„დაპატიმრებული“ ბორის პაიჭაძე

სპორტი

„დაპატიმრებული“ ბორის პაიჭაძე

17 ოქტ. 2020, 18:16:40

სამწუხარო რეალობაა, რომ ქართულმა ფეხბურთმა თავისი წლობით ნაშენები რეპუტაცია ქარს გააყოლა. რამდენ ახალგაზრდასთან მისაუბრია და ჩემდა სავავალოდ, აღმოვაჩინე, რომ ახალ თაობას თბილისის „დინამოს“ ადრინდელი წარმატებებისა კი გაუგია, მაგრამ ეს ყოველივე მაინც უფროსების მოგონილ ზღაპრად მიაჩნია. არ დამავიწყდება ერთ 15 წლის ბიჭუნასთან კამათი. ეს ყმაწვილი ლეო მესის „ფანია“. რამდენიც არ ვუმტკიცე, რომ სამხრეთ ამერიკელს ჩვენი დათო ყიფიანი “ჯიბეში ჩაისვამდა”;, მაინც ვერაფერი შევასმენინე.

რას იზამ, დროს თვალი უნდა გავუსწოროთ და მწარე ამჟამინდელობას გვინდა არ გვინდა მორჩილად შევეგუოთ. ისე ამ ჩვენ „მობურთალეებსაც“ რა ვუთხრა. ახალგაზრდა გულშემატკივრებს ჩვენი ფეხბურთის საამაყო წარსულს მუდმივად ვამცნობ, ამ დროს კი „სათაყვანებელი დინამოელები“ შორეულ ფარერებზე ასტრონომიული ანგარიშით მარცხდებიან. კარგი ანტირეკლამაა აი, სხვა რა უნდა თქვას ადამიანმა.

ეს დღეს, უწინ კი ქართულ ფეხბურთს კარგი დროება ედგა. დღეს? დღეს კი მკითხველს სახალისო საფეხბურთო მოგონებებს შევთავაზებ.

დიდი სამამულო ომი ახალი დამთავრებულია და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიც აღდგა. თბილისის „დინამომ“ ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა მოსკოვში და თამაშის მეორე დღეს  მატარებლით უკან, თბილისისკენ მოემგზავრებოდა. გამგზავრების წინ ბორის პაიჭაძეს მანქანამ მოაკითხა და ბერიასთან შესახვედრად წაიყვანა.

როცა მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ბერიას სასწრაფოდ მოუწვევია გაფართოებული თათბირი, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში მატარებელი უნდა გასულიყო, ბორიამ ადიუტანტს ბოდიშის მოხდით უთხრა, რომ მატარებელზე აგვიანდებოდა და ბერიას შემდგომი ჩამოსვლისას შეხვდებოდა. ადიუტანტმა გამოიძახა მანქანა და ბორია რკინიგზის სადგურზე მიიყვანეს. როცა მატარებელი ვლადიკავკაზში ჩავიდა, ის დიდი ხნით გააჩერეს. ყველა კითხულობდა, რატომ არ იძვროდა მატარებელი და რა იყო ამის მიზეზი. გარკვეული პერიოდის შემდეგ სადგურში მოვიდა მანქანა, რომლიდანაც გადმოვიდნენ ჩეკისტები და დაიწყეს გამოკითხვა, თუ რომელ ვაგონში იმყოფებოდა ბორის პაიჭაძე.

როცა ფეხბურთელებმა გაიგეს, რომ ბორიას კითხულობდნენ, ძალიან შეეშინდათ და ბორიასთან მივარდნენ, ჩეკისტები შენ გკითხულობენო. იმ პერიოდისთვის, მათი გამოჩენა ყოველთვის დაპატიმრებასთან ან რაიმე უსიამოვნო შემთხვევასთან იყო დაკავშირებული. ბორია გამოემშვიდობა თავის თანაგუნდელებს და დედასთანაც დააბარა, რომ არ ენერვიულა. ჩეკისტებმა ის მატარებლიდან ჩამოიყვანეს, ყოველგვარი კითხვა-პასუხის გარეშე ჩასვეს მანქანაში, მიიყვანეს სამხედრო აეროდრომზე და სპეცთვითმფინავით მოსკოვში გადააფრინეს. მოსკოვში მას ტრაპთან დახვდა მანქანა, რომელმაც მიიყვანა ბერიასთან.

ბორია იხსენებდა, როცა ბერიას კაბინეტში შემიყვანეს და იქ გაღიმებული ბერია დავინახე, ფეხები მომეკეცა და კინაღამ წავიქეციო. იუმორით უკითხავს: არ გრცხვენია, რატომ არ დამელოდეო? ბორიას უთქვამს, მატარებელი გადიოდა და შემეშინდა, არ დამეგვიანაო. რაზეც ბერიას გაუცინია და უთქვამს: ბიჭო, მატარებელს ვინ ეკითხებოდა გასვლასო? იმ დღეს გვიანობამდე უსაუბრიათ, ზოგადად, სპორტისა და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. გვიან ღამით კი მიუყვანიათ ბორია აეროდრომზე და ასევე სპეცრეისით ჩამოფრენილა თბილისში.

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი ვლადიმერ გუცაევი იხსენებს:

„ერთი პიროვნება, რომლის ვინაობასაც არ დავასახელებ, ხშირად მენიძლავებოდა ხოლმე – თუკი თამაშში გოლს გავიტანდი, ათას მანეთს მაძლევდა, თუ ვერ შევაგდებდი, მაშინ მისთვის „პაეზდკიდან“ „ბატენის“ ორი წყვილი „საროჩკა“ (პერანგი) უნდა ჩამომეტანა. იმ ცნობილ შეხვედრაზეც დავნიძლავდით, როდესაც თბილისში ლივერპული 3:0 დავამარცხეთ. მაშინ ერთი გოლი მეც გავიტანე. ეს კი ასე მოხდა: დათო ყიფიანმა რომ ბურთი საჯარიმოში შემოაგდო, მის დასაუფლებლად მე და რამაზ შენგელია მივრბოდით. მე რამაზს გავასწარი და ბურთი კარში შევაგდე. ის კაცი კი, ვისაც ჩემთან „გამაზული“ ჰქონდა, სხვებთან ერთად წამოხტა – გოლს ზეიმობდა, თუმცა ვერ დაინახა, ზუსტად რა მოხდა და იკითხა, გოლი ვინ გაიტანაო, როდესაც უთხრეს – ვოვამო, იმდენად არ უნდოდა წაგება, რომ გაბრაზდა და გუცაევის დედაო... ამ სიტყვების გამო „დინამოს“ ქომაგებმა ჩემი „მაზავშჩიკი“ გემოზე სცემეს.“

ერთხელ რეზო ჩელებაძემ ერევანში, რომ იტყვიან, მილიონპროცენტიანი საგოლე მომენტი გაანიავა და ამან ნოდარ ახალკაცი ძალიან გაანაწყენა. თბილისში ავტობუსით ბრუნდებოდნენ და რომ ივახშმეს, მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი ბიჭებს ბუტერბროდით გაუმასპინძლდა. ერთი ძეხვი ზედმეტი აღმოჩნდა და მასაჟისტმა ახალკაცს ჰკითხა:

– ფარსადანოვიჩ, ამ ძეხვს რა ვუყო?

გაბრაზებულმა ახალკაცმა გაბიტაშვილს მიუგო:

– ჩელებაძეს გაუკეთე უკანო.

ცნობილი მეკარე ოთარ გაბელია იხსენებს:

„თბილისის „დინამოს“ მასაჟისტს, ანზორ გაბიტაშვილს ძმა გარდაეცვალა და მთელი გუნდი გასვენებაში წავედით. ქელეხზე, პატივისცემის ნიშნად, სუფრის შუაში დაგვსვეს. ხაშლამის შემოტანის დრო რომ დადგა, ასევე,  პატივისცემის ნიშნად, ეს კერძი შუიდან ჩამოარიგეს. არა და, „ხაშლამისტები“ თავში ან ბოლოში სხდებიან, რომ კარგი ნაჭრები შეხვდეთ. პირველად შემოიტანეს და, შუიდან დაიწყეს, მეორედ შემოიტანეს – ისევ შუიდან დაიწყეს. მესამედ რომ შემოიტანეს, ერთ-ერთმა თავში მჯდომმა „ხაშლამისტმა“ ვერ მოითმინა და მთელი სუფრის გასაგონად თქვა:

– ცენტრიდან რომ იწყებთ ხაშლამის ჩამოტარებას, რა,  ფეხბურთია?!“

ბატონი ოთარი კიდევ ერთ „შემთხვევას“ მოგვიყვება:

„1979 წლის 11 აგვისტოს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში მოსკოვის „დინამოს“, მათ მოედანზე, საბჭოთა კავშირის დედაქალაქში მოვუგეთ. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა და ჯარი პენალტებზე მიდგა. პენალტების სერიის დაწყვების წინ პირჯვარი გადავისახე. თავი რომ ავწიე, ვხედავ, რომ ტელეკამერა პირდაპირ ჩემზე იყო მომართული და ეს რელიგიური ჟესტი მილიონობით საბჭოთა მაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა. მაშინ ღმერთის რწმენა, ფაქტობრივად, იდევნებოდა და ჩემი საქციელი, სულ ცოტა გასაკიცხი იყო. მოკლედ, გაზაევის პენალტი ავიღე, თასი თბილისში ჩამოვიტანეთ და მთელი საქართველო გავახარეთ. გამწარებულმა რუსებმა კი ცეკადან თბილისს მოსწერეს ჩემზე: „გაბელიას ღმერთმა უშველა თუ ოსტატობამო...“ ერთი სიტყვით, კომკავშირული ხაზით ჩემს დასჯას მოითხოვდნენ. მაშინ კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი სულმნათი ჟიული შარტავა იყო. ის შემხვდა და მითხრა:

– მოდი, მეგრული „შტუკა“ მოვიგონოთ და მოსკოვში მივწეროთ, რომ თითქოს პენალტების სერიის წინ პირჯვარი კი არ გადაიწერე, უბრალოდ, მსგავსი მოძრაობით სახიდან ოფლი მოიწმინდეო.

მივწერეთ. რუსებმა დაიჯერეს და არავის დავუსჯივარ. თუმცა ვიდეოჩანაწერი რომ გაიმეორეს, ჩემი პირჯვრის გადაწერა კადრიდან ამოჭრილი იყო.




 ახალი ამბები
  • “აი ია, ძია იაკობ, აი იაო” _ დღეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეაიაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე 1840 წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იაკობი ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები. მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“. გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. “დედა ენა” ის წიგნია, რომლითაც ქართველი ბავშვი წერა-კითხვის სწავლას იწყებს არა ანბანის ათვისებით, როგორც ეს სხვა ენებს ახასიათებს, არამედ ორად ორი ასო-ბგერით და პირველივე წუთებიდან ბავშვი არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სრული წინადადების შედგენას იწყებს. ეს ჯადოსნური ასოებია “ა” და “ი”. არსებობს ლეგენდა. იაკობ გოგებაშვილს დიდხანს უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი, რომლითაც ბავშვი ცოდნის სამყაროს ეზიარებოდა. ადრე გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მწერალი მდელოზე იჯდა და ფიქრს მისცემოდა, პატარა გოგონას ხმა გაუგონია, რომელიც მისკენ ყვავილით ხელში მირბოდა: – “აი ია, ძია იაკობ, აი იაო”, – იძახდა გოგონა. “დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას “ია” თავი სურათით. იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…”, – წერს გოგებაშვილი. წყარო: ... ...
  • ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება _ ჭიჭინაძექვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. "ხალხი ყოველდღე ღარიბდება, „ოცნების“ ხელისუფლება კი, სახელმწიფო სახსრების ხარჯზე, იმ „ შავი“ ფულით, რომელსაც ბიუჯეტიდან იპარავენ, საარჩევნო კამპანიას ატარებს. „ოცნება“ თავად ითვისებს და საარჩევნო კამპანიაზე ხარჯავს იმ დახმარებასაც, რასაც უცხოელი პარტნიორები ხალხისთვის გზავნიან. ტენდერში გამარჯვებული ე.წ. შემომწირველების   შემოწირულობებიც სახელმწიფოს ფულით არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი გზაა. მოკლედ, სწორედ ასეთი უაზრო ხარჯვების  და მოსყიდვების გამო,  არჩევნების შემდეგ, უმძიმესი პერიოდი დადგება და ამას თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავზე , საკუთარ შემოსავალზე, საკუთარ მაცივარზე იგრძნობს, _ აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე. ... ...
  • მუხაშავრია: “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში გასაიდუმლოებულ შეხვედრებს ატარებს (R)“ქართული ოცნების”  წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი, დახურულ, გასაიდუმლოებულ შეხვედრებს  ატარებს ამ ოლქში მდებარე სკოლებში და საბავშვო ბაღებში და  დაწესებულებების პერსონალს - სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს,  მზარეულებს -ავალდებულებს იარონ კარდაკარ და ამომრჩევლები  დაარწმუნონ რომ შემოხაზონ მხოლოდ 41. მიხეილ ყაველაშვილი ასევე პირადად ხვდება ხანდაზმულ ადამიანებს და მათ სოციალური დახმარების დანიშვნას სთავაზობს, მაშინაც კი, როდესაც მათ ასეთი არ სჭირდებათ. ასევე პირადად მაწვდიან ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც მოგეხსენაბათ არალეგალური და დაუშვებელია. თან, ეს ყველაფერი  ხდება ძალიან ინტენსიური ტემპით და  მოსახლეობა ამით შეწუხებულია. მივმართავ განათლების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება რათა შეწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუ რა თქმა უნდა მისი განკარგულებით არ ხდება ეს უკანონობა.  ჩემის მხრივ კი, გპირდებით ყველას, რომ მსგავსი უკანონო საქციელებისთვის პასუხს მოვთხოვთ ყველას, ამა წლის პირველი ნოემბრიდან“,_ აცხადებს ლია მუხაშავრია, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ წევრი. (R) ... ...
  • როდის გახსნის პანდემიის გამო დახურულ ქუთაისის ბაზას WizzAir "ქუთაისის ბაზას, რომელიც პანდემიის ფონზე დავხურეთ, მომდევნო წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გავხსნით“, - ამის შესახებ BMG-ს უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა. ცნობისთვის: ზაფხულის სანავიგაციო სეზონი მარტის ბოლოს იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. მისი თქმით, ავიაკომპანია ბაზის გახსნას და ოპერირების განახლებას ზამთრის სეზონზე აპირებდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. „ფრენების აღდგენა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე ან ერთ რომელიმე ქვეყანაზე, ეს არის ორმხრივი პროცესი და ყველას პირობა, როგორც - საქართველოს, ასევე მეორე ქვეყნის უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი მხრიდან მზაობა იმისა, რომ გავზარდოთ ფრენების სიხშირე და მიმართულებები, რა თქმა უნდა, არის და ვიფრენთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ვმუშაობთ კიდევაც რეისების გაზრდასა და დამატებაზე მათ შორის საქართველოში, თუმცა პროცესებს სჭირდება დრო და ძველი პოზიციების დაბრუნებას ეტაპობრივად ვეცდებით”, - აღნიშნა ანდრაშ რადომ. ამასთან, როგორც BMG-ისთან ინტერვიუში ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა თქვა, მათ რამდენიმე ქვეყანაში სტრატეგია შეცვალეს და ფოკუსი შიდა ფრენებზე გააკეთეს, მათ შორისაა იტალია, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ შიდა გადაადგილებაზე მოდის, ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში დაიხურა ბაზა, ზოგან კი, პირიქით - მეორე და მესამე გაიხსნა. „პანდემიის ფონზე ფრენების უმეტესობა შიდა გადაადგილებაზე მოდიოდა და ამიტომ დადგა საჭიროება, გაგვეხსნა ახალი ბაზები; ასევე, ჩვენ მუდმივად ძიებაში ვართ ახალი მიმართულებების და სწორედ ამის მიზეზია ახალი ბაზის გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში, ხოლო გაუქმებული ფრენების გამო, ქუთაისის ბაზის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა არ ვაპირებთ გაჩერებას; ახლაც და შემდეგაც ვიფრენთ იმდენს, რამდენის უფლება და საშუალებაც გვექნება. რაოდენობის გაზრდაზე კი, მუდმივად ვმუშაობთ. მეორე მხრივ, ვმუშაობთ ახალი თვითმფრინავების შეძენა-მომარაგების მიმართულებით, ვაახლებთ ავიაპარკს და როცა დასრულდება პანდემია და დაიწყება როგორც საავიაციო, ასევე, ტურიზმის სექტორის აღდგენა, მზარდ მოთხოვნას მომზადებულები დავხვდებით “, - აღნიშნა WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ. ცნობისთვის: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის სხვადასხვა მიმართულებებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისების ეტაპობრივად ანახლებს. ავიაკომპანიამ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირება რამდენიმე კვირის უკან განაახლა, ხოლო ნოემბრიდან ფრენებს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნის და ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზებზე განაახლებს. ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ: უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში ბაზა 2016 წლის სექტემბერში გახსნა. 2020 წლის ივლისში, BMG-ის ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრაშ რადომ განუცხადა, რომ ბაზამ საქმიანობა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და ავიაკომპანიამ მასში არსებული თვითმფრინავების რეალოკაცია მოახდინა. მაშინ ავიაკომპანიაში თქვეს, რომ ქუთაისის ბაზას საქართველოში ფრენების განახლებისთანავე არ აღადგენდნენ და ეს მხოლოდ სიხშირეების მატების შემდეგ მოხდებოდა. უფრო ვრცლად აღნიშნულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე. წყარო: ... ...
  • აფხაზური ენის დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ- ზურაბიშვილი27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. აღნიშულ თარიღს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. „აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ საკითხთაგანს, რომელზეც შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ, ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი“,_ აცხადებს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...