ხმაური ნეიმარის ირგვლივ


სპორტი

ხმაური ნეიმარის ირგვლივ

19 ივლ. 2017, 11:36:50

 გუშინ თბილისის „დინამო არენაზე“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. „სამტრედიამ“ „ყარაბაღს“ უმასპინძლა. ამ გუნდების პირველი მატჩი აზერბაიჯანელების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 5:0.

გუსინ საქართველოს ჩემპიონი უკეთ კი გამოიყურებოდა მაგრამ მეტოქის კართან შექმნილ რამდენიმე სახიფათო მომენტს თუ არ ჩავთვლით, დიდად ღირებული არაფერი გაუკეთებია. სტუმრებმა მატჩის პირველ ნახევარში საჯარიმო დარტყმით ერთი გოლი გაიტანეს და თამაშიც პრაქტიკულად ამით მორჩა - 1:0 „ყარაბაღის“ სასარგებლოდ.

რა შეიძლება კიდევ ითქვას გუშინდელი შეხვედრის შესახებ. ალბათ უმჯობესი იქნებოდა „სამტრედიას“ ხელმძღვანელობას ეს მატჩი ზესტაფონსა ან ქუთაისში დაენიშნა. ძალიან უსიამოვნო სანახავი გახლდათ ცარიელი „დინამო არენა“. სტუმარი გუნდის გულშემატკივრები რაოდენობრივად ბევრად სჯობდნენ თამაშზე მოსულ ქართველ ფეხბურთის თაყვანისმცემლებს.

გუშინ რუსეთის პრემიერლიგაში პირველი ტურის შეხვედრები დასრულდა. მოსკოვის „ლოკომოტივი“ ტულას „არსენალს“ მასპინძლობდა და იმარჯვა - 1:0. ეს ერთადერთი ბურთი მოსკოველთა რიგებში მოასპარეზე საბა კვირკველიამ გაიტანა.

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში გრძელდება სუმოისტთა საზაფხულო ბაშო. გუშინ აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) დაამარცხა იჩინოჯო. ჩვენებურს უკვე 6-4 ბალანსი აქვს.

მე-16 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დამარცხდა ტაკარაფუჯისთან. ახლა ჩვენებურს 3-7 ბალანსი აქვს, მორიგი მარცხი კი ელიტიდან გავარდნის ტოლფასია.

გუშინ მსოფლიო სპორტული მასმედიის თვალთახედვის არეში ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი აღმოჩნდა. დილით გავრცელდა ცნობა რომ პელეს თანამემამულე „ბარსელონას“ დატოვებასა და კარიერის ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გაგრძელებას აპირებდა.

სანდო წყაროს მტკიცებით, ნეიმარსა და "პსჟ"-ს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ფრანგული კლუბი მის სანაცვლოდ 222 მილიონი ევროს გადახდას აპირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში გაოფიციალურდება.

უკვე დღის მეორე ნახევარში, გამოცემამ „EL MUNDO DEPORTIVO” გაავრცელა ცნობა რომ ნეიმარი არსად წასვლას არ აპირებს და კარიერას კატალონიურ გუნდში გააგრძელებს. კატალონიური გამოცემა იუწყება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, "ბარსელონა" არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, ხოლო ნეიმარის მამამ კლუბის წარმომადგენლებს აცნობა, რომ მისი შვილი ამჟამინდელ კლუბში რჩება.

წინა კვირას იტალიელმა მოთამაშე ანტონიო კასანომ კლუბ „ვერონასთან“ ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. „ჭირვეული და მოუთვინიერებელი“ ანტონიო „სერია - A“-ში აღზევებულ გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და ახალი სეზონისთვის მზადებაც დაიწყო. გუშინ იტალიურ სპორტულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა რომ კასანომ… საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 35 წლის თავდამსხმელი ახალ გუნდს ვერ შეეწყო და დიდ ფეხბურთსაც ემშვიდობება.

ცნობილი ინგლისელი კარის დარაჯი, „მანჩესტერ სიტისა“ და იტალიური „ტორინოს“ ყოფილი წევრი ჯო ჰარტი კარიერას ლონდონის „ვესტ ჰემში“ გააგრძელებს. ახალ კლუბში ჰარტი იჯარის წესით გადავიდა, რადგან მასზე უფლებებს კვლავინდებურად „მანჩესტერ სიტი“ ფლობს.




 ახალი ამბები
  • ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალაისტორიკოსი, თსუ-ს პროფესორი, გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა,_ ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტი facebook-ზე აქვეყნებს. ,,ბატონ გიორგის მრავალი წელი აკავშირებდა უნივერსიტეტთან, ისტორიის მიმართულების სტუდენტების უამრავმა თაობამ გაიარა მის თვალწინ, აღზარდა არაერთი შესანიშნავი ისტორიკოსი. ძალზედ დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებს. პანაშვიდი: 21 იანვარი (ხუთშაბათი), 17:00 საათიდან; გამოსვენება: 22 იანვარი, 14:00 საათი; მისამართი: სიონის საკათედრო ტაძარი (სიონის ქუჩა N°3)" - წერია ... ...
  • Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა (R) საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2021 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა. ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგნ დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 50%-ს აჭარბებს. „მოხარული ვართ, რომ თიბისიმ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო თიბისი ბანკის N1 პოზიციას ადასტურებს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით და ხაზს უსვამს - ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებას რამდენად აქტიურად ვუჭერთ მხარს. ამ მხარდაჭერის მტკიცებულება ჩვენი არაერთი საერთაშორისო ჯილდოა. 2020 წლის განმავლობაში, თიბისიმ ამ მიმართულებით არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და სოლიდური ფინანსური რესურსიც მოიზიდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღიარების მოპოვება გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წლის შემდეგ, რომლის დროსაც მოვახერხეთ, რომ ვაჭრობის ფინანსირების კუთხით,მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები უწყვეტად შეგვეთავაზებინა", - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. Global Finance-ის გარდა, ვაჭრობის დაფინანსების სფეროში როგორც ქვეყნის საუკეთესო პროვაიდერს, თიბისის საერთაშორისო აღიარება მოპოვებული აქვს ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა - EBRD, ADB, Commerzbank. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. (R) ... ...
  • "თითქოს უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან" ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის საქ­ცი­ე­ლი არა­თუ პო­ლი­ტი­კურ, არა­მედ პი­როვ­ნულ ლო­გი­კა­საც სცდი­ლე­ბა. ერთი მხრივ, რა­ღა­ცას იპ­რან­ჭე­ბა, მე­ო­რე მხრივ ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან უნდა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა. თით­ქოს, ეს არის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მას უნდა უბი­წო­ე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რად და­კარ­გვა და ძა­ლი­ან ბრაზ­დე­ბა, როცა მას ამა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ელი­საშ­ვი­ლი „ბავ­შვი­ვით იქ­ცე­ვა და სა­მა­რეს ითხრის“. „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი ზოგ­ჯერ ლო­გი­კუ­რად ჟღერს და მი­სა­ღე­ბიც კია, მისი საქ­ცი­ე­ლი სცდი­ლე­ბა ყო­ველ­გვარ ღირ­სე­ბას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღირ­სე­ბა­და­კარ­გუ­ლი სუ­ბი­ექ­ტი­ვით იქ­ცე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ო­და, რა­ღაც ტი­პის თა­მა­შის წე­სე­ბის დაც­ვის იმი­ტა­ცი­ას მა­ინც ახ­დენ­და და მან ყვე­ლა წი­თე­ლი ხაზი გა­და­ლა­ხა, პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნუ­რი. ფაქ­ტია, რომ მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი და მისი რი­ტო­რი­კა მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ „ქა­რულ­მა ოც­ნე­ბამ“, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს მის­მა ოპო­ნენ­ტმა, ძა­ლი­ან კარ­გად იგ­რძნოს თავი და მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტში იყოს. ამ ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მა ხომ არ არის ოპო­ზი­ცი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა? არის უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა და ის მე­ხუ­თე­ხა­რის­ხო­ვან პრობ­ლე­მა­ზე ისეთ ის­ტე­რი­კა­შია ჩა­ვარ­დნი­ლი, რი­თაც ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მა გა­და­ფა­რა მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს, სულ სხვა პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ. ამ დროს ის რაზე იწყებს ლა­პა­რაკს? ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის რე­აქ­ცი­აც გა­საკ­ვი­რია ჩემ­თვის. ისი­ნიც რჩე­ბი­ან ამ პო­ლე­მი­კა­ში. ალე­კო ელი­საშ­ვილს შეს­ვლა თუ უნდა - შე­ვი­დეს, ნუ ოც­ნე­ბობს მა­ინ­ცდა­მა­ინც კო­ლექ­ტი­ურ შეს­ვლა­ზე, თუ უნდა შეს­ვლა, შე­ვი­დეს და ატა­როს ეს ტვირ­თი. მას ხომ მი­აჩ­ნია, რომ მარ­თა­ლია? კი ბა­ტო­ნო, მი­ი­ღოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სხვა პარ­ტი­ებს სხვა ტაქ­ტი­კა და სტრა­ტე­გია აქვთ, შე­იძ­ლე­ბა მცდა­რი, მაგ­რამ გა­ა­ნე­ბოს თავი. სხვებ­მაც გა­ა­ნე­ბონ ალე­კო ელი­საშ­ვილ­თან სტუ­დი­ებ­ში ჯდო­მას თავი და პო­ლე­მი­კას. ამით ხომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მეს აკე­თე­ბენ? ოპო­ზი­ცია როცა ამას ვერ ხვდე­ბა, რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო? - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე გუ­შინ ალე­კო ელი­საშ­ვილს „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­და და მას მა­ტყუ­ა­რა და ავან­ტი­უ­რის­ტი უწო­და. ხა­ზა­რა­ძემ ელი­საშ­ვილს მო­უ­წო­და, ოპო­ზი­ცი­ის გვერ­დით არ გა­ი­ა­როს და გა­ნა­ცხა­და, რომ მის­ნა­ირ ადა­მი­ანს ხელს არ ჩა­მო­არ­თმევს. წყარო: ... ...
  • გურული მეციტრუსეები: „ერთი ქარხნის აშენება რა გახდა ოზურგეთში?“გასული წლის შემოდგომაზე, ორიოდე თვის წინ, გურულ მეციტრუსეთა დიდი ნაწილს მანდარინი გაუყიდავი დარჩა. _პანდემიაა და ჩაიკეტაო, გვეუბნებიან. კი მარა, სეზონის დასაწყისში რომ იმდენი მყიდველი დადიოდა, მაშინ არ იყო პანდემია? რომ გაგვარკვიონ, რა ხდება, ვინმემ ჩვენკენ რომ გამოიხედოს, მილიონერებნით რომ არის პარლამენტი ავსებული, არ შეიძლება? ვინც მოასწრო მანდარინის გაყიდვა ნოემბრის დასაწყისში, ცოტა ხეირი კი ნახა. ნახევარზე მეტს კი ეზარალა ან უფრო დაბალ ფასში გაყიდა. რა გახდა გურიაში ერთი ციტრუსოვანების ქარხნის აშენება? ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ, რომ ეს ყოველდღე ვუკიჟინოთ მთავრობას და მივიდეს მათ ყურამდე. სოფელი რომ ვერა და ვერ წამოდგა ფეხზე, დააბრალონ რამენაირად ისევ  გლეხს, _ ასეთ საყვედურებს გამოთქვამენ   „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მერიის, კონჭკათის, ნაღობილევის, შრომის, ნატანების მცხოვრებლები, რომლებსაც  გასულ შემოდგომაზე ციტრუსოვანები ეზარალათ. მეციტრუსეები იხსენებენ კომუნისტების მმართველობის იმ დროს, როცა მარტო ოზურგეთში ორი დიდი ქარხანა  იყო და ციტრუსოვანებს აბარებდნენ. _ყველა სოფელში მიმღები პუნქტი იყო. მარტო ციტრუსი კიარა, არცერთი ხილი არ რჩებოდა ჩაუბარებელი. მთავრობამ კეთილი ინებოს და იფიქროს ერთი არასტანდარტული პროდუქციის მიმღები ქარხნის აშენება მაინც. წარმადობასა და პოროდუქციის გასაღებაზეც თვითონ იფიქრონ. ეს შესაძლებელია და ძალიან  აუცილებელი, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. თუმცა,   არაა ნება სწორედ მათ მხრიდან. ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ. საკრებულოს და მერიას ჩვენც უნდა მივმართოთ, რომ მთავრობამდე ხმა მივიდეს და მოტხოვნა კატეგორიული გახდეს, _   გვეუბნებიან ციტრუსოვანი პლანტაციების მფლობელები, ვანო და ციალა ღლონტები, ავთო ჩხარტიშვილი, შაქრო ლომჯარია და სხვები. ისინი განმარტავენ ასევე,  რომ „ნატანებსა და მერიაში რომ „სატყუარა ქარხნებია“ გახსნილი და სულ დაკეტილია, ისეთ საწარმოებზე  არავინ მიგვითითონო“. „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც  დაინტერსებული გურული  მეციტრუსეეები  კარგად აანალიზებენ არსებულ ვითარებას და სურთ, მათი მოთხოვნა სშუქცევადი ... ...
  • “არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს"_ აქცია ზუგდიდშიზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აღნიშნულ აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. მათი თქმით, ისინი 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ . ამასთან, აქციის მონაწილეები კარვებსაც შლიან. ადგილზე მობილიზებულია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....