაგრამ რეალურად არის წარმოუდგენლად აკანკალებული,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს საკუთარ სასახლეში სპეცრაზმელებთან ერთად სძინავს. ნიკა მელია პარალელს 9 აპრილთან ავლებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იყენებს იგივე რიტორიკას, რასაც მაშინ კომპარტია. „თაობებს სიცოცხლე დაუთმიათ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშას არ ეფრიალია და ეს ააფრიალა ბიძინა ივანიშვილმა გავრილოვის სახით. ამის შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა და ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია. ერთი-ერთში იგივეს იძახდა კომპარტია და კომპარტიის მედია მაშინ. მთავარი მესიჯბოქსი, რა იყო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ნიჩბებით დაუჩეხეს თავები საქართველოს მოქალაქეებს. თითქოს, მაშინდელმა ლიდერებმა ბოროტად გამოიყენეს ახალგაზრდების ენერგია, ემოცია, შექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით საზოგადოებრივი ატმოსფერო დაძაბეს და მოხდა ის, რაც მოხდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელიას განცხადებით, ის 20 ივნისის ღამეს სხდომათა დარბაზში იყო და ამბობდა, რომ ის არ აპირებდა გარეთ გასვლას, როცა პარლამენტიდან გამოაგდეს ჟურნალისტებთან ერთად. სწორედ ასე მოხვდა, მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან. „იქვე გასცეს ბრძანება ჩემი დაკავების, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, ვერ დამაკავეს. რომ ჩავედი ტრიბუნასთან მივედი და მივმართე მე ხალხს ის, რაც მივმართე და ჩემი ვალი იყო, ეს გამეკეთებინა და ათასჯერ გავაკეთებ იგივეს. დიახაც, როცა რუსეთის დროშა ფრიალებს აქ და ათი საათია გასული და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება არ გაუკეთებია თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით და აბუჩად აგვიგდეს და მერე გავიგეთ, რომ თურმე ჩაერთო ტვ იმედს, რომელიც საოცრებებს ლაპარაკობდა, განცხადება გააკეთა იქ, რომ პროტოკოლის სამსახურის ბრალეულობა არისო. მოხდა ის, რაც მოხდა. განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ამის შემდეგ ორი საათის განმავლობაში იქით ვაჩერებდით უამრავ ადამიანს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, მისი განცხადების გაკეთებიდან 2 საათში მასთან შუამავლად მივიდა ცნობილი პოლიტიკოსი პალიკო კუბლაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ  გახარიას და ბახტაძეს უნდა მასთან შეხვედრა. ნიკა მელიას თქმით, გადაწყდა, რომ ის რამდენიმე ლიდერთან ერთად შევიდოდა მოლაპარაკებაზე, რისი წინააღმდეგიც აქციის მონაწილეები იყვნენ. შესაბამისად, მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. ნიკა მელიას განცხადებით, მალევე ამ შეთავაზებიდან სპეცრაზმმა გახსნა ღია ცეცხლი დემონსტრანტების წინააღმდეგ.  „ეს ადამიანი შუამავალი იყო პალიკო კუბლაშვილი. პალიკო კუბლაშვილი, რომელიც იმ დროს აღმოჩნდა პარლამენტის შენობაში, როდესაც ჩვენ გვარბევდნენ გახარიასთან ერთად. ეს ადამიანი იცით, რომ  იყო ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დღეს არის "ქართულ ოცნებაში". ვალდებულია ის ადამიანი გამოვიდეს და ისაუბროს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. წყარო:  ... ...
  • კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა" - გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მივიდა„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი მეგობრის სიტყვებია, რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მე მაშინებდა, რომ თავისუფლების ხე დრო და დრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი დღეს არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამითი გაერთიანებულები და თქვენ არ შეგეშინდებათ,“ - ეს განაცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა და მიმდინარე პროცესები 9 აპრილის ღამეს შეადარა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ სახით უპირისპირდება სუსტი ძალა. „მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და  ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ, დღეს თქვენ დაგიპირისპირდათ ძალიან სუსტი ილეთები გააჩნიათ თქვენ წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს დარჩა რაღაცნაირი მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები. რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, მისი თაობა ასეთი ბრძოლის დროს უშვებდა შეცდომებს, რადგან არ ჰქონდა სიმტკიცე, ამიტომ მთავარია სიმტკიცე და გამძლეობა, რასაც დღევანდელი აქციის მონაწილეები იჩენენ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება გამარჯვებით. „ამიტომ ცოტა იუმორით, რომ მოგმართოთ კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა"!“-განაცხადა გიორგი ... ...
  • მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს.  "მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", _ წერს სააკაშვილი. პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.  პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...