ქალთა "ქცევის კოდექსი" “მუნდიალი-2018”-ის დღეებში

სპორტი

ქალთა "ქცევის კოდექსი" “მუნდიალი-2018”-ის დღეებში

14 ივნ. 2018, 14:05:31

დღეს რუსეთში ფეხბურთელთა მორიგი მსოფლიო პირველობა დაიწყება. ერთი თვის განმავლობაში სრულიად მსოფლიოს ყურადღება საფეხბურთო ბატალიებისაკენ იქნება მიმართული. მისი უდიდებულესობა ფეხბურთი ყველა ჩვენგანზე უპირობო ბატონობას შეუდგება. როგორც წესი, ყველა პრობლემა, პოლიტიკური კონფლიქტები, ეკონომიური კატაკლიზმები, გაფიცვა-მიტინგები, რევოლუციები და სამხედრო დაპირისპირებები წესით ერთგვარ ტაიმაუტს აიღებს.

პირველობა რუსეთში ტარდება. მარტო ამის გამო ალბათ არაერთ სიურპრიზს უნდა ველოდოთ. რასაკვირველია უშუალოდ მწვანე მინდვრებზე მოულოდნელი შედეგებისაგან ტრადიციულად დაზღვეულები არ ვიქნებით, მაგრამ არ გაგიკვირდეთ ამ ჩემპიონატმა თავი სხვა კუთხითაც რომ დაგვამახსოვროს თავი. რუსული „მუნდიალის“ დაწყებამდე ტერაქტების მოწყობით სხვადასხვა ისლამური დაჯგუფებები იმუქრებოდა და ადგილობრივმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ტერორისტული ჯგუფი აიყვანა. ამის მიუხედავად საფრთხე მაინც არსებობს. იქით კი რუსული „ულტრა მებრძოლი“ გულშემატკივართა გაერთიანებები სტუმარი გუნდების თაყვანისმცემლებს სისხლიანი ანგარიშსწორებით ემუქრება.

ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია, იმედია პირველობა წყნარ გარემოში ჩაივლის და თავს არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრით დაგვამახსოვრებს.

ფეხბურთის მოყვარულთა ერთმა ჯგუფმა “მუნდიალი-2018”-ის დღეებში ქალთა ქცევის “განსაკუთრებული” კოდექსი შეიმუშავა. ეს წესი მთელი მსოფლიოსათვის საერთოა და მას ალბათ ქართველი მამაკაცებიც დიდი სიამოვნებით გაეცნობიან.

1. საფეხბურთო რეპორტაჟის მიმდინარეობისას, მეუღლე მხოლოდ საოჯახო საქმიანობით უნდა დაკავდეს.

2. ყოველი მატჩის წინ ძვირფას ქმრებს რამდენიმე ქილა ან ბოთლი ცივი ლუდი უნდა მოუმარაგოთ.

3. თამაშის მსვლელობისას ოთახში, სადაც ტელევიზორია, ქალის ყოფნა სასტიკად იკრძალება, რადგან ერთი მამაკაცისათვის ორი სასურველი არსება მართლაც რომ მეტისმეტია.

4. ტაიმებს შორის შესვენებისას ცოლს უფლება აქვს უხმაუროდ შევიდეს ოთახში, დააცარიელოს საფერფლეები, ცარიელი ბოთლები სავსეებით შეცვალოს და საჭიროების შემთხვევაში ქმარს ტკბილეული ან რაიმე სხვა გემრიელი სასუსნავი შესთავაზოს.

5. თამაშამდე სადილი მზად უნდა იყოს. ეს აუცილებელია, რადგან მამაკაცი მატჩისათვის კარგად უნდა განეწყოს. სადილის დროს ქალმა პირი უნდა მოკუმოს და არ ისაუბროს.

6. მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში სექსუალური კავშირი რეკომენდირებული არ არის, რადგან შეიძლება ბავშვი გონებაგაფანტული გამოვიდეს. ამას გარდა, სასტიკად აკრძალულია მოკლე კაბის ტარებაც, რათა მამაკაცებს ეჭვი არ შეეპაროთ საკუთარ შესაძლებლობებში. ფეხბურთი ხომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტია.

7. თუ მამაკაცი დიდსულოვანი აღმოჩნდება და ქალს მასთან ერთად ფეხბურთის ყურების ნება დართო, სასტიკად აკრძალულია სხვადასხვა წამოძახილებები, დილეტანტიზმის წამოფრქვევა და შემდეგი სახის ფრაზები: „კრიშტიანო რონალდო დღეს ისევ ლამაზად გამოიყურება“ ან „რა სიმპათიური მამაკაცია ეს ოხერი სალაჰი“.

დღევანდელი წერილის მეორე ნაწილში ნება მომეცით მცირეოდენი ისტორიული რაკურსი გავაკეთო.

ზუსტად 88 წელი გვაშორებს იმ დროს, როდესაც ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ფეხბურთელთა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა. ამ ტურნირს წინ უსწრებდა დღეისათვის მთელ პლანეტაზე ისეთი გავლენიანი სპორტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება, როგორიც ფიფაა. იგი 1904 წლის 21 მაისს დაარსდა. მის პირველ პრეზიდენტად ეროვნებით ფრანგი, რობერ ჰერენი აირჩიეს. იმხანად, ჰერენი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც იყო და პარალელურად, სპორტული გაზეთი “ლე მატინის” საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობდა. გარდა ამისა, ფიფა-ს პირველი ხელმძღვანელი დიპლომირებული ინჟინერიც გახლდათ.

რობერ ჰერენმა პირველმა გამოთქვა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების იდეა, თუმცა მისი პრეზიდენტობის პერიოდში ამ გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა.

1905 წელს ფიფა-ს კონგრესზე ჰოლანდიელმა კარლ ანტონ ჰირშმანმა, საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების იდეა წამოაყენა. შეჯიბრებაში მონაწილეობა ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ესპანეთის, იტალიის, ავსტრიის, შვეიცარიის, უნგრეთის, დანიის, გერმანიისა და შვედეთის საფეხბურთო კლუბებს უნდა მიეღოთ. განაცხადების შეტანის ბოლო ვადად 1905 წლის 31 აგვისტო მიიღეს.

სამწუხაროდ ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილი არც ერთი ამ ქვეყნების წარმომადგენელს არ გამოუთქვამს.

1906 წლის 4 ივნისს გამართულ ფიფა-ს კონგრესზე, ამ ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად ინგლისელი დანიელ ბერლი ვულფოლი აირჩიეს. ის მსოფლიო საფეხბურთო ცენტრად ინგლისს მიიჩნევდა და ამიტომ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების იდეით გატაცებული ნამდვილად არ იყო.

1918 წლის 24 ოქტომბერს ვულფოლი გარდაიცვალა. ახალი პრეზიდენტი 1921 წლის 1 აპრილს აირჩიეს. ეს პიროვნება ფრანგი ჟიულ რიმე აღმოჩნდა. სწორედ რომ რიმემ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის იდეის ხორცშესხმა, რითაც უკვე მომავალში საკუთარი სახელი სამუდამოდ უკვდავყო. ჟიულ რიმე ძალიან გონივრულ საფეხბურთო პოლიტიკას ატარებდა. ის გრძნობდა, რომ დამდგარი იყო დრო, როდესაც დიდი საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარება უკვე შეიძლებოდა.

ჟიულ რიმემ და მისმა მემკვიდრე ანრი დელონმა ახალი იდეა ფიფა-ს 1926 წლის კონგრესზე წამოაყენეს. გადამწყვეტი ნაბიჯი 1928 წლის 28 მაისს გადაიდგა. ამ დღეს, ამსტერდამში შეკრებილმა დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით (27 ხმა ხუთის წინააღმდეგ) მსოფლიო თასის გათამაშების გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყდა, რომ პირველი მუნდიალი 1930 წელს ჩატარდებოდა. ამ ჩემპიონატის მომავალი მასპინძლის ვინაობა კი 1929 წლის 18 მაისს, ბარსელონაში ჩატარებულ ფიფა-ს კონგრესზე მიიღეს. კანდიდატურები ხუთმა ევროპულმა (იტალია, შვედეთი, ჰოლანდია, უნგრეთი, ესპანეთი) და ერთმა სამხრეთამერიკულმა (ურუგვაი) ქვეყანამ წამოაყენა. საბოლოოდ ურუგვაიმ გაიმარჯვა.

იმ დროს ურუგვაული ფეხბურთის ავტორიტეტი მეტად მაღალი იყო. მათ საფეხბურთო სამყარო 1924 და 1928 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხიბლეს. 1930 წელს ურუგვაი თავისი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავდა. ამ შეჯიბრების პატივსაცემად მასპინძლებმა ახალი სტადიონი - “სენტენარიო” ააშენეს და საკუთარ თავზე აიღეს ყველა სტუმრის საცხოვრებელი ხარჯები.

სამხრეთ ამერიკაში პირველობის გამართვის იდეამ ყველა ევროპელი ვერ მოხიბლა. მათ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ასე დარჩა ურუგვაის მუნდიალი მხოლოდ 13 გუნდის ამარა.

ჯილდო - ჟიულ რიმეს სახელობის თასი – ფრანგი ოქრომჭედელის, ანრი ლაფლიორის ნახელავი გახლდათ. ეს იყო 30 სმ-ის სიმაღლისა და 4 კგ-ზე მეტი წონის ოქროს სტატუეტი და გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს გამოხატავდა. 40 წლის შემდეგ ის საბოლოოდ ბრაზილიელებმა დაისაკუთრეს.

წერილის დასასრულს ფეხბურთის ქართველ თაყვანისმცემლებს გულითა და სულით ერთ რჩევას მივცემდი: ცივ ლუდთან ერთად ისიამოვნეთ ფეხბურთით და დიდი თანხებით ფსონების დადებისაგან თავი შეიკავეთ. (ითამაშეთ, მაგრამ იმ რაოდენობის ფულით, წაგების შემთხვევაში კატასტროფის ტოლფასი რომ არ გაგიხდეთ).

გახსოვდეთ, სპორტული ცხოვრება „მუნდიალი - 2018“-ის შემდეგაც გაგრძელდება და საინტერესო ფსონების დადების შესაძლებლობა კიდევ არაერთხელ მოგეცემათ. უყურეთ მშვიდად ფეხბურთს და სხვადასხვა ტოტალიზატორების მეპატრონეებს ნუ გაამდიდრებთ.




 ახალი ამბები
  • სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია (R)ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება. ალტერნატიული არხების განვითარების პროექტები ლიბერთიმ უმოკლეს დროში განახორციელა, რომ პანდემიის პირობებში მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ინოვაციური და ტექნოლოგიურად განვითარებული მომსახურება, რითაც მაქსიმალურად შემცირდა ბანკში ვიზიტის საჭიროება.   ერთ-ერთი მთავარი მომსახურება NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატებია. საქართველოს ბაზარზე უალტერნატივო და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბანკომატი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს არამხოლოდ სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით ისარგებლოს, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე.  2020 წლის ზაფხულში Cash-In | Cash-Out ბანკომატებში ორი ახალი სერვისი დაინერგა:  ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ 30 000 ლარამდე თანხის შეტანა ლიბერთის ბიზნეს ბარათების მფლობელებისთვის ვალუტის უბარათო კონვერტაციის სერვისი საქართველოს ბაზარზე უნიკალურია და სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, საბანკო ბარათის გარეშე, დღის ნებისმიერ დროს. ფუნქციონალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას 3000 ლარამდე (ექვივალენტი დოლარში, ან ევროში) ბანკომატიდან დააკონვერტიროს  Cash-In ბანკომატიდან. სერვისით სარგებლობა უფასოა და ამავდროულად, ნებისმიერი მომხმარებელი კონვერტაციისას მომგებიანი, სპეციალური კურსით სარგებლობს. იურიდიული პირებისთვის 30 000 ლარამდე თანხის შეტანის ფუნქცია ბიზნესების მხარდასაჭერად დაინერგა და ლიბერთის ბიზნეს ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს შეიტანონ თანხა კომპანიის ანგარიშზე. Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე და შეტანის შემდეგ შესაძლებელია სურვილისამებრ მართვა ლიბერთის განახლებული კორპორატიული ინტერნეტ ბანკით. „ლიბერთის ალტერნატიული არხების გუნდი სწრაფი ტემპებით ავითარებს არსებულ პროდუქტებს და ამავდროულად, ნერგავს ახალ შესაძლებლობებს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. Cash-In ბანკომატების განვითარება ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია. ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა, პინ კოდის შეცვლა უბარათოდ, უბარათო კონვერტაცია, Apple Pay-ით უბარათოდ თანხის გამოტანა ის მთავარი სიახლეებია, რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე დავნერგეთ. ვმუშაობთ გულით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის გამოცდილება და გავუმარტივოთ მათ  ალტერნატიული საბანკო არხების მოხმარება.“ - აცხადებს  ალტერნატიული პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქოროღლიშვილი. ამჟამად მომხმარებლისთვის 30-მდე Cash-in/Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი - იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა ... ...
  • აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს გაერთიანებისკენამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აგვისტოს ომიდან 12 წლის გასვლას ეხმაურება. „თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, ზარალდება სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს. გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა- წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას. 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ“,_ წერია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი აგვისტოს ომში დაღუპული ჩოხატაურელი გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემადაგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა რა ღონისძიებებია დაგეგმილი 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჩოხატაურელი გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემად. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, 11:30 სთ-ზე გმირებისადმი მიძღვნილ პანაშვიდს გადაიხდიან წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის  ტაძარში. პანაშვიდს გადაიხდის დეკანოზი მამა თომა. 12:00-სთ-ზე კი რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულ ჩოხატაურელთა საფლავებს მიაგებენ პატივს. კერძოდ, კაპიტან მერაბ ახობაძის საფლავს (ფარცხმის ტერიტორიული ორგანო), სერჟანტ ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილისას (ერკეთის ტერ. ორგანო), კაპრალ მურთაზ ირემაძისას (ზოტის ტერიტორიული ორგანო). შეგახსენებთ, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან იყო, კერძოდ ჩოხატაურიდან კი ... ...
  • ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება _ როგორ და როდის მიიღებენ თანხას17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, თუ მშობელმა არ შეავსო განაცხადი, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით 200 ლარის ოდენობით ... ...
  • რძის პროდუქტები 3.5%-ით გაძვირდა, ხორცი კი 1.8%-ით გაიაფდა _ FAO-ს ფასების ინდექსიგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ივლისში 2.4 პროცენტით გაიზარდა და 94.2 ქულა შეადგინა. აღნიშნული, 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 1 პროცენტით აღემატება. ივლისში მცენარეულ ზეთზე ფასები, წინა თვესთან შედარებით, 7.6 პროცენტით გაიზარდა და ბოლო 5 თვის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ფასების ზრდის მიზეზად პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა და ზეთის საწარმოო პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები სახელდება. 1.4 პროცენტითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსიც, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, საწარმოო პროცესის შენელებამ და ტაილანდში, გვალვის გამო შემცირებულმა მოსავალმა. ივლისში 3.5 პროცენტიანი ფასების ზრდა რძესა და რძის ყველა პროდუქტს შეეხო, მათ შორის: კარაქს, ყველსა და რძის ფხვნილს. ივნისთან შედარებით, 1.8 პროცენტითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი და ის წინა წლის ამავე პერიოდს მაჩვენებელს 9.2 პროცენტით ჩამორჩება. FAO-ს ინფორმაციით, საქონლისა და ღორის ხორცზე ფასების ვარდნას ხელი შეუწყო პროდუქტის უხვმა მარაგებმა და მასზე არსებულმა დაბალმა მოთხოვნამ. რაც შეეხება ფრინველის ხორცს, ბრაზილიაში შექმნილმა საწარმოო დეფიციტმა, რის მიზეზადაც ფრინველის საკვებზე გაზრდილი ფასები სახელდება, ფრინველის ხორცზე ფასები გაზარდა. მიუხედავად სიმინდსა და სორგოზე ფასების მკვეთრი ზრდისა, ივლისში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. რაც შეეხება ბრინჯს, გამორჩეულად უხვი მარაგების გამო, ივლისში ბრინჯის ფასების ინდექსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...