დავით საგანელიძის „თავგადასავალი“

ზაფრანი

დავით საგანელიძის „თავგადასავალი“

2015 მარ 14 19:44:04

დღეს შაბათია და ქართველი პოლიტიკოსების შესახებ მორიგ სახალისო ისტორიებს წარმოგიდგენთ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ დავით საგანელიძეს გადავცემ. ბატონი დავითი უცხოეთში ხშირად მოგზაურობს და რამდენჯერმე უცნაური თავგადასავალიც გადახდა.

„ჩემი კურიოზები, ძირითადად, მგზავრობას უკავშირდება. ერთხელ, ტოკიოში მივფრინავ. თვითმფრინავში ჩემ გვერდით დაჯდა ერთი რუსი კაცი. მიამბო თავისი ცხოვრების დეტალები და მოაყოლა, ლოს-ანჯელესში მაქვს ბიზნესი და იქ მივდივარო. დავფიქრდი. ვიფიქრე, ეს ლოს-ანჯელესში მიფრინავს, მე – ტოკიოში და როგორ იქნება ახლა ჩვენი საქმე-მეთქი.

ჩავეძიე: ბატონო ჩემო, ხომ არ გეშლებათ, ეს თვითმფრინავი ტოკიოში უნდა დაჯდეს და თქვენ ლოს-ანჯელესში როგორ მოხვდებით-მეთქი? გადაირია, რა ტოკიო, ეტყობა შეგეშალათ რეისი, ზუსტად ვიცი, სადაც მივფრინავო. დამცხა, ცივმა ოფლმა დამასხა. ვიფიქრე, ნამდვილად შარში ვარ-მეთქი. თანაც, ცაში ხარ და, ხომ არ ეტყვი პილოტს, შენი ჭირიმე, გააჩერე, შემეშალა გზაო. მოკლედ, ორივე უბედური ვართ, ვაწყნარებთ ერთმანეთს და, ამ დროს, სტიუარდესამ ჩამოიარა. ვეცი და ვეკითხები: შენი ჭირიმე, ხომ ჩავფრინდებით ტოკიოში-მეთქი, გამიღიმა – კიო. ახლა ის კაცი ეცა: გოგონი, შენი თვალების ჭირიმე, ხომ ჩავალ ლოს-ანჯელესშიო. იმასაც გაუღიმა და უპასუხა, კიო.

ვა, სულ გადავირიე. ვიფიქრე, ნაღდად „გვეღადავება“ ეს ქალი და ახლა ამას დავახრჩობ-მეთქი. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა რომ ჯერ ტოკიოში დაჯდებოდა და შემდეგ ჩაფრინდებოდა ლოს-ანჯელესში.

მერე ვშაყირობდი, არ გადავრჩით მე და ის რუსი იმ სტიუარდესას გამო ციხეს-მეთქი?!“.

უცხოეთში ყოფნას რა ვუთხრა და „საზღვარგარეთულმა“ ჰავამ ქართველ პარლამენტარს ერთხელ „ქურდობისაკენ“ უბიძგა. კვლავ დავით საგანელიძეს მოვუსმინოთ.

„ერთ ზაფხულს კი ცოლთან და მეგობრებთან ერთად გახლდით უცხოეთში დასასვენებლად, კერძოდ, ხმელთაშუა ზღვაზე. ერთ დღესაც, სათევზაოდ გადავწყვიტეთ წასვლა. ვიტრაბახე კიდეც, ნახეთ ახლა რამდენ თევზს დავიჭერ, მაგრად გამომდის თევზაობა-მეთქი. გადავაგდე ანკესი და ველოდები. აქეთ გავიხედავ – ერთი ჩემი მეგობარი ამოათრევს თევზს წყლიდან, გავიხედავ – მეორე, ჩემმა ცოლმაც კი მაჯობა. რაჭველი კი ვარ, მაგრამ, სწრაფად მოვისაზრე, ბევრი არ მიფიქრია, ისე ვიპოვე გამოსავალი.

თევზი პირველად მოვიპარე ჩემს ცხოვრებაში მაგრამ არ გამიმართლა. ამ შემთხვევაში უიღბლო აღმოვჩნდი.

მოკლედ, დავყევი და, ვისაც ბევრი თევზი ჰყავდა დაჭერილი, ვიპარავდი და ჩემს ჭურჭელში ვყრიდი. ცოლსაც კი მოვპარე, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველამ არ იცნო თავისი დაჭერილი თევზი?! მოცვივდნენ და გადაირივნენ, ეს ჩემი დაჭერილია, ეს – ჩემიო. ასე რომ, ჩემგან თევზის ქურდი არ დადგება და ამ საქმეში ვერ ვივარგებ“.

მომავალ არჩევნებში მონაწილეობას ალბათ ქალბატონი ნინო ბურჯანაძეც მიიღებს. კახა კუკავას ბურჯანაძესთან დიდი ხნის ნაცნობობა გააჩნია.

„თავის დროზე საპარლამენტო ოპოზიციას ძალიან გვჩაგრავდენ. არც ერთ დელეგაციაში არ გვსვამდენ, რომელიც საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა. რაც დეპუტატი გავხდი, მარტო ბაქოში ვარ ნამყოფი და ისიც მეგობარი კოლეგების მიწვევით.

ჩვენც ავდექით და ჩეჩნეთთან მეგობრობის ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ. ამის მერე კი იცოცხლეთ, წამოვიდა მოწვევები პარიზიდან, ჰელსინკიდან.

ერთხელაც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ დამიბარა. კონსულტაცია უნდოდა, ჩეჩნეთის რაღაც საკითხთან დაკავშირებით. საუბრის ბოლოს საყვედურით მეუბნება:

- კი მაგრამ, რა აუცილებლობა იყო, ეს ჯგუფი რომ ჩამოაყალიბეთ?

- რა ვქნა, ქალბატონო ნინო, - ვპასუხობ, - პარლამენტარობა ოთხი წელი გრძელდება და თბილისში გამოვიხრუკოთ?...“

ნება მომეცით ყოფილი პარლამენტარი, ბატონი გია მეფარიშვილი წარმოგიდგინოთ.

„1998 წელს ამერიკაში მომიწია ჩასვლა საქმიანი ვიზიტით. იმ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი.

აქ რომ აზრია გავრცელებული, ამერიკელები დღეში მარტო 7 საათს მუშაობენ და მერე გასართობად გარბიანო, ტყუილია. გაოცებული დავრჩი, როცა ვნახე, როგორ უფრთხილდებიან, უყვართ და თავს აკლავენ საკუთარ სამუშაოს.

ვბრუნდები უკან ემოციებით დატვირთული, ჩაფიქრებული და დაბნეული, კენედის აეროპორტში პირველი შემოწმება გავიარეთ. ჯიბეზე ხელი მოვისვი და სადღაა პასპორტი?! გამისკდა გული, მოვიჩხრიკე ყველა ჯიბე, აღარც პასპორტი მაქვს, აღარც ბილეთი. მაგარ „საზეიმო“ განწყობაზე დავდექი, ბილეთი ორი ათასი დოლარი ღირს, კაცო!

ბილეთი ჯანდაბას, პასპორტის გარეშე არაფერს არ წარმოადგენ. ახლა, პირდაპირ თბილისში რომ მოვდიოდეთ, კიდევ რამეს იზამ, გადარეკავ, მიშველეთო, ან დაადებ თავს, გადაახტები რკინის ღობეს და გდიონ მერე.

თვითმფრინავი ჯერ თურქეთში ჯდებოდა და უპასპორტოდ მიწაზე ფეხს ვინ დაგადგმევინებს? შავ დღეში ვარ, აღარ ვიცი რა ვქნა და დამიწყეს თანამშრომლებმა დამშვიდება:

- გია, ნუ გეშინია, თურქეთი თუ არ მიგიღებს, ამერიკაში დაგაბრუნებენ.

- მერე? - ვეკითხები.

- თუ არც ამერიკამ მიგიღო, თურქეთში გამოგიშვებს, თურქეთი-ამერიკაში და...

- გამოდის თვითმფრინავში ვკვდები? - ფერი დავკარგე.

სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა. ორი ვარიანტი მრჩებოდა, ან პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მეთხოვა რომელიმე ქვეყნისთვის, ან ტერორისტობა მეცადა და თვითმფრინავის თბილისში დაჯდომა მომეთხოვა.

ამ დროს სალონში ინგლისურ ენაზე რაღაც გამოაცხადეს და თითქოს „მეფარიშვილი“ მომესმა.

- მგონი შენი გვარი ახსენეს. - მეუბნებიან.

- ეტყობა, გაიგეს ბილეთი რომ არ მაქვს, - ამოვიოხრე, - სჯობია ახლავე დაგემშვიდობოთ, თქვენს იმედზე ვარ, მთავრობას უთხარით, დასაკარგი კაცი არ არის-თქო და მიშველონ.

ამ დროს აღელვებული ქალბატონი მოვიდა და მეკითხევა:

- მეფარიშვილი?

- იეს!

ჩემი ბილეთი და პასპორტი არ გამომიწოდა?! ის დალოცვილი რომ არა, დღესაც თვითმფრინავში ვიჯდებოდი“.

გია მეფარიშვილი კიდევ ერთ, მართლაც რომ სახალისო ისტორიას მოგვიყვება.

„გენერალური პროკურორობისას ძირითადად მძიმე საქმეების განხილვა მიწევდა. ზოგი მკვლელობას ეხებოდა, ზოგი შეიარაღებულ ყაჩაღობას.

ერთხელაც, 2001 წელია, საქმის მოსმენა მაქვს და ერთი პროკურორი მოხსენებას აკეთებს:

- ამაზრზენი შემთხვევა დაფიქსირდა გაუპატიურებასთან დაკავშირებით. ბრალდებული სახლში შეუვარდა მეზობლად მცხოვრებ 40 წლის მარტოხელა ქალს და ბოროტი სურვილი აისრულა. ჩემი აზრით, სამაგალითოდ უნდა დავსაჯოთ, რომ სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელი გამოდგეს. საზოგადოებიდან უნდა მოვკვეთოთ ასეთი საზიზღარი ბოროტმოქმედები!

- მოიცა, კაცო, - ძლივს გავაჩერე, - ძალით შეუვარდა?

- არა, მოტყუებით შეაპარებინა თავი, კვნესოდა, ეს მტკივა, ის მტკივა, წამალი მინდაო და მერე ეძგერა.

რაღაც ეჭვმა გამკრა და ვეკითხები:

- ბრალდებული რამდენი წლისაა?

- 82-ის.

- რაო, რამდენიო, - დავიბენი, ხომ არ მომესმა-მეთქი, - 42-ის?

- არა, ბატონო გია, 82-ის.

გადავირიე, კაცო, სიცილი ამიტყდა, ვეღარ ვჩერდები.

პროკურორი გაწითლდა, გამწვანდა, პირდაღებული მომჩერებია, რა დაემართაო.

- ნამდვილად ასე იყო, - ამოიკვნესა ბოლოს.

- მერე, შე ოჯახაშენებულო, - ძლივს მოვითქვი სული, - 82 წლის კაცმა ჩვენი ქვეყანა ასახელა, მთელი მსოფლიო გაიგებს, ყველას „საქართველო“ ეკერება პირზე და ამხელა გმირობისთვის დაჭერას უპირებ?...“


ჩვენი სახალისო „მოგონებების“ დასასრულს ერთ დაუჯერებელ ისტორიას შემოგთავაზებთ. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ შემთხვევის დაჯერება რთულია, მაგრამ ის ნამდვილად დაფიქსირდა. ამ „ცხოვრებისეულ კურიოზს“ ბატონი ავთანდილ მარგიანი გაიხსენებს.

„მარადიული საპრეზიდენტო კანდიდატი რომ გახლდათ, როინ ლიპარტელიანი იმის „გონებამახვილობაზე“ მოგახსენებთ. ერთხელ მოვიდა ჩემთან და მთხოვა, შენ იცნობ „თიბისი ბანკის“ პრეზიდენტს და სთხოვე ჩემზე, კრედიტი მომცეს ბანკიდანო. მამუკა ხაზარაძემ ეს საქმე მიანდო მოადგილეს და როინს ეკითხება ბანკირი, კრედიტის სანაცვლოდ რომ ჩადო ბანკში ქონება, სახლი ან მიწა გაქვსო? კი, მიწის მეტი რა მაქვსო, უპასუხა როინმა. წამოვიდა, დაიქირავა სატვირთო მანქანა, წაიყვანა ვერის ხეობაში, დატვირთა კაი შავი მიწით ის მანქანა და მიაყენა „თიბისი ბანკის“ შენობას. ხალხმა ატეხა სიცილი ამაზე, მაგრამ უარი ვეღარ უთხრეს, რადგან 3 000 ლარი ქორწინებისთვის სჭირდებოდა თურმე“.




 ახალი ამბები
  • "რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვს" _ ვოლსკი ოპოზიციასადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის, – ამ სიტყვებით მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა. “მე ვერ გავიგე ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყავ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, იმიტომ, რომ ის კბილები, რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პლენარულ სხდომაზე რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. “რაც შეეხება რუსეთის თემას, იქ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი და აქ კარიკატურების გამოქვეყნება არ შველის იმ რეალობას, რასაც ჰქვია რუსეთის ხელშეწყობა და სერიოზულად: რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. რეალობაა ხალხო ეს. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი იმიტომ, რომ ის ემოცია არა გაქვთ, რაც 2008-ში იყო, 11-ში იყო, ბევრმა საკითხმა ისე ჩაიარა, რომ წლებმა გარკვეული მოშუშება უზრუნველყო ადამიანის გულებში და მახსოვრობაში, მაგრამ არის ათასობით ადამიანი, ვისაც ეს კარგად ახსოვს. მე ახალ პოლიტიკურ თემაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს და ნაჭუჭია კვერცხის, მაშინ ნუ შემოგაქვთ, ეს ერთი, მაგრამ არ არის უმტკივნეულო – ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, არ ყოფილა კი არა, თურმე მავნებლობა ყოფილა ის, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვს. აქედან გამომდინარეობს მთავარი თემა – დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ... ...
  • ჯურუყვეთელ პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ  პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის  წოდება მიენიჭა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ... ...
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...