მიშა მესხის მოგებული 11 ბოცა „ადესა“


სპორტი

მიშა მესხის მოგებული 11 ბოცა „ადესა“

4 მარ. 2018, 11:20:12

იყო დრო როდესაც ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა გახლდათ (საქართველოში). დღეს მორიგ მოგონებებს შემოგთავაზებთ.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი რამაზ ურუშაძე იქნება.

„1963 წელია, სსრკ ნაკრებში არ გამომიძახეს?! - იტალიას ვხვდებით მოსკოვის „ლუჟნიკის“ შესანიშნავ სტადიონზე.

თამაშის წინა საღამოს, ჩვენი და ნაკრების წევრები მიშა მესხი და სლავა მეტრეველი მეუბნებიან:

- რამაზ, ხვალ შენ დაიცავ სსრკ ნაკრების კარს!

- უყურეთ ახლა ამათ, - ვფიქრობ გულში. - კაცო, მაცალეთ ამ ტკბილი სიზმრიდან გამოსვლა.

- ხვალ შენ დაიცავ კარს! - ისევ გამიმეორეს ეს ოთხი... სანუკვარი და ჯადოსნური სიტყვა.

მოდი და დაიჯერე! მოდი და სიზმარი ნუ გეგონება! - მე, ლანჩხუთელმა ჭაბუკმა უნდა დავიცვა სსრკ ნაკრების კარი. სსრკ-ის ღირსება, თანაც როდის? როდესაც ნაკრების ძირითადი მეკარე ლეგენდა, მსოფლიოს მეკარეების ეტალონი, ლევ იაშინია.

- თქვენ რა იცით? -თითქოს გამოვედი სიზმრიდან. - არა, არა და არა! არ მჯერა.

- მაშინ ასე, - ამბობს მიშა მესხი, - თუ ხვალ შენ ითამაშებ, ერთ ბოცა „ადესას“ იკისრებ სამშობლოში. თუ არა, ჩვენ შამპანურში „გაბანავებთ“.

თამაშის დღეს, 12 საათზე ბესკოვმა კარში მართლაც მე დამაფიქსირა. კარგი ყოფილა, როცა სიზმარ-ცხადში ხარ. ის თამაში 2:0 მოვიგეთ. თუ გავითვალისწინებთ, რა მრისხანე მეტოქესთან მოვიგეთ და თან „მშრალად“, ლოგიკური დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ, რომ „ცუდად“ არ მითამაშია, როგორც დებიუტანტს. ყოველივე ამას ამაგრებს გასახდელში დიდი ლევ იაშინის სიტყვები ხელის ჩამორთმევის შემდეგ: „მალადეც რამაზ, მალადეც რამაზ პავლოვიჩ!“

ეს სიტყვები მთელ ჩემს კარიერას გადასწონიდა.

რჩებოდა პირობა... „ადესა“, რომელიც გურიაში „იშოვება“, ოღონდ ერთი ბოცა კი არა... 11 ბოცა ჩამოვუტანე მიშა მესხს (ის ხომ 11 ნომერი იყო)“.

ნება მომეცით დიდი მიშა მესხი კიდევ ერთხელ გავიხსენო და სიტყვა მსახიობ გივი სიხარულიძეს გადავცე.

„მაშინ საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო გადარეული იყო მიშა მესხის თამაშით. მეც მისი გულანთებული ფანი გახლდით, ოღონდ „შორიდან“.

თბილისელ კოლორიტთან, მაგარ დამრტყმელ, შესანიშნავ  პიროვნებასთან ამირან დუმბაძესთან ვმეგობრობდი და მის გვერდით თავი მძლეთაძლედ მიმაჩნდა.

სწორედ ამირანმა გამაცნო პირველად მიშა. ფეხბურთის „მეფე“ საკმაოდ ნასვამი აღმოჩნდა. რა დასამალია და სიმთვრალეში „ზომიერი“ ახირება იცოდა.

იმ ასაკში ვარ, კარგად ჩაცმას და კუნთების დემონსტრირებას რომ ახდენენ ბიჭები. ტანზე ლამაზად მომდგარ კოსტუმის ჯიბეში აკურატულად  დაუუთებელ-დაკეცილი ცხვირსახოცი მიდევს და სწორედ ამ აქსესუარს დაადგა თვალი სათაყვანო ფეხბურთელმა.

- ეს რა „ბაბოჩკაა“ , - მანიშნებს ცხვირსახოცზე. უხერხულად შევიშმუშნე... იღბლად ვიღაც ნაცნობმა დამიძახა და დროებით დავშორდი ამირანს და მესხს.

სულ რაღაც ხუთ წუთში მოვბრუნდი. ამირანს უკვე მოუსწრია ჩემი დახასიათება და მიშა შედარებით რბილ ხასიათზე დამხვდა:

- მეგობარო, ხომ არაფერი გეწყინა ჩემგან? - მეკითხება მეგობრულად.

- მეწყინაო?... რას ჰქვია, მე თქვენგან რაიმე მეწყინოს, ბატონო მიხეეილ... თქვენ ხომ ნებისმიერი ადამიანისთვის საამაყო და საფიცარი ბრძანდებით.

გაცნობის „მეორე ტაიმი“ რესტორანში გაგრძელდა“.

ბატონი გივის შემდეგ მიხეილ მესხს მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია გაიხსენებს:

„სწორუპოვარი ბომბარდირი და მაყურებლის „კერპი“ მიშა მესხი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ.

ერთ დღეს მე და ბორია სიჭინავამ შინ მივაკითხეთ. მიშას სახლი მშენებლობის სტადიაშია, მაგრამ ეზოში აუზი უკვე მოუსწრიათ, ოღონდ წყალი ჯერ არ ჩაუსხამთ.

მესხს სუფრა და დროსტარება ფეხბურთზე არანაკლებ უყვარდა. გაიშალა სუფრა ეზოში. დაიწყო ტრადიციული სადღეგრძელოები ტრადიციული  „ჭინჭილით“.

ბუნებრივია, ერთი სფეროს წარმომადგენლები სუფრაზე პროფესიულ თემაზე საუბრობენ. ბორია და მიშა მაგრად გაერთნენ. იხსენებენ განვლილი მატჩების ეპიზოდებს, როგორ გაექცა ბორიას „იქაური“ მოწინააღმდეგე... როგორ მოატყუა მესხმა თავისი თავბრუდამხვევი ფინტებით „დამჭერი“ დოყლაპია. არც ერთი ჩემს საქმიანობას არ შეხებია.

- აუზი? - ვთქვი მოულოდნელად.

- რა აუზი? - გაიკვირვა მიშამ.

- რა და შენ ხომ მაგარი ხარ? - შევუბრუნე კითხვა.

- რა უნდა ამ კაცს? - ბორისს გადახედა მესხმა. ბორიამ მხრები აიჩეჩა. სუფრას სხვა სპორტსმენებიც უსხდნენ და ვერაფერს მიხვდნენ.

- ხომ მაგარი ხარ, ძმაო, მოედანზე? - არ ვიხევ უკან - მოდი, ერთი-ერთზე ვითამაშოთ, ოღონდ... აუზში. ნაძლევი 50 მანეთზე იყოს. ვინც მოიგებს, ბიჭიც ისაა.

მიზანდასახული და ჯიუტი მიშა „ანკესზე“ წამოეგო და გამოწვევა მიიღო. გავიხადეთ შარვლები და პატარა საცურაო აუზში ვეკვეთეთ ერთმანეთს.

ტანთ მაღალი ვარ და დაცვაში ვაჯობე. ვერაფრით ბურთი ვერ გამიტანა. მხოლოდ მე მოვახერხე მესხის „კარში“ ერთი ბურთის „შეგზავნა“ და მოწმე მსაჯმა უყოყმანოდ დააფიქსირა ჩემი მოგება.

„რაც შენ მოედანზე თქვა - ჩემი აუზიც არ დაგავიწყდეს-მეთქი!“ - შევძახე და ქეიფიც გახურდა. ეგრეც ნუ მიყურებთ, მიშა მესხისთვის „აუზში“ მომიგია, მააშ!“

შემდეგი საფეხბურთო მოგონება ბატონ დემიკო ლოლაძეს ეკუთვნის.

„ერევნის „არარატში“ თამაშობდა სოხუმში დაბადებული და გაზრდილი თავდამსხმელი სარქის ოვივიანი.

ბუნებრივია, საქართველოში გაზრდილმა ჭაბუკმა ქართული შესანიშნავად, რომ იტყვიან, „წყალივით“ იცოდა და ეშმაკი თავდამსხმელი ამას ჩვენების წინააღმდეგ მოხერხებულად იყენებდა-ხოლმე.

მაგალითად, მცველებს დაუყვირებდა ხოლმე:

- გაატარეთ! გაატარეთ, ბურთიო... და ხელსაყრელ პოზიციაზე გარბოდა.

ერთხელ... ორჯერ გაუვიდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩვენებმაც კარგად აითვისეს მისი ეს ეშმაკური „ილეთი“ და ადვილად აღარ ტყუვდებოდნენ.

ერთი ბედნიერი წელია. ჩვენი „დინამო“ ერევანში ხვდება ადგილობრივ „არარატს“, მასპინძლები თავგამოდებით, ძლიერად უტევენ ჩვენს კარს.

ბურთი მეკარის მოედნისკენ გადააწოდეს და მაშინვე სარქის ოვივიანი იქით გავარდა.

ჩვენმა ლეგენდარულმა მეკარე კოტრიკაძემ, ერთ-ერთი შეტევის დროს იგრძნო, რომ ბურთთან ვერ მიასწრებდა ოვივიანს და თუ მოწინააღმდეგე დარტყმას მოასწრებდა, გოლი გარდაუვალი იყო. არც აცია, არც აცხელა:

- სარქის თოღ, - დაუყვირა

ოვივიანი, რა თქმა უნდა, ვერ ხედავდა, თუ რა ხდებოდა მის უკან და ინსტინქტურად. ეგონა მისი თანაგუნდელი იყო უკეთეს პოზიციაში და მართლაც გაატარა ბურთი.

დანარჩენი სერგო კოტრიკაძის  ტექნიკის საქმე იყო და ბურთი მის ხელებში აღმოჩნდა. რა სიტყვებით შეამკობდა ოვივიანი ჩვენს საყვარელ მეკარეს, - ადვილი გამოსაცნობია. თუმცა ვალში არც კოტრიკაძე დარჩენილა.“

დღევანდელი საფეხბურთო მოგონებების ბოლო სტუმარი მსახიობი სოსო ლაღიძე იქნება.

„დღე და თარიღი ზუსტად არ მახსოვს. ის დროა, როცა „დინამო“ დიდების ზენიტში იყო და სტადიონზე შესასვლელი ბილეთები სანთლით საძებნელი. დილიდან სტადიონის კარები ღია იყო. საზეიმო განწყობა მთელ ქალაქში იგრძნობოდა, სტადიონზე ორკესტრი გუგუნებდა. ჩვენ, მაშინდელი თინეიჯერები „დაუბრკოლებლად“ შევდიოდით ტერიტორიაზე და წინასწარშეგულებულ „კონსპირაციულ“ ორმოებში ვიმალებოდით.

3 საათიდან სტადიონის ჭიშკარი იკეტებოდა და უბილეთოდ ტერიტორიაზე ძეხორციელი ვერ შეაღწევდა.

ჩვენ კი ვიმალებოდით, მაგრამ არც ცხენოსანი მილიცია იყო გულხელდაკრეფილი. გულმოდგინედ ჩხრეკდნენ ტერიტორიის ყოველ კუთხე-კუნჭულს.

იმ დღეს თბილისში ინდოელი ფეხბურთელები იყვნენ ჩამოსული ჩვენებთან სათამაშოდ. საოცარი სანახაობა იყო, რადგანაც ინდოელები... ფეხშიშვლები თამაშობდნენ. მატჩის დაწყებას რომ 10-15 წუთი აკლდა, ცხენოსანმა მილიციამ „აღმოგვაჩინა“, ერთ-ერთ სამალავში. დაგვავლეს ხელი და შეგვრეკეს პატიმრებისთვის განკუთვნილ „ჩორნი ვორონაში“. შეგვრეკეს და მანქანაც დაიძრა გაურკვეველი მიმართულებით.

- ნამდვილად გაგვასამართლებენ! - გადამიჩურჩულა ჩემთან ერთად „დაპატიმრებულმა“ მეგობარმა.

- აბა... აბა, - დაემოწმა მეორეც, - სახლში მაინც იცოდნენ.

ამ კაეშანში ვართ და მანქანაც გაჩერდა.

- გადმოლაგდით! - გვეუბნება ფორმიანი მილიციელი - ბადრაგი.

ჩამოვლაგდით თუ არა, მანქანა დაიძრა და... ჩვენ დავრჩით.

მივიხედ-მოვიხედეთ და სიხარულის ყიჟინა აღმოგვხდა:

- ვაა, ეს ხომ თბილისის ზღვაა!

გამოვენთეთ და რა გამოვენთეთ უკან, თავდაღმართში მოკლე გზებით და ბილიკებით. მეორე ტაიმს მოვუსწარით სტადიონზე. „აბლავა“ მოხსნილი იყო და არხეინად წამოვსკუპდით ხუთივენი თამაშის საყურებლად“.




 ახალი ამბები
  • გარდაიცვალა ოზურგეთის საპატიო მოქალაქე არსენ კეჭაყმაძემეცნიერებათა დოქტორი, ოზურგეთის საპატიო მოქალაქე არსენ კეჭაყმაძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსენ კეჭაყმაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს. “არსენ კეჭაყმაძე აღარ გვყავს.... გამორჩეულად მაგარი კაცი. მეცნიერებათა დოქტორი. წლების განმავლობაში, საბჭოთა პერიოდში არსებული ანასეულის საკავშირო ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი... ყველა მისი ტიტული და რეგალია, რაც გრძელი და საინტერესო ცხოვრების გზაზე მიუღია დაუღალავი შრომის საფასურად ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენს ხსოვნაში ბატონი არსენი, უპირველესად დარჩება, როგორც ოზურგეთის ერთერთი ყველაზე ელვარე კოლორიტი და უსაყვარლესი, უნიჭიერესი კაცი, ჩვენი საყვარელი ოზურგეთის დიდი მოამაგე, საუცხოო იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი. ძალიან მიყვარდა ბატონი არსენი და არა მხოლოდ, როგორც ჩემი მეგობრის მამა. მასთან ურთიერთობა მქონდა დამოუკიდებლადაც და ყოველთვის მიხაროდა ჩვენი შეხვედრა“, _ წერს ფეისბუქზე ზვიად ... ...
  • ლომჯარია - ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვსჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრთან კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველი უშუალოდ იყო ჩართული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში. „ჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაერო-ს ორგანიზაციების მიერ აღიარებულ პრიორიტეტულ ჯგუფებს და გათვალისწინებული იყო თუ არა ის პრინციპები, რაც საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული უნდა იყოს ვაქცინაციის დაწყების დროს. ეს ეხება თანაბარ ხელმისაწვდომობას, პრიორიტეტულობას, უსაფრთხოებას, მოსახლეობის ინფორმირებულობას და ა.შ. ჩვენ ამ ეტაპზე გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა დავაკვირდებით უშუალოდ ვაქცინაციის პროცესსაც, რამდენად წარიმართება ის გეგმის შესაბამისად და მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება ვაქცინების უსაფრთხოებას და მთელ ამ პროცესს“, – აღნიშნა ... ...
  • პროტესტი ქესალოში: ვის უნდა გადაუხადონ გლეხებმა მიწის იჯარა _ მღვდელს თუ სახელმწიფოსრამდენიმე დღეა დღეა სოფელ მეორე ქესალოში ადგილობრივი გლეხების უკმაყოფილება ისმის. ისინი ორგანიზებულები არიან და სახელმწიფოსგან მათი სოფლის შემოგარენში მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთით შეუფერხებელი სარგებლობის პირობების შექმნას ითხოვენ.   „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ადგილობრივებს სასულიერო პირი, მამა არსენი უცხადებს, რომ მიწა მისია და გადასახადიც მას უნდა გადაუხადონ. “ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე მეორე წელია იხდიან დაახლოებით 12 ჰა მიწაზე ქონების გადასახადს, თუმცა მათ მიწით სარგებლობის უფლება არ ეძლევათ, ადგილობრივი სასულიერო პირის ჩარევის გამო. კერძოდ, როგორც ადგილობრივები ჩვენთან აცხადებენ, მათ მამა არსენი  უცხადებს, რომ ეს მიწები მის საკუთრებაშია და მიწის სარგებლობის ღირებულებაც სწორედ მას უნდა გადაუხადონ. აღსანიშნავია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, ისევე როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა აღრიცხული და სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. გლეხები გვიზიარებენ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ისინი ამ მღვდელს მიწის სარგებლობის ღირებულებას ისედაც უხდიდნენ. ორი წლის წინ მათ ამ მანკიერი პრაქტიკის შეწყვეტა და სახელმწიფოსთან მიწის სარგებლობის ლეგალური პროცესი წამოწყება მოინდომეს. თუმცა, მათი თქმით, ადგილობრივი მღვდლის გავლენების გამო, წინა  წელს მათ მიწის დამუშავება ვერ მოახერხეს. წელს ისინი უკან დახევას აღარ აპირებენ. სიტუაცია ადგილზე რამდენიმე დღის წინ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა გლეხებმა მიწის დამუშავება ტრაქტორით დაიწყეს და სასულიერო პირებმა მათ სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა. უკმაყოფილო გლეხებს კი მიუთითა, რომ მათი მიწები არა აქ, არამედ საზღვრის იქით არის (მიუთითა აზერბაიჯანზე). გლეხები ამ განცხადებამ კიდევ უფრო გააღიზიანა. ისინი უთითებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი სამშობლოც ეს არის. გლეხების თქმით, მათი წინაპრები ამ მიწებს ტრადიციულად იყენებდნენ სოფლის მეურნეობისთვის.  გლეხების თქმით, ეს სასულიერო პირი პრეტენზიას მეზობელ მიწის ნაკვეთებზეც აცხადებს. ადგილზე უკვე მეორე დღეა მობილიზებულია  პოლიცია. ადგილზე იმყოფება მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც, რომელიც საქმეს სწავლობენ. ამ დრომდე ადგილობრივებთან შესახვედრად არ გამოჩენილან სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები. სოფელი მეორე ქესალო მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აქ 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობაშია ჩართული და სწორედ ამ გზით მიღებული პროდუქტები და მათი ვაჭრობით მიღებული შემოსავალი არის მათი საარსებო წყარო. საკარმიდამო მიწები კი მათ მეურნეობის ორგანიზების შესაძლებლობას არ აძლევს. ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთს ადგილობრივი გლეხები კოლექტიურად და თანაბრად ამუშავებენ. სოფელ მეორე ქესალოში არსებული პრობლემა კიდევ ერთხელ აჩვენებს მიწის რეფორმის დაუსრულებელ და უსამართლო პროცესს, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივ გლეხებს ხშირად მიწის, როგორც ბაზისური ბუნებრივი რესურსის გარეშე ტოვებს. ადგილობრივ გლეხებს სოფელ მეორე ქესალოშიც არ აქვთ (საერთო) საკუთრებაში რეგისტრირებული ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწები და სამწუხაროდ, არც მათი სარგებლობის პროცესია სამართლებრივად მოწესრიგებული სახელმწიფოს მიერ. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC მოუწოდებს სახელმწიფოს: გაითვალისწინოს გლეხების სოციალური ინტერესი და მათი უფლება მიწაზე, როგორც ბაზისურ ბუნებრივ რესურსზე და დააკმაყოფილოს მათი ინტერესი ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწებით სარგებლობაზე და სამართლებრივად მოაწესრიგოს ეს პროცესი; სიტუაციის განმუხტვის მიზნით უზრუნველყოს პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვა ამ პროცესში და ადგილობრივებთან მოლაპარაკებების დაწყება, რათა  მათ მოისმინონ და გადაჭრან ადგილობრივი გლეხების საჭიროებები და წუხილები. ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანია, შექმნილ პროცესს არ მიეცეს რელიგიური დატვირთვა და შექმნილი განწყობების განსამუხტად სახელმწიფომ ადგილობრივებთან ადამიანის უფლებებზე და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული რიტორიკა გამოიყენონ”. ფოტოები: ... ...
  • მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანესრუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე. მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • თიბისის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის" გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია (R)თიბისისა და თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის" მეორე ნაკადის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. პირველი ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესსკოლის სტუდენტებმა - სანდრო ჭანტურიძემ, ნინა სანდლერმა და რატი კალანდარიშვილმა, მეორე ადგილი კი, - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - საბა ამირიძემ, გიორგი კვენეტაძემ და ვახტანგ ღლონტმა დაიკავეს. ჟიურის რჩეულ აღნიშნულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის ცნობადობა გაზარდოს და აღნიშნული მიმართულებით ახალი თაობის განათლებას შეუწყოს ხელი. „თიბისი კემპი", მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაში იყო ინტეგრირებული და მსურველების მასში ჩართვა ნებაყოფლობით შეეძლოთ. სტუდენტებმა, სემესტრის განმავლობაში, პროგრამის სხვადასხვა ეტაპი გაიარეს: პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ. შემდეგ, ერთად განიხილეს ბიზნეს-ქეისები, რომლებიც მათ დავალებასთან იყო კავშირში. ბოლო ეტაპზე კი, ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგებოდა, საბოლოო საინვესტიციო პროექტი წარადგინეს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. "თიბისი კემპის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა, უკეთ გავცნობოდით ფინანსურ ბაზრებს, მოგვესმინა საინტერესო ლექციები და რაც მთავარია, თეორიაში შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა. გარდა კომპანიების შესახებ უამრავი ინფორმაციის მოძიებისა, საბაზრო ტრენდებისა და ინვესტორთა მოლოდინის გაანალიზებისა, ამ პროექტმა საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა, რაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია", - საბა ამირიძე, სტუდენტი. „პროექტი - „თიბისი კემპი" უკვე მეორედ ჩატარდა და ის თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ, უკეთ ეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. მეორე ნაკადის გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში გამორჩეული და კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარულები ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები ვართ. პროგრამის შედეგებიდან და სტუდენტების დაინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება", - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....