ჯენიფერ ლოპესის პრობლემა

ზაფრანი

ჯენიფერ ლოპესის პრობლემა

2014 დეკ 3 19:32:26

თბილისში მეორადი მოხმარების ტანსაცმლის მრავალი მაღაზია არსებობს. ეს საქმიანობა საკმაოდ მომგებიანია და მუშტარიც მრავლად ჰყავს. ”ძონძების” ბიზნესით დაკავებულებს ერთი წინადადება მინდა რომ მივაწოდო.

ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ნახმარ ტანსაცმელს არასოდეს იშორებს და საგულდაგულოდ ინახავს. მაინც რა გაუჭირდა ისეთი, რომ 110 მილიონ დოლარად შეფასებული ქონების პატრონი ნახმარ კაბებს, შარვლებსა თუ ფეხსაცმელს ვერ ელევა.

ბოლოს და ბოლოს ლოპესის სახლი ერთ დიდ ძველმანების საწყობად გადაიქცა და ისიც ფრიად შეწუხდა.

ცოტა ხნის წინ ქალმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სახლში ნახევარი მილიონი დოლარის ”ტავარი” მიდევს და ვინც თავიდან მომაცილებს სრულიად უსასყიდლოდ გავატანო.

ასე რომ გამოიჩინეთ მარიფათი ქართველო ”სექენდ-ჰენდების” მფლობელებო. დაუკავშირდით ”ჯეი-ლოს”. თავდაპირველად მოელაპარაკეთ, შემდეგ გემი დაიქირავეთ და გასწიეთ ლოს-ანჯელესისაკენ.




 ახალი ამბები
  • "ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არა მარტო ჩოხატაურისთვის, არამედ მთელი გურიისთვის"2015 წლის მიწურულს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა იდეა, რომელიც ითვალისწინებდა ჩოხატაურში პროფესიული განათლების კერის აღდგენას; ამასთან, ისტორიული დენდროპარკის, ერისთავების ისტორიული სასახლის და ადგილ-მამულის გადარჩენა-დაცვას, რომელიც გორაბერეჟოულის ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიის ნაწილია. იმ დროს, ზაალ მამალაძე ამბობდა, რომ "დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა გორაბერეჟოულის ტექნიკუმის აღდგენაზე, თუმცა, განათლების სამინისტროს მიერ დადებული დასკვნის თანახმად, არსებული შენობა გამოუსადეგარია და დემონტაჟს ექვემდებარება. სამაგიეროდ, მდგრადი და ვარგისია იქვე, ოთხიოდ კილომეტრში მდებარე სოფელ ქვემო ერკეთის ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა". "მიმაჩნია, რომ რეგიონის და ორივე სოფლის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სასწავლო კორპუსად გამოყენებული იქნას ქვემო ერკეთში მდგარი შენობა, ხოლო საცდელი ნაკვეთები, სასწავლო ბაზა განთავსდეს გორაბერეჟოულში," _ ამბობდა საკრებულოს თავმჯდომარე და ხაზს უსვამდა, რომ ამ ორი ბაზის შერწყმა-გაერთიანება მომგებიანი იქნება და რაც ყველაზე მთავარია, ეს გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მიგრაციის შემცირებას: "ერკეთში, 2000 წლამდე, ფუნქციონირებდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, რომელიც ასევე ყოველწლიურად 130-150-მდე სხვადასხვა პროფილის სპეციალისტს ამზადებდა. აქაც, ისევე, როგორც გორაბერეჟოულის ტექნიკუმში, დასაქმებული იყო 50-მდე პედაგოგი. 1 0651 კვ.მ მიწის ფართობზე დგას ოთხსართულიანი სასწავლო კორპუსი (საერთო ფართით _ 1 194 კვ.მ) და 3 ორსართულიანი შენობა-ნაგებობა (საერთო ფართით 2 000 კვ.მ). მანძილი ამ ორ სოფელს შორის 4 კილომეტრია. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, პრობლემას არ წარმოადგენს და გაცილებით მომგებიანი იქნება, თუ მოხდება ამ ორი ბაზის შერწყმა-გაერთიანება. შესაბამისად, შეიქმნება ერთი მძლავრი, მრავალპროფილიანი განათლების ცენტრი _ სასწავლო კორპუსებით/კამპუსებით სოფელ ერკეთში და უნიკალური 24 ჰა-ზე გაშენებული საცდელი ნაკვეთებით _ სოფელ გორაში. ეს გამოიწვევს ორი სოფლის და მთელი მუნიციპალიტეტის გამოცოცხლებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მიგრაციის შემცირებას. ასევე, გორაბერეჟოულის უნიკალური კომპლექსის ჩართვას ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ცენტრის შექმნაში, რომელიც ამ პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საგანმანათლებლო, პროფესიული გადამზადების, პრეზენტაციებისა და ახალი იდეების გენერაციის ცენტრად გადაიქცევა. პროფესიული ტექნიკუმის ყოფილი შენობა გორაბერეჟოულში რაც შეეხება სოციალურ მხარეს _ ჩოხატაურში 1 500-მდე ოჯახი სარგებლობს სიღარიბის ზღვარს ქვევით პროგრამით. ამ ოჯახებს არ აქვთ ფინანსური საშუალება, მათმა შვილებმა ჩოხატაურის გარეთ სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოფიციალური მონაცემებით, რომელიც განათლების რესურსცენტრის მიერაა მოწოდებული, ბოლო 3 წლის განმავლობაში 677-მა მოსწავლემ დაამთავრა ჩოხატაურის ზოგად საგანმანათლებლო სკოლები. აქედან, 77-მა მოსწავლემ ვერ შეძლო საატესტატო გამოცდის ჩაბარება; აბიტურიენტებიდან კი, 331-მა ახალგაზრდამ ვერ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ასევე, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 54-მა ახალგაზრდამ შეავსო სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული პროფესიული ცენტრების აპლიკაციები, მაგრამ აქედან 20-მა, საბოლოოდ, უარი თქვა, მიეღო პროფესიული განათლება სწორედ სხვაგან ცხოვრებისთვის საჭირო სახსრების უქონლობის გამო. ამდენად, 410-ზე მეტმა ახალგაზრდამ დაკარგა შანსი მიეღო განათლება, შეეძინა სპეციალობა. მათი უმრავლესობა, როგორც იაფი, არაკვალიფიციური მუშახელი გაედინება მეზობელ ქვეყნებში, სადაც საკმაოდ დაბალი ანაზღაურების ფასად შრომობს, რათა არჩინოს ოჯახი. და ეს მაშინ, როცა ადგილებზე კონკრეტული სპეციალისტების მწვავე დეფიციტია. დღეს, როცა საქართველოში უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, ხდება სასწავლო ობიექტების რეაბილიტაცია, დიდი ყურადღება ექცევა პროფესიულ განათლებას, პროფესიულ გადამზადებას, სოფლის მეურნეობის დარგების სწრაფი განვითარებისთვის საფუძვლის შექმნას, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. მაგალითისთვის _ სოფლის მეურნეობაში ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა, კოოპერატივების პროგრამა, "აწარმოე საქართველოში", "დანერგე მომავალი" და მსგავსი პროექტები. ენერგეტიკის სფეროს თუ ავიღებთ, მხოლოდ გურიაში 10 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლის პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 250 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს. ყველა პროექტის გახორციელებას და მერე ამუშავებას სჭირდება კვალიფიციური მუშახელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი და გადაუდებელია სხვადასხვაპროფილიანი საშუალო სპეციალური განათლების მქონე კადრების მომზადება სწორედ პროფესიული განათლების ცენტრებში. ამ პროცესში მნიშვნელოვანი რესურსია გურიის რეგიონში არსებული მაღალკვალიფიციური კადრები, კვლევითი ინსტიტუტი, რაც რეგიონულ ჰარმონიულ განვითარებასაც შეუწყობს ხელს", _ აღნიშნავდა 2016 წელს, ჩვენთან საუბრისას ზაალ მამალაძე. აქ აშენდება პროფესიული ტექნიკუმის ერთ-ერთი კორპუსი იმავე წელს, საკრებულოს თავმჯდომარემ ეს ინიციატივები პრემიერ-მინისტრს, განათლების მინისტრს, სოფლის მეურნეობის მინისტრს, და ენერგეტიკის მინისტრს გააცნო. ამ ყველაფრის შემდეგ სამი წელი გავიდა და როგორც ცნობილი გახდა, ჯერ კიდევ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი იდეა გახორციელების ეტაპზე გადავიდა. _ უკვე ოფიციალურ დონეზე მიღებულია გადაწყვეტილება, აშენდეს ორი კორპუსი _ გორაბერეჟოულში, ახალი კორპუსის ასაშენებლად გამოყოფილია 2 მილიონ ლარამდე. აქ გაიხსნება სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებული ფაკულტეტები. რაც შეეხება მეორე კორპუსს _ ამ შემთხვევაშიც, გადაწყდა, რომ აშენდეს ახალი შენობა, რადგან ერკეთში არსებული შენობების რეაბილიტაცია საკმაოდ ძირი დაჯდებოდა და არჩევანი ახალი, თანამედროვე ტიპის შენობაზე გავაკეთეთ. ეს კორპუსი განთავსდება დაბაში,, გურამიშვილის ქუჩაზე (სოფელ გუთურის მიმართულებით). ეს იქნება ძირითადი კორპუსი, სადაც განთავსდება, როგორც ადმინისტრაცია, ასევე სოფლის მეურნეობის გარდა სხვა ფაკულტეტები, რომლებიც პროფესიულ განათლებას მისცემენ ახალგაზრდებს, _ გვითხრა  ზაალ მამალაძემ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მშენებლობა გორაბერეჟოულში უახლოეს თვეებში უნდა დაიწყოს და წელს უნდა დასრულდეს: _ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არამარტო ჩოხატაურისთვის, არამედ მთელი გურიისთვის, რომლის გახორციელებაში ამ წლების განმავლობაში ყველა უწყება და უწყების პირველი პირები იყვნენ ჩართულები. არ შეიძლება, გამოგვრჩეს ჩოხატაურის ყოფილი დეპუტატი თემურ ჭკუასელი და მოქმედი დეპუტატი ნინო წილოსანი, ჩოხატაურის მერი, მერიის სამსახურები _ მათთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ სასურველ შედეგს, _ ამბობს ზაალ მამალაძე. მისივე თქმით, ამავე დროს, მუშაობა მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეგობარი პოლონეთის ქალაქ ლეჟაესკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმის გასაფორმებლად: _ ლეჟაესკში არის ძალიან კარგი პროფესიული სასწავლებელი და მათ ამ მიმართულებით აქვთ დიდი გამოცდილება. უკვე ვმუშაობთ, რომ ჩოხატაურში, ტექნიკუმის გახსნის შემდეგ ამოქმედდეს გაცვლითი პროგრამა და აქაურ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა პროფესიული ცოდნა გაიღრმავონ პოლონეთში, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა ევროპაში. აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ როგორც ზაალ მამალაძე ამბობს, აღნიშნული პროექტის წარმატებით გახორციელებისთვის აუცილებელია მოქალაქეთა ჩართულობა. სწორედ ამ მიზნით, უახლოეს დღეებში მისი საჯარო განხილვა მოეწყობა, სადაც დასწრება ნებისმიერ პირს შეეძლება: _ ვგეგმავთ, რომ მოვაწყოთ პროექტის საჯარო განხილვა, სადაც მოვიწვევთ, მოქალაქეებს, დარგის სპეციალისტებს, ადამიანებს, რომლებსაც გული შესტკივათ განათლებაზე, ჩოხატაურზე. ვფიქრობ, ასეთი ადამიანების რიცხვი დიდი იქნება. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამაში, მოგვცენ შენიშვნები, მოგვაწოდონ იდეები, გაგვიზიარონ შთაბეჭდილებები. ჩვენი თვითმიზანი მხოლოდ შენობის აშენება და სტატუსის მინიჭება არაა. ჩვენ დიდი ამბიციები გვაქვს _ გვინდა ეს იყოს ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კერა, რომლის შენებაში ყველას შეგვიძლია თითო აგურის დადება, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ "გურია ნიუსთან" ... ...
  • გაზრდილი ბზარები და სპეციალისტების მოწვევის ხელახალი იმედილანჩხუთში, ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ნათელა მოისწრაფეშვილი მიიჩნევს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, ვინაიდან ის მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და იქ ბზარების რაოდენობა თანდათან  მატულობს. ნათელა მოისწრაფეშვილის ინფორმაციით, ვითარება განსაკუთრებულად გასული წლის ნოემბერში მომხდარი  სტიქიის შედეგად დამძიმდა. "ადრე იყვნენ მოსული გეოლოგები და აქაურობა შეამოწმეს, თუმცა, ამ შემოწმების  შემდეგ მდგომარეობა უფრო გართულდა _ მიწა ჩამოიშალა და  ბზარებიც უფრო გაიზარდა. ვთვლი, რომ აქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია,  აუცილებელია, ხელახლა მოხდეს აქაურობის შემოწმება და შესწავლა", _ ამბობს  სახლის მეპატრონე. როგორც ირკვევა, ნათელა მოისწრაფეშვილის საცხოვრებელ სახლთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, საქმის კურსშია ადგილობრივი ხელისუფლება, სადაც ამბობენ, რომ ტერიტორიის დეტალური შესწავლის მიზნით, სპეციალისტების მოწვევა იგეგმება, რომლებიც შესაბამის დასკვნას დადებენ. ნინოშვილში ნათელა მოისწრაფეშვილის საცხოვრებელი სახლის ადგილზე მოსანახულებლად იმყოფებოდა კიდეც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე,  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან და საკრებულოს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარესთან ... ...
  • ივანიშვილი თქვენი ასე მარტივად სახსენებელი არ არის _ წულუკიანი ოპოზიციასთეა წულუკიანმა ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე უპასუხა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, მან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის ფასი. „როდესაც თქვენ "ნაციონალური მოძრაობა" ბედავთ ჩემს გადადგომაზე საუბარს. მე რა ვუთხარი ბახტაძეს, რა მიპასუხა, რა შენიშვნა მომცა ბახტაძემ, იმან რა მითხრა, მე რა ვუთხარი ივანიშვილს, ეს ივანიშვილი თქვენი ასე მარტივად სახსენებელი არ არის. თქვენ ბევრჯერ მკითხეთ ქალბატონო თეა რა იცით თქვენ ბატონ ბიძინაზე?- მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ. ის სიკეთეები ვიცი, რაც მას უკეთებია და მე ვიცი მისი ფასი. მე არსად გახტომას და გამოხტომას არ ვაპირებ, არ ვიქნები ამ საზოგადობისთვის მისაღები არაა პრობლემა, მე ვიქნები ამ გუნდის წევრი და "ქართული ოცნების" წევრობა არ არის ამისთვის საჭირო,“-განაცხადა თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანის განცხადებით მან იუსტიციის სამინისტროს დაუბრუნა ფუნქცია და დღეს უწყება მუშაობს ისე, როგორც უნდა ემუშავა თავის დროზე.  შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ... ...
  • ადა მარშანია: რაც თავში მომივა იმას ვიტყვი _ თქვენ საცოდავებო, თქვენ უბადრუკებობატონო კობახიძე, გულის სიღრმეში მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით? – ამ კითხვით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, ადა მარშანიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს დღევანდელ პლენარულ სესიაზე. ადა მარშანია დღეს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომ „მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – რომან გოცირიძეს და ნიკა მელიას თვალს უპაჭუნებდა“. ამასთან, როგორც ადა მარშანიამ აღნიშნა, ღმერთმა დაიფაროს „ქართულ ოცნება“ იმისგან, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდეს. „გამოვედი ამ ტრიბუნასთან და პირველად ჩემს ცხოვრებაში, იცით, არაერთი წლის პარლამენტის წევრი ვარ, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ჩემი გამოსვლა. უბრალოდ, რაც თავში მომივა იმას ვიტყვი, ისე ვარ ემოციებით გადავსებული და გადატვირთული. ბატონო კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით თქვენ, გულის სიღრმეეში მაინც მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით? აი, გულის სიღრმეში მაინც? თქვენს სინდისთან მარტო რომ დარჩებით, მართლა გგონიათ ეს თქვენს თავზე? რა გაბედეთ თქვენ გუშინ და რა მითხარით აქ. მართლა ცუდი სმენადობაა ამ პარლამენტში და გუშინდელი დღიდან უკვე უბადრუკ და სამარცხვინო სხდომებს ყურსასმენით ვუსმენ. რაღაც თვალის ჩაპაჭუნებაზე ბრძანეთ, მე ყურადღებაც არ მიმიქცევია, მართლაც არ უნდა მიმექცია, მაგრამ თურმე, რა გითქვამთ თქვენ ამ ხმაურში. ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, „ქართულ ოცნებას“, ე.წ, პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ გაგიჟდეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვენ საცოდავებო, თქვენ უბადრუკებო. მართლა რა გეშველებათ მერე თქვენ, ეს ერთი. მეორე – უფრო მძიმე სათქმელი მელის წინ და თქვენ უფრო მძიმე ტექსტის მოსმენა გელით პატივცემულო კოლეგებო“, – მიმართა ადა მარშანიამ ... ...
  • რუსული ნარატივის საუკეთესო მაგალითი სალომე ზურაბიშვილის შემდეგ _ წულუკიანის პასუხი მარშანიასქალბატონო ადა, თქვენი გამოსვლა რუსული ნარატივის საუკეთესო მაგალითი იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ _ ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სესიაზე გააკეთა. მან ადა მარშანიას მიმართა და სთხოვა, საპარლამენტო ტრიბუნიდან რუსული ნარატივით არასოდეს ესაუბრა. წულუკიანმა მარშანიას იმ განცხადებას უპასუხა, სადაც პატრიოტთა ალიანსიდან პარლამენტის დეპუტატმა მინისტრს მოუწოდა მათთან საუბრისას ტონი შეეცვალა. „არა ქალბატონო ადა, მე თქვენ აღარ დაგელაპარაკებით, არც ამ ტონით არც იმ ტონით, საერთოდ არანაირი ტონით,  იმიტომ რომ იმ პარტიას ვცემ და ქალბატონ ირმას პატივს, ვისთან ერთადაც მიბრძოლია. მაგრამ, ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ადა, რუსული ნარატივით ამ ტრიბუნიდან ნუ საუბრობთ. საუკეთესო მაგალითი იყო რუსული ნარატივის სალომე ზურაბიშვილის შემდეგ თქვენი გამოსვლა,“-განაცხადა იუსტიციის ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...