ვინ და რატომ შეიძლება დატოვოს „რეალ მადრიდი“

gurianews.com

სპორტი

ვინ და რატომ შეიძლება დატოვოს „რეალ მადრიდი“

2017 ივლ 28 15:26:40

BBC-ის ინფორმაციით,  „რეალ მადრიდის“ მენეჯერი, ზინედინ ზიდანი დაზუსტებით ვერ ამბობს გარეტ ბეილი, კრიშტიანუ რონალდუ და ქარიმ ბენზემა ამ ზაფხულს ისევ ითამაშებენ თუ არა გუნდის შემადგენლობაში.

გავრცელებული ცნობით,  „რეალ მადრიდი“ „მონაკოდან“ კილიან მბაპეს 180 მილიონ ევროდ შეძენის მიზნით ბეილის, რონალდუს ან ბენზემას გაყიდვას გეგმავს.

როგორც ცნობილია, „რეალის“ უელსელი ფორვარდის შეძენით დაინტერესებას „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოთქვამს.

მაუწყებლის ინფორმაციით, გარეთ ბეილის აგენტი,ჯონათან ბარნერტი, ულსელი ფორვარდის მადრიდის „რეალიდან“ წასვლას სისულელეს უწოდებს.

„ეს სასაცილოა, სისულელეა“,_ამბობს ბარნერტი.

როგორც ცნობილია, გასულ სეზონზე ბეილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაში ვეღარ შეძლო და გუნდში ადგილი ისკოს დაუთმო.

მაუწყებლის ცნობით, ის როგორც ფეხბურთელი ზიდანმა აღზარდა და 2016 წლის Ballon d’Or-ის მიერ 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დასახელდა.

„მინდა ყველა აქ დარჩეს, მაგრამ 31 აგვისტომდე ყველაფერია შესაძლებელი“,_აცხადებს ზიდანი.

როგორც ცნობილია, „მანჩესტერი“ ბეილის შეძენით ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, ვიდრე ფეხბურთელი  „საუთჰემპტონიდან“ „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში სათამაშოდ გადავიდოდა.

ამავე თემაზე:

„მილანი“ კრიშტიანო რონალდოთი დაინტერესდა



 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვის სიცოცხლე შეეწირათემქაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ბავშვის გარდარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. თბილისში, თემქის მე-11 მიკრო რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.  ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვები ისხდნენ. თვითმხილველთა თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი კი ... ...
  • საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგი უკვე ძალაშიამხარეთა მიერ შიდა პროცედურების დასრულების შედეგად, ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის – ამის შესახებ განცხადებას  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, ასოცირების დღის წესრიგი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ძირითადი განმახორციელებელი ინსტრუმენტია და მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ კონკრეტულ პრიორიტეტებს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ყველა სფეროში. „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ასოცირების დღის წესრიგის პირველი ფაზის, 2014-2016 წწ. პრიორიტეტების განხორციელების კუთხით. ქვეყნის მიერ ამ პერიოდში გატარებული ძირეული რეფორმები, რომლებმაც უზრუნველყო ქვეყნის პროგრესი და წინსვლა ღრმა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ ევროკავშირთან, აღიარებული და პოზიტიურადაა შეფასებული ახალ დღის წესრიგში. ამჟამად საქართველო ასოცირების შეთანხმების განხორციელების აქტიურ ფაზაში იმყოფება – მიმდინარეობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან, ინტენსიურად ინერგება ევროპული სტანდარტები სხვადასხვა სფეროში, ვითარდება და ღრმავდება დარგობრივი თანამშრომლობა, აქტიურად მიმდინარეობს ევროპული პრაქტიკის დამკვიდრება და ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობის გზით და ა.შ. შესაბამისად, ასოცირების ახალი დღის წესრიგი ამ მისწრაფებასაც ასახავს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში და დასძენენ, რომ განახლებული დღის წესრიგი სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციითა და ინტენსიური თანამშრომლობით შემუშავდა და ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტულ პრიორიტეტებს, ისეთ სფეროებში როგორიცაა: 1) დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და ინსტიტუციების გაძლიერება; 2) საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; 3) მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; 4) ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები; 5) ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; 6) კომუნიკაციები, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა, კლიმატი და სამოქალაქო დაცვა; 7) მობილობა და ხალხთა შორის კავშირები. „პრიორიტეტების განხორციელების პროცესში ევროკავშირი მზად არის სოლიდური ფინანსური თუ ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს. ამ მიზნით ევროკავშირმა შეიმუშავა ახალი მრავალწლიანი ჩარჩო (2017-2020) – Single Support Framework, რომელიც ითვალისწინებს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერას, მათ შორის საექსპერტო დახმარებით, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარებით, საქართველოში შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერებით და შესაძლებლობათა განვითარებით. ევროკავშირი ასევე მზად არის შექმნას დახმარების ახალი ინსტრუმენტები ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული კომპლექსური რეფორმების მხარდასაჭერად. უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან გაძლიერებული თანამშრომლობის შედეგად, ასოცირების ახალ დღის წესრიგში ცალკე პრიორიტეტად იქნა გამოყოფილი ეს მიმართულება. ასოცირების დღის წესრიგში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელიც რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის ფონზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უცვლელი პრიორიტეტია“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...
  • აქვს თუ არა კავშირი ბიძინა ივანიშვილს დაბა ლაითურში გასახორციელებელ პროექტებთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში ორი დიდი პროექტი _ გზის მოასფალტება და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. დაბაში ყოფნის დროს “გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ორივე პროექტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით კეთდება. “ხეები გააქვთ დაბა ლაითურიდან და სამაგიეროდ, ეს ორი პროექტი ხორციელდება. საუკუნის საქმე კეთდება და ყველა მივესალმებით მსგავსი საქმეების კეთებას. როგორც გავიგეთ ბიძინა ივანიშვილი ხეების გატანის გამო აკეთებს ამ ყველაფერს. როგორც ამბობენ, 20 ხე უნდა გაიტანონ ლაითურიდან, თუმცა, დაზუსტებით არაფერი ვიცით“, _ გვითხრეს დაბა ლაითურში. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურებში. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ  მერია-ლაითურის საავტომობილო გზის 5.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია.  სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 975 000 ლარს შეადგენს. პროექტი 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. წყლის პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.  სამუშაოების ღირებულება 4 703 426 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ 3 300 აბონენტი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში ... ...
  • აშშ საქართველოს "ჯაველინის" ტიპის სარაკეტო სისტემებსა და დანადგარებს მიჰყიდისქართული მხარის მიმართის საფუძველზე, შეერთებული შტატები საქართველოს "ჯაველინის" ტიპის სარაკეტო სისტემებისა და დანადგარებს მიჰყიდის. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა, თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ კი, იარაღის სავარაუდო მიყიდვის შესახებ კონგრესს აცნობა. საუბარია 410 რაკეტაზე, 72 დანადგარსა და სასწავლო მოდელებზე, რომელთა საერთო ღირებულება 75 მილიონი დოლარია. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გარიგება ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ჯაველინის სისტემები კი, ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. „ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს. ამასთან, ცალსახად ეს არის აღიარება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მიმართულების სისწორისა. ჯავშანსაწინაღმდეგო სისტემები ატარებს თავდაცვით ხასიათს, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ვერ გამოიყენება ვერცერთი ქვეყნის წინააღმდეგ,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ... ...
  • პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობისთვის ციხის ყოფილი თანამშრომლები დააკავეს პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8-ე დაწესებულებისა და რუსთავის N6-ე დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს, _ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები პატიმრებს ართმევდნენ პირადი ჰიგიენის ნივთებს, თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და ამწყვდევდნენ კარცერში. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების თანამშრომლები ლ.ბ. და დ.ხ., დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად და აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. დადგინდა, რომ ბრალდებულები დაწესებულებაში შესახლებისას, პატიმრებს განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ძალადობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება. ბრალდებულთა  ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის  და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. პატიმრების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, 2012 წლამდე პერიოდში, ასევე სისტემური ხასიათი ჰქონდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავის N6 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლებს – დ.ა.-ს,  თ.მ.-ს  და  ბ.დ.-ს  საპყრობილის რეჟიმის დებულების სრული იგნორირებით, შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის საკუთარი წესები. კერძოდ, ბრალდებულები პატიმრებს ართმევდნენ კანონით მინიჭებული პირადი ჰიგიენის ნივთებს, საწოლისთვის განკუთვნილ თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად,  გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში. აღნიშნული სახის  არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის №6 დაწესებულებაში ჰქონდა სისტემური ხასიათი  და გამოიყენებოდა განურჩევლად, პატიმრების დასჯისა და დაშინების მიზნით. არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 800-მდე მსჯავრდებული, რომლებიც განთავსებული იყვნენ პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებაში. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით  (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ.) რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის მიერ, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულია პენიტენციური სისტემის 72 თანამშრომლის მიმართ, მათ შორის  სასჯელაღსრულების დაწესებულების 8 დირექტორისა და 7 დირექტორის მოადგილის მიმართ. ყველა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ეპიზოდი ჩადენილია 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. პროკურატურა ამ მიმართულებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას”, – აღნიშნულია პროკურატურის ... ...

არქივი

ზაფრანი

ტრაქტორიდან „ლამბორჯინამდე“

საქვეყნოდ ცნობილი საავტომობილო გიგანტის, "ლამბორჯინის",...

როზალინდა ჩელენტანოს საიდუმლო

რამდენიმე ხნის წინ ადრიანო ჩელენტანოს...

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...