„გაშაყირებული“ ედუარდ შევარდნაძე

ზაფრანი

„გაშაყირებული“ ედუარდ შევარდნაძე

2015 თებ 14 22:52:01

დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ და სიტყვას კვლავ თანამემამულე სამართალდამცველებს მივცემ, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად  მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.

იმედია ქართველი „მილიციონერები“ არ გამინაწყენდებიან და მკითხველის სამსჯავროზე რამდენიმე ძველ ისტორიას გამოვიტან. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.

წერილის დასაწყისში პოლკოვნიკ  თომა ბექაურის ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ.

„ოცდაათი წელი ვიმუშავე გამომძიებლად და, რასაც ახლა მოგიყვებით, ასეთი რამ არც მანამდე და არც მერე არ გამიგია. თხრობას კი, ზოგიერთი დეტალის გამოტოვებით წარვმართავ, რათა ეფექტური ფინალი გამოვიდეს.
გასული საუკუნის 70-იან წლებში ერთ ტრაგიკომიკურ, ძალზე კურიოზულ საქმეს ვიძიებდი, რომელიც ერთბაშად რამდენიმე მუხლით იყო აღძრული, მათ შორის, განზრახ მკვლელობის მცდელობით. დაპატიმრებული გვყავდა 36 წლის მიხო შავიშვილი (ვინაობა შეცვლილია) და ამ საქმეში ასეთი ისტორია მოხდა.

მიხო შავიშვილმა და მისმა 23 წლის მეუღლემ, იზოლდამ, რომლებიც რაიონიდან იყვნენ ჩამოსული და ერთმანეთთან სექსუალური ურთიერთობის პრობლემა ჰქონდათ, ძალიან ცნობილ ექიმ-სექსოპათოლოგს მიაკითხეს კლინიკაში. რადგან ექიმი ქალი იყო, მიხოს მოერიდა შესვლა, მარტო ცოლი შეუშვა და უთხრა:

– მიდი, ქალო, შედი და ყველაფერი მოუყევი. მე აქ დაგელოდები და, თუ მაინცდამაინც საჭირო გავხდი, დამიძახეო.

– შენ სულ ასე იცი მორცხვობა და იმიტომაც არაფერი გამოგვდისო, – გაუბრაზდა იზოლდა ქმარს და მარტო შევიდა ექიმთან. მიხო კი დერეფანში, კაბინეტის წინ სკამზე მჯდარი დატოვა.

დოცენტმა ქალბატონმა, რომელიც სადოქტორო დისერტაციისთვის მასალებს აგროვებდა, გულთბილად მიიღო იზოლდა, რომელმაც ექიმს უთხრა:

– ექიმო, როცა მე და ჩემი ქმარი ლოგინში ვწვებით და იმას ვშვრებით, ვერ ვკმაყოფილდები...

– იმას კი არ შვრებით, – ღიმილით შეუსწორა ექიმმა იზოლდას, – არამედ სქესობრივ აქტს ატარებთ. რატომ ვერ კმაყოფილდები?

– იმიტომ, ექიმო, რომ მიხოს სახეს რომ ვხედავ და მისი ხმა მესმის, მეცინება, სულ სხვა რამეზე ვფიქრობ და ვერ ვკმაყოფილდები, – განმარტა იზოლდამ.

ექიმმა სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა, რის შეტანასაც ის თავის მომავალ სადოქტორო ნაშრომში აპირებდა და იზოლდას უთხრა:

– მოდი, ასე მოვიქცეთ: შენ ახლა გაშიშვლდი, დაწექი და თვალები აიხვიე, რომ შენი დაუკმაყოფილებლობის ნამდვილი მიზეზი გავარკვიოთ ოღონდ, მას შემდეგ, რაც შენს ქმართან სქესობრივ აქტს ჩაატარებ ნახევრად უხმოდ. მერე კი მკურნალობას დაგინიშნავ.

– არ ვიკვნესო, ექიმო? – იკითხა იზოლდამ.

– შენ – კი, შენმა ქმარმა – არა. შენ არ ამბობდი, რომ მისი ხმა და სახე ყურადღებას გიფანტავს? თვალებს იმიტომ გიხვევ, რომ ქმარს არ შეხედო, მე კი ვეტყვი, რომ ხმა არ ამოიღოს. სადაა ქმარი?

– თქვენი კაბინეტის პირდაპირ რომ სკამი დგას, იქ ზის და მიხო ჰქვია, – უთხრა, უკვე თვალებახვეულმა და გაშიშვლებულმა იზოლდამ ექიმს და იქვე ჰკითხა: – თქვენც უნდა დაესწროთ, ექიმო, ჩვენს სქესობრივ აქტს?

– მე გავალ და რომ დაამთავრებთ, კედელზე მომიკაკუნეთ, შემოვალ და გაგესაუბრებით, შემდეგ კი დიაგნოზს დაგისვამთ და მკურნალობას დაგინიშნავთ, – უთხრა ექიმმა ქალს, შემდეგ კაბინეტიდან გავიდა და სკამზე მჯდარ ულვაშიან მამაკაცს ჰკითხა:

– მიხო თქვენ ხართ?

– დიახ, ქალბატონო, მიხო ვარ.

– ჰოდა, ჩემო მიხო, ასე ვქნათ: ახლა შენ ჩემს კაბინეტში შეხვალ და უხმოდ და ულაპარაკოდ, კაცურად გაჟიმავ იზოლდას. როცა მორჩებით, კედელზე დამიკაკუნებთ და შემოვალ. აბა, შენ იცი, მიდი და ნუ გეშინია, არავინ შეგაწუხებთ, – უთხრა ექიმმა მიხოს და კაბინეტში შეუშვა. კარზე კი წარწერა ჩამოკიდა, რომელზეც ეწერა, „არ შეხვიდეთ“. შემდეგ გვერდით ოთახში შევიდა და დისერტაციის წერას შეუდგა. თუმცა ათიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ საკუთარი კაბინეტიდან წივილ-კივილისა და მსხვრევა-მტვრევის ხმა შემოესმა, კაბინეტში შევარდა და რას ხედავს: შიშველ იზოლდას და შიშველ კაცს, რომელიც თვითონ შეუშვა ქალთან სქესობრივი აქტის ჩასატარებლად, ვიღაც გააფთრებული ხარივით კაცი სასტიკად სცემს. ხოლო როცა ცემით იჯერა გული, იმ კაცმა შიშველი ქალიც და კაციც მესამე სართულის ფანჯრიდან გადაყარა...

როგორც მერე გაირკვა, სწორედ ის გააფთრებული კაცი იყო იზოლდას მეუღლე მიხო, მეორე მიხო კი სახლმმართველობის სანტექნიკოსი აღმოჩნდა, რომელიც კლინიკაში კანალიზაციის გასაკეთებლად იყო გამოძახებული და, სანამ მას ექიმი იზოლდასთან შეუშვებდა, სკამზე იმიტომ იჯდა, რომ თავის კოლეგა სანტექნიკოსს ელოდებოდა... ნამდვილი მეუღლე მიხო კი, ამ დროს ტუალეტში იყო, რადგან ნერვიულობისგან კუჭი აშლოდა და კარგა ხანს მოუხდა იქ ყოფნა. ხოლო როდესაც დაბრუნდა და ექიმის კაბინეტის კარზე ჩამოკიდებული აბრა წაიკითხა, დაეჭვდა, ოთახში შევიდა და იზოლდასთან ჩახუტებული სანტექნიკოსი დაინახა...

მიხო შავიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და, ციხიდან რომ გამოვიდა, რუსეთში გადაიხვეწა. ხოლო იზოლდა და სანტექნიკოსი მიხო, გამოჯანმრთელების შემდეგ, დაქორწინდნენ და ცნობილ სექსოპათოლოგ ქალბატონს, რომელიც უკვე მედიცინის დოქტორი იყო, ძვირფასი საჩუქარი უყიდეს“.
პოლკოვნილი შერგილ ბახია ედუარ შევარდნაძის მმართველობის წლებში დაგვაბრუნებს და ერთ ნაკლებად ცნობილ შემთხვევას მოგვიყვება.

„1992 წელია. მხედრიონი ბატონობს. შევარდნაძე უკვე თბილისშია და ხელისუფლებას ეუფლება. ჩვენ, ზვიადისტებს კი სასიკვდილოდ გვიმეტებენ და გვიჭერენ. აპრილის ერთ საღამოს, ჩემი ოთხი მეგობარი, ძმები კორძაიები, ვახო ხუხია და კოტე ჯამბურია, მხედრიონელებმა დაიჭირეს და შტაბში – „იმელის“ შენობაში წაიყვანეს. მხედრიონში ერთი ინფორმატორი მყავდა და მაცნობა, ჩვენს ბიჭებს დახვრეტას უპირებენო. გავგიჟდი, რადგან პატიოსანი, გაუსვრელი ბიჭები იყვნენ და მხოლოდ იმიტომ უნდა დაეხვრიტათ, რომ პისტოლეტები უპოვეს.

გავგიჟდი. არ ვიცი, რა ვქნა, როგორ გადავარჩინო ისინი და, ამ დროს ჩემთან ობოლა ციმაკურიძე შემოდის, რომელიც ჩემს მეზობელთან იყო სტუმრად და ჯაბას ხმაზე მეძახის...

– ობოლა, შევარდნაძის ხმით ლაპარაკი შეგიძლია? – ვკითხე ცხონებულ ობოლას.
– რა თქმა უნდა, შევარდნაძის ხმით მომიგო მან.

ობოლას ჩემთან მოვაცდევინე, ჩემს ინფორმატორს დავურეკე და ჯაბა იოსელიანის მისაღების ტელეფონი გამოვართვი. შემდეგ გარეთ გავედით და ქუჩის აპარატიდან ობოლას მხედრიონის შეფის მისაღებში დავარეკინე. ობოლამ შევარდნაძის ხმით უთხრა:

– ჯაბას დაუძახე, ჯაბას! კაბინეტში ტელეფონი გამორთული აქვს და საქმე მაქვს!

მცირე პაუზის შემდეგ ტელეფონთან ჯაბა მოვიდა და ობოლამ ისევ შევარდნაძის ხმით უთხრა:

– ჯაბა, შენთან რომ ოთხი ჩემი კაცია და დახვრეტას უპირებ, თავისი იარაღებიანად გამოუშვი! – შემდეგ გვარებიც უთხრა და ტელეფონი გათიშა.

ოინმა გაჭრა და ჩემი ოთხივე ბიჭი თავიანთი „მაკაროვებით“ ერთ საათში გამოუშვეს. იმავე ღამეს ოთხივე ჯერ სამეგრელოში გაემგზავრა, მერე კი – რუსეთში... მე და ობოლამ კი მაგრად ვიქეიფეთ და ის ცხონებული მთელი ღამის განმავლობაში ხან ჯაბას, ხან კი შევარდნაძის ხმით ამბობდა სადღეგრძელოებს“.

მაიორი პარემენ ჯაში წინა საუკუნის 70-იან წლებში „მოღვაწე“ ერთ ბოროტმოქმედს გაიხსენებს.

„ასოსთავა“ ერთი ცნობილი ქართველი ბოროტმოქმედის ზედმეტსახელის შერბილებული ვარიანტია. სინამდვილეში კი, მას უფრო უზრდელური მეტსახელით მიმართავდნენ კოლეგები, რაც საზოგადოდ არ ითქმის და ჩვენც „ასოსთავათი“ შემოვიფარგლოთ. ისე კი, გეტყვით, რომ უმაღლესი კრიმინალური კვალიფიკაციის მიუხედავად, „ასოსთავა“ ასი პროცენტით ამართლებდა თავის მეტსახელს. ზოგჯერ ისე არაადეკვატურად იქცეოდა, რომ კრიმინალისთვის ნამდვილად მიუღებელია.

კვალიფიკაციით „ასოსთავა“ ყაჩაღი იყო. მდიდარ მოქალაქეებს ის და მისი მეგობრები ნიღბებით უვარდებოდნენ სახლებში და ძარცვავდნენ. თითქმის ორი წელი ითარეშეს „ასოსთავამ“ და მისმა მეგობრებმა საქართველოში და ბოლოს შევიპყარით. გაასამართლეს და ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, რომელიც საქართველოში მდებარეობდა, 12 წლით მიავლინეს.

1974 წელია. იმ პერიოდში უკვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელი ვიყავი და ყაჩაღებს მთელი რესპუბლიკის მასშტაბით დავდევდი. მაისიდან, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ანუ ოთხი თვე, ყაჩაღობის ფაქტებმა ერთბაშად იმატა და ისეთ პიკს მიაღწია, როგორც „ასოსთავას“ დაჭერამდე იყო ქვეყანაში. „ასოსთავა“ და მისი მეგობრები უკვე ერთი წელი იყო, რაც ციხეში ისხდნენ და რა თქმა უნდა, მათზე ეჭვის მიტანა სისულელე გახლდათ. არადა, დანაშაულის ხელწერა ყაჩაღობისას ერთი-ერთზე ემთხვეოდა „ასოსთავას“ სტილს. მე და ჩემმა კოლეგებმა ვივარაუდეთ, რომ ყაჩაღობებს ახლადშექმნილი ბანდა ახორციელებდა და უცნობების ძებნას ინტენსიურად შევუდექით. თუმცა, ჩვენი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. ჩვენი წარუმატებლობით წაქეზებული ბოროტმოქმედები კი, დანაშაულს დანაშაულზე სჩადიოდნენ.

ერთ მშვენიერ დღეს, თბილისში ერთ-ერთი მდიდარი ოჯახი დააყაჩაღეს და პირწმინდად, წაიღეს ყველაფერი. შემთხვევის ადგილზე რომ მივედით, ოჯახის დიასახლისი თავგატეხილი დაგვხვდა. თუმცა მაინც ჰქონდა იმის თავი, ჩვენთვის საქმის ვითარება აეხსნა.

– ის ნაძირლები ოთხნი იყვნენ. ნიღბები ეკეთათ, პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები და ძვირფასეულობა მოგვთხოვეს. უარი რომ მიიღეს, ჩემს ქმარს შუბლზე დაადეს პისტოლეტი და მისი მოკვლით დამემუქრნენ, თუ ფულს და ოქროს არ გამოვაჩენდი. როგორ ბედავთ, მარგო ვარ, ზუგდიდელი! – ვუკივლე ყაჩაღებს. ერთ-ერთმა კი, იმ თავხედმა, სილა გამაწნა და მითხრა: მე კი „ასოსთავა“ ვარ, ფული და ოქრო გამოიტანე, შე წაკლაო... ამ სიტყვებს და დარტყმას ვაპატიებდი? უცებ გონება გადამეკეტა. მგელივით დავაღე პირი, იმ „ასოსთავას“ უკანალზე ვებრდღვენი მოულოდნელად და ისე მაგრად ჩავასვე კბილები, რომ ავაყმუვლე. მისმა მეგობარმა კი თავში პისტოლეტის ტარი ჩამარტყა, გამთიშა და გონს რომ მოვედი, აღარც ყაჩაღები იყვნენ და აღარც ჩვენი ქონებაო.

ქალის მონაყოლი მისმა მეუღლემაც დაადასტურა და ლოგიკურად, „ასოსთავა“ უნდა გვეძებნა, მაგრამ, ის ციხეში იჯდა და მისი მონაწილეობა დანაშაულში გამორიცხული იყო. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს, თბილისის მახლობლად მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიას ვეწვიეთ, სადაც „ასოსთავა“ იხდიდა სასჯელს. ის კოლონიის უფროსის კაბინეტში ამოვიყვანეთ, გავაშიშვლეთ და უკანალზე საშინელი ნაკბენი აღმოვუჩინეთ.

როგორც გაირკვა, კოლონიაში საიდუმლო გვირაბი იყო გათხრილი, რომლის მეშვეობითაც „ასოსთავა“ და მისი სამი მეგობარი გარეთ გადიოდნენ. იყაჩაღებდნენ და მშვიდად ბრუნდებოდნენ უკან. ამ საქმეში იმ კოლონიის რეჟიმის უფროსი იყო გარეული და რომ არა „ასოსთავას“ მართლაც „ასოსთავობა“, ეს ბანდა კიდევ დიდხანს ითარეშებდა. ამის მერე „ასოსთავა“ „კრიტში“ მოათავსეს და ისე საიმედოდ გამოკეტეს, რომ გაქცევაზე არც კი უოცნებია“.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული (R)საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 მოდის. აღსანიშნავია, რომ სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409,507,840-ლარია. შენატანებზე დამატებით  დარიცხული სარგებელი 11,163,782 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა. ... ...
  • დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს - ლევან სურგულაძე (R),,დაგროვებითი პენსიის რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო ეკონომიკურ გავლენას იქონიებს. პირველად საქართველოში იქმნება მასშტაბური გრძელვადიანი, მოქნილი და იაფი საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. ლევან სურგულაძის განმარტებით, ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომლის დიდი ნაწილითაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით დაფინანსდება ადგილობრივი ბიზნესი, შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები. ,,ჩვენი შეფასებით საპენსიო რეფორმის შედეგად შექმნილი მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა და ამის შედეგად განვითარებული კაპიტალის ბაზარი გრძელვადიან პერიოდში, 3-4%-ით დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. გაიზრდება შემოსავლები და შემცირდება სიღარიბე. სახელმწიფოს გაეზრდება შემოსავლები, რაც მათ შორის, საშუალებას მისცემს უფრო მეტი სახსრები მიმართოს სოციალურ პროექტებზე და საბაზისო სოციალური პენსიების უფრო სწრაფ ზრდაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარებულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოსვლას, პირდაპირ ინვესტიციებთან ... ...
  • მუნის ორი შემთხვევა თბილისში მდებარე ბაგა-ბაღშითბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის გამო ბაგა-ბაღში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო სასწავლო პროცესი არ ... ...
  • "მარტო პირჯვრის წერა ისწავლეს ქრისტესგან“ _ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა"ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა", _ ამ ფრაზის ავტორი, მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დღეს იუბილარია, მას 80 წელი შეუსრულდა. ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მიღებული აქვს: რუსთაველის პრემია; ილია ჭავჭავაძის პრემია; 1993 წელი — სახელმწიფო პრემია; 2004 წელი — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"; 2012 წელი — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები“. 2011 წელს იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. გამოყენებულია ვიკიპედიას ... ...
  • "გაიცანით _ აკინი!"სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფიო კუბლაშვილი ახლახან დაბადებული ხბოს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ის  ამბობს, ხბოს აკინი დაარქვა და ამით სურს გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ. „გაიცანით _ აკინი! დღეს შუაღამით იგემა თავისუფლება. იქიდან ველოდებოდით ყოველ საათში, რაც კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალური დაცვით იმართებოდა სეანსები. ჩვენმა ოჯახმა ასე გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი და დაბადებამდე ორი დღით ადრე ვუწოდეთ სახელი აკინი ხბოს, შესახსენებლად, რომ ევროპისკენ გზა „აკინზე“ გადის!“ _ წერს კუბლაშვილი.     ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?