ქართული „საახალწლო ისტორიები“

ზაფრანი

ქართული „საახალწლო ისტორიები“

10 იან. 2015, 19:46:43

ჩვენი ვებ-გვერდის მკითხველებს 2015 წელს კიდევ ერთხელ გულით ვულოცავ და ვუსურვებ რომ ამ აუწყობელ ქვეყანაში, 12 თვის შემდეგ საკუთარი პრობლემები სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც გადაეწყვიტოთ.

დღეს საახალწლო-სახალისო დაიჯესტს შემოგთავაზებთ, რომელსაც პირობითად „ხალხის ხმას“ ვუწოდებდი.
ჩვენი პირველი რესპონდენტი ვანელი როინ გოგიბერიძე იქნება.

„როგორც მოგეხსენებათ, ქართული ტრადიციის მიხედვით, დიდი მნიშვნელობა აქვს, ახალი წლის ღამეს პირველი ვინ გესტუმრება. დაუვიწყარი ფილმი "კუჩხი ბედინერიც" ხომ ამ თემას ეძღვნება.

ეს ტრადიცია ბევრ ქართულ სოფელში დღესაც შემორჩენილია, და თუ ახალი წლის ღამეს კარგი ფეხის მქონე სტუმარი გეწვევათ, იმ წელს ხვავსა და ბარაქას უნდა ელოდოთ.

ზედიზედ სამი წელი იყო გივი სიმონის მეკვლე. პირველი "მეკვლეობის" შედეგად სიმონს ბაბუა გარდაეცვალა, თუმცა ეს გივისთვის არავის "დაუბრალებია". მეორე წელსაც გივი იყო მეკვლე, იანვარი გასული არ იყო, სიმონის ბაბუას ბებია მიჰყვა უკან. მესამე წელს გივი შემთხვევით გახდა სიმონის მეკვლე... მამა დაკარგა იმ წელს სიმონმა. შარშან, ახალ წელს, გივი ისევ მიადგა სიმონის სახლს, გაბრაზებულმა მასპინძელმა მიაძახა:

- რა გინდა გივი, ვერ ხედავ, მარტო რომ დავრჩი? გადადი ეგერ ჟორასთან, თორმეტნი არიან სახლში!!!“

ჩვენი მომდევნო სტუმარი ქუთაისელი ჭიჭიკია იქნება. ნებისმიერ ჩვენთაგანს ახალი წლისთვის განსაკუთრებული სურვილი აქვს ჩაფიქრებული და გამონაკლისი არც ბატონი ჭიჭიკიაა (სამწუხაროდ მისი გვარი არ ვიცი). სამწუხაროს ჭიჭიკიას საახალწლო სურვილი საერთოდ აღარ ახსოვდა , რადგან...
ჭიჭიკია ახალი წლის დილას ნაბახუსევზე იღვიძებს. ბალიშთან ცოლის წერილი დახვდა, კითხულობს:
- გილოცავ, ახალ წელს, ძვირფასო! "ბორჯომი" თუ მოგინდეს, მაცივარშია, მაცივარი სამზარეულოშია, სამზარეულო შემოსასვლელიდან მარჯვნივაა, თუ ვერ მიაგენი, შენ გვერდით ვწევარ და გამაღვიძე...
ალბათ დროა იმერეთის დედაქალაქიდან კახეთში გადავინაცვლოთ.

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ სოფელ მეჯვრისხევში მოხდა. ახალი წლის მეორე დღეს დიდი თოვლი მოვიდა. ვასილ გოგიაშვილის სახლთან დილაადრიან ვიღაცის ხმა

გაისმა. თბილისიდან ჩამოსული ვასილის შვილი, ტიტიკო მიეგება სტუმარს, რომელიც სასმლის დიდად მოყვარული მეზობელი, ვახო აღმოჩნდა.

- რა გინდოდა, ვახო? - ჰკითხა ტიტიკომ.

- რა მინდოდა და... - დაიბნა ვახო, - თოხი!

ტიტიკომ თოხი გამოიტანა, მისცა სტუმარს და შინ შევიდა.

- ვინ იყო და რა უნდოდა? - ჰკითხა ვასილმა შვილს.

- ვახო იყო, თოხი მთხოვა და მივეცი, - უპასუხა ტიტიკომ წყნარად.

მოხუც მამას სიცილი აუტყდა:

- გაგიჟდი, შვილო? ვინ თოხნის მეტრიან თოვლში? ალბათ დალევა უნდოდა, მიდი, შემოაბრუნე, მაგის ცოდო არ დაიდო! - დაადევნა ტიტიკო მეზობელს, თვითონ კი მარანში ჩავიდა.

ეს მხიარული ისტორია რამდენიმე წლის წინ, იანვრის პირველ დღეებში მოხდა. მას თბილისელი თემურ გიკაშვილი გაიხსენებს.

რას არ მოაფიქრებინებს გაჭირვება ქართველს და მით უმეტეს, ქუთაისელს. როცა ჩვენი ქვეყნიდან სამსახურის საძებნელად  ხალხმა უცხოეთში გადახვეწა დაიწყო, ბევრმა ყველა ღონეს მიმართა, რომ საზღვარი გადაეკვეთა, ან კონსულები და ელჩები დაერწმუნებინა, თქვენს ქვეყანაში მხოლოდ სამოგზაუროდ მივდივარო.

იმ წელიწადს კანადაში ჭიდაობაში რაღაც ტურნირი ეწყობოდა, მაგრამ ქართველმა მოჭიდავეებმა ვერაფრით დაარწმუნეს მკვახე ხასიათის კონსული, რომ ტურნირის დამთავრების შემდეგ იქ არ დარჩებოდნენ. მოკლედ, იმ წელს კონსულის გადამკიდე, საქართველოდან კანადაში ოფიციალურად ვერავინ წავიდა, გარდა იმ 8 ქუთაისელისა, რომლებიც ახლაც იქ არიან. მათ ძალზე ორიგინალურად გააცურეს კანადის კონსული.

აი, როგორ მოახერხეს ეს:

როგორც მოგეხსენებათ, ჰოკეი კანადაში გამოიგონეს და ეს სპორტი მათი ეროვნული სიამაყეა. ჰოდა, ამ ჩვენმა ქუთათურებმა შეიკერეს ჰოკეისტების ფორმები, სადღაც მინდორზე მოასხეს წყალი, ზამთარი იყო და მეორე დღეს მოლიპული დახვდათ, დაიწყეს ვითომ თამაში უციგურებოდ, სახლში თხილისგან გამოთლილი ჯოხებით, ყველაფერი გადაიღეს კამერით და კონსულს მიუტანეს, თან განცხადებაც მიაყოლეს, რომ ძალიან გვიყვარს ჰოკეი, მაგრამ არა გვაქვს პირობები, კარგად რომ შევისწავლოთ სპორტის ეს ყველაზე ლამაზი სახეობაო.

გულაჩუყებულმა კონსულმა ყველას დართო ნება, კანადაში გამგზავრებისა. ეგ კი არა, ისიც კი "შეუსწორა", რომ გუნდისთვის 10 კაცი მაინცაა აუცილებელიო, ქუთაისელებს კიდევ ორი "ჰოკეისტის" პოვნა, რა თქმა უნდა, არ გასჭირვებიათ.

დღევანდელი საახალწლო -სახალისო ისტორიების მომდევნო გმირი, ერთი უბრალო თბილისელი ადამიანი გახლავთ. ნება მომეცით რომ გითხრათ. მას თენგო ჰქვია და მისნაირები ჩვენს გვერდით (ჩვენსავე ჩათვლით) არაერთი ვართ. ეს ისტორია ბატონი თენგოს ერთ-ერთმა მეგობარმა მომიყვა.

„- შინ მაინც არაფერს აკეთებ და თუ გინდა, ამ საახალწლოდ პატარა ფულსაც გაშოვნინებ და შენი თამროც კმაყოფილი დაგრჩება, - უთხრა შოთიკომ ძმაკაცს და გამომცდელად მიაჩერდა.

- რას მთავაზობ ამისთანას? - გაკვირვებულმა შეხედა თენგომ "ბიზნესპარტნიორს".

- შენმა ცოლმა შემომჩივლა, - უმუშევრობამ და უსაქმურობამ გაალოთა, ეგებ რამე მოუხერხო, თორემ ან მაგას მოვკლავ, ან მე მოვიკლავ თავსო. ხომ იცი, სანამ დიდ საქმეს წამოიწყებდე, პატარით უნდა დაიწყო... იმ ფირმამ, სადაც მე ვმუშაობ, საახალწლოდ ასეთი რამ მოიფიქრა - "თოვლის ბაბუა გამოძახებით". ყველგან გავაკარით განცხადება, ტელეფონიც მივუთითეთ და იცი, რამდენმა დაგვირეკა? შვიდი თოვლის ბაბუა დავიქირავეთ, მაგრამ ნაღდად არ გვეყოფა... ჰოდა, მერვე შენ იყავი. ჩაგაცმევთ სანტას ან ნაღდი ქართველი თოვლის ბაბუს ტანსაცმელს და ჩამოუარე ოჯახებს. საჩუქრებს ჩვენ ჩაგიწყობთ ხურჯინში, ლექსები და სიმღერები კი იცი და დალევაც გიყვარს. გამოძახება კი ფასიანია.

თენგოს გულს მოეშვა - თამროსა და ბავშვებს გავახარებო და ულაპარაკოდ დათანხმდა ძმაკაცს.  წელიწად-ნახევარი სამსახურს ამაოდ ეძებდა. სადაც მივიდა, ყველგან ღიმილით დაჰპირდნენ, - დაგირეკავთო, მაგრამ არავის დაურეკავს. მოლხენა დიდებული იცოდა და ხან ვინ ეძახდა გაშლილ სუფრასთან, ხან - ვინ.

შინ გვიან მისულს ცოლი ქოქოლას აყრიდა, - დაგეცეს მეხი, ისევ დალიეო? "მეხდაცემული" თენგო ჩუმად შეიპარებოდა საძინებელში და... იძინებდა მეორე დღის იმედით... სამაგიეროდ, ახლა მშვენიერი საქმე გამოუჩნდა - გაერთობოდა და ფულსაც იშოვიდა.

შოთიკომ მისალოცი ტექსტი მისცა, რომელიც ტრადიციულად ასე იწყებოდა: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი". ამის მერე უფლება ჰქონდა, იმპროვიზებულად გაეგრძელებინა "სამუშაო". გული კი დასწყდა, რომ ნაბადი და სვანური ქუდი არ ერგო, მაგრამ თავი ინუგეშა, - არა უშავს, მაინც ევროპისა და ამერიკისკენ გვიჭირავს თვალი და რაც არის, არის, ვიქნები სანტა კლაუსიო.

31 დეკემბერს დილიდანვე გამოეწყო სანტა კლაუსის წითელ ტანსაცმელში, თეთრი წვერ-ულვაშიც მოირგო და სარკის წინ პატარა რეპეტიციაც გაიარა... საღამოს 9 საათზე ხელში დამკვეთთა გრძელი სია დაიჭირა, საჩუქრებით სავსე სანტას "ბოხჩა" მხარზე გადაიკიდა და გაუდგა გზას.

...ყველა ოჯახში ბავშვები ჟივილ-ხივილით ეგებებოდნენ, გაფართოებული თვალებით უცქერდნენ თეთრწვერა "სანტა კლაუსს", რომელიც ქართულად ულოცავდათ ახალ წელს და ცეკვავდა კიდეც. რაღა თქმა უნდა, ჭიქის აუწევლად არ უშვებდნენ და ჩვენი სანტა-თენგო გვარიანად გამოგვითვრა... ქეიფ-ქეიფით მიულოცა 14 ოჯახს დღესასწაული. ბოლოს, ფეხარეული, ღიღინ-ღიღინით მიადგა ბოლო, მეთხუთმეტეს. დარეკა ზარი და კარი ფართოდ გაიღო. თენგომ ჯერ კანფეტები შეყარა, მერე მარჯვენა ფეხი ზღურბლს გადააბოტა და ხმამაღლა დაიძახა: "შემოვდგი ფეხი, დაგეცეთ მეხი!" ამის თქმა იყო და ქეჩოში სწვდა ოჯახის უფროსი, - შენ დაგექცეს ოჯახი, რამ გათქმევინა ახალი წლის ღამეს ამისთანა რამე, მეკვლე მაინც არ იყო... თუ სმა არ შეგეძლო, რას სვამდი ჩემდა ჭირად!.. იმ თქვენს ფირმას თუ არ ვუჩივლო, კაცი არ ვიყოო და ჩვენი "სანტა" კიბეზე დააგორა.

მეორე დღეს, გამოფხიზლებულმა თენგომ რომ გაიგონა თამროს ქოქოლა, - დაგეცეს მეხი, არც თოვლის ბაბუად ვარგიხარო, მიხვდა, რატომაც წამოსცდა მეთხუთმეტე ოჯახში ასეთი "დალოცვა".

მართალია, "პატარა ფული" იმ საახალწლო დღეებში ვეღარ იშოვა თენგომ, მაგრამ სანტა კლაუსის ერთდღიანი როლი "ფეხბედნიერი" გამოდგა. ძალიან მალე ისეთი სამსახური იშოვა, რომ თამროს წყევლა-კრულვა მაშინვე შეწყდა. მეთხუთმეტე მასპინძელს კი აღარ უჩივლია, რადგან შოთიკოს ფირმამ საჩუქრებით დაზურგული ერთი "ნაღდი" ქართველი თოვლის ბაბუა და ერთიც - სანტა კლაუსი გაუგზავნა მისალოცად“.




 ახალი ამბები
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი“ _ ტრაგედია სენაკში სენაკში, სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურაში გუშინ 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, მამაკაცს მდინარეში გული გაუსკდა. გარდაცვლილმა სკოლა წელს დაამთავრა. „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი. საშინელება ტრიალებს. მთელი სოფელი ტირის. ვიწვით ამ ოჯახის ტრაგედიით“, _ ამბობს ადგილობრივი მოქალაქე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ... ...
  • "ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია" 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი. მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. „ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. წყარო: ... ...
  • 3 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე სტოპცოვ.გე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...