„გურიას“ გასხვისების მოულოდნელი დასასრული

სპორტი

„გურიას“ გასხვისების მოულოდნელი დასასრული

2018 სექ 14 16:41:38

დღეს დასრულდა აუქციონი „გურიას“ მართვის უფლების გადაცემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ: შპს  „ლაიონს ბილდინგ დეველოპმენტმა“ და „ბლექ სი მედია ჯგუფმა“.  გაირკვა, რომ აუქციონში საბოლოო გამარჯვება 34 900 ლარად „ბლექ სი გრუპ მედიამ“ მოიპოვა, რომლის დამფუძნებელი ჟურნალისტი მამუკა ქანთარიაა. ქანთარია წლების განმავლობაში კლუბში მედიაოფიცრის პოსტს იკავებდა.

ქანთარიას სახელი „გურიასთან“ მიმართებაში გასული წლის მიწურულსაც გადაიკვეთა, როცა მან კლუბის დირექტორის სავარძელი მხოლოდ რამდენიმე საათით დაიკავა. როგორც მაშინ გაჟღერდა, წინასაახალწლო დღეებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს  ამ თანამდებობაზე ჟურნალისტ მამუკა ქანთარიას დანიშვნა ჰქონდა გადაწყვეტილი, მეტიც, კანდიდატურის შესათანხმებლად საქმის კურსში მხარის გუბერნატორიც ყოფილა, რომელსაც, როგორც მაშინ გაჟღერდა,  ქანთარია-სარიშვილი ერთად შეხვდნენ კიდეც. არსებული ინფორმაციით,  მწვანე შუქი ქანთარიას კანდიდატურისთვის ფეხბურთის ფედერაციასაც აუნთია, მიუხედავად იმისა, რომ მის უკან კახა ებრალიძის გუნდი მოიაზრებოდა. სწორედ ამის შემდეგ მერს გადაწყვეტილება მიუღია, რომ ბრძანება დაეწერა და „გურია“ მამუკა ქანთარიას გუნდისთვის  ოფიციალურად ჩაებარებინა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება სარიშვილმა  დეპუტატ ნინო წილოსანის ჩარევის შემდეგ გააუქმა.

მაშინ „გურია ნიუსთან“ საუბრისას  სარიშვილი ამბობდა,  რომ მას მართლაც ჰქონდა შეხვედრა და კონსულტაციები  მამუკა ქანთარიასთან, თუმცა, მისი დანიშვნის საბოლოო გადაწყვეტილებას კატეგორიულად უარყოფდა.
თავად ნინო წილოსანი  კი  „გურია ნიუსთან“ კომენტარში ადასტურებდა, რომ მისთვის ლანჩხუთის „გურია“ და მისი წარმატება პრიორიტეტული საკითხია, თუმცა, ამტკიცებდა, რომ  ნებისმიერ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მუნიციპალიტეტის მერი დამოუკიდებელია.

ასეა თუ ისე, მუნიციპალიტეტის მესვეურთა ჩანაფიქრმა, რომ კლუბი სამართავად შპს  „ლაიონს ბილდინგ დეველოპმენტისთვის“ გადაეცათ, მოულოდნელი მარცხი იწვნია და ცოტა არ იყოს, იმთავითვე გაუგებარი იყო, რა საჭიროებას წარმოადგენდა აუქციონის გამართვა საამისოდ, როცა შეიძლებოდა, პირდაპირ ა(ა)იპ-ის მართვის უფლება მიეცათ ამ გუნდისთვის. ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ, დავით ყენიას მაგიერ ამ კომპანიის წარმომადგენელი დაენიშნათ. თუმცა,  სავარაუდოდ  ყენია პოსტის დატოვებაზე ყაბულს არ იყო და ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად აუქციონი საუკეთესო გამოსავცალი იყო, რომლის საბოლოო შედეგმა სულ სხვა რეალობა აჩვენა.  

აქვე საინტერესოა ერთი დეტალიც _ აუქციონის გამართვის დღეს ადგილობრივი მედიის ფურცლებზე ნინო წილოსანის სარეკლამო განცხადება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც მისთვის მოულოდნელი იყო აუქციონზე გუნდის ასე ნაჩქარევად გატანა.

„ხელშეკრულების პირობები და ვალდებულებები, ასევე, ის გეგმები, რომელთა გახორციელებას დაინტერესებული კომპანია (იგულისხმება  შპს  „ლაიონს ბილდინგ დეველოპმენტი“) გუნდში გეგმავს, პირადად ჩემთვის ბუნდოვანია და უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რაც თავისთავად გუნდისთვის კარგი ვერ იქნება“, _ წერს წილოსანი.

მანამდე კი მან პროტესტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოთქვა: „შემთხვევით, ფბ-ს მეშვეობით ვიგებ, რომ თურმე გუნდი, რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობ, დიდ ცვლილებებშია. ისეთი საჯარო ინტერესის მქონე თემაზე, როგორიც "ლანჩხუთის გურიაა", ვფიქრობდი, მინიმუმ, მოსაზრების დაფიქსირების საშუალება მაინც მომეცემოდა გადაწყვეტილების მიღებამდე“.

იმავეს ამტკიცებდა გაზეთი „გურია თუდეი“, რომელსაც აუქციონში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპ მედია“ გამოსცემს, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ეჭვს აჩენს, რომ ამ კომპანიის უკან ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი დგას.

მამუკა ქანთარია ადასტურებს, რომ მისმა კომპანიამ მართლაც გაიმარჯვა ზემონახსენებ აუქციონში და დეტალებზე საუბარს უახლოეს დღეებში გეგმავს. რაც შეეხება  მისი აუქციონში მონაწილეობასთან ნინო წილოსანის  კავშირს, ამ ფაქტს უარყოფს.

ამ კავშირს მკაცრად უარყოფს თავად ნინო წილოსანიც.

„სასაცილოა, ამ კითხვებზე რომ მიწევს პასუხის გაცემა. იქნებ ჩამოყალიბდეს ამ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, რომელი ერთი კომპანიის უკან დგას ჩემი ინტერესები.  უკვე ძალიან არასერიოზული და პარანოიკულია, რომ ყველა მონაწილე კომპანიის უკან მე მხედავდეთ, მაშინ, როცა საერთოდ არ არსებობს ჩემი დაინტერესება“, _ ამბობს წილოსანი.




 ახალი ამბები
  • "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა" _ თბილისში 4 წლის გოგონა გარდაიცვალადღეს დილით, თბილისში, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. თუმცა, რა ვითარებაში უცნობია. ამ ეტაპზე ცნობილია, მხოლოდ ის, რომ მცირეწლოვანი სახლში გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ ... ...
  • „უარეს სიას მივიღებთ, თუ იუსტიციის საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული დარჩა“_ გია ხუხაშვილი „პრობლემის ძირი პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეებში კი არ არის,  მოსამართლეთა შერჩევის ალგორითმშია. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანო დარჩა, შესაძლოა, უარესი სია მივიღოთ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი. „მხოლოდ ბრძოლის მოგება პრობლემას არ წყვეტს. კრიტერიუმები, რომლებიც პარლამენტში გაიწერება, არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უნდა შეეხოთ, არამედ ყველა ინსტანციის მოსამართლეებს. სიის ფორმირებასთან დაკავშირებით,  ფაქტია, რომ პოლიტიკური შეკვეთის სუნი ტრიალებდა. არავინ ჩათვალოს, რომ ბრძოლა მოგებულია, ამ თემასთან დაკავშირებით თავშეკავებულად ოპტიმისტები უნდა ვიყოთ“, _ აღნიშნა ... ...
  • გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის - კალაძე"გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის", _ აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში კუსტარული გამათბობლების დამონტაჟებისგან თავი შეიკავონ.  „მერიის კომპეტენცია ეს ნამდვილად არ არის, ეს არის მარეგულირებელი კომისიის და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით არის დადგენილი. თუმცა, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, ადამიანები ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით. იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც კუსტარულად ხდება გამათბობლის დამონტაჟება,“ - განაცხადა კახა ... ...
  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალანაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • წითელას ეპიდემია_ რა ევალებათ საბავშვო ბაგა-ბაღებს და დასაქმებულ პერსონალსწითელას ეპიდემიის გამო ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირების აცრა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, სააგენტო მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას იწყებს. „საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე, ამ კუთხით კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ, სააგენტოს დირექტორის ბრძანება გამოიცა, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღებს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბენეფიციარების გეგმური აცრის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება, მშობლებისთვის (ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლისთვის) და პერსონალისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულების გაცნობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალა. ამასთანავე, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება. წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს უკვე მიეწოდა“,_ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა სამუშაო დღის დაწყების დრო დაადგინეს

სამუშაო დღის დაწყება 10 საათამდე,...

რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ბრენდულ პროდუქციას?

ბრენდინგი არის ცნობილი მარკეტინგული სტრატეგია,...

30 ფაქტი ტყუილზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

"ყველა იტყუება" – ამტკიცებდა ექიმი...

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...