„გულშემატკივარი“ პუტინი და „პროგნოზისტი“ იბრაჰიმოვიჩი

სპორტი

„გულშემატკივარი“ პუტინი და „პროგნოზისტი“ იბრაჰიმოვიჩი

2018 ივნ 15 12:19:04

გუშინ რუსეთში ფეხბურთელთა მორიგი მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ისლამისტი ტერორისტების დიდი მუქარის მიუხედავად მოსკოვის „ლუჟნიკების“ სპორტულ სარბიელზე „მუნდიალი - 2018“- ის საზეიმო გახსნის ცერემონიალი და პირველი ოფიციალური შეხვედრა ყოველგვარი ექსცესების გარეშე წარიმართა.

რუსულ ჩემპიონატს რიგი ქვეყნების პირველმა პირებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და ამ ქვეყანაში ჩასვლისაგან თავი შეიკავეს. ამისი უმთავრესი მიზეზი რუსეთის მიერ დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტების მხარდაჭერა, ასევე რამდენიმე თვის წინ ლონდონში მოწამლული ყოფილი რუსი მზვერავი სერგეი სკრიპალის საქმე გახლდათ. ალბათ გახსოვთ რომ მაშინ დიდმა ბრიტანეთმა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ჩემპიონატის ბოიკოტისაკენ მოუწოდა.

რუსული მუნდიალი ობსტრუქციას გადაურჩა, გუშინ ის ოფიციალურად გაიხსნა კიდეც, მაგრამ ამ ცერემონიალს მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ქვეყნების მეთაურები ესწრებოდნენ.  რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივნის დმიტრი პესკოვის ინფორმაციით გუშინდელი გახსნის საზეიმო პროცესს მხოლოდ 17 ქვეყნის პირველი პირი ესწრებოდა, რომლებიც შემდეგ ქვეყნებს წარმოადგენდნენ: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, ბოლივია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა, ლიბანი, მოლდოვა, პანამა, პარაგვაი, რუანდა, საუდის არაბეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერების გვერდით არააღიარებული აფხაზეთისა სამხრეთ ოსეთის პირველი პირებიც იმყოფებოდნენ.

ჩემპიონატის გახსნის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრო. რუსეთი-საუდის არაბეთის შეხვედრის შემდეგ, რომელიც მასპინძლების დამაჯერებელი მოგებით დასრულდა - 5;0, პუტინმა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვს დაურეკა და წარმატება მიულოცა. ჩერჩესოვი ამ „ისტორიულ ჟამს“ პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა. მას ჟურნალისტებისათვის ბოდიშის მოხდა და დროებით დარბაზის დატოვება მოუწია. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა გახლდათ როდესაც მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია რაიმე მიზეზის გამო გარკვეული დროით შეჩერდა. ფიფა-ს მკაცრი რეგულაციები გააჩნია და იგივე პრესკონფერენციის შეჩერება ამ წესების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

დღეს მსოფლიო პირველობა უფრო გახურდება და სამი შეხვედრა გაიმართება. საინტერესოა რომ პირველობას რამდენიმე არაოფიციალური გამარჯვებული უკვე ჰყავს. ეს საპატიო წოდება რამდენიმე გულშემატკივარმა მოიპოვა, რომლებიც რუსეთში ერთობ ორიგინალური ხერხით ჩაბრძანდნენ.

გერმანელი ჰუბერტ ვირტი 65 წლის ბრძანდება. ის ქალაქ ფორჰჰაიმიდან ბრძანდება და რუსეთში 1936 წელს გამოშვებული ტრაქტორით ჩაბრძანდა. ამ მოგზაურობაში მეგზურობას ერთგული ოთხფეხა მეგობარი - მეტისი ჰექსი უწევდა. ტრაქტორით გადაადგილების მოყვარული დღე-ღამეში 100 კილომეტრს გადიოდა. ჰერ ჰუბერტი უკვე მოსკოვში იმყოფება და 17 ივნისისათვის ემზადება. ამ დღეს მსოფლიოს ამჟამინდელი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები მოსკოვის „ლუჟნიკების“ სტადიონზე მექსიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ორმა ისლანდიელმა ფეხბურთის მოყვარულმა რუსეთში ჩასვლის სხვა გზა აირჩია. გეიზერების ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეებმა კიარტანსონმა და იონსონმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ადგილობრივ რადიოკონკურსში ავტომანქანა „ნივა“ მოიგეს. ისლანდიის ეროვნული გუნდის თაყვანისმცემლებმა რუსეთამდე ჩასვლა ამ მანქანით გადაწყვიტეს. მამაცი მოგზაურები უკვე მოსკოვში იმყოფებიან და ხვალ „სპარტაკის“ სტადიონზე არგენტინა - ისლანდიის შეხვედრას დაესწრებიან. რუსეთის დედაქალაქში ჩამოსვლამდე მათ 15 ათასი კილომეტრი დაფარეს. საინტერესოა რომ მათ გადაადგილებას ფირზე ფიფა-ს სპეციალური ჯგუფი აღბეჭდავდა, რომელიც მსოფლიო პირველობის დასრულების შემდეგ ისლანდიელებზე ერთსაათიან დოკუმენტურ ფილს დაამონტაჟებს.

ნებისმიერი საფეხბურთო მსოფლიო პირველობის წინ არა ერთი წინასწარი პროგნოზი გამოითქმება. გამონაკლისი არც გუშინ დაწყებული ჩემპიონატი აღმოჩნდა.

ცნობილი შვედი მოთამაშე ზლატან იბრაგიმოვიჩი საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ვერ მოხვდა და რუსეთში მხოლოდ ტურისტის სტატუსით აღმოჩნდა. „ლოს ანჯელეს გელექსის“ თავდამსხმელის პრიგნოზით, მიმდინარე ჩემპიონატს რუსეთის ეროვნული გუნდი მოიგებს. ამისი მიზეზი შვედმა შემტევმა არ ახსნა. ალბათ ეს მაინც მის კაპრიზსა და მასპინძლების გულის მოგებას უნდა დავაბრალოთ.

რუსეთს წარმატება, ოღონდ ნახევარფინალში გასვლა უწინასწარმეტყველა თურქეთის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმაც. რუმინელი ფეხბურთის სპეციალისტის აზრით მსოფლიო პირველობის გამარჯვებული ბრაზილიის ნაკრები აღმოჩნდება.

უფრო „ობიექტური“ წინასწარი პროგნოზები გააკეთა ქალაქ პერმის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიქტორ ზაკოპაილოს მიერ შექმნილმა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტმა. მან მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება გერმანიის ნაკრებს მიანიჭა. მეორე მესამე პოზიციებზე კი ბრაზილია და არგენტინა აღმოჩნდებიან. საინტერესოა რომ იბრაგიმოვიჩისა და ლუჩესკუს მიერ „რეკლამირებული“ რუსეთის ნაკრებს „ჭკვიანმა მანქანამ“ მხოლოდ მერვედფინალამდე მისვლა უწინასწარმეტყველა. ამ სტადიაზე რუსები ესპანეთს შეახვედრა და წაგებაც გამოუწერა.

დღეს მსოფლიო პირველობაზე მორიგი სამი შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით 16.00 საათზე ქალაქ ეკატერინბურგში ლუის სუარესისა და ედინსონ კავანის ურუგვაი უსალაჰო ეგვიპტეს დაუპირისპირდება. 19.00 საათზე სანკტ პეტერბურგში ურთიერთობას მაროკო და ირანი გაარკვევენ, 22.00 საათზე კი ქალაქ სოჭში დღის უმთავრესი დაპირისპირება გველის - ესპანეთი - პორტუგალია.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...