Gilese 667C"-შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს

ზაფრანი

Gilese 667C"-შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს

25 სექ. 2013, 19:26:07

ასტრონომებმა აღმოაჩინეს მზის სისტემა, რომელიც შვიდი პლანეტისგან შედგება და მათგან სამი სიცოცხლისთვის გამოსადეგია. ეს სისტემა ჩვენგან 22 სინათლის წლითაა დაშორებული.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ სამი პლანეტიდან ერთს, ნამდვილად აქვს სიცოცხლის არსებობისთვის ყველა მონაცემი. ეს დედამიწის ტიპის პლანეტა, თავისი მზიდან მდებარეობს ზუსტად იმ მანძილზე, როგორზეც დედამიწა. "სიცოცხლისთვის გამოსადეგი სამი პლანეტის აღმოჩენა ერთი მზის სისტემაში ძალიან გასაოცარია," _ ამბობს ასტრონომთა ჯგუფის ხელმძღვანელი, გილემ ანგლადა-ესკუდე გოტინგენის უნივერსიტეტიდან, სადაც ამ სისტემას იკვლევდნენ.

ეს პლანეტები მდებარეობენ მზის ორბიტებზე, რომელსაც "Gilese 667C" ჰქვია. ის შედის სამი ვარსკვლავის სისტემაში "Gilese 667". თითოეული ეს პლანეტა რვაჯერ აღემატება დედამიწას ზომაში, რის გამოც, მათ "სუპერ-დედამიწები" შეარქვეს.

_ ჩვენ რომ რომელიმე ამ პლანეტთაგანზე ვყოფილიყავით, მზე გამოჩნდებოდა როგორც დიდი წითელი ვარსკვლავი, ხოლო დანარჩენი ორი _ სუპერ-დედამიწა იქნებოდა, იმ სიდიდის, როგორც ჩვენგან მთვარე მოჩანს და ღამეს ისინი გაანათებდნენ.

ამ სამი პლანეტიდან მხოლოდ ერთზე ვიცით დანამდვილებით, რომ იგი სიცოცხლისთვის გამოსადეგია, მაგრამ დანარჩენ ორზეც არსებობს სიცოცხლის შანსი, თუმცა, არც ისე იდეალური, რადგან ორი პლანეტიდან ერთი სულ წყლითაა დაფარული ხოლო მეორე _ "გაჭედილია"; ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავისი ღერძის გარშემო არ ბრუნავს და მხოლოდ ერთი მხარე იღებს მზის შუქს, მეორეზე კი _ სულ ღამეა.

იმის გამო, რომ ეს პლანეტა ჩვენგან ძალიან შორსაა, ჩვენ არ ვიცით, როგორი ტიპის ატმოსფეროა იქ, ვერ დავადგენთ როგორი ტიპის სიცოცხლე ჩქეფს მასზე. სწორედ ატმოსფეროს შემადგენლობა და მისი წნევა მოქმედებს ორგანიზმების განვითარებაზე, _ ამბობენ ჯგუფის წევრები.

წყარო




 ახალი ამბები
  • თბილისის მეტრო მგზავრებს 06:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურებათბილისის მეტრო, 21 სექტემბრიდან, მგზავრებს 06:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ  მეტროში დასრულებულია ენერგოუსაფრთხოებისა  და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარეობდა სარებილიტაციო სამუშაობი, რის გამოც, მეტრო 06:00 საათიდან 11:00 საათამდე მუშაობდა. ჩვეულ რეჟიმში გადასვლა ივნისში იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო სამუშაოები  გადაიდო და სექტემბრამდე მათი დასრულება ვერ მოხერხდა. როგორც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში მეტროპოლიტენის გახსნიდან 54 წლის მანძილზე პირველად, სრულად განახლდა მეტროპოლიტენის საკაბელო და სავენტილაციო ინფრასტრუქტურა; კერძოდ - შეიცვალა 191,000 მეტრი დაბალი ძაბვის (220-380 ვოლტი) და 137,000 მეტრის საშუალო ძაბვის (6-10 კილოვოლტი) ახალი კაბელი და დამონტაჟდა 32 ერთეული ახალი სავენტილაციო დანადგარი; პროექტის განხორციელების შედეგად, მეტროპოლიტენში, მნიშვნელოვნად გაიზრდება უსაფრთხოების პარამეტრები და შემცირდება ტექნიკური შეფერხებების რაოდენობა; ახალი კაბელები მეტროპოლიტენს წელიწადში 670, 000 კილოვატ-საათის, ხოლო ახალი სავენტილაციო დანადგარები - 305, 000 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ეკონომიის საშუალებას ... ...
  • გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 21-22 სექტემბერს +24,+26, ხოლო 23-25 სექტემბერს +27, +29 გრადუსი ... ...
  • უცხოელ ბიზნესმენებს ფიზიკურად გაუსწორდნენ- ფაქტზე 4 პირია დაკავებულიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო (R)აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში  გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით - 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი. თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება  მომენტალური პრიზით, მათ შორის:  PSP-ს, „ნიკორას" და" სუფთა სახლის" ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით  - 50 და 100 ლარის ნომინალით, ინტერნეტ მეგაბაიტებით და  0%-იანი საკომისიო ტარიფით - ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ გადახდებზე. აქციის სუპერ პრიზს -  20,000 ლარს მიღებს ის ორი მომხმარებელი, რომელიც თიბისიში ფულად გზავნილს 3-ჯერ და მეტჯერ გაანაღდებს ან გაგზავნის. თიბისიში ფულადი გზავნილის განაღდება მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი: ·         ინტერნეტ და მობაილბანკიდან - www.tbconline.ge ·         ცხელ ხაზზე დარეკვით, ნომერზე - 032 2 272727 გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილილიდან და სერვის ცენტრიდან. თიბისიში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და, გაგზავნონ შემდეგი საერთაშორისო გზავნილები: INTEL EXPRESS, RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT,  ისრაელის გზავნილები World com finance. აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ... ...
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...