„გურიაში“ განვითარებული მოვლენების ლოგიკური დასასრული

gurianews.com

სპორტი

„გურიაში“ განვითარებული მოვლენების ლოგიკური დასასრული

2017 დეკ 5 15:43:11

3 დეკემბერს ლანჩხუთის „გურიამ“ მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა საკუთარ ისტორიაში და  ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის პერიოდში, ყველაზე დაბალი ლიგის რანგის დონეზე დაქვეითდა.

ეს მას შემდეგ  მოხდა, რაც კვირას პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში, გურულებმა ვერ მოახერხეს თელავური 1:2 -ის გაბათილება, მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ და კუთვნილი ადგილი პრო ლიგა 2-ში „თელავს“ გადაულოცეს.

უშუალოდ ეს შეხვედრა, მართალია, ლანჩხუთელთა უპირატესობით გაილია, მაგრამ რეალურად, ეს ყველაფერი მოჩვენებითი გამოდგა. პირველ ტაიმში ქარის საპირისპიროდ მოთამაშე კახელებს, ოდნავ გაუჭირდათ მასპინძელთა იერიშების მოგერიება და რამდენიმე ეპიზოდში მეკარემაც იყოჩაღა. ისინი შანსს მაინც ელოდნენ და ტაიმის ბოლოსკენ იხეირეს კიდეც. ერთ-ერთ შეტევაში გართულ გურულებს სტუმართა ორი თავდამსხმელი გაეპარათ და მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ნიქაბაძეს გატანა არ გასჭირვებია.

შესვენების შემდგომ „გურიას“ წესით თამაშის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაეღო, მაგრამ ნახევარი საათი ისე მიილია, სტადიონზე მოსულ 3 ათასამდე ქომაგს, სახეირო არაფერი უხილავს. სიტუაცია  ტრიბუნებზე განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მსაჯმა ორი ყვითელი ბარათის გამო მასპინძელთა მცველი გააძევა.

საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ კაცნაკლული „გურია“ ამ შეხვედრის შემომბრუნებელი არ იყო, მაგრამ ერთმა ეპიზოდმა შანსი გააცოცხლა. საჯარიმოს მარცხენა კიდიდან ჩახვეული საჯარიმო მოულოდნელად შენგელიამ გოლად აქცია და აირია სიტუაცია...

გაშვებულმა გოლმა კახელები დააბნია და მალე მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდა, რაც მსაჯმა სრულიად დამსახურებული პენალტი დანიშნა. მატჩის დასრულებას წუთები აკლდა და თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტი დარტყმა, მინიმუმ, დამატებით დროს მოასწავებდა და უფრო მეტიც, იმდენად „აიჭრნენ“ სტუმრები, კიდევ ერთი გოლიც რომ გაეშვათ, გასაკვირი არ იქნებოდა. მაგრამ აქ მოხდა ის, რაც მოხდა. ბურთთან მივიდა დავით მეგრელიშვილი, გამოიქცა და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში დაარტყა, არცთუ ძლიერად და კუთხეგამოცნობილმა მეკარემ ბურთი კი არ მოიგერია, უბრალოდ, ხელებში გააქვავა.

ეს იყო და დარჩენილ წუთებში სრული ქაოსი იყო მინდორზე, ნირწამხდარი გურულების აქტივობა არაფრისმომცემი გამოდგა და მატჩიც 1:1 დასრულდა, რაც თელაველთა  დიდი სიხარულით აღინიშნა კიდეც.

მეგრელიშვილს კი ვერაფრით აპატიეს ეს ვერგატანა და მაყურებელი აშკარა აგრესიაზე გადავიდა და პოლიციელებმა ის კი განარიდეს გასახდელში, თუმცა,  ჩვენი ინფორმაციით, მოგვიანებით, მეგრელიშვილი მაინც ვერ გადაურჩა რისხვას და ამბობენ, ერთი-ორი მოხვდა კიდეცო...  

ასეა თუ ისე, ბოლო რამდენიმე წელია, „გურიაში“ მოვლენები კატასტროფულად ცუდად ვითარდებოდა და ამის ლოგიკური დასასრული იყო ეს გავარდნაც.

ყველაფერი კი მას შემდგომ დაიწყო, რაც უმაღლეს ლიგაში გადასული გუნდის მესვეურთა წინააღმდეგ გარკვეული დევნა დაიწყო.  ამას მოყვა ის, რომ თანდათან გუნდი დაიცალა პროფესიონალებისგან და სხვას რომ თავი დავანებოთ, მათ ნაცვლად იქ მოვიდნენ უბრალო დილეტანტები, რომლებსაც ფეხბურთთან შეხება ხშირად არც ჰქონიათ. ამას დაემატა მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, ზაზა ურუშაძის მიდგომებიც. ის მოულოდნელად კლუბის პრეზიდენტი გახდა და ხშირ შემთხვევაში, მისი  გადაწყვეტილებების გამო, კლუბი მიზანმიმართულად კარგავდა სახეს, ავტორიტეტს და იმიჯს.

ბევრის თქმით, ურუშაძის  და მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ხუშტურების გამო, 20-ზე მეტი მწვრთნელი  და 200 -ზე მეტი ფეხბურთელი გამოიცვალა და ეს იმ ფონზე, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა ადგილობრივი კადრების იგნორირება და გუნდში სხვადასხვა ეგზოტიკური ქვეყნიდან ლეგიონერთა მოყვანა.

გულშემატკივრების აზრით,დროთა განმავლობაში, სრულიად მოიშალა კლუბის მენეჯმენტი და ისედაც გაღლეტილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონობით დახარჯული ფული შედეგის მომტანი არ იყო. პირიქით, რაც დრო გადიოდა, დილეტანტიზმი სულ უფრო მძვინვარებდა და ამას ჯერ უმაღლესი ლიგიდან, ხოლო ახლა მეორე ლიგიდანაც გავარდნა მოყვა.

მოკლედ, გურული ფეხბურთი სხვა ორბიტაზე აღმოჩნდა. ერთის მხრივ, ჩოხატაურმა ივარგა და ზედა ლიგაში გადავიდა, „გურია“ კი ჩამოქვეითდა და უკვე ერთ ლიგაში გამოვდივართ.  თუ „ბახმარომ“ შეიძინა, ჩვენ პირიქით, ბევრი რამ დავკარგეთ. უპირველესად _ ფული, რომელიც ფეხბურთის განვითარების ფონდიდან გვერგებოდა და ამიერიდან 250 ათასი უნდა ვიკმაროთ 700 ათასის ნაცვლად. ამას დავუმატოთ ბავშვთა ფეხბურთის პერსპექტივაც. სამწუხაროდ, ვეღარ დაგვიფინანსდება ჭაბუკთა ლიგა და სხვა სიკეთეები. რაც მთავარია, არაა გარანტია, რომ „გურია“ კიდევ ერთი საფეხურით არ ჩამოქვეითდება და მეორე გურულ კლუბს, ოზურგეთის „მერცხალს“ არ შეუამხანაგდება.


ნახვა: 339


 ახალი ამბები
  • ჩაისუნთქე სუფთა ბგერა _ ხვალ ბახმაროში პირველი მუსიკალური ფესტივალი გაიმართებახვალ, 19 აგვისტოს, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, პირველი თანამედროვე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ბახმარო SunSet Fest ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციული დოღის შემდეგ ჩატარდება და მომავალში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ფესტივალი ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, მზის ჩასავალ გორასთან, 17:00 საათიდან _ დილამდე მსმენელს შესთავაზებს თანამედროვე მუსიკას ახალგაზრდებში პოპულარული ჯგუფებისა და DJ-ების შესრულებით. დაგეგმილია მზის გაცილების ცერემონიალი; ფესტივალის ტერიტორიაზე უკვე მოეწყო „კარვების ქალაქი“ ლაშქრობისა და კემპინგის მოყვარულთათვის. ტერიტორია უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი სერვისით; იფუნქციონირებს კაფე & ბარი, რომლებშიც, ძირითადად, გურიაში წარმოებული პროდუქტი, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალში მონაწილეობენ მუსიკალური ჯგუფები: KILLAGES, არა, MEBO RENARD, ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები, George Merych, Leif S, ლურჯი იალქანი. დიჯეები: SUMO, WCAN და ანი ANI. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სიურპრიზიც ელოდებათ _ მსმენელისთვის ყველაზე ცნობილი ცნობილი გურული DJ დაუკრავს. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალი ტარდება სახელმწიფო პროგრამა “Check in Georgia“ ფარგლებში. ევროკავშირის პროექტის - " მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" მხარდაჭერით. ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს “ა(ა)იპ „Post- ალიონი“. მედია პარტნიორი ორგანიზაციები არიან: მედია სახლი “გურია ნიუსი“ და კლიპარტი. ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული გურიაში მცხოვრები ახალგაზრდები - მოხალისეები. ფესტივალი ხელს შეუწყობს ბახმაროს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ბიზნეს სექტორის ჩართვას ტურიზმის განვითარებაში. ფესტივალის გენერალური სპონსორია "წყალი მარგებელი". სპონსორები არიან: კომპანია "ზედაზენი"; შპს "პალადა"; "საქენერგო რემონტი"; შპს “NEW ROAD"; "ორბი ჯგუფი" "ოზურგეთლუდი", "ვასაძის პური"; "My family", სასტუმრო "ბახმარო".; "ნატურალ თი კომპანი", "ჩვენი მარკეტი". მხარდამჭერები არიან: გურიის სამხარეო ადმინისტრაცია; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო; შინ აგან საქმეთა სამინისტრო; ენერგო პრო ჯორჯია, მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიურო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი; "ლიდერფუდი"; TBC ბანკი; ოზურგეთს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია; ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე; ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი გელა ჭანუყვაძე; ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე, ბიზმესმენი გია ... ...
  • ბახმაროში ტრადიციული დოღისთვის სამზადისი მიმდინარეობსჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღისთვის აქტიური სამზადისია. „ბახმაროს თასი 2018“-ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები იბრძოლებენ. ღონისძიების ორგანიზატორები წყაროს წყალი “ბახმარო” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი “წყალი მარგებელია“. დოღის გამართვაში მონაწილეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი მოეწყობა. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა ... ...
  • თვითმკვლელობა ოზურგეთში _ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. ჩადენილი დანაშაულის უმაღლესი სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...
  • ელჭექი, სეტყვა, წყალმოვარდნები _ როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. "18 აგვისტოს დღის ბოლოდან 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", _ ნათქვამია ეროვნული სააგენტოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ... ...
  • რა უნდა გაითვალისწინონ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმასაქართველოში ნადირობის სეზონი დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას, თან უნდა იქონიონ დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნადირობა ნებადართულია 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 15 თებერვლამდე. სამინისტროს ნორმატიულ აქტში ცვლილებაა. ხანძრების გამო, სანადიროდ ნებადართული ადგილები შემცირდა. საქართველოში, დღეისათვის, 40 000-ზე მეტი მონადირეა რეგისტრირებული. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...