ზვიად სიჭინავა: "ლანჩხუთი ღირსია კარგი გუნდის და კარგი სტადიონის!"

სპორტი

ზვიად სიჭინავა: "ლანჩხუთი ღირსია კარგი გუნდის და კარგი სტადიონის!"

20 მარ. 2013, 00:21:08

"გურია" (ლანჩხუთი) _ "დინამო" (თბილისი) 0:0.

გასულ წელს, "გურიის" სტადიონზე დაწყებული სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია გასაგები მიზეზების გამო _ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, ყოფილს უკვე აღარ აქვს მისი გაგრძელების ბერკეტები, ახალი ხელისუფლება კი ყველა დაწყებული პროექტის გაგრძელებას აპირებს და მათ შორისაა "გურიის" მთავარი არენა. ასეთი გადაწყვეტილება გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელთა სტუმრობისას გადაწყდა.

არადა, ჯერ კიდევ წლების წინ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი, "გურიამ" ძველი სახელი და დიდება უნდა დაიბრუნოსო. ეს იყო მაშინ, როცა ქუთაისი "ტორპედოს" სტადიონის რეაბილიტაცია მოხდა _ მაშინ სააკაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის თავკაც ზვიად სიჭინავას, როცა ეს უკანასკნელი სარეაბილიტაციო ობიექტებს ასახელებდა, შეახსენა _ "გურია" და გრიგოლეთის ბაზა არ დაგავიწყდესო. ამ ორიოდ წლის წინ კი, სააკაშვილმა გურიის განვითარების ფონდის ჩამოყალიბება გაახმაურა და ამ ფონდითვე "გურიის" ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო. მართალია, თურმე, თავად ფონდი რეალურად არ არსებობდა, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსებით არენის რეკონსტრუქცია რომ დაიწყო, ფაქტია.

ამჟამად, "ევგრაფი შევარდნაძეზე" არის თანამედროვე მინდვრის საფარი, რომელიც იდეალურ მდგომარეობაშია და მხოლოდ აღმოსავლეთის ტრიბუნა. გუნდები მეორე სტადიონის გასახდელიდან უნდა გავიდნენ მოედანზე. ასე მოხდა 13 მარტს, როცა "გურია" ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა. რამდენიმე დღეში აღმოსავლეთ ტრიბუნაზე დამონტაჟდება ინდივიდუალური სკამები, რომელიც კლუბს ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა. სხვათა შორის, დღეს ისე გამოდის, რომ დანაპირები ბოლომდე მხოლოდ ზვიად სიჭინავას უწყებამ შეასრულა _ მინდვრის გამოცვლა, რომელიც მილიონამდე დაჯდა და ახლა საჩუქრად ინდივიდუალური სკამები. სახელმწიფო ვალდებულება კი არჩევნების შედეგებმა შეაჩერა _ "ნაციონალებმა" ძალაუფლება დაკარგეს, ხოლო ახალმა მთავრობამ ჯერ ვერ მოახერხა რეაბილიტაციის გაგრძელება დროის სიმცირის გამო. ისე კი, გურულებს გაუმართლათ _ თუ წინათ გამგებელი გიორგი გოგუაძე ლობირებდა "გურიის" წინსვლას, ახლა აქაურებს პარლამენტში ყოფილი კაპიტანი, "გურიის" ლეგენდა თეიმურაზ ჩხაიძე ჰყავთ.

ჩვენ კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ვთხოვეთ:

_ ბატონო ზვიად, თქვენმა უწყებამ დანაპირები შეასრულა _ დააგო ახალი მინდორი, როგორც ვიცით, საჩუქრად "გურიას" გადაეცით ინდივიდუალური სკამები, მაგრამ სახელმწიფომ თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა ბოლომდე და შედეგად მივიღეთ მინდორი და ერთი ტრიბუნა. როდის გაგრძელდება სამუშაოები?

_ თქვენ თვითონ ბრძანეთ და ასეცაა _ რაც ფედერაციამ აიღო თავის თავზე, ყველაფერი შევასრულეთ. დღეს, როცა ასეთი ზეიმია ლანჩხუთში, მოვიდა რამდენიმე ათასი ადამიანი, ვფიქრობ, როცა ამას შეხედავენ, აუცილებლად გაგრძელდება დაწყებული სამუშაოები.

მატჩის ლანჩხუთში ჩატარებაში დიდი წვლილი სწორედ ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა შეიტანა _ ზვიად სიჭინავა გურულებს დაუდგა თავდებში, რომ ჯერაც მოუწყობელ სტადიონზე მეტოქეს საკადრისად დაუხვდებოდნენ.

დილითვე ესტუმრა გურიას ქართული ფეხბურთის მესაჭე, თუმცა მასპინძლებს უკვე ყველა საორგანიზაციო საკითხი მოეგვარებინათ და "თავდებიც" არ დააღალატეს _ ლანჩხუთში "დინამოს" დასახვედრად შესაძლებლობის მაქსიმუმი გაკეთდა.

ეს მატჩი "ევგრაფი შევარდნაძეზე" რომ არ ჩატარებულიყო დიდი საცოდაობა იქნებოდა _ თამაშზე მოსული მრავალრიცხოვანი ქომაგი ასე მონატრებულ საფეხბურთო ზეიმს დაკარგავდა.

თითქმის პირთამდე გაივსო რეკონსტრუქციის შედეგად სტადიონზე დარჩენილი ერთადერთი _ აღმოსავლეთის ტრიბუნა, მხოლოდ ერთ სექტორში იყო სიხალვათე, სადაც "დინამოს" ფან-კლუბი განლაგდა და ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის ასაცილებლად მასპინძელი ქომაგებისგან პოლიციელებით იყო გამოყოფილი. აქვე დავასწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ სტუმარი ფანები დახვედრითა და მასპინძლობით კმაყოფილები დარჩნენ და გურულებს ამისთვის მადლობაც გადაუხადეს.

მატჩმა ისიც გამოაჩინა, რომ მხოლოდ ერთი ტრიბუნა, რომელზეც 4500-მდე ინდივიდუალური სკამი დამონტაჟდება, ლანჩხუთისთვის სამომავლოდ საკმარისი არ იქნება, რადგან ქომაგების ნაწილი მოედნის ირგვლივ მოაჯირთანაც იდგა. სტადიონის ირგვლივ განლაგებული მანქანების რაოდენობამ კი ძველი დრო გაგვახსენა, როცა "გურია" ბრწყინავდა და 10-ათასიანი ქალაქი პირთამდე ავსებდა 22-ათასიან არენას.

ამჯერადაც ანშლაგი იყო _ სათასო მატჩზე 5 ათასამდე ქომაგის მოსვლა ლანჩხუთისხელა ქალაქში ცოტა ნამდვილად არ არის. ერთ დროს "გურია" _ "დინამოს" დაპირისპირება მთავარ მატჩად ითვლებოდა, მაგრამ აგერ უკვე 20 წელია გურულებს ქართული ფეხბურთის ფლაგმანისთვის არ მოუგიათ, ეგ კი არა _ "ევგრაფი შევარდნაძეზე" ბოლოს ფრედ სულაც 22 წლის წინ ითამაშეს.

და აი, ორი ათეული წლის შემდეგ, "გურია" "დინამოსთან" პირველად წარსდგა კონკურენტის და არა უპირობო აუტსაიდერის რანგში. ამ მატჩს იმ კითხვაზეც უნდა გაეცა პასუხი _ რამდენად სენსაციური იყო გურულთაგან მოქმედი ჩემპიონისა და სუპერთასის მფლობელ "ზეტსაფონის" ძლევა!

როგორც მატჩმა გამოაჩინა, ეს არ იყო შემთხვევითობა და უკვე არც გურულთა შემდეგ ეტაპზე გასვლაც უნდა მივიჩნიოთ დიდ სენსაციად _ "გურია" "დინამოს" ტოლ-სწორად ეთამაშა და თუ თბილისელები ბურთის ფლობასა და კლასში უპირატესობას ფლობდნენ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მატჩის ყველაზე ხარისხიანი ეპიზოდი "დინამოს" კართან შეიქმნა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ "ზესტაფონთან" მატჩის მსგავსად, საწყისი წუთების ფსიქოლოგიური წნეხის შემდეგ მასპინძლებს აღარ ეტყობოდათ მრისხანე მეტოქის შიში.

საბოლოოდ, 0:0 და რაც უნდა იყოს, ამ წყვილში უპირობო ფავორიტი "დინამოა", თუმცა, გურულებისგან უკვე არაფერია გამორიცხული _ მათ გოლიანი ფრე აწყობთ და ისიც მნიშვნელოვანია, რომ განმეორებით მატჩისთვის გუნდის ლიდერი ალეკო გოგობერიშვილიც უბრუნდებათ.

_ რას ხედავ, ძამა, მაქედან? _ ამ კითხვაზე გურული ქომაგის პასუხი დღესაც ასე ახლოს მყოფი უმაღლეს ლიგაა. ყველაზე ოპტიმისტები კი, მორიგ სიურპრიზსა და კლუბის ევროტურნირებზე მოხვედრას პირველი ლიგიდანვე იმედოვნებენ.

მატჩის შემდეგ

დუშან უჰრინი, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი: "ველოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელმაც თავისი ძალა "ზესტაფონთან" თამაშში დაამტკიცა. ვცდილობდით, მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო ინიციატივა ჩვენ ხელთ ყოფილიყო. საბოლოო შედეგიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვწევს ძალა, განმეორებითი შეხვედრა ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დავასრულოთ".

თემურ ლორია, "გურიის" მთავარი მწვრთნელი: "ამ წყვილის ფავორიტი, თქმა არ უნდა, ჩვენი მეტოქე იყო. ამიტომაც ჩემს ფეხბურთელებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისთვის, რაც ქვეყნის საუკეთესო გუნდთან შეხვედრაში გამოავლინეს. რა თქმა უნდა, ფავორიტად "დინამო" რჩება, თუმცა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ თუნდაც მხოლოდ იმ ათასობით ქომაგის გასახარად, დღეს რომ მოვიდა და ერთგულად გვიგულშემატკივრა".

ზვიად სიჭინავა, სფფ-ის პრეზიდენტი: "მისასალმებელია, როცა ასეთი ზეიმია ლანჩხუთში. როგორც იცით, ახალი მინდორი დავაგეთ, რომელიც, როგორც ხედავთ, იდეალურ მდგომარეობაშია. ამ დღეებში ინდივიდუალურ სკამებსაც გადავცემთ. ლანჩხუთი ღირსია, კარგი სტადიონისა და კარგი გუნდის _ ეს დღევანდელმა დღემაც დაადასტურა".

კახა ებრალიძე, გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "რაც შეგვეძლო, მაქსიმუმი გავიღეთ, რათა თბილისის "დინამოსთვის" ღირსეულად გვემასპინძლა. ჯერ კიდევ არის პრობლემები, რომელიც, მჯერა, მალე მოგვარდება. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, იგი საინტერესო გამოდგა და მატჩზე მოსული მრავალრიცხოვანი ქომაგიც კმაყოფილი დარჩა".




 ახალი ამბები
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი“ _ ტრაგედია სენაკში სენაკში, სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურაში გუშინ 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, მამაკაცს მდინარეში გული გაუსკდა. გარდაცვლილმა სკოლა წელს დაამთავრა. „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი. საშინელება ტრიალებს. მთელი სოფელი ტირის. ვიწვით ამ ოჯახის ტრაგედიით“, _ ამბობს ადგილობრივი მოქალაქე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ... ...
  • "ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია" 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი. მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. „ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. წყარო: ... ...
  • 3 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე სტოპცოვ.გე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...