ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე განათლების სამინისტროში დააჯილდოეს

სპორტი

ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე განათლების სამინისტროში დააჯილდოეს

2019 ნოე 5 18:25:49

დღეს,  ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის  მე-12 კლასის მოსწავლე ირინა ქავჟარაძე განათლების და  მეცნიერების სამინისტროში  ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს.

_ სამეულში მოვხვდი.  2019 წელს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიადაში , ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამივე ეტაპი  წარმატებით გავიარე.  დღეს დამაჯილდოეს. მიხარია, რომ ოზურგეთიდან ეს პირველი შემთხვევაა.   გადმომცეს 500 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი. მინდა,  მეტი და მეტი გამარჯვება ვუსურვო , როგორც საკუთარ  თავს, ისე ყველა ჩემს მეგობარს. ახლა გზაში ვარ, უკვე ვბრუნდები   დედაქალაქიდან და როცა შეგხვდებით, უფრო მეტად შევძლებ, გიამბოთ ყოველივე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, _ გვითხრა მან სატელეფონო საუბრისას.

„გურია ნიუსი“   წარმატებას უსურვებს  ირინა ქავჟარაძეს.




 ახალი ამბები
  • გადაიწევს თუ არა ეროვნული გამოცდების ვადები _ გადაიწევს თუ არა ეროვნული გამოცდების ვადები და რა ფორმატით ცატარდება გამოცდები, _ ამის შესახებ განმარტებას საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აკეთებს. მისი თქმით, ეროვნული გამოცდების ფორმატისა და ვადების ცვლილება არ განიხილება. „მოგეხსენებათ, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება არ განიხილება“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს მიერ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსწავლეთა და აბიტურიენტთა ინტერესებიდან გამომდინარე და წინასწარ ეცნობება ... ...
  • ოზურგეთის საკრებულომ კურორტ გომისმთას სახელი განკარგულებით მიანიჭადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ,  გასვლით სხდომაზე, რომელიც ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ჩატარდა,  კურორტ გომის მთისთვის,  სახელის  „გომის მთა“  მინიჭება განკარგულებით  დაამტკიცა. საკრებულოსვე გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საკრებულო შუამდგომლობას წარუდგენს დასახლების - დაბა გომისმთის შექმნის თაობაზე. შემდეგ კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ახალი ადმინისტრაციული ერთეული, დაბა  გომისმთა, ... ...
  • მერია: ერთი თვის არამალფუჭებადი საკვები გაიცაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა დასრულდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერია იუწყება, მუნიციპალიტეტში რსებული ოცივე საბავშვო ბაღის 630 აღსაზრდელმა 1 თვეზე ნორმით გათვლილი, არამალფუჭებადი პროდუქტი მიიღო. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პროდუქტების გაცემა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად ... ...
  • საგანგებო ვითარებაში - საგანგებო ბიუჯეტიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასვლითი სხდომა, 30 მარტს, ხელოვნების სასახლეში გაიმართა. სხდომის ხელოვნების სასახლის დარბაზში ჩატარების მიზანი სოციალური დინსტანციის დაცვა იყო. წინასწარ ჩატარდა დარბაზის დეზინფექცირება, გატარდა ყველა ზომა ჯანდაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციების, ჰიგიენის შესაბამისი წესების დასაცავად. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებაც _ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში უნდა გაითვალისწინონ კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის დეკრეტის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, საგანგებო ბიუჯეტის პროექტი, პროგრამული კოდით „01 07“ _ „საგანგებო ბიუჯეტი“. აღნიშნულ კოდში დაფინანსდება საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამები, კერძოდ: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის 1 თვის საკვები პროდუქტების შეძენა; მარტოხელა ხანდაზმული ასაკის მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების შეძენა; სანიტარულ-ჰიგიენური ინვენტარის შეძენა; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა გადაადგილებისათვის საჭირო საწვავის (ბენზინი, დიზელი) შეძენა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს შესაბამისი დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების პროცედურას. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგის სხვა საკითხებიც. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდგომი რიგგარეშე გასვლითი სხდომა მიმდინარე წლის 6 აპრილს, დღის 12 საათზე, ისევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ჰიგიენის წესებისა და სოციალური დისტანციის დაცვით ... ...
  • 2019 წელს საქართველოში 1762-ით მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე _ გოგოსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2019 წელს საქართველოში ახალშბობილთა რაოდენობა 48 296 ბავშვით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის მიხედვით, 2019 წელს დაბადებულთა შორის ბიჭების რაოდენობა 1762-ით მეტია ახალშობილი გოგოების რაოდენობაზე. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში 25 029 ბიჭი და 23 267 გოგო დაიბადა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ყველაზე მეტი ბავშვი გასულ წელს თბილისში დაიბადა (16 0220), ხოლო ყველაზე ცოტა - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (284 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...