"ბახმარო" _ ცნობილი სახეები და სპონსორი... რეგიონლიგაში!


სპორტი

"ბახმარო" _ ცნობილი სახეები და სპონსორი... რეგიონლიგაში!

10 ივნ. 2017, 16:09:00

ჩოხატაურში, რომლის საფეხბურთო გუნდი „ბახმარო“ რეგიონულ ლიგაშია, ფეხბურთის ნამდვილი ბუმია.

ლანჩხუთის „გურიას“ მწვრთნელების _ თემურ ლორიასა და თენგიზ პატარაიას გაწვრთნილმა „ბახმარომ“ რამდენიმე რეკორდი დაამყარა _ ზედიზედ 9 თამაშის მოგება, თუნდაც რეგიონლიგელი გუნდისთვის, ჩინებული შედეგია, უფრო მეტიც _ პირველი 8 ტურის განმავლობაში გოლიც არ გაუშვია. იუმორით ცნობილი გურულები ხუმრობდნენ და უხაროდათ _ ბუფონმა გაუშვა გოლი და „ბახმარო“ კარს მშრალად ინახავსო.

დღეს „ბახმაროში“ ნახავთ უნგრეთმოვლილ თემურ შარაშენიძე, ბალტიისპირეთში ნათამაშებ ბუკა ცინცაძეს, ლანჩხუთის „გურიას“ ბოლო წლების საუკეთესო გოლეადორს გიგა კვერენჩხილაძეს _ „კვერემ“ 12 მატჩში 16 გოლი გაიტანა და ზედიზედ 11 ტურია, მოედნიდან უგოლოდ არ გადის.

თემურ ლორია და თენგიზ პატარაია ამტკიცებენ, რომ საქმის პროფესიონალები და რაც მთავარია, ერთგულები არიან, აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა.

როგორც თემურ ლორია ამბობს, ქვედა ლიგაში მუშაობას „ბახმაროს“ ამბიციების გამო დათანხმდა: „ჩოხატაურში მუშაობა ერთგვარი გამოწვევაცაა _ გუნდს აქვს ამბიცია, საუკეთესო ორ გუნდს შორის მოხვდეს და ზედა ლიგაში დაიმკვიდროს ადგილი.

როცა შემოთავაზება მივიღე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან, ჩავედი ჩოხატაურში და შევხვდი ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ მამალაძეს, რომელიც დღევანდელიბახმაროსწარმატების სულის ჩამდგმელია, _ ამბობს თემურ ლორია.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი კლუბის სპონსორთან შეხვედრა გახლდათ _ რეგიონლიგელ „ბახმაროს“ ჰყავს კერძო დამფინანსებელი;

„სწორედ კლუბის სპონსორ სამშენებლო კომპანია „NEW ROAD“-ის დირექტორისგან, დავით ჟღენტისგან მივიღეთ თანხმობა, რომ შევძლებდით ძლიერი ფეხბურთელების დამატებას. ყველაფერზე მივიღე დადებითი პასუხი და დავთანხმდი შეთავაზებას.

ერთიც მინდა აღვნიშნო, დღეს რასაც ბატონი დავითიბახმაროსთვისაკეთებს, ეს სპონსორობაზე მეტიაასეთი ხალხი რომ ბევრი გვყავდეს, ქართული ფეხბურთი წინ წავა“, _ ამბობს მწვრთნელი.

პირველ ტურიდან „ბახმარო“ პირველ ადგილს არ თმობს და ამაში კვალიფიციურ მწვრთნელებთან ერთად, დიდი წვლილი იმ ფეხბურთელებს მიუძღვით, რომლებმაც უმაღლესი ლიგიდან დაამახსოვრეს თავი გულშემატკივრებს _ 24 წლის თემურ შარაშენიძეს დღესაც შეუძლია უმაღლეს ლიგაშიც ითამაშოს. მასავით უცხოეთშიც და ქართულ ელიტარულ კლუბებში აქვს ნათამაშები ბიძინა (ბუკა) ცინცაძეს _ ორივე მათგანმა სხვა კლუბებს მშობლიური გუნდი ამჯობინა და „ბახმაროს“ დასახმარებლად იღვწის. ცალკე აღნიშვნის ღირსია გიგა კვერენჩხილაძის თამაში _ „გურიამ“ მთავარი მეგოლე მოიძულა და „კვერემ“ დაამტკიცა, რომ ისევ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში!

ყველაზე მთავარი ჩემთვის ადამიანური ფაქტორებია და რამდენი ხნითაც არ უნდა ვიყო გუნდში, ჩვენ მეგობრებად დავრჩებით. ასეთი ურთიერთობა და საქმიანი გარემო არის სწორედ ჩვენი წარმატების მთავარი განმაპირობებელი. რა თქმა უნდა, დიდია წამყვანი მოთამაშეების წვლილი (შარაშენიძე, ცინცაძე, კვერენჩხილაძე, კეკელიძე და სხვები), თუმცა, მათ გვერდით ახალგაზრდები დაოსტატდებიან. ჩვენ გამოცდილი ფეხბურთელებისა და პერსპექტიული ჭაბუკების სინთეზზე გავაკეთეთ არჩევანი და, როგორც ველოდით, გაამართლა, _ ამბობს ლორია.

 მთავარი მწვრთნელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და გვპირდება, რომ გულშემატკივრებს კვლავაც გაახარებს:

როცა პირველი წრე დასრულდება, დავილაპარაკებთ სამომავლო გეგმებზე. მიზანი უცვლელია _ იმ ორ გუნდს შორის მოხვედრა, ზედა ლიგაში თამაშის უფლებას რომ მოგვცემს.

ვეცდებით გავახაროთ გულშემატკივარი, რომლის მხარდაჭერა გასვლით შეხვედრებზეც არ გვაკლია. რა თქმა უნდა, გაძლიერება გვჭირდება და ეს რეალურია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გვიდგას გვერდით სპონსორიც და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც, რომლებიც ვარჯიშებსაც კი არ აცდენენ, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, _ დასძენს თემურ ლორია.




 ახალი ამბები
  • „ოცნება“ უნდა წავიდეს- ჭიჭინაძე“ დღეს ყველანაირი კომპრომისის მცდელობა,   „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების გახანგრძლივებას ნიშნავს. „ოცნება“ უნდა წავიდეს, რადგან მათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ გააჩნიათ. ეს კი, მხოლოდ ახალი არჩევნებით მოხდება, ” - ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე,  „გირჩის“  ინიციატივას ადგილობრივ არჩევნებისთვის პლებისციტის სახე მიეცემის ... ...
  • პრემიერი: დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა: „დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში  საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო ... ...
  • თალაკვაძე: საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვასაქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა- ასე აფასებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წელს საქართველო და მისი მოსახლეობა იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი. 2008 წლის რუსული ოკუპაციის შედეგად, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაკარგეს საცხოვრისი (სადაც დღეს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურაა განლაგებული), მამაპაპისეული კერა და იქ გატარებული ცხოვრების ისტორია, თუმცა მათ არ დაუკარგავთ მომავლის იმედი და რწმენა სამართლიანობის მიმართ.  უსამართლობის და ძალმომრეობის მაგალითად ჯერ კიდევ რჩება რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა. ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველი სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო სასამართლობის მიერ და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენის გზაზე. სასამართლოში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება; მიმოსვლის თავისუფლება და სხვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ხელისუფლებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მყარ სამართლებრივ ანალიზთან ერთად წარუდგინა ამომწურავი მტკიცებულებები. მადლობას ვუხდი იუსტიციის უკვე ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს და მის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც წარმატებით შეძლო დაეცვა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები! საქართველო აგრძელებს სამართლებრივ და მშვიდობიან გზას ოკუპაციის დასრულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ!“_ აცხადებს ... ...
  • სამტრედიის სკოლები განათლების სამინისტროს დისტანციური სწავლების მოთხოვნით მიმართავენსამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა ორშაბათიდან, 18 იანვრიდან დაიწყო. როგორც ,,გურია ნიუსთან" საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ელენე ბოხუა ადასტურებს, სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების დაბალი მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი მაინც მიმდინარეობს.  საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სამტრედიის მე-6, მე-7, მე-11 და მე-12 სკოლების ხელმძღვანელობამ განათლების სამინისტროს  მოთხოვნა გაუგზავნა, სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე. აღნიშნული სკოლები სამინისტროდან პასუხს ელოდებიან. ანალოგიური წერილების მომზადებას სამტრედიის სხვა სკოლებიც ... ...
  • „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!" - თეა წულუკიანი "ჩვენ გავიმარჯვეთ, გილოცავ, საქართველო, გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო" – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე", – წერს ფეისბუქზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....