მოსაწყენი კინოსაყვარლები

ზაფრანი

მოსაწყენი კინოსაყვარლები

2014 ნოე 30 17:29:14

ცოტა ხნის წინ გამოცემამ „People“ ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა და ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო კინოს ყველაზე მოსაწყენი კინოსაყვარლების ათეული გამოავლინა. ამ ორიგინალურ ტესტირებაში მიახლოებით 10 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ მკითხველებმა ეროტიკულ სცენებში სრულიად უნიჭოებად დაასახელეს ჰიუ გრანტი, ორლანდო ბლუმი, ნიკოლ კიდმანი, ტომ კრუზი და ისეთი მაცდუნებელი დიაციც კი, როგორიც მადონაა.

პირველი ანტისექსუალური ადგილი მიაკუთვნეს ნატალი პორტმანისა და ჰაიდენ კრისტენსენის წყვილს, რომლებმაც თავი „შეირცხვინეს“ „ვარსკვლავური ომების“ მეორე ეპიზოდში. ეს დუეტი ებრძოდა ყველა ჯურის მტერს და ალბათ, სარეცელზე ვნებიანი ურთიერთობებისათვის ძალები აღარ რჩებოდათ.

მეორე ნომრად გავიდა ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის წყვილი ფილმიდან „ჯილი“. ეს მსახიობები იმ ხანად რეალურ ცხოვრებაშიც ნამდვილი საყვარლები იყვნენ. სამწუხაროდ, ვირტუალურ სამყაროში კინოს მოყვარულების მოლოდინი ვერ გაამართლეს.

ბრინჯაოს მედალი ანუ მესამე ადგილი კაირა ნაიტლისა და ორლანდო ბლუმის წყვილმა მოიპოვა. ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები“ ისინი ერთმანეთს ისე „უხარისხოდ“ ეალერსებოდნენ, რომ საყოველთაო გაკიცხვა დაიმსახურეს.

შემდეგ საფეხურზე მადონა და მისი ეკრანული პარტნიორი ადრიანო ჯიანინი აღმოჩნდნენ, გაი რიჩის სურათში „ზღვაში გატაცებულნი“. მაყურებელთა აზრით, მათ საწოლში თავი დიდად არ შეიწუხეს.

კეტრინ-ზეტა ჯონსი და უბერებელი სექს-სიმბოლო შონ კონერი მეხუთე პოზიციაზე დამკვიდრნენ. ფილმში „ხაფანგი“ ამ წყვილისაგან ყველა გრძნობათა დიდ ნიაღვარს ელოდა, სამწუხაროდ, პირიქით გამოვიდა და ეს ფაქტი „კრიტიკოსებმაც“ საგანგებოდ აღნიშნეს.

ჰიუ გრანტი მრავალი ქართველი მანდილოსნის კეთილგანწყობით სარგებლობს, მაგრამ ამ უკანასკნელმა სასიყვარულო სცენებში გადაღებისას თავი გვარიანად შეირცხვინა. ჰიუსა და ენდი მაკდაუელის ყოვლად უსუსურმა კოცნამ ფილმში „ოთხი ქორწილი და ერთი გასვენება“ ყველა ჭეშმარიტი კინომანის განცვიფრება გამოიწვია.

მეშვიდე პოზიციაზე ბენ აფლეკი და ქეით ბეკინსეილი აღმოჩნდნენ ფილმიდან „პერლ ჰარბორი“.

მერვე ადგილზე  ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი განლაგდნენ. იმ პერიოდში ისინი ერთმანეთზე დაოჯახებულები იყვნენ, მიუხედავად ამისა სურათში „ფართოდ დახუჭული თვალებით“ კამერის წინ ვერ შეძლეს მათ შორის უკვე წარმოშობილი ანტიპათიის დავიწყება. ეს წყვილი სწორედ რომ ამ ფილმის შემდეგ ალაპარაკდა გაყრაზე.

მეცხრე საფეხურზე ჰიტ ლეჯერისა და ჯეიკ გილენჰაალის ეკრანული დუეტი აღმოჩნდა ფილმში „კუზიანი მთა“.

ეს „საპატიო“ ათეული კი ყველასათვის მოულოდნელად დაასრულეს ლეონარდო დი კაპრიომ და ქეით უინსლეტმა. ფილმმა „ტიტანიკი“ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ამის მიუხედავად, დი კაპრიოსა და უინსლეტის მიერ განსახიერებული სიყვარულის ისტორია მრავალ კინოს თაყვანისმცემელს მეტად რომ არადამაჯერებლად მოეჩვენა.




 ახალი ამბები
  • კახა კალაძე: რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვილად ეს ასე არ არის"მე საზოგადოებასთან და ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია.  რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვილად ეს ასე არ არის, თუმცა ეს არის ადამიანების დაჯგუფება რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედი-LIVE-ის ეთერში. მერის აზრით, ნაციონალურ მოძრაობას „სხვა ენა არ ესმის“, თუმცა ეს გამამართლებელი არ არის. 18 იანვარს კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რომელსაც დიდი გამოხმარება მოჰყვა.   „ჩვენ იქ ​გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ და ამ ადამიანებს ვინც მე ჩამოვთვალე, შეუძლიათ, აბრძანდნენ. ნუ, მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხები“, – განაცხადა კახა ... ...
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...