Rapa Nui _ აღდგომის კუნძული

ზაფრანი

Rapa Nui _ აღდგომის კუნძული

26 ნოე. 2013, 16:15:00
კუნძული რაპა ნუი, ცნობილია, როგორც აღდგომის კუნძული. ეს სახელი მას შეარქვეს ჰოლანდიელმა მკვლევარებმა 1722 წელს, როცა ისინი ამ კუნძულზე აღდგომის დღეს გადასხდნენ.

ის მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთით და ცნობილია იქ განლაგებული ქვისგან გამოთლილი 1 000 "მოაიით" _ ადამიანის სახიანი ქანდაკებები.

კუნძული სულ რაღაც 242 კვადრატული კილომეტრია (სიგრძე _ 22 კმ ში, სიგანე _ 11 კმ); გამოცდილ მოგზაურებს მისი 1-2 დღეში შემოვლა შეუძლიათ. ეს ვულკანური კუნძული ყველაზე იზოლირებული ადგილია დედამიწაზე _ ყველაზე ახლომდებარე ქვეყანა ჩილე მისგან 3 700 კილომეტრზე მდებარეობს.

კუნძულზე აღმოჩენილი რადიოკარბონატის ანალიზი გვიჩვენებს, რომ რაპა ნუიზე ადამიანები დასახლდნენ ჩვენი წელთაღრიცხვით 1 200 წელს, იმ დროს, როდესაც პოლინეზიელები (ადამიანები, რომლებიც ცხოვრებენ ახალ ზელანდიასა და მის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულებზე) გამოცურდნენ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში და სამხრეთ ამერიკაში ახალი ტერიტორიების აღმოსაჩენად. ლეგენდის თანახმად, აღდგომის კუნძულებზე გადმოსულ 100-კაციან ტომს წინ მიუძღოდა ბელადი ჰოტუ მატუ'ა.

როდესაც პოლინეზიელები გადმოვიდნენ კუნძულზე, მათ ნახეს, რომ ის დაფარული იყო პალმების უღრანი ტყით და სხვა უამრავი მცენარეულობით. შემდეგ საუკუნეებში რაპა ნუის ფაუნა განადგურდა და მეცხრამეტე საუკუნისთვის ის სულ მთლად გაშიშვლდა. ფაუნის განადგურება, ძირითადად ვირთხების ბრალი იყო, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ მეზღვაურებმა თან წამოიყვანეს. ამ ვირთხებს კუნძულზე არ ჰყავდათ ბუნებრივი მტრები, ისინი უცხოები იყვნენ აქაური ფაუნისთვის და ამის გამო ისინი დაუსჯელად ნადირობდნენ ცხოველებზე, მცენარეებზე და ანადგურებდნენ ბუნებას.

ბევრი ფიქრობს, რომ ხეები მოჭრეს იმის გამო, რომ გადაეტანათ გიგანტური მოაის ქანდაკებები, მაგრამ ეს ასე არაა, რადგან ახლანდელი აღმოჩენები გვაჩვენებს, რომ ეს ფიგურები "მისეირნობდნენ" მათთვის განკუთვნილ პედესტალებზე. რა თქმა უნდა, ისინი ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ _ ამას აკეთებდა 2 ან 3-კაციანი ჯგუფი თოკების მეშვეობით. ეს მოვლენა მეცნიერებმა აღადგინეს და თქვენ შეგიძლიათ ის იხილოთ ამ ლინკზე http://www.youtube.com/watch?v=YpNuh-J5IgE

ეს აღმოჩენა გვეხმარება, გავრკვიოთ, თუ როგორ ამოძრავებდნენ ამ ქანდაკებებს, მაგრამ მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, თუ რატომ შენდებოდა მოაიები. მაგრამ არის ერთი ყველაზე დამაჯერებელი თეორია _ ეს ქანდაკებები გარშემო არტყია მთელ კუნძულს და არც ერთი მათგანი არ იყურება ზღვისკენ, არამედ კუნძულის გულისკენ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ პოლინეზიელებმა ეს იმისთვის ჩაიდინეს, რომ პატივი ეცათ რაპა ნუიზე მცხოვრები ხალხისთვის ან მათი ღმერთებისთვის.

ამ ქანდაკებების მშენებლობა შეწყდა 1722 წელს, როსაც ჰოლანდიელი მეზღვაურები გადასხდნენ კუნძულზე აღდგომის დღეს.




 ახალი ამბები
  • „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ"- აშშ-ის საელჩოდღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება: „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს. დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ ... ...
  • გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას ცდილობს„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია ერთი ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით, შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს",_ ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, გააკეთა. გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობა დიდი უზნეობაა და სწორედ ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. „სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“, - განაცხადა ... ...
  • "უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში" _ საჯარო სამსახურის ბიუროსაჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ  . აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი გეცნობებათ დამატებით“, – აღნიშნულია ... ...
  • რას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევარას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. ეზუგბაიას თქმით, 26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინო სივრციდან, 4 კი საბურთალოს კლასტერიდანაა. „დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 26 შემთხვევა. აქედან 18 არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან. თქვენ იცით, რომ ამ სოფლის მცხოვრებლების კვლევა გრძელდება. კვლევისას დადასტურებულ შემთხვევებს სტაციონარში ვათავსებთ და მათ კონტაქტებს ვსწავლობთ. ამისთვის არაა საკმარისი ერთჯერადად უარყოფითი პასუხი, ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას მათ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენონ უარყოფითი პასუხი. დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 არის საკარანტინო სივრციდან, 4 კი ე.წ. საბურთალოს კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. რაც შეეხება ჩვენს ცენტრში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს 48 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 11 გუშინ მუშევანიდან მივიღეთ. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, დღეს ჩაუტარდებათ რადიოლოგიური კვლევა. 24 საათში 1 პაციენტი გავწერეთ. გვყავს სამი პაციენტი მძიმე პნევმონიით, თუმცა მათ თანმდევი დაავადებები არ აქვთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უმეტესად მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?