ქართველი მწვრთნელის უპრეცედენტო საქციელი, რომელმაც ნორვეგიელები გადარია

სპორტი

ქართველი მწვრთნელის უპრეცედენტო საქციელი, რომელმაც ნორვეგიელები გადარია

19 მაი. 2019, 14:10:05

მას შემდეგ, რაც ევროპაში უვიზო მიმოსვლა დაიწყო, ხშირად გაიგონებთ: უცხოეთში ქართველებმა (მათ შორის სპორტსმენებმა) ესა და ეს დანაშაული ჩაიდინეს და შეიძლება უვიზო რეჟიმს საფრთხე დაემუქროსო.

მადლობა ღმერთს, დამნაშავეები არა არიან ბევრნი (სტატისტიკას გადავხედე და ქართველებს, მაგალითად გერმანიაში ბალტიისპირელებიც, რუსებიც, უკრაინელებიც და მოლდოველებიც "სჯობნიან" დანაშაულებრივ საქმიანობაში), მაგრამ საპისრისპირო უამრავი მაგალითებიც გვაქვს და მინდა ჩემი თვალით ნანახ ასეთ პიროვნებაზე მოგითხროთ:

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბავშვთა საფეხბურთო ტურნირზე - "დანა კაპზე" 1997 წელს დაბადებულთა ტურნირის 1/32-ფინალში "ვიტ ჯორჯიას" და ნორვეგიულ "სკანდსმოს" შეხვედრაში ისეთი რამე მოხდა, ტურნირის ჟიური საგანგებოდ შეიკრიბა და ქართული გუნდებისთვის მეტად უჩვეულო და საამაყო განჩინება გამოიტანა - ფეარ ფლეის სპეციალური პრიზი გადმოგვცა.

ნორვეგიელები ორი ავტობუსით წამოსულან თამაშზე და ერთს დაუგვიანია, ამიტომ მოედანზე 9 კაცით გამოვიდნენ. როცა ჩვენმა მწვრთნელმა ზაზა დიდებაშვილმა იკითხა, რა ხდებაო, მსაჯმა უთხრა – მატჩს ვერ გადავდებ, 9 კაცით ითამაშებენ, თქვენ კი ჩვეულებისამებრ, 11 ფეხბურთელი გამოიყვანეთო.

ზაზამ თარჯიმნის პირით უთხრა – ჩემს ცხოვრებაში არაკაცური არაფერი ჩამიდენია და არც ეგეთი მოგება მინდა, დაველოდოთო! მსაჯმა არ ქნა, განრიგს ვერ დავარღვევო. მაშინ დიდებაშვილმა 2 კაცი მოაკლო გუნდს და 9 კაცითვე დაიწყო თამაში! ნორვეგიელები გადაირივნენ, მობილურები მოიმარჯვეს და ყველამ რეკვა ატეხა - როგორც აღმოჩნდა, დანიის და ნორვეგიის ფედერაციებში რეკავდნენ, მსგავსი საქციელი არ გვახსოვს და მადლობა გვინდა ოფიციალურად გამოვუცხადოთო!

დანა ქაფის ჟიურიმ კი მატჩის დამთავრებისთანავე გადაწყვიტა – ამ ტურნირის 30-წლიან ისტორიაში მსგავსი ნაბიჯი არავის გადაუდგამს და ქართველი მწვრთნელი ფეარ პლეის საგანგებო თასით დავაჯილდოვოთო! სხვათაშორის იმ ვაჟკაცურ ორთაბრძოლაში ჩვენებმა "სკანდსმო" 3:2 დაამარცხეს... პირადად დავესწარი ზაზას დაჯილდოებას დიდი თასით და ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მითხრა - ეს ის მწვრთნელი არ არის, გატენილი საფულე რომ იპოვა და მაშინვე ჟიურიში მოიტანა და პატრონს გადავეცითო!!!

ზაზა "ვიტ ჯორჯიას" ახალგაზრდული გუნდით (2002-2003 წლიანები) წელს 25-ედ მიემგზავრება სკანდინავიაში, სადაც ჯერ შვედეთის "გოტია ქაფზე" სცდის ბედს (გეტებორგში რომ იმართება 110 სტადიონზე და 1 700 გუნდი მონაწილეობს), მერე კი დანიაში პატარა ქალაქ ჰიორჰინგში, 1 000 გუნდიან "დანა კაპზე" გამოვა, რომელიც ექვსჯერ აქვს მოგებული!

წყარო "ლელო"




 ახალი ამბები
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...
  • ჭიჭინაძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა გაქცევას აპირებს„ „ოცნების“  მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად ხალხს 200-300 ლარს ჰპირდება. ამასობაში, ბანკებმა მილიარდი უკვე მოიპარეს, რადგან მაშინ, როდესაც ქვეყანაში გადამხდელი პრაქტიკულად არავინ იყო, ბანკების შემოსავალმა სწორედ მილიარდი შეადგინა. რაც ნიშნავს იმას, რომ ფულის აკუმულირება მთავრობასა და ბანკებს შორის კარგი კომბინაციებით ხდება.  ანუ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გვყავს მთავრობა, რომელსაც ჩემოდნები ჩალაგებული აქვს და სადღაც გაქცევას აპირებენ.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. ჭიჭინაძის განცხადებითვე, ხელისუფლების მიერ ხალხის ერთჯერადი დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხები, ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ იმუშავებს. მისი თქმითვე, „ოცნებას“ არავინ ყავს გუნდში, ვინც გაიაზრებს, რომ ფინანსური კრიზისი და ეკონომიკური კრიზისიდან განსხვავდება. „კარანტინის გამოცხადების დღიდან ვაფრთხილებდი პრემიერ გახარიას, რომ ქვეყანას ეკონომიკური პაკეტი სჭირდებოდა;  რომ ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 8-10 % იქნებოდა;  და, რომ „ოცნების“ ეკონომიკური გუნდის ოპტიმისტური ბოდვა და მათმა უგუნური ქმედებები,  ჩვენს ეკონომიკას მხოლოდ დაანგრევდა. მაგრამ „ოცნების მთავრობა“  ეკონომიკური კრიზისის დამარცხებას ისევ ფინანსურ კრიზისთან ბრძოლის მეთოდებით ცდილობს და სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, ხალხს ფულს ურიგებენ დახმარების სახით.  200-300 ლარიან პაკეტების შეთავაზება,  ამ თანხების გამოყოფა ჰგონიათ  კრიზისთან ბრძოლა, რაც ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე იმუშავებს მძიმედ! რადგან გამოუმუშავებელი, არა ეკონომიკიდან შემოსული ფულის გამოყრა და დარიგება მხოლოდ ფასების ზრდას იწვევს. მოკლედ, არავინ ყავთ გუნდში, ვინც გაიაზრებს, რომ ფინანსური კრიზისი არის აბსოლუტურად სხვა ფენომენი და ეკონომიკური კრიზისი სულ  სხვა. რომ ეკონომიკური კრიზისი იწვევს სამუშაო ადგილების განადგურებას, ფინანსური კრიზისი კი იწვევს ვალის გადაუხდელობას! არადა, დღეს საქართველოში, ტურისტული ბიზნესი, მომსახურების სხვადასხვა სფეროები პრაქტიკულად განწირულია  და  თუ ამას დროულად არ დაუპირისპირდება სახელმწიფოს ქმედითი პოლიტიკა,  თუ არ იქნება  რეზერვები მიმართული როგორ შეიქმნას ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები, როგორ განვითარდეს სხვა მიმართულების ბიზნესები, მაშინ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე კრიზისში აღმოჩნდება. ეს ფულის დარიგება კი, კიდევ უფრო დიდ გაუფასურებას გამოიწვევს ქვეყანაში და მეტს არაფერს“,_ აცხადებს დავით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...