"ახლა შენ ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება"

სპორტი

"ახლა შენ ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება"

2013 აპრ 2 11:18:29
_ მოქმედი ჩემპიონის და სუპერთასის მფლობელ "ზესტაფონის" სათასო მარათონიდან გამოთიშვისა და თბილისის "დინამოსთან" ტოლ-სწორად თამაშის გარდა, თემურ ლორიას შეგირდებმა საჩემპიონატო მატჩებიც კარგად ჩაატარეს.

ლანჩხუთელთა რიგებში უკვე ბევრი ფეხბურთელი გამოირჩა კარგი თამაშით, მათ შორისაა ერეკლე კილაძე, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტრავმებმა ძალიან გააწამეს. ამის მიუხედავად, 23 წლის მობურთალს ახლაც შეუძლია თავისი სიტყვა თქვას. ამჟამად მშობლიური "გურიას" ღირსებას იცავს და მიმდინარე წელს პირველი მატჩი თბილისის "დინამოსთან" სათასო მეოთხედფინალში ჩაატარა. მას არცთუ პატარა მისია დაევალა _ გუნდის ლიდერი ალეკო გოგობერიშვილი უნდა შეეცვალა. უნდა ითქვას, რომ ერეკლემ ჩინებულად დაიკავა გამოცდილი თანაგუნდელის ადგილი და თავის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩიც ჩაატარა.

ჩვენ ერეკლე კილაძეს ვესაუბრეთ:

_ ერეკლე, ვიცი, ბავშვობიდან გქონდა ფეხბურთის ნიჭი და სპეციალისტები შენში დიდ ტალანტს ხედავდნენ. რამ შეგიშალა ხელი უფრო დიდი ფეხბურთი გეთამაშა?

_ ამის მიზეზი სხვადასხვა იყო. მთავარი ის, რომ, როცა კარიერაში გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადამედგა, ტრავმებმა შემიშალეს ხელი. თუმცა, ხელი არ ჩამიქნევია და ვაპირებ, ის იმედები გავამართლო, რაც მწვრთნელებს ჩემს მიმართ ჰქონდათ.

_ საფეხბურთო ოჯახიდან ხარ, ალბათ, ამან იქონია გავლენა შენს არჩევანზე.

_ რა თქმა უნდა. მამაჩემი, გია კილაძე "გურიაში" თამაშობდა. ჩემს მშობლებს 7 წელი შვილი არ ეყოლათ და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემი ძმის დაბადება რამხელა ბედნიერება იყო. ნიკუშა უკვე რამდენიმე წელია ფინეთში თამაშობს. სხვათა შორის, ცოტა ხანი მეც ვიყავი იქ ჩასული და ერთ გუნდში ვთამაშობდით.

ჯერ კიდევ სამი წლის ვიყავი, როცა მამამ ფეხბურთზე შემიყვანა. ცუდი დრო იყო, გაჭირვება, ბურთები ძნელად იშოვებოდა. მამა ფიშკების ნაცვლად აგურებს დააწყობდა და თვითონ გვავარჯიშებდა. ორი წლის შემდეგ "ნორჩ დინამოელში" მიმიყვანა, თამაზ სამხარაძესთან, რომელიც ახლა "დინამოში" მუშაობს. არაჩვეულებრივი მწვრთნელი და ბრწყინვალე ადამიანია. ჯერ კაცობა და ადამიანობა გვასწავლა, მერე იყო ფეხბურთი. მახსოვს, როცა მასთან მივედი, გუნდში იყო გადასახადი, ამის საშუალება კი ჩემს ოჯახს არ ჰქონდა. ბატონი თამაზი მივიდა დირექტორთან და თხოვა, გადასახადი მოეხსნათ ჩემთვის. მეც სულ ვცდილობდი, ვარჯიშზე არ დამეგვიანა, უმიზეზოდ არასდროს გამიცდენია. არ დამავიწყდება წვიმაში, ქარში თუ როგორ დაგვყვებოდა მამა. მთელი პლეხანოვი გვცნობდა, მამა გზაში თეორიულად გვამზადებდა. პარალელურად, მამიდამ ცეკვაზე შემიყვანა სუხიშვილების სტუდიაში, მსუქანი ვიყავი და დამცინოდნენ, ცალ ხელში ხაჭაპური მეჭირა და მეორეში _ ლიმონათი. ცეკვა გამომადგა _ წონაში დავიკელი და რადგან ჩემთვის მთავარი ფეხბურთი იყო, ცეკვას მალევე დავემშვიდობე.

_ შემდეგ როგორ წარიმართა შენი კარიერა?

_ როცა ჩემი პირველი მწვრთნელი "ავაზაში" გადავიდა, მთელი გუნდი წაგვიყვანა. ერთხელაც პრინციპული მატჩი გვქონდა, შანსი გამოვიყენე და "დინამოში" აღმოვჩნდი. შემდეგ კარგი სეზონი ჩავატარე თბილისის "ლოკომოტივში", რის შემდეგაც უკრაინაში გადასვლის შანსი გამიჩნდა, კერძოდ კი ოდესის "ჩერნომორეცი" მეპატიჟებოდა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, მოლაპარაკება ჩაიშალა. შემდეგ კობა კობიაშვილმა, რომელიც ჩემი დიდი გულშემატკივარია, "ჩიხურაში" წამიყვანა, მერე იყო "ორბები". სხვათა შორის, ჩემი მწვრთნელი გახლდათ დღევანდელი პარლამენტარი, "გურიის" ლეგენდარული კაპიტანი თემურ ჩხაიძე. მას და გიგლა იმნაძეს ძალიან ვემადლიერები, მათგან ბევრი ვისწავლე. ასევე დიდი ამაგი აქვთ ჩემზე იმ დიდი "გურიის" კიდევ ერთ წევრს _ მერაბ თევზაძეს და კობა მჟავანაძეს. ფინეთის გარდა, უკრაინაშიც ვიყავი _ ლუგანსკის "ზარიაში". შემდეგ იყო "გაგრა" და "სპარტაკი"...

_ შენი ოჯახი გაგრაში ცხოვრობდა და "გაგრა" შენთვის ჩვეულებრივი გუნდი არ იქნება...

_ გეთანხმები. გაგრაში დავიბადე. ჩემი დიდი ოცნებაა, ვნახო ის სილამაზე, რასაც მშობლები მიყვებიან. მამა ბოლომდე იბრძოდა სოხუმში, ასეულის უფროსი იყო. რამდენჯერმე დაგვირეკეს, თითქოს მამა დაიღუპა. დედამ მძიმე პერიოდი გადაიტანა _ მამა მოუკლეს. ჩვენს სახლში ახლა აფხაზები ცხოვრობენ. ვოცნებობ იმ დროზე, როცა საქართველო გამთლიანდება და ჩვენს ჩემპიონატში ჩაერთვებიან "ცხუმი", "გაგრა", "მზიური" და სხვები.

_ "გურიაში" ბოლო ერთ წელიწადში ორჯერ მიხვედი.

_ როცა პირველად ლანჩხუთში ჩავედი, მამამ მითხრა _ ახლა შენ ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება _ როგორც ლანჩხუთელს და როგორც ჩასულსო. სამწუხაროდ, მაშინ შანსი არ მომეცა და ვემადლიერები გია გურულს, რომელმაც ბათუმის "დინამოში" გადამიყვანა. ტრავმამ ამჯერადაც შემიშალა ხელი, მაგრამ რამდენიმე კარგ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა.

_ ერეკლე, "გურიაში" დაბრუნებულმა პირველი თამაში "დინამოსთან" ჩაატარე და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ახალმორჩენილი გქონდა, თავი კარგად წარმოაჩინე.

_ ძალიან სასიამოვნოა, პირველმა თამაში "დინამოსთან" რომ მომიწია და კარგი დებიუტიც გამომივიდა. რაიმე შიში და კომპლექსი არ მქონია, რადგან "დინამოსთან" აქამდეც არაერთხელ მითამაშია. უბრალოდ, ეს იყო ჩემი შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე. რაც მთავარია, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და მაყურებელი გავახარეთ. პატარა საქმე ხომ არ იყო, 5 ათასი გულშემატკივარი პირველიდან ბოლო წუთამდე მხურვალედ გვქომაგობდა. ბიჭები ვამბობთ, რომ იმ დღეს 5 018 კაცი ერთად ვიბრძოდით.

_ რას ელი განმეორებითი მატჩისგან?

_ ვთვლი, რომ ორივე გუნდს აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის ამბიცია და შანსიც. რაიმეს დათმობას არ ვაპირებთ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ "დინამოს" დარ გუნდებთანაც შეგვიძლია თამაში. როცა თასიდან გამოთიშავ მოქმედ ჩემპიონს და თანაბრად ეთამაშები ამ დროისთვის საუკეთესო გუნდს, აქ შემთხვევითობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს არ ნიშნავს, რომ "თავში აგვივარდა", ან რაიმე მსგავსი. "დინამო" ფავორიტია, თუმცა უშანსოდ არ ვართ _ გოლი გვინდა, რომელიც თამაშს ინტრიგას შესძენს!

_ საუმაღლესლიგო შანსები გაცილებით მაღალი გაქვთ...

_ აქ თითქმის გადაწყვეტილია _ გაისად უმაღლესში უნდა ვითამაშოთ. კარგი გუნდი გვყავს, დიდია კონკურენცია, ყველას უნდა თამაში. მეც კიდევ მაქვს დასამტკიცებელი და ვეცდები, ყველა მატჩი წინაზე უკეთ ჩავატარო.




 ახალი ამბები
  • ეპიდემიის გამო, ბეზოსმა 12 მილიარდი დოლარი დაკარგა, გეიტსმა _ 10 მილიარდიმსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ბოლო კვირაში ნახევარ ტრილიონამდე დოლარი დაკარგეს. სააგენტო ბლუმბერგის ინფორმაციით უდიდესი ინტერნეტმაღაზია ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 11,9 მილიარდი დოლარი დაკარგა, მაიკროსოფტის ხელმძღვანელი ბილ გეიტსი 10 მილიარდით გაღარიბდა, ხოლო  კომპანია LVMH-ის მფლობელი ბერნარ ანო _ 9 მილიარდით. ბლუმბერგი იუწყება, რომ მინუსებში წავიდა პლანეტის მდიდარი ადამიანების 80 პროცენტი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია კორონავირუსის ... ...
  • კორონავირუსის კვლევაზე მომუშავე ჩინელი ექიმის რჩევებითუ გაქვთ სველი ნახველი არ შეიძლება კორონავირუსული ინფექციის გადამტანი იყოთ. კორონავირუსის პნევმონია არის მშრალი ხველა, ნახველის გარეშე. უჰანის ვირუსი არ არის სითბოს მიმართ მდგრადი და კვდება 26-27 გრადუს ტემპერატურაზე. ამიტომ, დალიეთ მეტი ცხელი წყალი, უფრო ხშირად და უფრო დიდხანს იყავით მზეზე. ცხელი წყალი არ არის სამკურნალო, ჯანმრთელობისთვის კარგია, ეფექტურია ყველა ვირუსისთვის. 1. ვირუსი საკმაოდ დიდი ზომისაა (უჯრედის დიამეტრი დაახლოებით 400-500 ნმ), შესაბამისად, ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი პრინციპში შეძლებს გაფილტროს. იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ადამიანი შენს თვალწინ ახველებს ან გაივლის თქვენგან 3 მეტრამდე მანძილზე, ვირუსი უბრალოდ მიწაზე ჩავარდება, ფრენას ვერ შეძლებს. 2. თუ ვირუსი მეტალის ზედაპირზე მოხვდება, ის გადარჩება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ამიტომ, თუ რაიმე მეტალის ზედაპირს შეეხებით, ხელები ზედმიწევნით დაიბანეთ საპნით. 3. ვირუსი აქტიური შეიძლება დარჩეს ქსოვილზე 6-12 საათის განმავლობაში. ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებებით წესით უნდა მოკვდეს ვირუსი. ზამთრის ტანსაცმელი, საკმარისია მზეზე გაფინოთ, რათა მოკვდეს ვირუსი. დაავადების სიმპტომების შესახებ - კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონია 1. ვირუსის ყელში შეღწევის შემდეგ, ყელში სიმშრალე გაჩნდება, რომელიც ვლინდება სტენოკარდიით. ასე გაგრძელდება 3-4 დღე 2. შემდეგ ვირუსი შეუერთდება ცხვირის სითხეს, შედის ტრაქეაში, შემდეგ კი ფილტვებში, რაც გამოიწვევს პნევმონიას. ამ პროცესს 5-დან 6 დღე დასჭირდება. 3. კორონავირუსული პნევმონიის დროს აღინიშნება მაღალი სიცხე და ქოშინი. ცხვირის შეშუპება არ ჰგავს ნორმალურ ცხვირის შეშუპებას, არსებობს შეგრძნება, რომ წყალში იძირებით. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პრევენციის შესახებ: 1. ინფიცირებისას ყველაზე გავრცელებული გზა ადამიანებთან შეხებაა, ამიტომ ხშირად უნდა დაიბანოთ ხელები. ვირუსს შეუძლია მხოლოდ თქვენს ხელებზე იცხოვროს 5-10 წუთის განმავლობაში. მაგრამ ამ დროში შეიძლება მოხდეს ნებისმიერი რამ(შეგიძლიათ ხელებით შეეხოთ თვალებს ან ცხვირს). 2. ხშირად ხელის დაბანის გარდა, თქვენ შეგიძლიათ ყელის გამორეცხვა ბეტადინის ხსნარით მიკრობის აღმოსაფხვრელად, ან მისი მოქმედების შესამცირებლად, სანამ ისინი ჯერ კიდევ ყელშია (ფილტვებში მოხვედრამდე). იყავით ძალიან ყურადღებით და ფრთხილად, დალიეთ უფრო მეტი ცხელი ... ...
  • სად დაფიქსირდა საქართველოში შეგრძნებადი კიდევ ერთი მიწისძვრა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 თებერვალს, 19 საათსა და 15 წუთზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ონიდან 11 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ირთან დაფიქსირდა. ეს 2020 წელში დაფიქსირებული მეოთხე მიწისძვრაა _ 26 იანვარს 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩრდილო ოსეთში, საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრის დაშორებით მოხდა; 24 იანვარს, თბილისის დროით 21:55 საათზე, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 450 კმ_ში, ქალაქ მალატიასთან მოხდა 6.8 (Mw) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო სასაზღვრო ზოლში დასახლებული საქართველოს მოსახლეობისთვისაც; 22 იანვარს კი 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაბა შუახევიდან 6 კილომეტრის დაშორებით სოფელ ბრილთან ... ...
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...