“რამდენიმე დღით დათუნაშვილის სახლთან დაცვა დააყენეთ, სომხებმა არაფერი უყონო”

სპორტი

“რამდენიმე დღით დათუნაშვილის სახლთან დაცვა დააყენეთ, სომხებმა არაფერი უყონო”

2017 ივლ 15 17:55:59

საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელიც ამ თამაშის მიმართ გულგრილი იქნება.

ჩვენი დღევანდელი სტუმრები გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელები იქნებიან მკითხველებისთვის საკუთარი სპორტული კარიერის ნაკლებად ცნობილ ამბებით.

ბორის პაიჭაძე

..რაც დრო გადიოდა, დინამოელები სულ უფრო პოპულარულები ვხდებოდით. ახალგაზრდები ვიყავით და სახელ-დიდების გაძლება, რა დასამალია და, გვიჭირდა. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთ მშვენიერ დღეს შურა დოროხოვს ვარჯიშზე ეტლით მისვლა მოუნდა. თბილისის უკანასკნელი მეეტლეები მაშინ კინო „ოქტომბერთან" იკრიბებოდნენ. მოკლედ, მივიდა ჩვენი შურა და ეუბნება, ფული არ მაქვს, წამიყვანე და ადგილზე გადაგიხდიო. მეეტლემ იუარა. შურამ არ დაიხია, ესა და ეს ვარ, „დინამოში" ვთამაშობო... საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გაბრაზებულმა მეეტლემ მათრახი გადაუჭირა. შურამ ორი დღე ვერ ივარჯიშა - ავადმყოფობა მოიმიზეზა!

ისეთ მატჩებს, როგორიც „დინამოს" და ბასკეთის ნაკრების დაპირისპირება იყო, არავინ ივიწყებს, ასეთი შეხვედრები იმთავითვე ისტორიის კუთვნილება ხდება! ბასკები შესანიშნავი ბიჭები იყვნენ, ნამდვილი მებრძოლები! ახლაც თვალწინ მიდგას ისიდრო ლანგარას სახე და ყურში ჩამესმის მისი სიტყვები, რომელიც ფუნიკულიორის პლატოზე მდგარმა მითხრა: თბილისი ძალიან ჰგავს ჩვენს ბილბაოსო...

თამაშის შემდეგ დინამოელებმა სტუმრებს რესტორან „ორიანტში" ვუმასპინძლეთ. შუა ქეიფის დროს რომელიღაც ჩვენიანმა „სულიკო" წამოიწყო, ბასკები კი, ჩვენდა გასაკვირად, მას სასიამოვნოდ აჰყვნენ. დიდებული საღამო იყო! მერე გვითხრეს, რომ სტუმრებს „სულიკო" არაერთხელ უმღერიათ მოსკოვსა და ლენინგრადში.

ვლადიმერ ბარქაია

საიდან გაჩნდა ჩემი მეტსახელი? „სიომა" ჩემი ცხვირის ფორმის გამო გაგრაში შემარქვა მეზობელმა, ვოვა ლებედევმა. როცა თბილისში ჩამოვედი, უკვე ყველა ამ მეტსახელით მიცნობდა. „სიომას" ფეხბურთთან არავითარი კავშირის არ აქვს, სამაგიეროდ, მეორე მეტსახელი - „სტალიჩნი", რომელსაც მხოლოდ მეგობრები და ძალიან ახლობლები მეძახდნენ, ფეხბურთთან პირდაპირ კავშირშია. მოსკოვში ყოველთვის კარგად ვთამაშობდი, გოლებიც ხშირად გამქონდა და... 1959 წლის 25 ივლისს მოსკოვში „სპარტაკს" 5:4 მოვუგეთ. მე ჰეთ-თრიქი შევასრულე. ჰოდა, სწორედ იმ თამაშის შემდეგ შემარქვეს თანაგუნდელებმა „სტალიჩნი".

მაყურებელთა რეაქცია ყოველთვის მოქმედებდა ჩემზე და ალბათ, მთლიანად გუნდზეც. იყო შემთხვევა, წაგების შემდეგ ტაშითაც გავუცილებივართ ქომაგებს, მაგრამ გვქონია მატჩები, როცა მოგებულები ვტოვებდით მინდორს, მაგრამ ხალხი სტვენით გვაცილებდა. ერთ ისტორიას მოგიყვებით: მორიგი თბილისური მატჩის შემდეგ, რომელშიც გივი ჩოხელმა არცთუ კარგად ითამაშა, მთხოვა მამაჩემი სახლში წაიყვანეო. ჩავისვი ბატონი დიმიტრი მანქანაში და ეს მოქეიფე, ორმეტრიანი კახელი კაცი გზაში მეუბნება: შენ ძმაკაცს უთხარი, ფეხბურთს თავი დაანებოსო. რატომ-მეთქი, ვკითხე. კაცო, ერთი ცოლი მყავს და დღეს მთელმა სტადიონმა გინებით ზედ გადაუარაო”

გიორგი სიჭინავა

“1965 წელს მეორედ მომისაჯეს სამუდამო დისკვალიფიკაცია - ამჯერად ფეხბურთში: ბაქოში ვთამაშობდით და ერთ მომენტში მარქაროვი წავაქციე. არც არაფერი, მაგრამ მან სიმულანტობა დაიწყო. ავდექი და მწარედ შევაგინე. ამ დროს მსაჯი მომვარდა და ყვითელ ბარათს მიჩვენებს, მარქაროვმა კიდე, თქვენ გაგინებდათო, უთხრა! მოკლედ, ახლა მსაჯს დავუწყე კამათი, ისე მომეშალა ნერვები, მუცელში ხელი წავავლე და წითელიც ამიფრიალა. თბილისში მატარებლით დავბრუნდით და სადგურზევე ამიყვანა ორმა კაგებეშნიკმა - ჩვენთან უნდა წამობრძანდეთო და პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმიყვანეს. შევარდნაძე იყო მაშინ მინისტრი - კაბინეტში შესულმა ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა და მორალის კითხვა დამიწყო... ბოლოს მითხრა, 58-ე მუხლის მიხედვით დაისჯებიო - საბჭოთა ხალხის მტრად მაქციეს!

ბიჭები ჯერ გაურკვევლობაში იყვნენ, მერე კი შოთა იამანიძე, როგორც გუნდის კაპიტანი, შევარდნაძესთან შევიდა და საქმეში გარკვევა სთხოვა. შემდეგ „ზემოდანაც" ჩაერივნენ სხვები და... მოკლედ, ციხის ნაცვლად შინაგანი ჯარების მერვე პოლკში გამიშვეს სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. იქ რა გამაჩერებდა?! ერთ დღეს გამოვიპარე და ცოტა ხანს თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი.

ვინ გადამარჩინა? ნიკოლაი მოროზოვმა! სპეციალურად ჩემს გამო ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან ვასილ მჟავანაძესთან შევიდა და უთხრა, ეგ ბიჭი საბჭოთა სპორტს და ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდებაო და თავდებში დამიდგა. მახსოვს, გაზეთ „ლელოში" ვიღაცას ჩემს ნაცვლად დააწერინეს გულისამაჩუყებელი წერილი: ვითომ ვინანიებდი, დავაშავე და მაპატიეთ-მეთქი... წლების მერე შევიტყვე, რომ შევარდნაძე დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ჩემს შეწყალებას.

დისკვალიფიკაციის შემდეგ ნაკრებში დამაბრუნეს და ჩემი თავი ვალერა ვორონინს ჩააბარეს, როგორც კომორგს - მას ჩემ „აღზრდაზე" უნდა ეზრუნა! შეკრებებზე მასთან ერთად ვცხოვრობდი. მალე მივხვდი, რომ ჩემზე უარესი ყოფილა: 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ ინგლისში და ერთხელაც მეუბნება, წამო კაზინოში წავიდეთო! მისი მაშინდელი „დარიგება" არასდროს დამავიწყდება: „დაიმახსოვრე, ყველა სასტუმროში პირველი რაც უნდა გააკეთო, სათადარიგო შემოსასვლელი უნდა მოძებნოო"!

ილია დათუნაშვილი

“1966 წელს ერევნის „არარატთან" 23 წუთში 5 გოლი გავიტანე. მეექვსე ბურთის შეგდებაც შემეძლო, მაგრამ ალექსი ილიადმა არ მაცალა და ბურთი ძელს მოარტყა. ვუსაყვედურე, ეს რა გააკეთე-მეთქი, ის კი გაბრაზებული მომიტრიალდა და მითხრა: აბა, მარტო შენ უნდა გაიტანოო?

ამ 5 გოლის შემდეგ გულშემატკივრები ათასნაირად ხუმრობდნენ. მახსოვს, ჩემი ძმაკაცები თბილისელი სომხების ოჯახებში რეკავდნენ და აშაყირებდნენ: ალო, დათუნაშვილის ბინააო? რამდენიმე მეგობარმა მითხრა, ერევანში ჭირვეულ ბავშვებს შენით აშინებდნენ: დაიძინე, თორემ დათუნაშვილი მოვაო.

ერთმა მითხრა შენი ფოტო ერევნის ტირში ვნახეო. არ დავიჯერე, ტყუილია-მეთქი, მაგრამ მალე ჩემი მეზობელი ჩამოვიდა ჯარიდან, ლენინაკანში მსახურობდა და მითხრა, ეგრეა, მეც შევესწარი როგორ „დაგხვრიტესო".

„არარატთან" ის მატჩი რომ დამთავრდა, გასახდელში „დინამოს" საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ დიდიძე შემოვიდა, ჩაიცვი, მინისტრი გელოდებაო. გადავიცვი და გარეთ გავედი: შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, მისი მოადგილე ვარლამ შადური და ქალაქის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი კონსტანტინე კეთილაძე დამხვდნენ. მცირე ხანს ვისაუბრეთ, ბოლოს კი შევარდნაძემ ხელქვეითებს სიცილით უთხრა: რამდენიმე დღით დათუნაშვილის სახლთან დაცვა დააყენეთ, სომხებმა არაფერი უყონო”.

ვლადიმერ გუცაევი

“ძალიან მწყდება გული, რომ ქართველ გულშემატკივარს „დინამოს" თამაში მადრიდის ოთხთა ტურნირზე არ უნახავს, არადა, ჩვენ ორივე მატჩში შესანიშნავად ვიასპარეზეთ. მახსოვს, დელეგაციაში ოპერატორებიც იყვნენ, მაგრამ „რეალთან" და „ბაიერნთან" თამაშის კადრები რატომ არ ჩანს აქამდე, ვერ ვხვდები... მე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, არადა, იქ კარლ-ჰაინც რუმენიგე, პაულ ბრაიტნერი, კარლოს სანტილიანა, ხუანიტო, ხოსე ანტონიო კამაჩო და სხვებიც თამაშოდნენ. თუ არ ვცდები, იმ „რეალის" ნახევარდაცვაში ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკეც ირიცხებოდა.

ტურნირის მეორე დღეს ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელებს ერთ-ერთი ესპანური კლუბის მესვეურები ესტუმრნენ და ჩემი დათმობა სთხოვეს. ნუ, გარიგება რომ არ შედგებოდა, ეს ვიცოდი, მაგრამ პასუხმა გამაოგნა: „საბჭოთა სპორტსმენს ვლადიმერ გუცაევს თქვენი კონტრაქტი არ სჭირდება. მას ყველაფერი აქვს: ბინაც და თვით „ვოლგაც"!" როგორია? ესპანელებს უკითხავთ, გვესმის, რომ ის კარგ პირობებშია, ბინაც გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა" რა მანქანაა ასეთიო... ამ სიტყვებს ომარ სიამაშვილიც დაგიდასტურებთ, მაშინ ის პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი იყო და მადრიდში გვახლდა.

ბევრს ჰგონია, რომ „ის" „ვოლგები" თასების თასის მოგების შემდეგ დაგვირიგეს, მაგრამ ასე არ მომხდარა. უბრალოდ, ედუარდ შევარდნაძის საგანგებო ბრძანებით, დინამოელებს მანქანების ურიგოდ გამოყვანის უფლება მოგვცეს. 16200 მანეთი ღირდა მაშინ საბჭოეთის ნომერ პირველი ავტო.

თასების თასის მოგების შემდეგ სამჯერ ავიღეთ პრემია: გერმანიაში 150-150 მარკა დაგვირიგეს, თბილისში დაბრუნებულები კი სპორტსაზოგადოება „დინამოს" რესპუბლიკურმა სამმართველომ 300, ხოლო საკავშირომ 700 მანეთით გაგვახარა”.




 ახალი ამბები
  • ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - განათლებისა და თანასწორობის ცენტრმა ოზურგეთში ახალ პროექტი დაიწყო ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც არასამთავრიბო ორგანიზაცია განათლებისა და თანასწორობის ცენტრი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დემოკრეტიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების შეთავაზება და სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 15 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა დისკუსიას თემაზე: რამდენად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია. დისკუსიაში  მუნიციპალიტეტში მომქმედი პოლიტიკური პარტიებთან:  პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება  ,,ევროპული საქართველო“, პარტია  ,,სამართლიანობისთვის“, პოლიტიკური პარტია ,,ლეიბორისტული (შრომის) პარტიასთან“  ერთად მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის წევრები და ჟურნალისტები. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები დემოკრატიულ ღირებულებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე. პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება და  არა ერთ აქტივობას პირდება ... ...
  • სემეკმა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი დაამტკიცასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესები დაამტკიცა. წესის საფუძველზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისათვის საჭირო დანახარჯების წარმოშობის, დასაბუთების, გონივრულობის და  სათანადოდ აღრიცხვის კუთხით. სატარიფო რეგულირების პროცესში სემეკი ითვალისწინებს კომპანიის მიერ წარმოდგენილ, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილ აუდიტის ანგარიშს, რომლითაც აუდიტორის მიერ დადასტურებულია კომპანიის ყველა სახის დანახარჯი და არა ამ დანახარჯის მიზანშეწონილობა კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისთვის. „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ კი ადგენს პრინციპებს, კონკრეტულ რეგულირებად საქმიანობასთან დანახარჯის კავშირისა და მისი გონივრული ოდენობით განსაზღვრის შესახებ.  ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.  Fuckup Nights Tbilisi-ის წლევანდელი სპიკერები იყვნენ:  ლაშა ანთაძე, Shelf Network-ის დამფუძნებელი. Shelf არის ბლოქჩეინ სტარტაპი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა. 2018 წელს სტარტაპმა მოიპოვა $1.6 მილიონი ინვესტიცია.  მარიამ რუსიშვილი, QuickCash AI-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის მაღალტექნოლოგიური ალგორითმული პლატფორმაა (www.lightspeed.ge), რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო კომპანიების კრედიტუნარიანობის ონლაინ შეფასებას. 2019 წელს კომპანია EMERGING EUROPE AWARDS-ზე, ლონდონში  საუკეთესო სამეულში, როგორც წლის ინოვაციური ინიციატივა მოხვდა.  კრისტინა ავსარქისოვა, მუსიკოსი, რომელიც ცნობილია როგორც Dudey.  ის არის მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რომელმაც house-მუსიკის მიმართულების სინთეზი მოახდინა გოთურ სიმღერასთან, ტექსტებთან და ცოცხალ ვოკალთან.  წარუმატებლობის კიდევ ერთი ისტორია გააზიარა დამსწრეებთან სანდრო გაბელიამ, Metro Production-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა.  Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის, ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuckup Nights -ის სცენამ 16 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს, უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს.  Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.  ... ...
  • რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებშიCSR- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნეს მოდელში ინტეგრირებული თვითრეგულაციის ფორმაა. სოციალური პასუხისმგებლობა კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს განსაკუთრებით დიდი ბიზნესის წარმომადგენლების პრ საქმიანობას ეხება. უფრო პატარა კომპანიები ხშირად მთელი პროცესის მაგივრად მხოლოდ ცალკეულ საქველმოქმედო აქციებს მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის,  ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. CSR კვირეულის ფარგლებში, ქორთიარდ მარიოტში  კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ბიზნესების გამოკვლევა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით. კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში ამ თვალსაზრისით. ორგანიზაციული სტრუქტურა და კორპორაციული პასუხისმგებლობა, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის/აქტივობების დაგეგმვის, აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესი, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეპორტინგი და საქმიანობის/აქტივობების გაშუქება, ადამიანის უფლები და შრომითი უფლებები,  გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ქველმოქმედება, სპონსორობა, სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერა, პარტნიორობა საჯარო და არასამთავრობო სექტორთან_ ეს ის რამდენიმე ძირითადი ნაწილია, რისგანაც კვლევის კითხვარი შედგებოდა. რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებში_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1000-ზე მეტი, მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის  კომპანია გამოიკითხა. „გამოვიკვლიეთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, კორპორაციული მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, შრომის უფლებების სტანდარტების მიმართულებით რას საქმიანობენ კომპანიები, გარემოს დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა. მათ შორის, გამოვიკვლიეთ ამ მიმართულებებით რა ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია პარტნიორულად სხვა კომპანიებთან ან არასამთავრობო სექტორთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან. გარკვეული შედეგები დაიდო ამ კუთხით. ერთის მხრივ კომპანიების 26%-მა თქვა, რომ მათ აქვთ გათვალისწინებული კორპორაციული პასუხისმგებლობა სტრატეგიულ დონეზე და ყურადღებას აქცევენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. 26% ძალიან მცირეა, მაგრამ ამ მიმართულებით გასულ წლებში უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, კომპანიების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არა მხოლოდ ითვალისწინებენ ადამიანების უფლებების სტანდარტებს, არამედ თავიანთ კონტრაქტორებს სთხოვენ, რომ სტანდარტები გაითვალისწინონ. გამოვიკვლიეთ, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები რამდენად არის გათვალისწინებული კომპანიების შიდა დოკუმენტებში და საქმიანობაში, ბავშვთა შრომის საკითხები, ასევე გამოვიკვლიეთ გაერთიანების თავისუფლება და სხვა. მდგრადი განვითარების დღის წესრიგის  შესრულების საკითხიც  იქნა გამოკვლეული და კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ მდგრადი განვითარების პირველ ორ მიზანზე ახდენს ზეგავლენას ძირითადად საქმიანობით, რომელიც არის სიღარიბის დაძლევა და შიმშილის აღმოფხვრა“,_ ამბობს ზურაბიშვილი. როგორც „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორი ამბობს,  კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ძალიან მრავალმხრივი და ამიტომაც  ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე გამოწვევები არსებობს. ადამიანის უფლებების სტანდარტების სტატისტიკური მონაცემები არის ძალიან დაბალი. კომპანიებში ხშირად არ არსებობს საჩივრის მექანიზმები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენას ხელს უშლის. „რამდენი კომპანია ახორციელებს, რამდენ კომპანიას აქვს პოლიტიკის დონეზე დანერგილი ეს სტანდარტები, რამდენად ახორციელებენ იმის მონიტორინგს ნამდვილად ხორციელდება ის, რაც გაწერილია დოკუმენტში. რამდენად არსებობს საჩივრის მექანიზმები ამ მიმართულებით. ხშირად კომპანიებში არ არსებობს საჩივრის მექანიზმები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ადამიანის უფლებების დარღვევები. შრომის უფლებების დარღვევების სტანდარტების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტანდარტები არის უკვე საკანონმდებლო დონეზე გაწერილი. მაგალითად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და შრომითი ზედამხედველობის მენეჯერის არსებობა კომპანიაში მსხვილი ზომის საწარმოების დიდ ნაწილშიც კი არ არის ეს საკითხი გათვალისწინებული“,_ ამბობს ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ასევე კომპანიებში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. „მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვა საკანონმდებლო დონეზე გვაქვს გათვალისწინებული, დიდი რაოდენობა კომპანიების ამბობს, რომ ამ საკითხზე ისინი არ მუშაობენ და არანაირ ნაბიჯს არ დგამენ იმისთვის, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეთ“,_ ამბობს ... ...
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმეპარლამენტში, სადაც, ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, პაატა სილაგაძის მოსმენა მიმდინარეობს, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმეს  პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო. „საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, _ აღნიშნა სილაგაძემ, რომლის განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს. "უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე“, _ ასე უპასუხა გოგორიშვილის რეპლიკას ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...