"როცა დიეგო მინდორზე გამოჩნდა, ასე მეგონა სიზმარში ვიყავი“ _ ნოდარ ხიზანიშვილი

gurianews.com

სპორტი

"როცა დიეგო მინდორზე გამოჩნდა, ასე მეგონა სიზმარში ვიყავი“ _ ნოდარ ხიზანიშვილი

2018 აპრ 29 11:51:03

ნოდარ ხიზანიშვილი თბილისის „დინამოში“ წინა საუკუნის 70-80-იან წლებში ასპარეზობდა. ამპლუით მცველი გახლდათ და იმდროინდელი „დინამოს“ ყველა წარმატების ერთ-ერთი ფუძემდებელი. სამწუხაროდ სსრკ-ის ნაკრების მწვრთნელები არ წყალობდნენ და ამ გუნდში მხოლოდ ერთი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. იმ ნაკრების თავკაცებმა ამ გადაწყვეტილების სისწორე თავად იკითხონ, ნოდარ ხიზანიშვილი კი ქართველი გულშემატკივრის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.

დღეს ნოდარ ხიზანიშვილი ჩვენი სტუმარია და საკუთარ სპორტულ კარიერას თავად გაიხსენებს.

„ჩემი პირველი მწვრთნელი ლერი ვერულიძე იყო, ძალიან მცოდნე და კარგი კაცი. სიგიჟემდე უყვარდა თავის საქმე! სხვათა შორის, სწორედ ბატონი ლერის რეკომენდაციით მოვხვდი 16 წლის ასაკში საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა გუნდში. მაშინ ჩემთან ერთად ქუთაისელი ბადრი ფარულავაც მიიწვიეს... სხვათა შორის, სწორედ იმ გუნდში გავიცანი უკრაინელები ლეონიდ ბურიაკი და ოლეგ ბლოხინი, რომელთა წინააღმდეგ წლების შემდეგ უამრავჯერ ვითამაშე.

დიდ ფეხბურთში ჩემი დებიუტი საკავშირო მეორე ლიგაში, ბათუმის „დინამოს" მაისურით შედგა. იმ დროს, ძირითადად, მარჯვენა მცველად ვთამაშობდი, თუმცა როცა თბილისის „დინამოში" გადმოვედი, რამდენიმე პოზიციაზე გამსინჯეს. მაგალითად, პირველ შეხვედრაში მარცხენა მცველი ვიყავი, მატჩების უმეტესობა კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩავატარე.

მიუხედავად იმისა, რომ ამპლუებს ხშირად მიცვლიდნენ, ყველაზე ძალიან დაცვის ცენტრში თამაში მიყვარდა. ფლანგზე სხვა მოთხოვნებია, მეტი სისწრაფე მოგეთხოვება, მე კი არ ვიყავი მაინცდამაინც სწრაფი. შეტევების დაწყება კი არა, მეტოქის იერიშების შეჩერება უფრო კარგად გამომდიოდა.

თბილისის „დინამოში" პირველად 1974 წელს გადმოვედი, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, ჰეპატიტი შემეყარა და ლამის მთელი წელი ვმკურნალობდი, მინდორს არც გავკარებივარ. ლამის ყველამ ჩაიქნია ჩემზე ხელი, ველოდი რომ გამიშვებდნენ, მაგრამ მთავარ მწვრთნელად მოსულმა გივი ჩოხელმა, რომ იტყვიან, კბილებით დამიცვა და კლუბში დამტოვა. მიუხედავად ამისა, მალე საკუთარი სურვილით დავტოვე გუნდი. რატომ? სახელგანთქმული თანაგუნდელებით ვითრგუნებოდი. ალალად ვიტყვი, ვერაფრით წარმომედგინა როგორ უნდა გამეწია კონკურენცია მურთაზ ხურცილავასთვის და რევაზ ძოძუაშვილისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სურვილით წავედი, მალე მაინც დამაბრუნეს. როგორც ჩანს, ჩემი იმედი კიდევ ჰქონდათ. ასეთმა ნდობამ შეუძლებელია ადამიანზე უარყოფითად იმოქმედოს და მეც, ცხადია, ფრთები შემესხა - 1975 წლიდან ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გავხდი!

იმ დროს, როცა კლუბში ჩემს ადგილს ვიმკვიდრებდი, მიხაილ იაკუშინი გვწვრთნიდა. კარგი კაცი იყო, მის მთავარ პლუსად კი მიმაჩნია ის, რომ ახალგაზრდებს გვენდობოდა და ხშირად გვაძლევდა თავის გამოჩენის შანსს. ცხადია, იაკუშინს მინუსებიც ჰქონდა, მაგრამ აბა მითხარით, გინახავთ უნაკლო კაცი?

ნოდარ ახალკაცზე ახალი აბა, რა უნდა ვთქვა? მგონია, რომ მან რამდენიმე წლით გაუსწრო თავის თაობას: ძლიერი, მცოდნე, მომთხოვნი სპეციალისტი გახლდათ. შესანიშნავად იცნობდა თავის ფეხბურთელებს და შეეძლო თითოეული მათგანისგან მაქსიმუმი მიეღო. ქართულ ფეხბურთს ნიჭიერი ბიჭები არასდროს აკლდა, მაგრამ თუ მიღწეული შედეგებით ვიმსჯელებთ, ალბათ შევთანხმდებით, რომ ახალკაცი საუკეთესო მწვრთნელი იყო!

პირველ დიდ წარმატებას 1976 წელს მივაღწიეთ: ერთ სეზონში საკავშირო პირველობის ორი ბრინჯაოს მედალი მივიგეთ, მათ შუა კი თასის გათამაშებაში გავიმარჯვეთ! ასეთი ხვავრიელი წელიწადი „დინამოს" მანამდე არ ჰქონია და მიხაროდა, რომ მისი მონაწილე, ერთ-ერთი შემოქმედი ვიყავი! როგორია: 1976 წლამდე „დინამო" ხუთჯერ იყო საკავშირო თასის ფინალში და ერთხელაც ვერ მოიგო, ჩვენ კი ერევნის „არარატი" გავანადგურეთ - 3:0! სომხები ჩვენი პრინციპული მეტოქეები იყვნენ...

1977 წელს „დინამოში" თამაზ კოსტავა გამოჩნდა, რომელიც ჩემი მთავარი კონკურენტი გახდა. ის მშვენიერი მცველი იყო, ნიჭიერი, გონებაგახსნილი, ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმებმა არ მისცა შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება. გულახდილად გეტყვით: თამაზ კოსტავა მანფრედ კალცის და რევაზ ძოძუაშვილის დონის მარჯვენა მცველად მიმაჩნია!

1978 წლის საჩემპიონო სეზონი ძირითად შემადგენლობაში დავიწყე, 12 ტური უცვლელად ვითამაშე, მაგრამ მერე სათადარიგოთა სკამზე გადავინაცვლე და მხოლოდ სამჯერ შევედი შეცვლაზე. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო, მაშინ ვფიქრობდი, რომ ყველაფერში ახალკაცი იყო დამნაშავე, რომ მწვრთნელი გადამეკიდა და ამითვალწუნა... წლების შემდეგ, როცა ერთად ვმუშაობდით ფეხბურთის ფედერაციაში, ბატონ ნოდარს ვკითხე, 1978-ში ასე რატომ მომექეცით-მეთქი. იცით რა მიპასუხა? ძალიან კარგად ვიცოდი რას აკეთებდი, ვისთან იყავი და იმასაც ვხვდებოდი, რომ ფეხბურთმა შენთვის მეორე პლანზე გადაინაცვლა, სწორედ ამიტომ გადაგიყვანე სათადარიგოებში, სხვანაირად არაფერი გეშველებოდაო. როგორია? სამწუხარო ისაა, რომ ბატონი ნოდარ მართალი იყო...

1979 წლის სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამიცდა. მოსკოვის „დინამოსთან" მატჩში დავშავდი - ვალერი გაზაევს ვმეურვეობდი და ამ დროს ჩვენს მეკარეს დავით გოგიას შევეჯახე. კბილები ჩამემტვრა, სახე ვიტკინე, ყველაზე უარესი კი, რაც დამემართა, ტვინის შერყევა იყო. საკმაოდ დიდი დრო გამიცდა, მერე მენისკიც დამემართა და... იმ წელს პირველად გავედით ჩემპიონთა თასზე, მე კი „ლივერპულთან" შეხვედრები გამოვტოვე. ეგ კი არა, თასის ფინალშიც ვერ ვითამაშე...

მანუჩარ მაჩაიძის „დინამოდან" გაშვება ბევრისთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო - ის ხომ ჩვენი კაპიტანი გახლდათ! თუმცა ასეთი რადიკალური ნაბიჯებით ჩვენთან ვის გააკვირვებდი? თავის დროზე დაახლოებით ასე მოექცნენ მიხეილ მესხს და მურთაზ ხურცილავას... მაჩაიძის წასვლის შემდეგ „დინამო" ახლებურად ათამაშდა, ამან კი რაც მოგვიტანა, კარგად იცით: თითქმის ერთ წელიწადში თასების მფლობელთა თასი ავიღეთ!

დიუსელდორფში გამარჯვების შემდეგ ბევრმა თქვა, დიდი ამბავი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კლუბს მოუგესო. ამას შურიანი ხალხი ამბობდა, თორემ როგორ შეიძლება შენი თანამემამულეების ასეთი გამარჯვება გეწყინოს? თანაც, მერე რა რომ „კარლ ცაისი" ევროგრანდი არ იყო? ხომ არ გავიწყდებათ, როგორი კლუბები ჩამოიცილა ფინალამდე - „რომა" და „ბენფიკა"! გერმანელები ძალიან კარგად თამაშობდნენ და გუნდიც შესანიშნავი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.

იენელები ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ თასს აიღებდნენ. ამას არც მაშინ მალავდნენ, 1981 წლის მაისში. ეგ კი არა, წლების შემდეგ, როცა ვეტერანებმა რამდენჯერმე ვითამაშეთ, გვითხრეს - დღემდე არ გვჯერა, რომ დიუსელდორფში თქვენთან დავმარცხდითო...

იმ „დინამოს" მთავარი პლუსი? ერთსულოვნება! გარდა იმისა, რომ ერთი თაობის ბიჭები ვიყავით, ძალიან ახლო ურთიერობა გვქონდა - ოჯახებით ვმეგობრობდით, ამას კი გადამწყვეტ მომენტში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! ეგეც არ იყოს, ინდივიდუალურად ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავდა! როცა ერთ გუნდში დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, შოთა ხინჩაგაშვილი და თენგიზ სულაქველიძე თამაშობენ, იქ წარმატება რა გასაკვირია?!

„კარლ ცაისთან" საფინალო სასტვენის შემდეგ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ. მინდოდა ყველაფერი გამომეხატა და ყველას მოვფერებოდი, ყველასთვის გამეზიარებინა ჩემი განწყობა... ჰოდა, მივედი ოპერატორთან და ყველა მაყურებელს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე - ვიცოდი, მთელი საქართველო ტელევიზორთან იქნებოდა... უამრავმა უცნობმა მითხრა, რომ იმ კადრის დანახვისას იტირა...

ამბობენ, რომ ფინალის შემდეგ, გასახდელში, დიდი სმა ატეხილა, რომ ყველა ფეხბურთელს დაუცლია შამპანურით სავსე თასების თასი. ეს ტყუილია, ასე არ ყოფილა: ის თასი ერთხელ გაივსო ფრანგული შამპანურით და სანახევროდ დაიცალა. ფინალიდან 5 დღეში კიევში გველოდა მატჩი და მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ გახარებულები ვიყავით, ბოლომდე არ მოვდუნებულვართ.

დასამალი არაფერია: ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი დათო იყო! ის ტალანტი გახლდათ, მსოფლიო დონის მოთამაშე, რომელსაც საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მესვეურთა გულგრილობა რომ არა, 1982 წელს ესპანეთში უნდა გაებრწყინა! ვლადიმერ გუცაევიც დიდებული ფეხბურთელი იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ იმდენს ვერ მიაღწია, რამდენიც შეეძლო. რამაზ შენგელიაზე არაფერს ვამბობ: დატანჯული ვყავდი, ვარჯიშებზე ახალკაცი მის „დაჭერას" მავალებდა და მისი დევნის შემდეგ ორი დღე ღვიძლი მტკიოდა ხოლმე! რომ ვფიქრობ „დინამოში" რა ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი, ვხვდები, რომ ძალიან გამიმართლა.

იმ დროის საბჭოთა ფორვარდებიდან საუკეთესო, ნომერ პირველი ოლეგ ბლოხინი იყო! ამას წყალი არ გაუვა. შედეგები ხომ ყველაფერზე მეტყველებს - კაცმა ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიგო! ეგეც არ იყოს, ლამის 16-17 წელი ითამაშა უმაღლეს დონეზე...

საბჭოთა კავშირის ნაკრებში ერთადერთხელ ვითამაშე, მაგრამ როგორ შეხვედრაში - დიეგო მარადონას არგენტინის წინააღმდეგ! იმ შეხვედრაში ბოლო 8 წუთი ჩავერთე - ლეონიდ ბურიაკი შევცვალე... მატჩის წინ, როცა დიეგო მინდორზე გამოჩნდა, ასე მეგონა სიზმარში ვიყავი - სტადიონმა ზანზარი დაიწყო! იმ მატჩში მას სულაქველიძე მეურვეობდა და ერთ მომენტში თენგიზმა წააქცია. უნდა გენახათ რა ამბავი ატყდა - ტრიბუნების მსგავსი რეაქცია არც მანამდე მინახავს და არც მას შემდეგ! მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ჩვენგან გოლი, თუ სწორად მახსოვს, ხორენ ოგანესიანმა გაიტანა...

არგენტინაში დაგეგმილი მეორე შეხვედრის წინ თავი შეუძლოდ ვიგრძენი და ვალერი ლობანოვსკის დასვენება ვთხოვე. ეს იყო და ეს - გუნდში ადგილი დავკარგე, არადა, იმ ტკივილებისთვის რომ გამეძლო, ეგებ, მსოფლიო ჩემპიონატზეც მეთამაშა - ესპანეთამდე ხომ რამდენიმე თვე რჩებოდა! ვერ ვიტყვი, რომ ქართველობის გამო დამჩაგრეს, უფრო ჩემი ბრალია ასეთი შანსი ხელიდან რომ გავუშვი. მეტი უნდა მომენდომებინა.

მიუხედავად იმისა, რომ 1982-ის გაზაფხულზე ლიეჟის „სტანდარდთან" თასების თასის ნახევარფინალში ორივე შეხვედრაში დავმარცხდით, ვთვლი, რომ ბელგიელებთან გამარჯვება შეგვეძლო. ჩვენთვის მათი ტაქტიკა, რაც თამაშგარე მდგომარეობის ხელოვნურად შექმნას ეფუძნებოდა, აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა - ვერაფერი დავუპირისპირეთ. ფინალის საგზური ტაქტიკური მოუმზადებლობის გამო დავკარგეთ, არადა, მანამდე დაუმარცხებლები ვიყავით.

სექტემბერში უეფას თასზე „ნაპოლის" გადავეყარეთ. ძლიერი კლუბი იყო, სადაც რამონ დიასი და რუუდ კროლი ბრწყინავდნენ. თბილისში 2:1 მოვიგეთ და სწორედ იმ შეხვედრაში გავიტანე ჩემი პირველი და უკანასკნელი ოფიციალური გოლი - უმცროსი მიხეილ მესხი ფლანგზე გაიჭრა, მერე საჯარიმოში ჩააწოდა, მე შეტევაში ვიყავი ჩართული, ვიაქტიურე და გოლიც შევაგდე! მანამდე „დინამოს" მაისურით მხოლოდ ერთი ბურთი მქონდა შეგდებული, ისიც ამხანაგურ შეხვედრაში, ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - 1977 წელს ბელგიის „ბევერენ ვაარასის" კარი დავლაშქრე... ჩვენ „ნაპოლი" უნდა გაგვევლო, მაგრამ რად გინდა? ნეაპოლში მსაჯმა ალექსანდრე ჩივაძის ისეთი გოლი გააუქმა, მივხვდით, რომ უშანსოდ ვიყავით.

„დინამოდან" 1982 წლის ბოლოს წავედი. არადა მხოლოდ 29 წლის ვიყავი, თანაც ზედიზედ მეორედ დამასახელეს ჩემპიონატის „33 საუკეთესო" ფეხბურთელს შორის. მიზეზი? მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთს პირველი ადგილი აღარ ეკავა. დამთავრდა თუ არა ჩემპიონატი, გუნდის პირველივე კრებაზე გამოვაცხადე გადაწყვეტილება. ახალკაცს არაფერი უთქვამს, ჩუმად იჯდა. სამაგიეროდ სპორტკომიტეტის მაღალჩინოსნებმა გამოიდეს თავი: შენი გამოცდილება კლუბს ძალიან სჭირდება, დარჩი, ყველა პრობლემას მოგიგვარებთო, მაგრამ გადაწყვეტილება აღარ შევცვალე.

„დინამოს" მერე ქუთაისის „ტორპედო" იყო, თუმცა იქ მხოლოდ ექვსჯერ ვითამაშე და კარიერაც დავასრულე. ოჯახთან ყოფნა მინდოდა, ბავშვები მენატრებოდა, ფეხბურთელობისას კი თვეების მანძილზე შეკრებას გავდიოდით და... მაგალითად, იაკუშინს ძალიან უყვარდა ზღვა და ლამის სამი თვით მივყავდით შეკრებაზე.

1986 წლიდან კახი ასათიანის თანაშემწე ვიყავი „დინამოში", მოგვიანებით კი „ნორჩ დინამოელში" ბავშვებს ვავარჯიშებდი. სხვათა შორის, ჩემი უფროსი ვაჟი გიორგიც ამავე სკოლაში მუშაობდა“.


ნახვა: 114


 ახალი ამბები
  • ჩაისუნთქე სუფთა ბგერა _ ხვალ ბახმაროში პირველი მუსიკალური ფესტივალი გაიმართებახვალ, 19 აგვისტოს, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, პირველი თანამედროვე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ბახმარო SunSet Fest ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციული დოღის შემდეგ ჩატარდება და მომავალში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ფესტივალი ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, მზის ჩასავალ გორასთან, 17:00 საათიდან _ დილამდე მსმენელს შესთავაზებს თანამედროვე მუსიკას ახალგაზრდებში პოპულარული ჯგუფებისა და DJ-ების შესრულებით. დაგეგმილია მზის გაცილების ცერემონიალი; ფესტივალის ტერიტორიაზე უკვე მოეწყო „კარვების ქალაქი“ ლაშქრობისა და კემპინგის მოყვარულთათვის. ტერიტორია უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი სერვისით; იფუნქციონირებს კაფე & ბარი, რომლებშიც, ძირითადად, გურიაში წარმოებული პროდუქტი, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალში მონაწილეობენ მუსიკალური ჯგუფები: KILLAGES, არა, MEBO RENARD, ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები, George Merych, Leif S, ლურჯი იალქანი. დიჯეები: SUMO, WCAN და ანი ANI. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სიურპრიზიც ელოდებათ _ მსმენელისთვის ყველაზე ცნობილი ცნობილი გურული DJ დაუკრავს. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალი ტარდება სახელმწიფო პროგრამა “Check in Georgia“ ფარგლებში. ევროკავშირის პროექტის - " მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" მხარდაჭერით. ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს “ა(ა)იპ „Post- ალიონი“. მედია პარტნიორი ორგანიზაციები არიან: მედია სახლი “გურია ნიუსი“ და კლიპარტი. ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული გურიაში მცხოვრები ახალგაზრდები - მოხალისეები. ფესტივალი ხელს შეუწყობს ბახმაროს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ბიზნეს სექტორის ჩართვას ტურიზმის განვითარებაში. ფესტივალის გენერალური სპონსორია "წყალი მარგებელი". სპონსორები არიან: კომპანია "ზედაზენი"; შპს "პალადა"; "საქენერგო რემონტი"; შპს “NEW ROAD"; "ორბი ჯგუფი" "ოზურგეთლუდი", "ვასაძის პური"; "My family", სასტუმრო "ბახმარო".; "ნატურალ თი კომპანი", "ჩვენი მარკეტი". მხარდამჭერები არიან: გურიის სამხარეო ადმინისტრაცია; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო; შინ აგან საქმეთა სამინისტრო; ენერგო პრო ჯორჯია, მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიურო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი; "ლიდერფუდი"; TBC ბანკი; ოზურგეთს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია; ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე; ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი გელა ჭანუყვაძე; ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე, ბიზმესმენი გია ... ...
  • ბახმაროში ტრადიციული დოღისთვის სამზადისი მიმდინარეობსჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღისთვის აქტიური სამზადისია. „ბახმაროს თასი 2018“-ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები იბრძოლებენ. ღონისძიების ორგანიზატორები წყაროს წყალი “ბახმარო” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი “წყალი მარგებელია“. დოღის გამართვაში მონაწილეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი მოეწყობა. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა ... ...
  • თვითმკვლელობა ოზურგეთში _ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. ჩადენილი დანაშაულის უმაღლესი სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...
  • ელჭექი, სეტყვა, წყალმოვარდნები _ როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. "18 აგვისტოს დღის ბოლოდან 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", _ ნათქვამია ეროვნული სააგენტოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ... ...
  • რა უნდა გაითვალისწინონ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმასაქართველოში ნადირობის სეზონი დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას, თან უნდა იქონიონ დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნადირობა ნებადართულია 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 15 თებერვლამდე. სამინისტროს ნორმატიულ აქტში ცვლილებაა. ხანძრების გამო, სანადიროდ ნებადართული ადგილები შემცირდა. საქართველოში, დღეისათვის, 40 000-ზე მეტი მონადირეა რეგისტრირებული. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...