ძაღლის საყურე, ცეკვის სამართავი, ჩიტების პამპერსი _ უცნაური გამოგონებები და პატენტები

ზაფრანი

ძაღლის საყურე, ცეკვის სამართავი, ჩიტების პამპერსი _ უცნაური გამოგონებები და პატენტები

2014 დეკ 18 11:49:33

ზოგიერთი უცნაური იდეით შეპყრობილი ადამიანი უცნაური გამოგონების დაპატენტებას ცდილობს და ახერხებს კიდეც. გთავაზობთ უცნაურ პატენტებს, რომლებიც ადამიანის ზედმიწევნით უცნაური საგამომგონებლო საქმიანობის შედეგია. აქვე დავძენთ, რომ ასეთები მრავლადაა, თუმცა ჩვენ მათ შორის  ყველაზე უცნაურსა და  საინტერესოს გამოვყობთ.

ეძიეთ  კატა ზურგჩანთაში

ცხოველის ტრანსპორტირება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ხშირად ხდება, რომ მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ შინაური ცხოველის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანის გამო ან პირიქით, გადამეტებულ და შემაწუხებელ ინტერესს იჩენენ ცხოველის მიმართ. პატრონიც იძულებულია ანგარიში გაუწიოს გარშემო მყოფების რეაქციას. ასეთი შემთხვევების ასაცილებლად 2004 წელს გამოიგონეს Uშ 6.701.871 პატენტით დაცული სპეციალური ცხოველების ზურგჩანთა. ეს  სამგზავრო საშუალება შედგება მყარი კარკასისაგან, რომელსაც შემოკრული აქვს სქელი ნაჭერი.  რამდენიმე სასუნთქი და საჭვრეტი სავენტილაციო ხვრელი საშუალებას აძლევს ცხოველს სიბნელეში თავი ,,ეულად" არ იგრძნოს, დაჰყვეს პატრონის გადაადგილების რიტმს, ტრანსპორტის მოჯაყჯაყე მოძრაობასა და მკვეთრ დამუხრუჭებას. თუ ეს თვინიერი არსება ზურგჩანთით გადაჭედილ ავტობუსში ამოყოფს თავს, მისი შეგრძნებები კიდევ უფრო გამძაფრდება. ისე საინტერესოა, როგორ დროს გაატარებს ასეთ ზურგჩანთაში თავად გამომგონებელი.

 ძაღლის საყურე

თუ თქვენ გრძელყურა შინაური ცხოველი გყავთ, უთუოდ განცდილი გექნებათ ერთი სირთულე, რომელიც  ოთხფეხა მეგობრის კვების ან გასეირნების დროს იქმნება. ასეთ დროს ძაღლის გრძელი ყურები გამუდმებით ბინძურდება და ათასგვარი პარაზიტებით ივსება. განსაკუთრებით ეს აქტუალურია პუდელებსა და მეძებარ ძაღლებში, თუმცა უკვე გამოიგონეს ახალი დამცავი საშუალება. საკმარისია თქვენს ოთხფეხა მეგობარს ყურებზე ჩამოაცვათ განსაკუთრებული  მილები და ცხოველის გრძელი სასმენი ორგანო საიმედოდ იქნება დაცული დაბინძურებისაგან.

თავზე შემოსადები საკვებურა “გობი”

ეს მოწყობილობა დაეხმარება ნატურალისტს  ახლო მანძილიდან დაინახოს და უკეთ შეიგრძნოს ის, თუ როგორ კენკავენ ჩიტები საკვებს. ამისათვის საკმარისია  ქვესადგამში საკენკის დაყრა, შემდეგ მისი თავზე შემოდება და მოცდა, როცა ფრინველები მოისურვებენ ასეთი ტიპის მოწყობილობიდან საკვების მიღებას.     

შემტევი  ბლოკნოტი

თუ სადმე  ბნელ კუთხეში “ხულიგანი” შემოგეყარათ არ დაიბნეთ, თქვენ შეძლებთ მასთან გამკლავებას, თუ  თავდამცავ ბლოკნოტს მოიმარჯვებთ. ამ უჩვეულო ბლოკნოტს  სპეციალური ამოჭრილი ადგილი აქვს, სადაც თითები თავსდება. მას გააჩნია ბასრი კიდეები, რათა მოწინააღმდეგეს  მაქსიმალური ზიანი მიაყენოთ. ამავე დროს შესაძლებელია მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებაც, ანუ შეგიძლიათ ჩაინიშნოთ თავდასხმის დეტალები, ან დააფიქსიროთ მოძალადის სახის განსაკუთრებული ნიშნები.

  გაბრაზებული  მაყუჩი

ეს მოწყობილობა (აღწერილობის თანახმად) იჭერს ყველა ბგერას, რომელსაც კი ადამიანი გამოსცემს. თუ, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე დაგაბიჯეს, იმის ნაცვლად რომ უშვერი სიტყვებით  გამოლანძღოთ მოუქნელი მგზავრი, თქვენ შეგიძლიათ მოიმარჯვოთ მაყუჩი და ჩასძახოთ  რაც მოგესურვებათ და არ იფიქროთ შედეგებზე. იდეალური ჩანაფიქრია თავშეუკავებელი ინდივიდებისათვის.

 შეზლონგი ორსულთათვის

მოგეხსენებათ რა სირთულეებს აწყდებიან ქალები ორსულობისას. მათზე ზრუნვის მიზნით ერთ-ერთმა გამომგონებელმა მოიფიქრა განსაკუთრებული შეზლონგის დამზადება, რომლის საშუალებითაც მომავალი დედიკო შეძლებს მუცელზე გადატრიალებას და მზის აბაზანების სწორად მიღებას. შეზლონგი შედგება ჩარჩოსაგან, გადასაკრავისაგან და განსაკუთრებული საკეტისაგან, რომელიც  მომავალი დედიკოს აღნაგობას შესანიშნავად მოერგება და კომფორტსაც შეუქმნის.

  თავზე მორგებული აფიშა

დაივიწყეთ ჩვეულებრივი მისალოცი ბარათები და პლაკატები -- ეს უკვე აღარაა მოდური და თანამედროვე. ახლა მოდაში უჩვეულო მილოცვის საშუალებებია, მაგალითად, თავზე დასამონტაჟებელი მისალოცი ბარათი. წარმოიდგინეთ, რომ სტუმრად მიხვედით და თავს პლაკატი გიმშვენებთ, წარწერაც თავისთავად უცნაურ შინაარსს  შეიცავს. აბა როგორ? ხომ უნდა გავამართლოთ გამომგონებლის ჩანაფიქრი.

 ცეკვის სამართავი

თუ თქვენ ცეკვა არ გეხერხებათ, ან არ ხართ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, ნუ აღელდებით, რადგან გამოჩნდა საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ დაძლიოთ ეს სირთულე. ცეკვის სამართავი ხელთათმანი სწორედ თქვენთვისაა შექმნილი. ჩამოიცვით იგი ხელის მტევნებზე  და გარკვეული დროის შემდეგ შეიგრძენით საცეკვაო მოძრაობის მშვენიერება.

პამპერსი ჩიტებისთვის

თუთიყუში და იადონი გავრცელებული შინაური  ფრინველებია. როგორც ყველა ფრინველი და ცხოველი ისინიც უქმნიან უხერხულობას  პატრონებსა და ხშირად სტუმრებსაც, რადგან საპირფარეშოს მოხმარების უცოდინრობის გამო ,,საზოგადოებაში უზრდელად" იქცევიან. მათი რეპუტაციის გადასარჩენად  მეცნიერებმა გამოიგონეს ე.წ ჩიტების  პამპერსი. ეს მოწყობილობა მაგრდება ფრინველის სხეულზე, არ აღიზიანებს ფრთებს და არ ვარდება ფრენის დროს.

მექანიკური ძიძა

ბავშვი გეყოლათ? გილოცავთ. დაივიწყეთ მშვიდი ძილი, ახლა ბავშვის ტირილი იქნება ჩვეული ხმა თქვენს ოჯახში. ამ მდგომარეობიდან ერთი გამოსავალი არსებობს. საჭიროა მიენდოთ მეცნიერებას და გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები გთავაზობთ. ამ თემასთან დაკავშირებით გაცემულია პატენტი ერთ მოწყობილობაზე, რომელიც ჩვილს ზურგზე ეფერება და  მას დაძინებაში ეხმარება, შედეგად  მშობელიც  კმაყოფილია და  პატარაც. ეს გამოგონება შედგება ელექტროძრავისაგან და ლილვაკზე დამაგრებული მექანიკური ხელისაგან.  კონსტრუქცია ფიქსირდება საწოლის ქიმზე და ელექტროსადენიდან იმართება.




 ახალი ამბები
  • ერთდღიანი ბაზრობის პოლიტიკური ელფერიის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის... და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია "ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“. აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ. აქციის პარარელურად "გურია ნიუსმა" რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები ... ...
  • ოზურგეთის ხელოვნების ცენტრი 30 წლისაა13 დეკემბერს,  ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის  ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა. _მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ.  30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის,   მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი  მაინც არის.  ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი   დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ  გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ,  საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე  მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე  გვაქვს უამრავი  გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით  გახსნა ღონისძიება  და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე. სურატების გალერეის დირექტორმა,  ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა  სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ. _ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები.  ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის ,  არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი.  ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია.  1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.  არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში,  ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე  და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის  აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების  განვითარება.  ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად   გავხსნით  მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას.  იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის.  მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი.  კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან  სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ  გადავურჩით    გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც  არის.   ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე  დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება.  კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით  ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა   და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა. სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან  ცამოსულმა  სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად  გალერეას. დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის,  სახვითი ხელოვნების ... ...
  • "ერთადერთი, რაც შემიძლია, საჩუქრად გადავცე კომპასი“_თალაკვაძე ელისაშვილს ეხმაურებადღეს "სამოქალაქო მოძრაობამ" ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა  იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების,  ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და  ფეოდალიზმში დაადანაშაულეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით "მაჟორიტარი ფეოდალია". თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს. „უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...