გუცაევს ბინაც აქვს და ვოლგაცო...

სპორტი

გუცაევს ბინაც აქვს და ვოლგაცო...

5 მაი. 2018, 14:04:41

დღევანდელი წერილის მთავარი გმირი გამოჩენილი ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი იქნება.

ალბათ, გახსოვთ დიუსელდორფის დაუვიწყარი თამაში. შეხვედრის მეორე ნახევარი მიმდინარეობდა და თბილისის „დინამო“ „კარლ ცეისთან“ მოულოდნელად მდევრის როლში აღმოჩნდა. იმ მძიმე წუთებში გუცაევმა წონასწორობის აღდგენა შეძლო და ქართველთა მომავალ წარმატებაში დიდი წვლილი გაიღო.

1976 წლის სექტემბერში, განახლებულ „დინამოს“ სტადიონზე თბილისელი ფეხბურთელები უელსის „კარდიფ სიტის“ მასპინძლობდნენ. დიდ ბრიტანეთში ქართველებს პირველი შეხვედრა წაგებული ჰქონდათ - 0:1. ის თამაში ჩვენების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, პირველი ბურთი კი ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა...

„ტრადიციის“ მიხედვით, ბატონი ვლადიმერი საკუთარ სპორტულ ბიოგრაფიას თავადვე გაიხსენებს.

„როგორც ჩემმა არაერთმა თანატოლმა, ფეხბურთის თამაში მეც ქუჩაში დავიწყე - ნაძალადევში ვაგორებდი ბურთს. 11 წლის რომ გავხდი, „ნორჩ დინამოელში" ჩავირიცხე გრიგოლ გაგუასთან, მერე კი ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლა იყო. იქ უკვე ვლადიმერ ელოშვილი გვავარჯიშებდა.

1970 წლის სექტემბერში თბილისის „დინამოში" ჩავირიცხე და ამის გამო დღემდე მადლიერებით ვიხსენებ გავრილ კაჩალინს. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი, ის კი ადგა და დუბლებიდან პირველ გუნდში გადამიყვანა. ეს უდიდესი ნდობა იყო! სხვათა შორის, კაჩალინის დამსახურებაა, რომ „დინამოში" ზედიზედ დავწინაურდით მე, დათო ყიფიანი, თემურ სტეფანია, მანუჩარ მაჩაიძე, ფირუზ რეხვიაშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, ბესო მჭედლიშვილი... სწორედ კაჩალინის ამ გადაწყვეტილებით ამიხდა ოცნება - რამდენიმე მატჩში მოედანზე მეტრეველთან ერთად გავედი.

1971 წელს სლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, გამოსათხოვარ მატჩში კი თავის 9-ნომრიანი მაისური მე გადმომცა. ვერ წარმოიდგენთ ამას რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, თავი ზღაპარში მეგონა!

საერთოდ, კაჩალინი არამარტო კარგი მწვრთნელი, ჩინებული ადამიანიც იყო. სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემზე ამ პიროვნებამ უდიდესი გავლენა მოახდინა! თუ რამე ითქმის კაჩალინზე, პირველ რიგში ის, რომ ნაღდი ინტელიგენტი იყო - წლების განმავლობაში ვთამაშობდი მის გუნდში და უხამსი სიტყვა არ მსმენია. როცა შევიტყვე, რომ „დინამოდან" გაუშვეს, გული დამწყდა. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებმა ყურადღება რომ მომაქციეს, გარკვეულწილად, ესეც კაჩალინის დამსახურება იყო... მოგვიანებით გავიგე, რომ ცენტრალური კომიტეტის რომელიღაც მდივანს მის საქმიანობაში რაღაც არ მოეწონა და არ აპატია. ხომ გახსოვთ მაშინ როგორ იყო? ყველა მაღალჩინოსანი უხეშად ერეოდა „დინამოს" ცხოვრებაში.

კაჩალინის შემდეგ გუნდში ალიოშა კოტრიკაძე მოვიდა. აუგს ვერც მასზე ვიტყვი - ფანატიკურად უყვარდა ფეხბურთი, თავის საქმეში ბოლომდე იხარჯებოდა. სამწუხაროდ, უეფას თასზე „ტოტენჰემ ჰოთსფურთან" 1:5 წაგება არ აპატიეს და მალევე გაუშვეს.

„დინამომ" პირველი საერთაშორისო ტურნირი - „კოლუმბის კარაველა" - სწორედ კოტრიკაძის ხელში მოიგო. 1973 წელს ესპანეთის ქალაქ უელვაში ტრადიციულად გათამაშდა ეს თასი. ჩვენს გარდა ამ ძალიან ლამაზი პრიზისთვის ჩემპიონთა თასის გათამაშების მომავალი ფინალისტი მადრიდის „ატლეტიკო", პორტუგალიის ნაკრების საბაზო გუნდი ლისაბონის „ბენფიკა" და ინგლისის ჩემპიონი „დერბი ქაუნთი" იბრძოდნენ. ჩვენ ჯერ მადრიდის „ატლეტიკო" დავამარცხეთ პენალტების სერიაში, ფინალში კი „ბენფიკას" 3:1 მოვუგეთ - 2 გოლი მე გავიტანე, ერთიც დათომ. „დინამოს" ისტორიაში პირველი საერთაშორისო ტიტულის მოგებისთვის თითოეულს დაახლოებით 50 დოლარი დაგვირიგეს. სასაცილოა არა?

ალიოშა კოტრიკაძის მერე „დინამოში" ზედიზედ შეიცვალა ორი მწვრთნელი: გივი ჩოხელი მიხაილ იაკუშინმა ჩაანაცვლა, რომელიც მალევე გაუშვეს. ჩოხელი იცით როგორი კაცი იყო? სპეტაკი! რა თქმა უნდა, ფეხბურთიც შესანიშნავად იცოდა, მაგრამ ძალიან პირდაპირი იყო, ეს კი ბევრს არ მოსწონდა. რაც შეეხება იაკუშინს, არავინ უარყოფს, რომ დიდებული სპეციალისტი იყო, მაგრამ იმ დროს უკვე ასაკოვანი გახლდათ და თან, ძალიან ბევრს სვამდა. დასამალი რაა: ხანდახან 3-4 დღე ისე გავიდოდა, ბაზაზე არ ჩნდებოდა.

თბილისის „დინამოს" აღორძინება მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ნოდარ ახალკაცის დანიშვნის შემდეგ დაიწყო. ის ახალი კაცი არ იყო კლუბში: 2 წელი სხვადასხვა პოსტზე იმუშავა და იმდროინდელი „დინამოს" ყველა წევრის შესაძლებლობები შესანიშნავად უწყოდა. დანარჩენი ხუთიანზე გააკეთა: ვეტერანები ნელ-ნელა ჩაანაცვლა ნიჭიერი ახალგაზრდებით და გუნდი ერთ მუშტად შეკრა.

ნოდარ ახალკაცი თითოეულ ფეხბურთელს საერთო კრების შემდეგ ცალ-ცალკე გაგვესაუბრა. მითხრა, შენი ადგილი მეტოქის მოედანზეა, მცველების დასახმარებლად უკან ნუღარ ჩამოხვალ, საჭირო არ არისო. დაახლოებით იგივე დაავალა რამაზ შენგელიას, დათო ყიფიანს და მანუჩარ მაჩაიძეს.

თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ რაც უფრო ძლიერი მეტოქე გვყავდა, მით უკეთ ვთამაშობდი. ისე, ბევრი იყო ასე: დამეთანხმებით, ძალიან ძნელია ერთნაირი განწყობით გახვიდე მინდორზე ვთქვათ, „ფახთაქორთან" და კიევის „დინამოსთან".

1976 წელი ერთ-ერთი ყველაზე ტკბილად მოსაგონარია ჩემს კარიერაში. ჯერ იყო და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გავხდი - ნახევარფინალში ჰოლანდიელებს ვაჯობეთ, ფინალში კი უნგრელებს. იმ ნაკრებში დათო ყიფიანიც თამაშობდა... ამავდროულად, „დინამოსთან" ერთად ორჯერ მოვიგე პირველობის ბრინჯაოს მედალი, ამ წარმატების გვირგვინი კი საბჭოთა კავშირის თასი იყო!

განახლებული „დინამოს" სტადიონი 1976 წლის ზაფხულში გაიხსნა, პირველ საშინაო მატჩში კი უელსის „კარდიფ სიტის" ვუმასპინძლეთ. ეს იყო უეფას თასების თასის პირველი ეტაპის საპასუხო თამაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ მატჩში პირველ გოლს გავიტანდი და როცა გასახდელში თბილისის კონსერვატორიის რექტორი მოვიდა და სპეციალური პრიზი მოიტანა პირველი გოლის ავტორისთვის, ხმამაღლა ვთქვი, ჩემთან დადგით, პირველ გოლს მე შევაგდებ-მეთქი! წინათგრძნობა 23-ე წუთზე ამიხდა - ანგარიში გავხსენი! ის თამაში 3:0 მოვიგეთ.

საბჭოთა კავშირის ნაკრებში ბევრი თამაში არ დამიგროვდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სხვები მჯობნიდნენ. იცით როგორ იყო? მაგალითად, დაინიშნებოდა მთავარ მწვრთნელად კონსტანტინ ბესკოვი და ნაკრებში თავის 15-16 კაცი მიჰყავდა. თუ ვალერი ლობანოვსკი მივიდოდა, უკვე კიევის „დინამო" ხდებოდა საბაზო გუნდი... ესაა ყველაფრის მიზეზი. ესპანეთი-1982 ხომ გახსოვთ? ბესკოვმა და ლობანოვსკიმ მე და დათო ყიფიანი მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაგვიყვანეს, სამაგიეროდ, თან იახლეს ფეხმოტეხილი ლეონიდ ბურიაკი. ასეთ მიდგომას რა შედეგი უნდა მოეტანა?

ნაკრებში ყველაზე კარგი სიტუაცია, ვფიქრობ, ნიკიტა სიმონიანის დროს იყო: მართლა საუკეთესოებს იწვევდა. სწორედ იმ წლებში იყო ყველაზე მეტი თბილისელი ნაკრებში: ალექსანდრე ჩივაძე, დათო ყიფიანი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე, მე... მგონი, სიმონიანის დროს ითამაშეს მანუჩარ მაჩაიძემ, ვახტანგ ქორიძემ და ნოდარ ხიზანიშვილმაც.

ძალიან მწყდება გული, რომ ქართველ გულშემატკივარს „დინამოს" თამაში მადრიდის ოთხთა ტურნირზე არ უნახავს, არადა, ჩვენ ორივე მატჩში შესანიშნავად ვიასპარეზეთ. მახსოვს, დელეგაციაში ოპერატორებიც იყვნენ, მაგრამ „რეალთან" და „ბაიერნთან" თამაშის კადრები რატომ არ ჩანს აქამდე, ვერ ვხვდები... მე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, არადა, იქ კარლ-ჰაინც რუმენიგე, პაულ ბრაიტნერი, კარლოს სანტილიანა, ხუანიტო, ხოსე ანტონიო კამაჩო და სხვებიც თამაშობდნენ. თუ არ ვცდები, იმ „რეალის" ნახევარდაცვაში ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკეც ირიცხებოდა.

ტურნირის მეორე დღეს ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელებს ერთ-ერთი ესპანური კლუბის მესვეურები ესტუმრნენ და ჩემი დათმობა სთხოვეს. ნუ, გარიგება რომ არ შედგებოდა, ეს ვიცოდი, მაგრამ პასუხმა გამაოგნა: „საბჭოთა სპორტსმენს ვლადიმერ გუცაევს თქვენი კონტრაქტი არ სჭირდება. მას ყველაფერი აქვს: ბინაც და თვით „ვოლგაც"!" როგორია? ესპანელებს უკითხავთ, გვესმის, რომ ის კარგ პირობებშია, ბინაც გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა" რა მანქანაა ასეთიო... ამ სიტყვებს ომარ სიამაშვილიც დაგიდასტურებთ, მაშინ ის პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი იყო და მადრიდში გვახლდა.

ბევრს ჰგონია, რომ „ის" „ვოლგები" თასების თასის მოგების შემდეგ დაგვირიგეს, მაგრამ ასე არ მომხდარა. უბრალოდ, ედუარდ შევარდნაძის საგანგებო ბრძანებით, დინამოელებს მანქანების ურიგოდ გამოყვანის უფლება მოგვცეს. 16200 მანეთი ღირდა მაშინ საბჭოეთის ნომერ პირველი ავტო.

თასების თასის მოგების შემდეგ სამჯერ ავიღეთ პრემია: გერმანიაში 150-150 მარკა დაგვირიგეს, თბილისში დაბრუნებულები კი სპორტსაზოგადოება „დინამოს" რესპუბლიკურმა სამმართველომ 300, ხოლო საკავშირომ 700 მანეთით გაგვახარა.

ყველაზე ძალიან მოსკოვის დინამოელებთან თამაში არ მიყვარდა. იმ გუნდში ერთადერთი, მგონი, მახოვიკოვი იყო, ვინც უხეშობას არ კადრულობდა - სხვები ლამის ნაჯახით გადიოდნენ მინდორზე. ძალიან არ მიყვარდა სპარტაკელი სერგეი ნიკულინი - უკადრებელს კადრულობდა. წლების შემდეგ კვიპროსზე მოსკოვის დინამოელი ნოვიკოვი შემხვდა, ჩამოვჯექით, ვისაუბრეთ და მაშინ ვკითხე, საშა, რას მერჩოდი, ასე ცუდად რატომ მეთამაშებოდი-მეთქი. იცით, რა მითხრა? მწვრთნელი მავალებდა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, გუცაევის არსებობა ყველამ უნდა დაივიწყოსო და მეც დავალებას „ვასრულებდიო".

ხშირად მსმენია, რომ 1979 წელს „ლივერპული" უფრო ძლიერი იყო, ვიდრე „ჰამბურგი" და რომ „დინამომ" გერმანელებთან შემთხვევით წააგო. ამ აზრს არ ვიზიარებ: ის „ჰამბურგი" იმ „ლივერპულზე" გაცილებით ძლიერი იყო და ეს ჩვენ მატჩებში გამოჩნდა. თანაც, გერმანელებს კევინ კიგანი ჰყავდათ, ასეთი დონის მოთამაშე კი „ლივერპულში" ნაღდად არ იყო!

„კარლ ცაისთან" თამაშის წინ კი ვნერვიულობდი, მაგრამ თურმე მთავარი პრობლემა მატჩი კი არა, ფინალის შემდგომი ამბები ყოფილა: მე და ნუკრი კაკილაშვილი დოპინგ-კონტროლზე გაგვიყვანეს და სანამ სინჯებს აიღებდნენ, ლამის ორი საათი გვაწვალეს. მხოლოდ ამის შემდეგ შევუერთდით ბიჭებს და გვიანობამდე მოვილხინეთ!

რატომ დაიწყო „დინამოს" კრიზისი? როგორ გითხრათ, ერთ ცუდ ამბავს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე... რაღაცნაირად მიეწყო ყველაფერი. ეხლა რომ დავფიქრდე, ცხადია, შეიძლებოდა უსიამოვნებების თავიდან აცილება, მაგრამ ეს ახლაა ამაზე ლაპარაკი იოლი, მაშინ კი ხალხი სხვანაირად ფიქრობდა.

„დინამოში" თითქმის ყველას თანაბარი ხელფასი გვქონდა და თუ რამე სხვაობა იყო, ეს წოდებით იყო განპირობებული. მაგალითად, სპორტის ოსტატს ჯამაგირზე 10 მანეთი ემატებოდა, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს - 15, ხოლო სპორტის დამსახურებული ოსტატი 20 მანეთით მეტს იღებდა. იცით, ერთხელ „ვერდერის" მენეჯერმა ვილი ლემკემ ამ თემაზე მკითხა და ყველაფერი ავუხსენი, მაგრამ ვერაფერი გაიგო - ძალიან ჩაგიხლართიათო, მითხრა.

ჩემი საუკეთესო გოლი? როგორ გითხრათ, რამდენიმეა ასეთი, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ყველაზე ლამაზი მაინც მოსკოვის „ტორპედოსთან" 1978 წელს გატანილი გოლია: მარცხენა ფლანგზე მივიღე ბურთი, ორ მეტოქეს გავცდი და ჩაწოდება ვცადე, მაგრამ რაღაცნაირად მომეჭრა და კარში შევარდა. ალალად ვიტყვი: შემთხვევითი გოლი იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი კი გამოვიდა!“




 ახალი ამბები
  • "ცოლი და ახლობელი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა, "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი უყვება, გარდაცვლილები ახალგზარდა ქალი და ოჯახის ახლობელია,  ხოლო მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ამ წუთებში, ქუთაისის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. "გუშინ საშინელი  ტრაგედია დატრიალდა. ფოთიდან თბილისში მიდიოდნენ ცოლ-ქმარი და მათი ახლობელი. სამწუხაროდ, ორივე  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში",- აცხადებს მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ქალები ახალი კორონავირუსის დროსCOVID-19-მა მსოფლიო ახლი გამოწვევების წინაშე დააყენა. მან მოქალაქეების ცხოვრება საქართველოშიც მკვეთრად შეცვალა. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა. გამონაკლისი არც გურიის რეგიონი ყოფილა. ამ ეტაპზე ჩვენ დაბა ლაითურის, ნასაკირალისა და ნარუჯის მცხოვრებლებით დავინტერესდით. სამივე დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათი მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტია. ახალ კორონავირუსამდე შემოსავლის საძიებლად ისინი ძირითადად მეზობელ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე გადადიოდნენ. „მე და ჩემი მეუღლე თურქეთში სეზონურად,  ჩაის საკრეფად გადავდიოდით. ეს ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. 4 შვილი გვყავს, იქედან ჩამოტანილი ფული  წლიდან წლამდე გვყოფნიდა და ახლა სულ უკაპიკოდ დავრჩით. თურქეთში სამუშაო ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მაინც მირჩევნია წავიდე, ვიმუშაო და სახლში მოვიტანო პურის ფული. მართალია, მოცვის კრეფაზე აქაც დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს სამსახურიც სეზონურია და შემოსავალიც არ არის საკმარისი“, - უყვება დაბა ლაითურში მცხოვრები ფატი ვაშაყმაძე “გურია ნიუსს”. ლია კოტრიკაძე, ახალშექმნილი სათემო კავშირის თავმჯდომარეა, რომელიც ფონდ „ტასოს“ ინიციატივით ჩამოყალიბდა. ლიკა ამბობს, რომ დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ადგილზე, ჩაისა და მოცვის პლანტაციებში დასაქმდნენ. „საქართველოში უფრო ნაკლები ანაზღაურებაა, ვიდრე თურქეთში, მაგრამ ჩაისა და მოცვის პლანტაციები საუკეთესო გამოსავალი იყო ამ ადამიანებისთვის. პრაქტიკულად მათი სიცოცხლის გადამრჩენელად იქცა. არიან ისეთებიც, რომლებმაც პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარება, მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა და გაყიდვა დაიწყეს“, - ამბობს ლია და დასძენს, რომ ქალებისთვის საოჯახო საქმეები კორონავირუსმა კიდევ უფრო გაზარდა. „პარალელურ რეჟიმში ქალებს საოჯახო საქმეების კეთება და ბოსტნის მოვლა უწევთ. ზოგი ბავშვებს ონლაინსწავლაში ეხმარება“, - გვიყვება ლია. თურქეთში მუშაობდა დაბა ნარუჯაში მცხოვრები ნადეჟდა კახაძეც. განსაკუთრებით ის ფაქტი აწუხებდა, რომ მცირეწლოვანი შვილის დატოვება უხდებოდა. ახლა მან კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა ფონდ „ტასოსგან“ მიიღო.  „ახლა უნდა დავიწყო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, თუმცა ფონდიდან ჩამორიცხულ თანხას ჩემი წილიც უნდა დაემატოს, რამაც ისევ ჩიხში მიმიმწყვდია და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ თურქეთი ამ პრობლემას მარტივად გადამაწყვეტინებდა. მე მაინც მგონია, რომ გამოსავალი თურქეთი არ არის. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით გაჩნდეს სამუშაოები, არ დაგვჭირდეს საზღვარგარეთ, მძიმე პირობებში, ოჯახს მოწყვეტილებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობა და ეს პირობები უნდა გვაკმაყოფილებდეს და უფრო მეტიც, გვახარებდეს. ალბათ დაცულად ვიგრძნობ თავს მაშინ, როდესაც შევძლებ ვიყო დასაქმებული ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან და შვილთან ერთან ახლოს და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისთვის არ დამჭირდეს დავტოვო შვილი, გავწირო ჯანმრთელობა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო, ახალგაზრდობა  არ გავატარო სხვის სამსახურში“, - ამბობს ნადეჟდა. საიდა ხოსაძე ხუთ შვილთან და ქმართან წლებია დაბა ნასაკირალში ცხოვრობს. ამ ეტაპზე უმუშევარია და ახლა არაერთი პრობლემის წინაშე დგას. „ყველა ველოდებით სახელმწიფოსგან დახმარებას. ამ კორონავირუსის დრო, როგორც მრავალშვილიანი დედა დამეხმარნენ, მაგრამ ის პროდუქტები, რაც გვქონდა, დაგვიმთავრდა და ახლა ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ. თურქეთში გადავდიოდი ხოლმე სეზონზე მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ახლა საზღვრები ჩაკეტილია და არც ვიცი, წინ რა გველოდება”, - გვითხრა საიდა ხოსაძემ. კორონავირუსის დროს რა პრობლემების წინაშე დადგნენ ქალები და რა დახმარება გაუწია მათ სახელმწიფომ? - ამ კითხვებზე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გენდერული თანასწორობის საბჭოს” წევრმა ლელა საჯაიამ გვიპასუხა. „COVID 19 - ის კრიზისმა ძალიან მძიმედ იმოქმედა საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. ვირუსის შესაკავებლად მკაცრი ზომები იქნა მიღებული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდა ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობები. ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის ან სამუშაოს გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა და მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა კვირებისა და თვეების განმავლობაში. ყოველივე ამან სხვადასხვა საჭიროება და პრობლემა წარმოქმნა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად დამატებითი სოციალური დახმარება იყო აუცილებელი. ქალები იმ მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან, რომელზეც კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, ქალები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში იმ სამუშაო ადგილებზე, რომლითაც ან არ იყო უზრუნველყოფილი ან მცირედით იყო უზრუნველყოფილი მათი სოციალური დაცვა, დღესდღეობით დარჩნენ ეკონომიკურად დაუცველები და შეზღუდული/მცირე არჩევანის წინაშე. ასევე, ხანშიშესულები დამატებით წნეხს განიცდიან არარსებული ან მცირე ოდენობის პენსიის გამო. მეორე მხრივ, ქალები ასრულებენ მთავარ როლს ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჯანდაცვის მუშაკთა და მედდების დიდ ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ის ზრდის მენტალურ სტრესს ჯანდაცვის მუშაკებისთვის. კრიზისის განმავლობაში წინა ხაზზე მყოფი პერსონალი, შესაძლოა, ოჯახებშიც დამატებითი სტრესის ქვეშ მოქცეულიყო სხვადასხვა მზრუნველობით პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების საჭიროებები, რომელთა სკოლები დაიხურა და უწევდათ დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება, ან მათ ოჯახებში მცხოვრებ მოწყვლად ადამიანებთან ფიზიკური დისტანცირების საჭიროებიდან გამომდინარე”, - ამბობს ლელა. ფოტოები "გურია ... ...
  • სუს-ი : ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილიაოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...