„ხელბურთელობა სცადე, რას კარგავ...“

სპორტი

„ხელბურთელობა სცადე, რას კარგავ...“

2018 თებ 3 12:39:42

დღევანდელი წერილი-მოგონების მთავარი გმირი გამოჩენილი ქართველი ხელბურთელი ამბერკი ტაბიძე ბრძანდება _ ადამიანი, რომელმაც წინა საუკუნის 70-იან წლებში თბილისის „ბურევესტნიკის“ იმდროინდელ წარმატებებში ერთ-ერთი ძირითადი როლი ითამაშა.

სამწუხაროდ, ბატონი ამბერკი დღეს ჩვენ გვერდით არ იმყოფება. სახელგანთქმული სპორტსმენი გასული წლის 28 იანვარს გარდაიცვალა.

დღევანდელ წერილში ამბერკი ტაბიძის ადრინდელი ინტერვიუებიდან ამოღებულ საინტერესო ნაწყვეტებს შემოგთავაზებთ. იმედია, ამ მასალას ახალგაზრდა გულშემატკივრებიც გაეცნობიან და სახელოვანი ხელბურთელის სპორტულ კარიერას გულდასმით გადაიკითხავენ. ქართული სპორტის „სტაჟიანი“ მოყვარულები კი ქართული ხელბურთის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.

„ხელბურთამდე მძლეოსნობაში, სიმაღლეზე ხტომაში ვვარჯიშობდი და სხვათა შორის, ძალიან კარგი შედეგები მქონდა. თავდაპირველად გენო მუქერია მავარჯიშებდა, ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ კი _ დიმიტრი იოსელიანი.

მძლეოსნობის შემდეგ ფეხბურთელობა გადავწყვიტე _ ჩვენი ინსტიტუტის მეორე გუნდის მეკარე გავხდი. ერთ-ერთ შეხვედრაში ჩემი თამაში თბილისის „დინამოს" მეკარე სერგო შუდრამ ნახა და დამპირდა, დუბლებში მიგიყვანო, მაგრამ იქამდე საქმე არ მისულა. სოხუმში ხელბურთელთა ტურნირი ტარდებოდა, ინსტიტუტში ჩვენმა მწვრთნელმა, გურამ ძაგანიამ კი მითხრა, მოდი ხელბურთელობა სცადე, რას კარგავ, ჩემთან ერთად წამოდი და თუ არ მოგეწონება, რაც გინდა, ის ჰქენიო. მანამდე ხელბურთი რამდენჯერმე ვითამაშე, ისიც სკოლის პერიოდში _ სამტრედიის ნაკრებში ვახტანგ ხელისუფალი გვავარჯიშებდა. სოხუმში ჩატარებული თამაშების შემდეგ, როგორც ჩანს, კარგი შთაბეჭდილება დავტოვე და თბილისის „ბურევესტნიკში" მიხმეს, პირადად ჯანო ბაგრატიონმა მიმიწვია.

1973 და 1974 წლებში ახალგაზრდული ნაკრების მაისურით იმ დროს ძალიან პოპულარული „მეგობრობის თასი" მოვიგეთ, რომელსაც ოფიციალურად სოციალისტური ქვეყნების ახალგაზრდა ხელბურთელთა საერთაშორისო თასი ერქვა. ეს შეჯიბრება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დონისა იყო. პირველად რუმინეთში გავიმარჯვეთ, ერთი წლის თავზე კი ბულგარეთში.

„ბურევესტნიკში" კარგი თამაშის პარალელურად საქართველოს ნაკრების ღირსებასაც ვიცავდი, თუმცა, ამ გუნდშიც, მეტწილად, ბურევესტნიკელები თამაშობდნენ. 1975 წელს, საბჭოთა კავშირის ხალხთა VI სპარტაკიადაზე ჩვენ ბრინჯაოს მედალი მოვიგეთ. იმავე წელს სპორტის ოსტატის წოდებით დამაჯილდოვეს.

ჩემს პოზიციაზე, მარჯვენა ფლანგს ვგულისხმობ, 70-იან წლებში ბევრი ძლიერი მოთამაშე არ იყო და ამიტომ ნაკრების მესვეურები ხშირად მეუბნებოდნენ, წამოდი მოსკოვში, ცსკა-ს ძირითადში ადგილი გარანტირებული გექნება, თან ნაკრებშიც მუდმივად ითამაშებო. ყველაზე ხშირად ნაკრების მწვრთნელი ანატოლი ევტუშენკო მეხმიანებოდა, იცოდე, თუ თბილისში დარჩები მოსკოვის ოლიმპიადა შენ გარეშე ჩაივლისო. მშვენიერ პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ არ წავსულვარ. ვნანობ თუ არა? არა! ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა არ მივატოვე. ერთი წამითაც არ მტოვებდა აზრი: საქართველოსთვის უნდა დამეღვარა ოფლი და შემეწირა ჩემი ახალგაზრდობა!

მონრეალის ოლიმპიადის მოგების შემდეგ საბჭოთა გუნდი მოსკოვის თამაშების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა. კარგ ფორმაში ვიყავი და ნაკრების წევრად ვითვლებოდი, საქართველოს სპორტკომიტეტში ელოდნენ, რომ ოლიმპიადაზე ვიასპარეზებდი, მაგრამ ევტუშენკომ გუნდს მიღმა დამტოვა. ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოსკოვის ცსკა-ს თავკაცი იური პრედეხა დამიკავშირდა, ძირითად შემადგენლობაზე რომ არაფერი ვთქვა, მანქანას და ბინას შემპირდა, ოღონდ ჩვენთან გადმოდიო. ვიფიქრებ-მეთქი, _ ვუთხარი. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და პოლონეთში წავედი საერთაშორისო ტურნირში სათამაშოდ. მოსკოვში რომ დავბრუნდი, ევტუშენკო კიდევ ერთხელ შემეხმიანა, რა გადაწყვიტეო. თბილისში ვრჩები-მეთქი, ვუპასუხე. მიპასუხა: სამწუხაროა, გამოდის, ოლიმპიადას მხოლოდ მაყურებლის რანგში დაესწრებიო. თბილისში რომ დავბრუნდი, ჯანო ბაგრატიონი შემეხმიანა, ჩემი ამბავი იკითხა, იცოდა, რომ ოლიმპიადაზე უნდა წავსულიყავი. ვუთხარი, რა როგორ იყო. ყველა ღონე იხმარა, ბევრი შეაწუხა, მაგრამ მოსკოვის ოლიმპიადამ ჩემ გარეშე ჩაიარა.

1977 საკავშირო ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურს კიევმა უმასპინძლა. მორიგი თამაში უნდა დაიწყოს და უცბად, ტრიბუნაზე მამა შევნიშნე. გაუფრთხილებლად ჩამოვიდა ჩემს საგულშემატკივროდ, თან ქართველების ამბავი ხომ იცით? ხორაგით სავსე ორი დიდი ჩანთა წამოიღო. ყველაზე მეტს ის ყვიროდა და მეჩხუბებოდა, მეტოქის კარისკენ რომ გავიქცეოდი, ის ჩემს მხარდამხარ ტრიბუნაზე დარბოდა აქეთ-იქეთ... ერთ მომენტში ტრავმა მივიღე და ექიმებთან ერთად მამა არ წამომადგა თავზე? სანამ ხელს მიხვევდნენ, მეჩხუბებოდა, ის ბურთი როგორ ააცილეო, არადა, იმ შეხვედრაში რვა თუ ცხრა გოლი გავიტანე!

1978 წელს თბილისში, ტრადიციულად, ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი გაზეთ „ზარია ვოსტოკას" პრიზზე. იმ დროს ეს შეჯიბრება უმაღლესი დონისა იყო და თბილისის სპორტის სასახლეში ბევრი ძლიერი გუნდი ჩამოდიოდა... მე და ალექსანდრე ანპილოგოვი საბჭოთა კავშირის პირველი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდით. ყველა შეხვედრა მოვიგეთ, მათ შორის ჩეხოსლოვაკიელებთან, იუგოსლავიელებთან და რუმინელებთან. ძველ გულშემატკივრებს ემახსოვრებათ: „ზარია ვოსტოკას" თასზე საქართველოს ნაკრებიც გამოდიოდა, რომელიც, ძირითადად, „ბურევესტნიკის" ბიჭებით იყო დაკომპლექტებული... „რეაქტიული გარემარბი" იმ ტურნირის შემდეგ შემარქვეს.

არ მახსოვს რომელი წელი იყო, ლვოვის არმიის სპორტულ კლუბს ვხვდებოდით. მათ წინააღმდეგ ხელმოტეხილი გავედი _ მკლავის აწევა მიჭირდა და დაბლიდან ვურტყამდი „ჩახვეულებს". თამაშის მერე, ჩემი ამბავი რომ შეიტყვეს, სპეციალური პრიზი გადმომცეს მამაცობისთვის.

1983 წელს ხალხთა სპარტაკიადის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი, თან ისე, რომ 7-მეტრიანი ერთხელაც არ დამირტყამს! მე, „ხელბურთელთა ენით" რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული, „კუთხის მოთამაშე" ვიყავი, ამ პოზიციიდან კი საუკეთესო ბომბარდირობა ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

დიდი ხელბურთიდან 1987 წლის დასაწყისში, „ზარია ვოსტოკას" ტრადიციული ტურნირის დასრულების შემდეგ წავედი. თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ გულშემატკივრებმა ჩემთან ერთად გააცილეს ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი, ჯემალ ბარამიძე, ამირან კომახიძე და დიმიტრი აბესაძე. სპორტის სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივრებმა საქართველოს და გფრ-ის ნაკრებთა მატჩის შემდეგ, ტაშით გაგვაცილეს. ძალიან ემოციური, დაუვიწყარი წუთები იყო!

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთი წელი ეროვნულ ჩემპიონატში ვითამაშე, თუმცა, მცირე ხნით. ხელბურთს მეორედ რომ გამოვეთხოვე, უკვე 44 წლისა ვიყავი. ეს 1996 წელს მოხდა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კლუბ „სტუ-შევარდენში" მოთამაშე-მწვრთნელი ვიყავი.

ყოველთვის კარგი ფიზიკური მონაცემებით გამოვირჩეოდი. 80-იანი წლების მიწურულს, მოსკოვში უცხოელი ექიმები ჩამოვიდნენ და ერთ-ერთი ტურის წინ ხელბურთელებს სპეციალური აპარატურა დაგვამაგრეს. თამაშის შემდეგ ჩემი მონაცემები რომ შეამოწმეს, თქვეს, ისეთი გულისცემა გაქვთ, ზედიზედ სამ შეხვედრას ჩაატარებთო.

საუკეთესო პარტნიორები? ალექსანდრე ანპილოგოვი და გიორგი ბერიაშვილი. რაც შეეხება კერპს, ასეთად ჯემალ ცერცვაძეს მივიჩნევ, ის დიდებული ხელბურთელი და ყველასთვის მისაბაძი სპორტსმენი გახლდათ!

ქართული ხელბურთი უსახსრობის გამო აღმოჩნდა ასეთ მძიმე მდგომარეობაში, არადა, ძლიერი ხელბურთელები არასდროს გვაკლდა. 90-იანებში, როცა ყველაზე ცუდი პერიოდი იდგა არა მარტო ხელბურთში, ზოგადად, ყველა სფეროში, ტიტე კალანდაძე და სერგო დათუკაშვილი ჩინებულად თამაშობდნენ. მათი დონის მოთამაშეები ბევრ დალაგებულ ევროპულ ქვეყანაში არ მოიძებნებოდა.

რამდენიმე წლის წინ ქუვეითში ვიმუშავე ნახევარი წლით. ქალაქ ნასირის ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს და უარს როგორ ვიტყოდი. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელბურთის დონე აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, საოცარი ხელშეწყობა იგრძნობოდა: იდეალური ინფრასტრუქტურა, სტაბილური დაფინანსება, უამრავი ბავშვი... როცა ასეთი პირობებია, წარმატება მხოლოდ დროის ამბავია. ჩემი დაკვირვებით, ქუვეითში ხელბურთი პოპულარობით მხოლოდ ფეხბურთს ჩამოუვარდებოდა. ისე, ქუვეითელები ზარმაცები კი იყვნენ. ადგილობრივმა თანაშემწემ მითხრა, ბატონო ტაბიძე, ძალიან ნუ დატვირთავთ ბიჭებს, თორემ აღარ მოვლენო. მართლაც, ერთხელ ორი დღის მანძილზე არავინ გამოჩენილა. მესამე დღეს რომ ვიკითხე, სად იყავით-მეთქი, დავიღალეთ და ვისვენებდითო, _ მიპასუხეს.

ხელბურთის წყალობით ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მოვინახულე, ამას გარდა _ კუბა, ქუვეითი და სირიაც ვნახე. კუბაში, საერთაშორისო შეჯიბრებაზე ჩასულებს, პირადად ფიდელ კასტრომ გვიმასპინძლა _ ყველა მოთამაშეს სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი, სირიაში კი წლების წინ გადახვეწილმა ქართველმა ლევან საღარაძემ მიგვიღო. დაუვიწყარი შეხვედრა მოგვიწყო, რომ იტყვიან, თან გადაგვყვა. ბოლოს კი, როცა გვემშვიდობებოდა, გულისტკივილით გვითხრა, აქ არაფერი მაკლია, ერთადერთი ოცნება მაქვს, საქართველოში მინდა, რომ დავიმარხოო...“




 ახალი ამბები
  • ლანჩხუთში დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთი გარდაიცვალალანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ახალსოფელში წუხელ დაჭრილი მამაკაცებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. 50 წლის ოთარ მოქიას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. რაც შეეხება მეორე დაჭრილის _ გია ტუღუშის მდგომარეობას, იგი ლანჩხუთის "ავერსის" კლინიკაშია მოთავსებული და ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც გვითხრეს, მოქია და ტუღუში მეზობლები იყვნენ. ახალსოფლელების თქმით, მათ ერთმანეთი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ... ...
  • დაჭრა სუფსაში _ შსს-მ გამოძიება დაიწყოლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ორი მამაკაცია დაჭრილი _ როგორც გვითხრეს, მათ ერთმანეთი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ისინი მეზობლები არიან და ერთმანეთში კომფლიქტი ჰქონდათ. ორივე მათგანი ამ წუთებში საავამდყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც უწყებაში "გურია ნიუსს" უთხრეს, ამ წუთებში, ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები ... ...
  • რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან ლანჩხუთის გამგებელმა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელებული პედაგოგილან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პედაგოგი ლადო აფხა­ზა­ვა "მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს" 10 ფინალისტს შორის დაასახელეს. ლადო აფხაზავამ  „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო" 2017 წელს მო­ი­პო­ვა და და ამის შემდეგ წარადგინეს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელს ირჩევს. აფხაზავა ამ კონკურსის მეორე ეტაპზე, ფინალში გადასასვლელად 49 პედაგოგთან ერთად იბრძოდა და შედეგიც დადგა _ ის საუკეთესოთა ათეულშია. მის შესახებ ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, თუმცა, ძალიან ცოტამ იცის, რომ აფხაზავა, 2013 წელს, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა და ლანჩხუთში მისი გამგებელი დანიშნა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. „ხელშეკრულებით გვყავდა აყვანილი და ახალგაზრდულ პროექტებს ხელმძღვანელობდა, რომელიც ძალიან მაგრად გამოსდიოდა ყოველთვის და რაც დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაამტკიცა და რასაც კიდევ ერთხელ ვულოცავ“, _ იხსენებს ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი კახა ასკურავა. თავად ლადო აფხაზავა კი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამ მას ბრძოლის უნარი შემატა: _ როგორც კი ზაზა ურუშაძე მოვიდა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი „ქართული ოცნებიდან“. ავტ.) მალევე გამიშვა სამსახურიდან. ხელშეკრულებით ვიყავი აყვანილი და შემიჩერეს დაახლოებით ერთ თვეში. იგი ლანჩხუთელი არ იყო და ჩემზე ამბები მიუტანეს,  ზოგი _ მართალი, ზოგიც _ ტყუილი.  იმ პერიოდში დიდი პროექტი მქონდა მოგებული და ახალგაზრდებთან ვმუშაობდი. ხშირად ვხვდებოდი მათ სხვადასხვა პარტიის შეკრებებზე. მათ შორის „ქართული ოცნების“, ნაციონალური მოძრაობის“. ვაკეთებდი გამოკითხვებს, ვწერდით ვიდეოებს და ვატარებდით კვლევებს. დღესაც მაქვს ეს მასალები შენახული და ბავშვებთან მუშაობის დროს ვიყენებ. მაშინ, ურუშაძეს უთხრეს, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ვიყავი და ალბათ ეს იყო ჩემი გაშვების ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არასდროს ვყოფილვარ. მე ყოველთვის ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი _ ახალგაზრდებთან ვმუშაობდი. ერთი ფაქტი მახსენდება _ 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ვთანამშრომლობდი ახალგაზრდულ პარლამენტთან. თითქმის ყველა სკოლიდან იყვნენ მოსწავლეები  ჩართული პროექტში. მახსოვს, პარკში შევიკრიბეთ. მაშინ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ მათთან პოლიტიკური განხრით ვმუშაობდი. ამ დროს კი ჩვეულებრივი, ახალგაზრდების შეკრება იყო. ეს პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გააქტიურებას, სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვა -გახორციელებას. რატომღაც პოლიტიკას მიაწერეს, არადა, არასოდეს პოლიტიკასთან საერთო არ მქონია. მე რომ  პოლიტიკასთან საერთო მქონოდა, ამხელა წარმატებას ნამდვილად ვერ მივაღწევდი, _ იხსენებს ლადო აფხაზავა, რომელსაც გამგეობიდან გათავისუფლების შემდეგ, თურქეთში მოუხდა სამუშაოდ წასვლა: _  თავი რომ მერჩინა, თურქეთში წავედი სამუშაოდ და იქ ხალიჩებს ვრეცხავდი. დარჩენასაც ვაპირებდი, მაგრამ მოსწავლეების სიყვარულმა მძლია და ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში 50 ლარი იყო ჩემი ხელფასი, _ გვითხრა აფხაზავამ, რომლის თვიური ანაზღაურება დღეს 300 ლარამდეა. იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც 5 წლის წინ მასზე ცუდად საუბრობდნენ და რომლებსაც მისი სამსახურიდან გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანეს, დღეს არ სურს: _ სამაგიეროს გადახდა არ მიყვარს. 3 წლის მანძილზე, ჩვენი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ბავშვებს და მე, სკოლის ავტობუსშიც კი არ გვაჯენდნენ, მაგრამ ჯილდოს მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შეიძლებოდა. თან, მაშინ, ლანჩხუთში ახალი მერი ალექსანდრე სარიშვილი მოვიდა და მან ძალიან ივაჟკაცა.  მისი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ დალაგდა ჩემთან მიმართებაში, _ ამბობს ლადო აფხაზავა. მისივე თქმით, გულისტკენამ დიდი გამოცდილება შესძინა: _ უფრო ბრძოლისუნარიანი გამხადეს. ის გამოწვევები და არაკომფორტული მდგომარეობა, რაც მე ცხოვრების მანძილზე მხვდებოდა, უფრო ძლიერს მხდიდა. ახლაც, ამ გამარჯვების, ამ წარმატების დროსაც მინდა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გამაკრიტიკებენ, ცუდ რამეებს იტყვიან, რადგან უფრო ორგანიზებული გავხდები, _ აღნიშნა აფხაზავამ "გურია ნიუსთან" საუბრისას. ჩვენ შევეცადეთ ლანჩხუთის ყოფილი გამგებლის კომენტარიც მოგვეპოვებინა და მისგანაც გაგვეგო რატომ გაუშვა ლადო აფხაზავა სამსახურიდან, თუმცა უშედეგოდ _ ზაზა ურუშაძესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. იგი "მომსახურების ზონიდანაა ... ...
  • ვინ დაუჭირა და ვინ არა მხარი "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის" დანაშაულებრივად გამოცხადებას პარლამენტშისაქართველოს პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციას, რომელიც "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის" ძალადობრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს, მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტს მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, 16 კი წინააღმდეგი ... ...
  • ლევან მურუსიძე: ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისგაფართოებული დახურული შეხვედრა, სადაც მოსამარლეთა კანდიდატების შერჩევის წესებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, მოსამართლეები, არასამთავრობო სექტორის წევრები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ესწრებოდნენ. სასამართლო სისტემის წევრები, რომლებსაც პარლამენტის თავმჯდომარე და მისი დაჯგუფება უჭერს მხარს, მთელი დაძაბული დღის განმავლობაში მისი კაბინეტიდან ადევნებდნენ თვალს სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს. ლევან მურუსიძე ამბობს, რომ მოსამართლეების საქმე პოლიტიკა არ არის და პოლიტიკურ პროცესებში არ ერევიან. მისი თქმით, ემორჩილებიან მხოლოდ იმ წესებს, რომლებსაც მათთვის ადგენენ პოლიტიკოსები. „მომხრე ვარ რეალურად, რომ მიეცეს ყველა მსურველს, ვინც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებით ჯერ საბუთების შეტანა, ყველას ვისაც აქვს სურვილი შემოიტანოს და მოხდეს ღიად გასაუბრება იმ კანდიდატებთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ უზენაეს სასამართლოში იქნეს წარდგენილი... პოლიტიკურ პროცესს, რაც მიმდინარეობს პარლამენტში, მე ამ პოლიტიკურ პროცესში ჩემს კომენტარს ვერ გამოვთქვამ, თუმცა მე მიმაჩნია, რომ რეალურად, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, ეს არის ყველა თანამედროვე ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გარანტია, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნის, რომ მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.  ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...