ქართველების „დაკა-დაკა“ და... გამშველებელი ვლადო დივაცი

სპორტი

ქართველების „დაკა-დაკა“ და... გამშველებელი ვლადო დივაცი

2018 მარ 10 16:40:11

 რამდენჯერმე სუფრასთან სპორტული ჟურნალისტების საზოგადოებაში აღმოვჩნდი და სიმართლე გითხრათ, მათ მიერ მოყოლილი სახალისო ისტორიებით ძალიან ვისიამოვნე.

ცოტა ხნის წინ ერთი ნაცნობის დაბადების დღეზე მივედი და იუბილართან ჩემი კოლეგა კობა ინასარიძეც დამხვდა. კობა ჟურნალისტიკაში რამდენიმე ათეული წელია მოღვაწეობს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უმოგზაურია და რასაკვირველია საინტერესო მოგონებებიც არაერთი გააჩნია. რასაკვირველია შემთხვევით ვისარგებლე, სასურველი რესპონდენტი ხელიდან არ გავუშვი, დავიმარტოხელე და საკვირაო „ისტორიებისთვის“ მისი კურიოზები ჩავიწერე.

ქართველებისდაკა-დაკადა... გამშველებელი ვლადო დივაცი

წინა საუკუნის 90-იანი წლების დასასრულია და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდი ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრის ჩასატარებლად სერბეთში გაემგზავრა. ქართველები ბელგრადის „პარტიზანს“ უნდა დაპირისპირებულიყვნენ. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგახსენებთ,1 რომ ჩვენმა კლუბმა სტუმრად 0:2 წააგო, შინ კი იმარჯვა 1:0, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ასპარეზობა სერბულმა გუნდმა გააგრძელა.

ჩავფრინდით ბელგრადში. ქვეყანაში შესასვლელი ვიზები აეროპორტში უნდა მიგვეღო. მე იმ ხანად გაზეთ „სარბიელში“ ვმუშაობდი და ამ „პაეზდკაში“ ბათუმური გუნდის დელეგაციის წევრებს შორის ვირიცხებოდი. შევედით აეროპორტის საბაჟო განყოფილებაში და სერბი მესაზღვრეების ლოდინი დავიწყეთ. სანამ თხრობას გავაგრძელებდე, ერთ გადახვევასაც გავაკეთებ _ იმ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გაზეთში გამოვაქვეყნე ინფორმაცია, რომ ბათუმის „დინამოს“ კარის დარაჯი ნიკა ტოგონიძე კარიერის გაგრძელებას რუსულ „ცსკა“-ში აპირებდა. რატომღაც ეს „ნიუსი“ აჭარული კლუბის ხელმძღვანელობას არ მოეწონა და შურისძიების „ასპარეზად“ მაინცდამაინც ბელგრადის აეროპორტი აირჩია.

თავდაპირველად გუნდის მთავარი მწვრთნელი შოთა ჭეიშვილი მომიახლოვდა და ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო მწარე საყვედური მითხრა. გუნდის თავკაცს მალე ქალაქ ბათუმის ვიცე-მერი ბაკურაძე შეუერთდა და ჩემთან საჩხუბრად გამოიწია. „ვინ ხარ შენ, კაცო, აქ რა გინდა, საიდან მოხვდი ბელგრადში“, _  მკითხა „გაცოფებულმა“ ბაკურაძემ. „განრისხებულ“ ჩინოსანს აუხსნეს, რომ „სარბიელის“ ჟურნალისტი გახლდით და მომავალი თამაში უნდა გამეშუქებინა. სამწუხაროდ, კონფლიქტი ამით არ ამოიწურა და ბატონი ვიცე-მერი ჩემთან აშკარა ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადმოვიდა. რასაკვირველია, მეც არაფერი არ დავაკელი და ქალაქ ბელგრადის აეროპორტის სასაზღვრო ოთახში დიდი ჩხუბი გაიმართა.

საინტერესოა, რომ ამ „სევდიან“ ისტორიას საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელება აქვს. წინა დღეს ათენში, კალათბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვებულის წოდება სერბეთის ეროვნულმა გუნდმა მოიპოვა. ოქროსმედალოსნები სამშობლოში „ქართველთა ჩხუბის“ დროს დაბრუნდნენ და მთელი შემადგენლობით მესაზღვრეთა ოთახს მოაშურეს. დახეთ მათ გაგვირვებას, როდესაც დაინახეს რომ უცხო ეროვნების ხალხი ერთ კინკილა ადამიანს (ანუ მე) დაუნდობლად უსწორდებოდა. ფიქრის დრო არ იყო. მსოფლიოს ჩემპიონები კონფლიქტში ჩაებნენ. მე ბოდიროგამ და ჯორჯევიჩმა გამაშველეს. ვლადო დივაცმა კი ხელი ბათუმის ვიცე-მერს ჩაავლო და იქაურობას მოაშორა.

კონფლიქტი ჩაწყნარდა, მაგრამ დროებით. ბაკურაძემ თბილისელ კალმოსანზე „შური“ მაინც იძია და ქართული დელეგაციის სიიდან პირადად ამომშალა. გუნდი მომლოდინე ავტობუსში დაბინავდა და სასტუმროსკენ გაეშურა, თქვენი ვიზამიუღებელი მონა-მორჩილი კი ბელგრადის აეროპორტში ბედის ანაბარა დატოვა. რა მეღონა. ქვეყანაში ვერ შევდიოდი, სამშობლოშიც ვერ ვბრუნდებოდი. სრულიად უპატრონოს რამდენიმე დღე აეროპორტის ე.წ. „ნეიტრალურ ზოლში“ უნდა გამეტარებინა.

საბედნიეროდ, ღმერთმა არ გამწირა და მშველელად სერბეთში დროებით მცხოვრები ქართველი ექიმი გია მარდალეიშვილი მომევლინა. გიამ სერბული ენა ჩინებულად იცოდა, ადგილობრივ მესაზღვრეებს ჩემს შესახებ გაესაუბრა და ცოტა ხანში ვიზის პრობლემაც მომიგვარა.

ქვეყანაში შევედი, თამაშსაც დავესწარი და რედაქციაში მასალაც გამოვგზავნე. სამწუხაროდ, ეშმაკს არ ეძინა და ბათუმური გუნდის ხელმძღვანელობასთან კიდევ ერთი დაპირისპირება მაინც მომიწია.

ბელგრადიდან მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში ჩავფრინდით. იქიდან ვნუკოვოს აეროპორტში უნდა გადავსულიყავით და გუნდი ბათუმში, მე კი თბილისში უნდა გადმოვფრენილიყავი.

გაგიკვირდებათ, იმ ხანად „სარბიელი“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მისი ყიდვა შერემეტიევიოს აეროპორტშიც შესაძლებელი გახლდათ. ბათუმური გუნდის ერთ-ერთმა მესვეურმა გაზეთი შეიძინა და „აღმოაჩინა“, რომ კობა ინასარიძეს „პარტიზანი“-„დინამოს“ მატჩის მიმოხილვა გაზეთში უკვე გადაუცია და უფრო მეტიც, მისი წერილი პირველ გვერდზე გახლდათ დაბეჭდილი. „ბელგრადული ინციდენტი“ მოსკოვში გაგრძელდა. ვინ მოგცა ნება, რომ ბათუმის „დინამოს“ შესახებ სტატიებს აქვეყნებ? „აგრესიული“ კითხვა კიდევ ერთხელ დამისვეს და... კვლავ ფიზიკურად შემეხნენ. მეც უკან არ დავიხიე და საბოლოოდ, ჩვენი გაშველება შერემეტიევოს აეროპორტში მყოფ რუსული „ომონის“ თანამშრომლებს მოუწიათ...

ავტობუსის მძღოლი

წინა საუკუნის ბოლო წლებია და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მალტაში, ოთხთა ტურნირში საასპარეზოდ გაემგზავრა. გუნდს მეც თან ვახლდი. ერთ-ერთ შეხვედრაში ქართველები სლოვენიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ. თამაშს, რასაკვირველია, დავესწარი და ჩემი ყურადღება სტადიონის ტრიბუნაზე განმარტოებით მჯდომმა ერთმა პიროვნებამ მიიპყრო. უცნობს ნორვეგიის წარწერიანი ქურთუკი ეცვა და ბლოკნოტში რაღაცას სრული სერიოზულობით იწერდა. დამაინტერესა და მივუახლოვდი. გაცნობის შემდეგ მისი ვინაობით დავინტერესდი. „ერთი უბრალო ავტობუსის მძღოლი გახლავართ, ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ჩემთვის პატარა ჩანაწერებს ვაკეთებ“, _  იყო პასუხი. ჩემდა მოულოდნელად, „მძღოლი“ ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობდა და გაზეთისთვის მომცრო ინტერვიუც ავიღე.

ვიცოდი, რომ იმ ხანად ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ეგილ ოლსენი გახლდათ. ეს გუნდი  ევროპის პირველობის შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქე გახლდათ. ჩამოვედი თბილისში და სხვა მასალებთან ერთად რედაქციაში „ავტობუსის მძღოლთან“ ჩაწერილი საუბარიც მივიტანე. აღმოჩნდა, რომ სანამ მე მალტაში ვიმყოფებოდი, ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციას ოლსენი თანამდებობიდან მოუხსნია და მის ნაცვლად გუნდის სათავეში ნილს სემბი დაუნიშნავს. კოლეგებმა მისი ფოტოც მანახეს და დახეთ გაკვირვებას, ტრიბუნაზე მჯდომი „მძღოლი“ სწორედ რომ ბატონი სემბი გამომდგარა.

რამდენიმე თვეში ნორვეგიის ნაკრები თბილისში ჩამოვიდა და ჩემი და სემბის შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიმართა. რასაკვირველია, იმ წუთასვე მიცნო, დროის დიდი ნაწილიც დამითმო და გაზეთისთვის ფრიად საინტერესო ინტერვიუც მომცა.

წარმოგვიდექით

ეს სახალისო ისტორია ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს შორის დღემდე დიდი „პოპულარობით“ სარგებლობს.

ერთხელ ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე პრესკონფერენციაზე ვერ მოვიდა და მის ნაცვლად იმ დროს ჟურნალისტებისთვის ჯერ კიდევ უცნობი საკუთარი თანაშემწე გიორგი ყიფშიძე გამოგზავნა.

დაიწყო ყიფშიძემ ლაპარაკი და ჩემმა კოლეგამ მიშა აბაიშვილმა გააჩერა _ თუ შეიძლება, წარმოგვიდექითო... და ყიფშიძე ფეხზე წამოდგა...

ბულგარელი ლეგიონერი

ერთი პერიოდი თბილისის „დინამოში“ დიმიტრი პარამონოვი თამაშობდა. გვარის მიუხედავად, დიმიტრი ძირძველი თბილისელი გახლდათ.

ერთხელაც „დინამოს“ მორიგი თამაშია და ერთმა „სპორტისგან შორს მყოფმა“ კოლეგამ გაკვირვებულმა გვკითხა: ერთი მითხარით, ეს პარამონოვი ვინ არის და „დინამოში“ საიდან აღმოჩნდაო. ჩვენ ხუმრობის ხასიათზე ვიდექით და ვუპასუხეთ, რომ დიმიტრი ეროვნებით ბულგარელია, სოფიის „ლევსკი სპარტაკში“ ასპარეზობდა და ცოტა ხნის წინ ქართულ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მეორე დილით ერთი ცნობილი ქართული გაზეთის პირველ გვერდზე საინტერესო მასალა გამოქვეყნდა: „თბილისის „დინამოში“ ბულგარელი ლეგიონერი ჩაირიცხა“.




 ახალი ამბები
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...