ინტერნეტი ადამიანის მეხსიერებას ცვლის

ზაფრანი

ინტერნეტი ადამიანის მეხსიერებას ცვლის

9 თებ. 2015, 17:28:11

როგორც ფსიქოლოგიურმა ექსპერიმენტებმა გვიჩვენეს, თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ შეძლებენ, ხელახლა დაუბრუნდნენ შეტყობინებულ ფაქტებს, ისინი მიდრეკილნი არიან, დაიმახსოვრონ, სად ეძებონ ეს ფაქტები და არა ის, სახელდობრ, რა შინაარს შეიცავს მიღებული ინფორმაცია.

კვლევის ავტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორი ბეტსი სპეროუ ამტკიცებს, რომ ინტერნეტი თავისებურ ტრანსაქტიურ მეხსიერებად იქცა.

ტრანსაქტიური მეხსიერების თავდაპირველი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ პიროვნების პირადი მეხსიერების გარდა, არსებობს თავისებური „გარეთა საწყობები“ სხვა ადამიანებში.

სპეროუს თანაავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დენიელ უეგნესი, რომელმაც პირველად წამოაყენა ტრანსაქტიური მეხსიერების კონცეფცია 1985 წელს, თავის სტატიაში წერს:  „არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ექსპერტებს გარკვეულ სფეროში და ვაკისრებთ მათ პასუხისმგებლობას გარკვეულ ინფორმაციაზე. წყვილებიც, ხანგრძლივი ურთიერთობის დროს, ეყრდნობიან ერთმანეთის ინფორმაციას. ახლა კი მიმაჩნია, რომ ასეთი ტრანსაქტიური მეხსიერების ფორმად ინტერნეტი გადაიქცა, რადგან, როდესაც მათ რთულ შეკითხვებს აძლევენ, პირდაპირ კომპიუტერზე ფიქრს იწყებენ“.

ექსპერიმენტის დროს მონაწილეთა ერთ ჯგუფს მისცეს გარკვეული ფაქტების ნაკრები და შესთავაზეს, ეს ინფორმაციები გარკვეული „ფაილების“ მიხედვით დაელაგებინათ მეხსიერებაში. მეორე ჯგუფი კი გააფრთხილეს, რომ ამ ინფორმაციებს მეორედ ვერ მიიღებდნენ. აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფის წევრებმა მნიშვნელოვნად მეტი ინფორმაცია დაიმახსოვრეს.

პირველ ჯგუფს ფაქტები ნამდვილად არ ახსოვდათ, სამაგიეროდ, მშვენივრად იცოდნენ, სახელდობრ, სად მოათავსეს ინფორმაცია. ეს  იმის ნიშანია, რომ ადამიანების მეხსიერება კი არ გაუარესდა, უბრალოდ, ჩვენ ახლა სხვანაირად, ანუ, ხელმისაწვდომად ვინახავთ ინფორმაციას.




 ახალი ამბები
  • რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტიიუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი  „ამ პროექტზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ თავად ბიზნესასოციაციებთან, საჯარო რეესტრსა და მის რეგისტრატორებთან და დაინტერესებულ უწყებებთან იმისთვის, რომ შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტის კანონის პროექტი ჩვენი საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ ხელმძღვანელობას გაუწევს როგორც მეწარმეებს, ასევე, მოსამართლეებს - დავის შემთხვევაში. რა საკვირველია, არის იმპერატიული ნორმებიც, მაგრამ ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნესკლიმატი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. თითოეული თავი ეთმობა, სათანადოდ, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება. ასევე, შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულბით. ესაა მასშტაბური რეფორმა, ესაა ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ - ჩვენი ბიზნესმენებიც, მრავალი წელია, ელოდნენ და 2013 წელს, მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა. ამ კანონის პროექტში ევროკავშირის დირექტივებიცაა გადმოტანილი, ანუ, ტრანსპოზიცია სახეზეა, ამმ კანონპროექტს გავლილი აქვს რეგულირების შეფასების ანალიზი და ის, ორი კვირით, გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე. მიუხედავად მუშაობის 7-წლიანი პროცესისა, მინდა, ყველას შევთავაზო ბოლო კომენტარების გამოთქმა, მაცნეს მეშვეობით, სანამ მის წარდგენასა და დაცვას დავიწყებთ საკანონმდებლო ორგანოში“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ... ...
  • მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალაბათუმში რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ბავშვმა ავტოსაგზაო შემთხვევისას თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო 9 აგვისტოს ავარიის დროს ბავშვის დედაც გარდაიცვალა. ცნობისთვის 10 აგვისტოს, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა 3 კი გარდაიცვალა.  არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზასთან მყოფ ქვეითებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია ავტომობილის მძოლი. ... ...
  • მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს-პრემიერიმთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს- ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა. „წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა. ამიტომ, სოფლის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ 10 თეთრით. საბოლოოდ ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრისა. ყველა კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით. ეს ძალზედ მნშვნელოვანია რეგიონისთვის და აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - გიორგი ... ...
  • ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდაავტომობილების განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა და დეკლარილების ბოლო თარიღად 2021 წლის მარტი დასახელდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  განაცხადა. “იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის ზემოქმედება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  გლობალურად გრძელვადიანი იქნება, ჩვენ რამდენიმეჯერ მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა. ერთხელ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავავადეთ ავტომობილების განბაჟება, მაგრამ ამ კრიზისის ფონზე უკეთესი იქნება კვლავ გადავავადოთ ავტომობილების დეკლარირების თარიღი 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ისე საუვარების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეღავათი დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს შეეხება და დაახლოებით, 30 მილიონზე მეტი თანხის შეღავათი იქნება საგადასახადო კუთხით. ჩვენ ავტოიმპორტიორებს უნდა დავეხმაროთ და განსაკუთრებით კრიზისის დროს,  ყოველდღიური ხარჯები ავარიდოთ მათ,”- განაცხადა გიორგი ... ...
  • როდისთვის აღდგება სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა სრულადმთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგენილია, მოსახლეობას მიეწოდება დენი და წყალი, მაგრამ სტიქიის შედეგების სრულ აღმოსაფხვრელად კიდევ დიდი დროა საჭირო. კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დასრულებას სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე  დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება. „რაჭაში საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები. საჭიროზე სწრაფად მოხდა პირველადი სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად, ასევე ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გრძელდება და სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე სრულ აღდგენას დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება“,_ განაცხადა პრემიერმა. რაჭის 12 სოფელი 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გარესამყაროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...