რა დრო იყო, რა!

ზაფრანი

რა დრო იყო, რა!

7 თებ. 2015, 20:03:30

იყო დრო როდესაც საქართველოში ფეხბურთი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და სტადიონებზე ზედმეტი ბილეთის შოვნის პრობლემა ყოველთვის იდგა. რასაკვირველია სპორტის ამ სახეობამ ხალხის სიყვარული არ დაკარგა, მაგრამ ქართული საფეხბურთო ოჯახის წევრებმა „მოახერხეს“ რომ დღეს თანამემამულეები „ბარსელონასა“ ან „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრობლემებით უფრო ინტერესდებიან ვიდრე ჩვენებური კლუბების ბედით.

საქართველოში ფეხბურთი რელიგიის დონეზე გახლდათ აყვანილი. ქვეყანა თბილისის „დინამოს“ ცხოვრებით საზრდოობდა. სიმართლე ითქვას და მოთამაშეები საკუთარი თამაშით ამ საყოველთაო სიყვარულს ნამდვილად იმსახურებდნენ.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლის წინ მსურს რომ დავბრუნდე და იმდროინდელი რამდენიმე საინტერესო ისტორია გავიხსენო.

80-იანი წლების თბილისის “დინამო” სასწაულებს ახდენდა და იმ სასწაულის სანახავად ხალხი არც ნერვებს ზოგავდა და არც სოლიდურ თანხას. პირადად მინახავს 3-მანეთიან ბილეთში გადახდილი 150 მანეთი. მინახავს დღე და ღამე სალაროებთან რიგში მდგარი გულშემატკივარი და უმკაცრესად დაცული სიები, რომელსაც სახელდახელოდ შექმნილი “სახალხო კომისია” აკონტროლებდა და ურიგოდ წასვლა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო.

ქვემოთ მოყვანილ ისტორის სტაჟიანი თბილისელი გულშემატკივარი დათო ბარამიძე დღემდე არაერთხელ იხსენებს.

„ის რაც 1981 წლის ადრიან გაზაფხულზე „დინამოს” სტადიონთან ვიხილე, ალბათ არასოდეს დამავიწყდება. თასების თასის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში თბილისის „დინამო” „ვესტ ჰემს” მასპინძლობდა.

პირველი შეხვედრა ქართველებს 4:1 ჰქონდათ მოგებული და იოლი წარმოსადგენია, რა აჟიოტაჟი იყო ატეხილი თბილისში. ზედმეტ ბილეთზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. მატჩის წინადღეს გაგვიმართლა და ორდღიანი დაპირების შემდეგ სტადიონის სალაროებში გამოტანილი ბილეთები დიდი შეხლა-შემოხლის შედეგად მოვიპოვეთ. რამდენიმე ათასი გულშემატკივარი მაინც უბილეთოდ დარჩა.

ერთი ხანში შესული, ხელჯოხზე დაყრდნობილი სრულიად გაჭაღარავებული კაცი შეერია გულშემატკივართა ზღვას, „ზედმეტი ბილეთი ხომ არავის გაქვთო”, - იკითხა და დაამატა: - ნებისმიერი თანხის გადამხდელი ვარო. იქვე ახალგაზრდების ჯგუფი იდგა, წინათ მათ „ანგლებს” ეძახდნენ, ყველას და ყველაფერს თავიანთი, „ანგლური” საზომით ზომავდნენ.

„გამორჩეულმა” დამცინავი ღიმილით უთხრა: - მე მაქვს ზედმეტი ბილეთი, ოღონდ იმ შემთხვევაში მოგცემ, თუ აგერ იმ ხეზე ახვალო. ალვა იყო, ლამის სტადიონის მეორე იარუსამდე უწვდებოდა თავი. ვიდრე ხალხი ამ „ანგლობის” გამო გაკვირვების გამოხატვას მოასწრებდა, იმ ჭაღარა კაცმა სევდიანად ჩაიღიმა, ხელჯოხი იქვე ხეზე მიაყუდა, ფეხსაცმელი გაიხადა და ხეზე ასვლა დაიწყო. ათასობით კაცი გასუსული და პირდაღებული მიაჩერდა. გვარიანად იწვალა და ივაგლახა, მაგრამ მაინც დაძლია თითქმის დაუძლეველი. კენწერომდე ცოტაღა უკლდა, როცა ხალხი აყვირდა: - ჩამოდი, ძია კაცო, მოგებული ხარო. ჩამოსვლა უფრო გაუჭირდა, მაგრამ მიწაზე რომ ფეხი დადგა, სევდიანი ღიმილი მაინც არ მოსცილებია.

„მალადეც, ბიძაჩემოს” ძახილით მოხრილ მხრებზე ხელიც მიუტყაპუნეს. „თავანის” ჩაბარების დროც დადგა. იცით, რა უთხრა იმ მთავარმა „ანგალმა” მოხუცს? - კენწერომდე ვერ ახვედი და ბილეთი არ გეკუთვნისო!..

პაუზა ჩამოვარდა, მომეჩვენა, რომ უსასრულოდ გაგრძელდა. მერე იყო გაგიჟებული ხალხის სამართლიანი განაჩენი: ის „ანგლები” ღობეზე მიაყუდეს, ბილეთები წაართვეს და იქიდან დიდიან-პატარიანად ააორთქლეს. მაგარი ადგილები კი ჰქონდათ „დათრეული”, აღმოსავლეთი ტრიბუნის 23-24-ე სექტორში.“

იმ წელს თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასი მოიპოვა, ფინალური შეხვედრის ბურთი კი ბატონი ანზორ გაბიტაშვილის კუთვნილება გახდა.

“ბოლო სამი წუთი სარბენ ბილიკებზე ვიდექი და სადაც ბურთი გადავარდებოდა, იქით გავრბოდი გამწარებული. ნათქვამი მქონდა, ფინალის ბურთი საქართველოში მე უნდა ჩამოვიტანო-მეთქი. გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა, ყველა ერთმანეთს ეხვევა და კოცნის, მე კი არაფერი მახსოვს იმ ბურთის გარდა. ხიზანიშვილი და თავაძე ეჯაჯგურებოდნენ რიკარდო ლატანცის, ის კი არაფრით თმობდა ბურთს. დრო ვიხელთე, ბურთი გამოვგლიჯე და გასახდელისკენ გავიქეცი. ამ დროს ორი კაცი გამოექანა ჩემკენ, თურმე ფოტოკორესპონდენტები ყოფილან. მე კი მეგონა, ბურთის წასართმევად მომდევენ-მეთქი და სპრინტერული სიჩქარით შევვარდი გვირაბში”.

მატჩის დასრულების შემდეგ დიდი ბანკეტი გაიმართა. მასზე “კარლ ცეისიც” იყო დაპატიჟებული, მაგრამ გერმანელებს ნამდვილად არ ექეიფებოდათ. ქართველებმა ჩინებულად მოილხინეს. სუფრა იმ სასტუმროს რესტორანში იყო გაშლილი, სადაც “დინამო” იყო დაბინავებული. ახალკაცმა ფეხბურთელებს ნება მისცა - დალიეთ, ვისაც რამდენი გინდათო. იმ თასში შამპანურის შვიდი ბოთლი ჩადიოდა. ძიმისტარაშვილი იყო იქ მოსული, დიუსელდორფში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი. იმან დაიწყო და ჩამოატარა თასი. უკლებლივ ყველამ შესვა გამარჯვების სადღეგრძელო. მოგვიანებით ზეიმი სასტუმროს ბარში გაგრძელდა. ის ისტორიული დოლ-გარმონიც მოიტანეს და ქეიფმა დილამდე გასტანა.

ორ დღეში ფეხბურთელები თბილისში დაბრუნდნენ, ქალაქში სადაც 13 მაისის ღამეს ეროვნული ზეიმი გაიმართა. არა მარტო საქართველოს დედაქალაქში, გაზაფხულის იმ ლამაზ ღამეს მთელი ქართველობა დილამდე გარეთ ზეიმობდა. მოთამაშეებს თბილისის აეროპორტში საოცარი დახვედრა მოუწყვეს. ფეხბურთელები ტრაპიდან სათითაოდ ჩამოყავდათ და გასასვლელამდე ასე ატარებდნენ.

მაინც უცნაური დრო იყო. ამ წარმატებისათვის თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები მშობლიურმა მთავრობამ და პარტიამ 700-700 დოლარით დააჯილდოვა. ფულში არ იყო საქმე, რა ფული გადაწონიდა იმ სიხარულს, რაც მაშინ საქართველომ განიცადა.

ალბათ გახსოვთ 1976 წლის 3 სექტემბერი. იმ დღეს სსრკ-ის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. თბილისელები ამ პრიზისათვის მეექვსედ იბრძოდნენ. წინა ხუთი ფინალი ქართველებისთვის უიღბლო გამოდგა. „არარატი“ 1975 წლის თასის მფლობელი გახლდათ და ამ საპატიო ჯილდოს ერევანში კიდევ ერთხელ ჩატანა სურდათ. ალბათ, გახსოვთ, რომ იმ მოსკოვურ საღამოს თბილისელებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს და საბჭოთა კავშირის თასიც პირველად მოიპოვეს.

იმ თამაშის პერიპეტიების გახსენება ფირუზ კანთელაძის მოგონებების სახით მინდა შემოგთავაზოთ. 3 სექტემბრის შეხვედრამდე სომეხი ფეხბურთელები საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულები იყვნენ და ამას არც კი მალავდნენ.

ფირუზ კანთელაძე:

„ფინალური მატჩი ისე დაიწყო, მეტოქემ კინაღამ პირველივე შეტევა გოლით დაასრულა: ძალიან სახიფათო ფორვარდი ჰყავდათ - ნაზარ პეტროსიანი. მისი აქტიურობით ბურთი ჯერ ჩვენი კარის ძელს მოხვდა, მერე კი ალექსანდრე ჩივაძემ გვიხსნა. არავინ იცის, ეს გოლი რომ გასულიყო, თამაში როგორ წარიმართებოდა.

ჯერ დათო ყიფიანმა ლამაზი თავურით გახსნა ანგარიში, მერე ვლადიმერ გუცაევის წაქცევისთვის დანიშნული პენალტიც იყო, ბოლოს კი ყველაფერს წერტილი რეზო ჩელებაძემ დაუსვა.

პენალტი რომ დაინიშნა, ცენტრის ხაზთან ვიყავი. რატომღაც ბურთიც იქ მოგორდა. ამ დროს ვხედავ, რომ ვინც პენალტი უნდა დაარტყას, ის არ აქტიურობს. ინსტიქტურად ავიღე ბურთი და პენალტის ნიშნულისაკენ გავეშურე. დათო ყიფიანმა მომაძახა, მიდი, ფირუზ, ნუ გეშინიაო.

ის თერთმეტმეტრიანი რომ ვერ გამეტანა, ალბათ, საქართველოდან შორს გადავიხვეწებოდი. როგორია, თასის ფინალში პენალტს რომ გააცუდებ, თან, ვისთან - „არარატთან“!

„არარატის“ მეკარე ოვსეპიანმა დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ ძალიან შორეულ კუთხეში დავარტყი და ვერ მიწვდა. მოკლედ, საქართველოდან გახიზვნასაც „გადავურჩი“ და სანუკვარი ჯილდოც დავისაკუთრეთ.

სამწუხაროდ, მოსკოვში ამ წარმატების აღნიშვნა ბოლომდე ვერ შევძელით. მატჩის დასრულების შემდეგ, იქვე, ქალაქგარეთ, ნოვოგორსკის ბაზაზე გავემგზავრეთ, საკავშირო ჩემპიონატის მორიგი მატჩისათვის რომ მოვმზადებულიყავით. მაგრამ აი, თბილისში რომ ჩამოვედით, მართლაც ზღაპრული დახვედრა მოგვიწყო ქართველმა გულშემატკივარმა. სხვა სიყვარული და დამოკიდებულება ჰქონდა ხალხს ფეხბურთელების მიმართ“.




 ახალი ამბები
  • ლარი ისევ გაუფასურდა - სებ-ის ახალი კურსიეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა. სებ-მა ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, 1 აშშ დოლარი  3.2897 ლარი გახდა. კურსი კი რომელიც დღეს მოქმედებდა 3.2641 ლარი იყო რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8292 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8226 ლარი იყო დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ ... ...
  • აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი''აფხაზეთის თასი 2020'' (R)მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ'' მზიურის''საფეხბურთო სტადიონ ''მასტერ კლას-არენაზე'' დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 5 გუნდი მონაწილეობს: თბილისის ''თბილისი'', ზესტაფონის ''მარგვეთი'', ზუგდიდის ''ოდიში'', ბათუმის ''აჭარა'' და გორის ''დილა''. გუნდების შემადგენლობაში, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებული ვეტერანები არიან. ტურნირის პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისის''თბილისსა'' და ზესტაფონის ''მარგვეთს'' შორის და იგი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:4 დასრულდა. ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართება 26 სექტემბერს, 12:00 საათზე. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცემა. აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიღვნილი ტურნირი 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.    ... ...
  • "მეხანძრე მაშველს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო" _ ჭიჭინაძე“პოლიციის ზემდეგ, ზაურ გოგიაშვილს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი  და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო. მიზეზი: როგორც მეხანძრე- მაშველი, ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფესიის მოთხოვნებს. ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს, ვისაც  23-25 წელი აქვთ ნამსახურები მეხანძრე- მაშველად და პენსიამდე კიდევ 10 წელი რჩებათ, დღეს, ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივის,  ელემენტალური საარსებო მინუმუმის გარეშე და  ბანკების ვალებით  აბსოლუტურად ბედის ანაბარა აღმოჩნდნენ დატოვებული. საქმე კი იმაშია, რომ 2008-2019 წლებში  სამაშველო და სახანძრო სამსახურები გადაცემული იყო ადგილობრივი თვითმმართველობს ორგანოების  დაქვემდებარებაში. 2019 წელს ისევ დაუბრუნდნენ შსს სტრუქტურა, რის გამოც 55 წლის ასაკის ადამიანებს პენსიაში უშვებენ, მაგრამ ძალოვნებისთვის კუთვნილი პენსიის გარეშე!  ანუ,  გამოდის, რომ სახელმწიფო მათ უბრალოდ პარავს საკუთარი ნამოღვაწარის  11 წელს, რადგან ამ ადამიანებს  ეს პერიოდი არ ეთვლებათ,  როგორც გასამხედროებული სამსახური  20 წლის სტაჟის პირობებში. ამ ყველაფერს კი, შესაბამის სტრუქტურებში უბრალოდ არ იმჩნევენ, ან შეგნებულად ხუჭავენ თვალს.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. თავად ზაურ გოგიაშვილის განცხადებით კი,  მის უკან ათეულობით ადამიანი დგას, რომელთაგან ზოგი ხმას ვერ იღებს, რადგან ეშინიათ, ზოგის ოჯახის წევრები კი, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და მათაც ასევე ეშინიათ, რომ ისინიც უმუშევრები არ დარჩნენ. ამას გარდა, ზაურ გოგიაშვილის განცხადებით, სახანძრო მანქანების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია და ხშირად უწევთ შეკეთება, სპეციალური ტანისამოსი ორ წელზე მეტია არ გამოუცვლიათ, საკვებად კი ყოვლედღიურ რაციონში შედის ორი კონსერვი, ჩაი და შაქარი და ეს ყველაფერი პურის გარეშე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობსსაქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნაკეთობების რეალიზაცია უკვე www.amazon.com-ზე ხორციელდება. წარმოებული პროდუქტის გამრავალფეროვნების მიზნით განხორციელებულმა ინვესტიციამ 58,000 დოლარი შეადგინა. წარმოების პროცესში 13 ადამიანია ჩართული. ბრენდი 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ესაა ხელნაკეთი წიგნის დამჭერები. „თილისმა“ ამაზონის გარდა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს. „საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდ „თილისმა“ -ს მიეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება სხვადასხვა სახეობის ხის ნაკეთობების რეალიზაციით. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესების წახალისებას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ისინი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • ჭრილობასთან უსათუთესი, თოფთან_ მეომარი _ საქართველოში პირველი ბაზიერი ქალბატონი იუბილარიაოზურგეთელი   ქალბატონი, კლარა  თავართქილაძე სულ მალე 80 წლის ხდება, 57 წელი კი მარტო სამედიცინო სფეროში მუშაობის სტაჟი აქვს. ოზურგეთის  სამედიცინო სასწავლებლის  დამთავრების  შემდეგ, გასული საუკუნის 50-იან წლებში, მუშაობა ოზურგეთის (მაშინდელი მახარაძის) რაიცენტრალურ საავადმყოფოში დაიწყო, ქირურგიულ განყოფილებაში,   შემდეგ  კი ბავშვთა ქირურგიული საავადმყოფოს საოპერაციო ბლოკში გადაინაცვლა და ასე გალია ,თითქმის , 60 წელი მედდად მუშაობაში. როგორც გვიამბობს, მუშაობდა რესპუბლიკაში ცნობილი  ექიმების გვერდით და არცერთი სიკვდილის ფაქტი    საოპერაციო მაგიდაზე  არ მომხდარა. _ ექვსი და-ძმა ვიყავით. მამა ომში დაიღუპა. ერთმანეთი გაზარდეს ჩემმა და-ძმებმა. მე , როგორც ნაბოლარას, დედაც და და-ძმებიც მანებივრებდნენ. ყველაზე დიდი  გატაცება  ჩემი ბაზიერობა იყო, რასაც  13 წლის ასაკიდან ისეთი ლტოლვით ავეკიდე, რომ დღესაც ჟრუანტელი მივლის. დამჭერ მტაცებელ ფრინველზე ნადირობა, გურიაში,  ნებისმიერ   პოპულარულ სპორტზე მეტი ჟინით გამოირჩეობდა.   ჩვენ უამრავი ახალგაზრდა დავიხსენით   ხეტიალისგან თუ ნარკოტიკისგან,  ბაზიერობის დაინტერესებით, _ გვიამბობს ქალბატონი და პირველ ნაბიჯებს იხსენებს, როგორ გაჰყვა 13 წლის ასაკში ძმებს დამჭერ მტაცებელი ფრინველზე სანადიროდ. .. შემდეგ გახდა მაშინდელი მახარაძის მონადირეთა საზოგადოების სექციის წევრი და როგორც ქალი ბაზიერი,   მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, ყურადღების ცენტრში მოექცა. _მე მედდად ვმუშაობდი,   თან ამ უდიდესი საქმის, ბაზიერობის ტრფიალი ვიყავი. როგორც ცნობილია,   ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების   ადათ-წესებთან შესისხლხორცებული იყო ბაზით ნადირობა. თუმცა ქალ ბაზიერს ნაკლებად ნახავდით, _ გვიამბობს კლარა თავართქილაძე და იხსენებს მაკვანეთის ტერიტორიაზე გორმაღალას ფერდობს, სადაც უმეტესად   ხდებოდა მიმინოს  დაჭერა. _ ეეე,  „ნაპერტყულებს“ ვიჭერდით  ჩვენ, ჩოხატაურელებს  და ლანჩხუთელებს რომ გამოექცეოდათ. ისინი აქეთ ნაკლებად გამოუშვებდნენ კარგ მიმინოს და  თუ გამოექცეოდათ, ჩვენც მუდამ იმის ცდაში ვიყავით, როგორმე საუკეთესო მიმინოს დაჭერა მოგვეხერხებინა. მაინც მოხდა ისე, რომ მე მყავდა თეთრზე თეთრი, დედოფალი მიმინო, რითაც 1972 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი, 100 ქულა მისცეს მსაჯებმა. მიმინოს   დასაჭერად   ძირითადად  ღაჟოს ვიყენებდით. მას ჯერ გალიაში ვათავსებდით,    თვალებზე ტყავს ვაწებებდით, რომ ცაში გაშვების დროს,   მიმინო ვერ დაენახა.  როცა  გორმაღალას სეზონს ვიწყებდით, აგვისტოს ბოლოს, აი, მაშინ, როცა გადაფრენისთვის ემზადებიან    ფრინველები, მონადირეები და მათთან ერთად  მეც ,  დილაადრიან მივდიოდით.   ვამაგრებდით მუქი ფერის ძაფისგან მოქსოვილ ბადეს, რომლის შუაგულში ღაჟოს   ვათავსებდით.  აი, როცა მიმინო გამოჩნდებოდა და შურდულივით   დაეშვებოდა ღაჟოს მიმართულებით, მონადირის მარიფათზე  და სისწრაფეზე  იყო დამოკიდებული, რა სწრაფად  დაიჭერდა ღაჟოზე დამცხრალ მიმინოს. შემდეგ , სახლში   წამოყვანილი მიმინოს  მოთვინიერების უმთავრესი პროცედურა  იწყებოდა თვალების ამოკემსვით, _ ამბის  თხრობას ისე განაგრძობს ქალბატონი კლარა, კარგ ორატორს შეშურდება.    ალბათ, ბაზიერთა სკოლა რომ არსებობდეს, უკეთეს ლექტორს  ვერც ინატრებდა კაცი. იხსენებს, რომ პირველივე შემთხვევაზე  დაჭერილი მწყრის ტვინს აჭმევდნენ მიმინოს, რომელიც მას ყველაზე  ძალიან მოსწონს.  ისე კი წელიწადში, რვათვიან მიმინოს 17 კილოგრამი ხორცი სჭირდებოდა. _ ქალი ბაზიერი, რაც მე ეს საქმე დავიწყე,  სამი წლის შემდეგ  გამოჩნდა ჩოხატაურიდან,   გიული ბერძენიშვილი.      მასთან ერთად,  1970 წელს თბილისში,   „ლოკომიტივის“ სტადიონზე, დამჭერ ფრინველთა  მეორე რესპუბლიკურ გამოფენა-შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.   აქ   გუნდური შეჯიბრი   იყო. 1971  წელს კი ჩოხატაურში გამართულ  დამჭერ ფრინველთა მესამე რესპუბლიკურ გამოფენაზე პირველი ადგილი მოვიპოვე. გუნდურში კი ჩოხატაურელებმა იმარჯვეს. მათ ბადალი ნაკლებად ჰყავთ ამ საქმეში. ძნელია,   გავიხსენო, ყველა გამოფენა თუ შეჯიბრი, რომელშიც ცხოვრების მანძილზე მივიღე  მონაწილეობა და მუდამ მაღალი  შედეგები მქონდა. გორმაღალაზე სიარულს ბოლო ათი წელია, თავი დავანებე, რადგან გულის ოპერაცია გავიკეთე და ახლა უფრო შორიდან ვადევნებ   თვალს ბაზიერთა  საქმიანობას, -სინანულით ამბობს ქალბატონი კლარა და ვერ იხსენებს სიგელების და მედლების რაოდენობას,   რითაც  საუკეთესო ბაზიერობისთვის დააჯილდოეს. თუმცა ის კარგად ახსოვს, რომ ხუთჯერ იყო საქართველოს  დამჭერ   ფრინველთა გამოფენა-შეჯიბრის   ჩემპიონი. კლარა თავართქილაძეს ოჯახი არ შეუქმნია. არც კითხვას გაურბის, თუ რატომ მოხდა ისე, რომ უმშვენიერესი გარეგნობის, განათლებული, სპორტსმენი  ქალბატონი  არ დაოჯახდა. _ ბედის საკითხიაო, რომ იტყვიან, არც მთლად მასეა. რატომღაც, იმდენად ბუნების შვილი ვიყავი, იმდენად კაცურ საქმეში გადართული, განსაკუთრებით ბაზიერობის მხრივ, ადვილად ვერც მელაპარაკებოდნენ ამ საკითხზე. არ ვიცი, რატომ ხდებოდა ასე... თოფს ისე ვისროდი, როგორც კაცი, იარაღთან მეომარი ვიყავი,  თუმცა მგრძნობიარე და  უსათუთესი ჭრილობასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ფრინველი იქნებოდა ეს თუ ადამიანი. აკი, გითხარით, ნახევარ საუკუნეზე მეტი,  ქირურგიულ განყოფილებაში ვიმუშავეთ და ადამიანის, ბავშვის სიკვდილის შემთხვევა არ გვქონია.  ან ის როგორ შეიძლებოდა, ჭრილობა დაჩირქებოდა ვინმეს? ყველაზე მწარედ და გაუნელებელი   ტკივილით  მახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო, თუ არ ვცდები, წვერმაღალასთან   მატარებლები შეეჯახნენ ერთმანეთს. სამგზავრო და  საწვავის  გადამზიდი. აი, მაშინ ვნახე საშინელება, ბევრი გარდაცვლილი, დამწვარი, რომლებსაც ვერ ვუშველეთ. დღესაც მტკივა, მიძნელდება იმ საშინელი სურათის გახსენება, _ ტირილს ვერ იკავებს ქალბატონი. კლარა თავართქილაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი იყო საქმე, რომელსაც საავადმყოფოში ემსახურებოდა -  ავადმყოფობას და სიკვდილს იმდენი ადამიანი გადაარჩინეს მან და მისმა კოლეგებმა, მისივე თქმით, სათვალავი არ აქვს.  ხოლო ბაზიერთა გუნდში ყოფნისას, უფრო მეტი ახალგაზრდა დაიხსნეს უსაქმურად ხეტიალისგან, რასაც, საბოლოოდ, ისინი ციხის კარებთან მიჰყავდა. ქალი მედიკოსი და ქალი ბაზიერი, რომელიც მალე 80 წლის გახდება, სამეზობლოში ახლაც ისე მზადაა  სხვადასხვა მედიკამენტებით სავსე,  საოჯახო თუ საველე აფთიაქით, როგორც ათეული წლების წინ იყო. _ ეს რომ არ გვყავდეს, რა ეშველება ფარნავაზ მეფის ქუჩის სამეზობლოს? ძველებურად მხნე, დაუზარელი,  ენით მოგარჩენს, სხვა რომ არაფერი. შეკრება-საღამოები ხომ მისი მოგონილია. აინტერესებს, რომელ ოჯახში რა უჭირთ, ვინმე ავად ხომ არ არის. 80 წლის ქალბატონს თანაკლასელები, რომლებიც  ცოცხლები არიან,  „სმენაზე ყავს დაყენებული“.   თვე არ გავა, რომ არ შეიკრიბონ ან ერთმანეთს არ შეეხმიანონ. მაგის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. 25 წლის ახალგაზრდას გააკვირვებს თავისი ენერგიულობით და შემართებით.  რაღაც მიზიდულობა აქვს. სულ მასთან  მივდივართ.  რომ ვერ ვნახავთ, რაღაც გვაკლია იმ დღეს, - სამეზობლოს სახელით გვესაუბრება პედაგოგი, ნატო ნიკოლაიშვილი. ქალბატონი კლარა კი შენიშვნას აძლევს, რა ამბავია ამდენი ქება, ადამიანი იმიტომ მოდიხარ ქვეყნად, ადამიანი და საქმე გიყვარდეს, საქმეში  კი გული ჩადო და თუ ასე იზამ, სიცოცხლეს და კეთილ საქმეს დასასრული არ  ექნებაო. „გურია ნიუსი“ 80 წლის იუბილეს ულოცავს  კლარა თავართქილაძეს _ მედიკოსს, პირველ ბაზიერ  ქალბატონს და ქვეყნის  ხუთგზის ჩემპიონს ამ საქმეში.  ქალბატონს,  რომელმაც თავისი პროფესიებით,  შეუფასებელი ამაგი  დასდო ადამიანის  განკურნების  და  ახალგაზრდა თაობების  ქუჩის გავლენისგან და დანაშაულში ჩათრევისგან  დახსნის  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...