გიორგი კვირიკაშვილმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა

სპორტი

გიორგი კვირიკაშვილმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა

8 მაი. 2018, 07:15:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა.ძალოსნობის ფედერაციისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჯილდოები სპორტის ამ სახეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიორგი კვირიკაშვილმა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს და მსოფლიო რეკორდსმენს - ლაშა ტალახაძეს და ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს, ესპანელ ლიდია ვალენტინს, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად გადასცა.

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებს აღიარება მიულოცა და დაჯილდოების ცერემონიის თბილისში ჩატარებისთვის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მადლობა გადაუხადა.

„2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ჩვენი სახელოვანი ქართველი სპორტსმენის დასახელება ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულია. მინდა, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, მრავალგზის რეკორდსმენს, ლაშა ტალახაძეს მივულოცო ეს ძალიან საპატიო ტიტული. ასევე, მთელი სულითა და გულით ვულოცავ ესპანეთის წარმომადგენელს, ქალბატონ ლიდია ვალენტინს ამ ძალიან საპატიო ტიტულის უკვე ზედიზედ მეორედ მინიჭებას. ასევე, ვულოცავ ჩვენს მეგობარ ესპანელ ხალხს და ესპანეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ რეკორდული რაოდენობის - 9 804 ხმა მიიღო, რაც ყველასთვის საამაყოა.

პრემიერ-მინისტრმა მიღწეული წარმატება მიულოცა საქართველოს ძალოსნობის ფედერაცის პრეზიდენტს - “ასევე ქართულ ლეგენდა კახი კახიაშვილს, ლაშა ტალახაძის მთავარ მწვრთნელს, გამოჩენილ, საამაყო ქართველ სპორტსმენ გიორგი ასანიძეს და მთელს საქართველოს”.

მთავრობის მეთაურმა ლაშა ტალახაძეს ოჯახის შექმნაც მიულოცა და უსურვა, ახლად შექმნილმა ოჯახმა საქართველოს კიდევ არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი შემატოს.

პრემიერ-მინისტრმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე მიმართა და მადლობა გადაუხადა იმ სახელოვან სპორტსმენებს, როლებმაც ქვეყანას არაერთი დიდი სიხარული აჩუქეს.

“მინდა, დიდი პატივისცემით ქედი მოვიხარო თითოეული თქვენგანის ღვაწლის წინაშე და მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი სიამაყე, არაერთი მომავალი თაობის შთაგონების წყარო და მომავალშიც იქნებით”, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ცერემონიაზე შეკრებილ სპორტსმენებს.

ლაშა ტალახაძეს და ლიდია ვალენტინს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებისთვის განკუთვნილი ჯილდო ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ტომაშ აიანიმ გადასცა.

ცერემონიას რუსთაველის თეატრში ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ხასან აკუში, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.




 ახალი ამბები
  • პრეზიდენტი: ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებიასაქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საწინდარი ქვეყნის ერთობაა. პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, გმირების უპატივცემულობაა. „ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს. დღეს დუმილისა და დაფიქრების დღეა. ამ ადამიანებმა სამშობლოსა და ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში- ეს შიდა დაპირისპირება ბოღმა და სიძულვილი, რომელიც ყოველდღიურად იძლევა შედეგს ჩვენს ახალგაზრდებში, ეს არის არა ღირსეული საქართველო - ეს ჩვენი გმირების უპატივისმცემლობა და მათი დავიწყებაა. ისინი სამშობლოს ერთიანობისათვის მოკვდნენ და დღეს ჩვენ სიძულვილში ვართ ჩავარდნილნი, რაც ხელს მხოლოდ მტერს აძლევს. ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ ამის საწინდარი ჩვენი ერთობაა. ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ... ...
  • სენაკში ელექტრო სადენს ცეცხლი გაუჩნდასენაკში ერთ-ერთ  ელექტრო სადენს  ცეცხლი გაუჩნდა. როგროც "გურია ნიუსს" ადგილიდან აცნობეს, ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. როგორც საგანგებო მართვის სამსახურში განმარტავენ, ხანძარი  ლოკალიზებულია.  "ენერგო პრო ჯორჯიას"ცნობით, მათი წარმომადგენლები ადგილზე უკვე მუშაობენ და ელექტროენერგიის აღდგენა მალე მოხდება. ... ...
  • „ტკივილიანი დღე, რომელიც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს“ _ოზურგეთში აგვისტოს გმირთა ხსოვნას პატივი მიაგესდღეს, ოზურგეთში, აგვისტოს ომში დაღუპულ  გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.   მათ საფლავებთან თაიგულებით მივიდნენ გურიის  სამხარეო და ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის დასაკრებულოს ხელმძღვანელი პირები: გუბერნატორი, ზურა ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერი, კოტე შარაშენიძე,  საკრებულოს  თავმჯდომარე, დავით დარჩია, მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე.  დაღუპული გმირების:  თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი),   საფლავებთან ასევე მივიდნენ  გურული  ომის ვეტერანები, საქველმოქმედო  ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარები, მონიკა ახვლედიანი და თამარ ლურსმანაშვილი.  ოზურგეთის ცენტრში მათ თავდაპირველად გმირთა მემორიალი შეამკეს. შემდეგ კი იქვე, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავს   მიაგეს  პატივი და გვირგვინი დადეს. _12 წელი გავიდა აგვისტოს  ომიდან.  გურიიდან  ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა ამ ომში. დილიდან მოვედით  აქ, რათა შევამკოთ მემორიალი. მოვივლით გმირთა  საფლავებს.  დიდება გმირებს! მჯერა, მათი ბრძოლა უკვალოდ არ  ჩაივლის და საქართველო გაერთიანდება, _ თქვა გურიის  გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ. ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დედამ,  ქალბატონმა  ციური წერეთელმა, როგორც ყოველთვის, ცრემლიანმა ისაუბრა: _ტრაგიკული დღეა, უსაზღვროდ   ტკივილიანი. ამ დღის აღნიშვნა აუცილებელია. ღმერთმა ყველა გმირი ნათელში ამყოფოს, ჩემი შვილის თამადობით, _ თქვა  მან. მამას იგონებს გიორგი დამენია, ამჯერად სტუდენტი : _ძალიან რთული დღეა. ვერ  გეტყვით, ეს სასიხარულოა თუ სამწუხარო. თუმცა,  თუ საქართველო კაშკაშებს მსოფლიო რუკაზე, ასეთი გმირების წყალობითაა.  მჯერა, საქართველო იქნება ერთიანი, _ გვითხრა გიორგი დამენიამ. აგვისტოს გმირის,  თამაზ ნიკიტინის საფლავის  თაიგულებით   შემკობის მერე, გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ესაუბრა მის მეუუღლეს, ქალბატონ ნინოს, რომელმაც მორიდებით გამოთქვა  საყვედური იმის გამო, რომ მას და მის მცირეწლოვან ბიჭუნას ოზურგეთში ერთი ოთახი არ  აქვთ, რომ ღამე გაათიონ. _ჩვენ ქუთაისში   გადავედით საცხოვრებლად. აქ თამაზის საფლავია. ძალიან გვიჭირს სიარული. ნება რომ იყოს, შეიძლებოდა ხელისუფლებას ერთი ოთახი  გამოეყო ჩვენთვის სადმე, რომ როცა  ჩამოვდივართ საფლავის მოსანახულებლად, ღამის გათევა შეგვეძლოს, _ უთხრა მან გუბერნატორ ნასარაიას. თავის მხრივ, ზურაბ ნასარაიამ გამოკითხა, თუ ჰქონდა ვინმესთან კომუნიკაცია აღნიშნულის თაობაზე ან განცხადებით თუ მიმართა. სოფელ გურიანთაში ეროვნული გმირის, თამაზ ჭიტაძის საფლავის შემკობის შემდეგ, გმირის ბავშვობა გაიხსენეს  მშობელბმა და ახლობლებმა. _ეს უაზრო ომი იყო, ვინც  კი,  სამშობლოსთვის დაიხოცნენ ბიჭები,  გმირებად  რჩებიან,   მაგრამ შეიძლებოდა ამ ომის  თავიდან აცილება, _ საკუთარი  გულისტკივილი  გამოხატა თემურ ჭიტაძის მამამ, თამაზ ... ...
  • გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს (R)გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს. „უმძიმესი ისტორია, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება _ აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი შესრულდა. საქართველომ ქვეყნის მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები დაკარგა... გმირები, რომლებიც არ შეუშინდნენ რუსულ აგრესიას და სიცოცხლის ბოლო წუთამდე სამშობლოს თავგანწირვით იცავდნენ. ქედს ვიხრი ომში დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. გურიის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ოზურგეთიდან - თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი; ჩოხატაურიდან - მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე; ლანჩხუთიდან - ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ვასილ სმირნოვი. ... ...
  • "ვერაფერს ვერ გეტყვით"- ხონი-სამტრედიის მიტროპოლიტი მისი ოჯახის დაყაჩაღებაზე„ვერაფერს ვერ გეტყვით“,_ ასე უპასუხა „გურია ნიუსს“ ყაჩაღობასთან დასმული შეკითხვის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბამ და ტელეფონი გათიშა. შეგახსენებთ, რომ  მიტროპოლიტ საბას საცხოვრებელი სახლი, რომელიც სენაკში მდებარეობს, დააყაჩაღეს. ჩვენთვის უცნობია, თუ რა არის წაღებული მიტროპოლიტის სახლიდან. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...