10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

14 დეკ. 2018, 17:25:51

ახალი ოკეანე

აფარის სამკუთხედი (იგივე აფარის დეპრესია) ეს არის ყველაზე ცხელი ადგილი დედამიწაზე. იგი მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე, ეთიოპიასა და ერითრეას შორის, ზღვის დონიდან დაახლოებით 100 მეტრით ქვემოთ. ამ ტერიტორიაზე მუდმივად იფრქვევა ვულკანები და გეიზერები, ძალიან ხშირია მიწისძვრები. აფარის სამკუთხედში ტექტონიკური მოძრაობები ძალიან ნელა მიმდინარეობს, მაგრამ გაივლის 10 მილიონი წელი და ეს აქტივობები მთლიანად შეწყდება. დარჩება მხოლოდ ცარიელი აუზები, რომლებიც წლით შეივსება და ამ ადგილზე წარმოიქმნება ახალი ოკეანე, რომელიც მომავალში იდეალური კურორტი იქნება.

დიდი შეჯახება

გალაქტიკაში და მზის სისტემაში უამრავი „თავისუფალი“ მეტეორიტი მოძრაობს, რომლებიც გამუდმებულ კატაკლიზმებს იწვევენ კოსმოსში. უახლოესი 100 მილიონი წლის განმავლობაში, ასეთი კატაკლიზმა დედამიწაზეც მოხდება, რაც რა თქმა უნდა მრავალი ცოცხალი არსების განადგურებას გამოიწვევს, ასეთი მოვლენები დედამიწაზე უკვე იყო 65 მილიონი წლის წინ, თუმცა მაშინაც მოახერხა ბევრმა ცოცხალმა ორგანიზმმა გადარჩენა და განვითარება. ეს იქნება დედამიწაზე ახალი ერის დასაწყისი, როდესაც თავიდან ჩამოყალიბდება კაცობრიობა და შესაძლოა იგივე გზის გავლა მოუხდეს, რაც ისტორიიდან გვსმენია.

"პანგეა ულტიმა" – ახალი ჰიპერკონტინენტი

უახლოეს 50 მილიონ წელიწადში აფრიკის კონტინენტი, რომელიც ბოლო 40 წელია მიიწევს ჩრდილოეთისაკენ, შეუერთდება სამხრეთ ევროპას, რაც გამოიწვევს ხმელთაშუა ზღვის გადაფარვას და წარმოიშობა უამრავი ახალი მთათა სისტემა. ამასობაში ანტარქტიდასა და ავსტრალიასაც „გაუჩნდება სურვილი“ შეუერთდეს ამ სუპერკონტინეტს და გამუდმებული ტექტონიკური მოძრაობის წყალობით, დაახლოებით 75 მილიონი წლის შემდეგ ეს ორი კონტინენტი შეუერთდება აზიას. ამ ფონზე წარმოუდგენლად გაიზრდება ატლანტის ოკეანის მოცულობა. ორივე ამერიკის კონტინენტი ან დასავლეთით დაიწყებს გადაადგილებას, ან აღმოსავლეთით. მეცნიერები ამაზე ზუსტად ვერ თანხმდებიან. ამ ყველაფერს დაახლოებით 250 მილიონი წელი დასჭირდება და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ერთი ჰიპერ კონტინენტი „პანგეა ულტიმა“. გაივლის კიდევ რამდენიმე ასეული მილიონი წელი და ეს კონტინენტიც რღვევას დაიწყებს. მაშინ უკვე ძნელი წარმოსადგენია რა ფორმის კონტინენტებად ჩამოყალიბდება დედამიწა.

გამა დასხივება

დაახლოებით ყოველ 200 მილიონ წელიწადში დედამიწა, ისევე როგორც სხვა პლანეტები „იბომბება“ ულტრა მაღალი სხივებით. მართალია დასხივებები დედამიწაზე ხშირად ხდება, თუმცა ასეთ ძლიერ დაბომბვას შეუძლია სიცოცხლის მნიშნელოვანი ნაწილი სრულად გაანადგუროს, რაც გამოწვეული იქნება მაღალი დასხივების, ანუ ულტრამაღალი რადიაციული ფონის შედეგად. ამ დასხივების ავტორი მეზობელი სისტემიდან, დაახლოებით 6500 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავიდან მოდის, რომელსაც მზეზე ბევრად დიდი მოცულობა აქვს, ხოლო მის გამოსხივებას წინ ფაქტობრივად ვერაფერი აღუდგება. მას თავისუფლად შეუძლია დედამიწის ოზონის შრის დაშლა. ასეთი „დაბომბვა“ დედამიწაზე დაახლოებით 450 მილიონი წლის წინ მოხდა, რამაც მეცნიერების აზრით დედამიწაზე მაშინ არსებული სიცოცხლის 60 პროცენტი გაანადგურა. მათივე მტკიცებით დედამიწაზე უახლესი მილიონი წლის მანძილზე ასეთი „დაბომბვა“ მოსალოდნელი არაა.

სიცოცხლისათვის უვარგისი გარემო

იმის გამო, რომ მზის აქტიობა მუდმივად მატულობს, დედამიწაზე ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც აქ არსებული ტემპერატურა სიცოცხლესთან ძნელად შესათავსებელი იქნება და დედამიწაც მეზობელი პლანეტა - ვენერას ბედს გაიზიარებს. გარდა ამისა, ტემპერატურის მომატება იწვევს მომწამვლელი მეტალების აორთქლებას, რაც ასევე მომაკვდინებელ გარემოს შეუქმნის ცოცხალ ორგანიზმებს. დედამიწაზე ასეთი მდგომარეობა დაახლოებით 700 000 წლის შემდეგ უნდა ვივარაუდოთ, ვინაიდან, დაახლოებით, მილიონი წლის შემდეგ, მეცნიერთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მზე უბრალოდ ჩაქრება და დედამიწაზეც სრული სიბნელე და სიცივე დაისადგურებს.

მაგნიტური ველის გაქრობა

დაახლოებით 250 მილიონი წლის შემდეგ დედამიწის ბირთვი, რომელიც ამჟამად თხევად მდგომარეობაშია, თანდათან გაცივდება და გაიყინება, რაც დედამიწის მაგნიტურ ველს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ეს ფაქტი გამოიწვევს დედამიწის ატმოსფეროს ზედა შრეების, კერძოდ ოზონის შრის დაშლას, რაც მზის რადიაციულ სხივებს საშუალებას მისცემს, თავისუფლად მოაღწიონ დედამიწამდე, ეს კი რა თქმა უნდა სიცოცხლის ძირითადი ფორმების განადგურებას გამოიწვევს.

პლანეტების შეჯახება მზის სისტემაში

დაახლოებით სამი მილიარდი წლის შემდეგ ვენერასა და მერკურის ორბიტებმა შეიძლება ერთმანეთი გადაკვეთონ. შესაბამისად ეს ორი პლანეტა ერთმანეთს შეეჯახება. ამ შემთხვევაში მერკურს ან მზე შთანთქამს, ან მასზე ბევრად დიდი მოცულობის ვენერა გაანადგურებს. მომხდარი კატაკლიზმით მნიშვნელოვნად აირევა სხვა პლანეტების ორბიტები, რაც მაქსიმუმ ხუთი მილიარდი წლის შემდეგ გამოიწვევს იმას, რომ დედამიწის და მარსის ორბიტებიც გადაკვეთენ ერთმანეთს...

ღამის ახალი ზეც

გაივლის მრავალი წელი და დედამიწაზე თანდათან უფრო ხილვადი და თვალსაჩინო გახდება ანდრომედას გალაქტიკა, რომელიც ნელ–ნელა უახლოევდება „ჩვენს“ გალაქტიკას. საბოლოოდ ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეერწყმება, რა დროსაც გარდაუვალი იქნება ამ ორი გალაქტიკის პლანეტების ერთმანეთთან შეჯახება, თუმცა არსებობს ძალიან მცირე შანსი, რომ ჩვენი მზის სიტემა გამოეყოს ამ ქაოსს და ცალკე აღმოჩნდეს კოსმოსურ უფსკრულში. თუმცა ეს ყველაფერი დაახლოებით 10 მილიარდი წლის შემდეგაა მოსალოდნელი.

ნამსხვრევების რგოლი – „მთვარის წვიმა

ჩვენი ერთგული თანამგზავრი - მთვარე ყოველ წელიწადს 4 სანტიმეტრით შორდება დედამიწას, მზე კი შედის წითელი გიგანტის ფაზაში. ეს ტენდენცია ბოლოს აუცილებლად შეწყდება და მეცნიერთა ვარაუდით გარემო ზემოქმედების შედეგად მთვარე დიდ ნამსხვრევებად იქცევა, რის შემდეგაც ეს ნამსხვრევები წამოვა დედამიწისკენ და მის გარშემო შექმნის ნამსხვრევების რგოლს. ეს რგოლი მრავალი წლის მანძილზე საკმაოდ ლამაზი სანახაობა იქნება, ბოლოს კი ისინი აუცილებლად დედამიწაზე ჩამოცვივდება, რაც დიდ საფრთხეს შეუქმნის კაცობრიობას. მეცნიერთა ვარაუდით „მთვარის წვიმა“ 50 მილიარდი წლის შემდეგაა მოსალოდნელი.

 აოხრება და განადგურება

დაახლოებით, 10 მილიარდი წლის მანძილზე დედამიწაზე აუცილებლად მოხდება ზემოთ ჩამოთვლილი კატაკლიზმები, თუმცა, ვიმედოვნოთ, რომ ეს მართლაც დიდი ხნის შემდეგ იქნება და ჩვენი პლანეტა არ გადაიქცევა კოსმიური ღრუბლის ერთ უმნიშვნელო ნაწილად.




 ახალი ამბები
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებსქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს: „გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია, გარდა ბავშვის მეურვეობისა. ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა. რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს. სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს”,_ წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემაკავებელი ორდერია გამოცებული ბასილაშვილის მამის მიმართაც. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ გირაო ... ...
  • მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა საქართველოს საზღვრიდან 7 კილომეტრში. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ინგუშეთში დაფიქსირდა.  მისიწქვეშა ბიძგების სიღრმე კი 16 კილომეტრი იყო. მიწისძვრა თბილისის დროით 16:33 საათზე ... ...
  • "გამომეკიდა რაღაცა საგნით"- რას ჰყვება ბასილაშვილის ყოფილი ცოლიძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისსა და ყოფილ ქმარს შორის კონფლიქტში ასევე, მისი ყოფილი მამამთილი ჩაერია. ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას ყოფილი მამამთილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნით გამოეკიდა. დოროყაშვილი კონკრეტულად ვერ იხსენებს, თუ რა საგანი იყო ეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საგანი შესაძლოა ნაჯახი იყო. "ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს ეს დეტალები, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი," - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.   დღეს ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. წყარო: რუსთავი ... ...
  • „მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი“ - ნინო ლომჯარია„საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან! მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!“ - წერს ნინო ლომჯარია ... ...
  • ახალგაზრდა მამაკაცმა მამის საფლავზე, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ტრაგედია სამეგრელოშიზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, მან  სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, მამის საფლავზე მიიყენა. სუიციდის ფაქტი "გურია ნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?