ქართლოს კასრაძის „პასპორტი“

ზაფრანი

ქართლოს კასრაძის „პასპორტი“

2015 მარ 14 20:01:18

სამწუხაროდ, საქართველოს ისტორია ისე წარიმართა, რომ დიდი ხნის განმავლობაში „დიადი“ სსრკ-ის შემადგენლობაში შევდიოდით. კომუნისტური იდეოლოგიის ბატონობის პერიოდში ქართველები საკუთარი ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნებას მაინც ახერხებდნენ.

საბჭოთა სინამდვილე მეტად მძიმე გახლდათ და ნიჭიერ ადამიანს ამასთან შეგუება ძალიან უჭირდა. ამის მიუხედავად, არაერთი ჩვენი მწერალი, საზოგადო მოღვაწე თუ სპორტსმენი საკუთარ თვითმყოფადობას ინარჩუნებდა და არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში იუმორის გრძნობას არ კარგავდა.

დღევანდელ წერილში მინდა რომ რამდენიმე ათეული წლის წინ დავრუნდე და ერთი პიროვნება მოვიგონო. ცნობილი კონფერანსიე და თბილისის კოლორიტი ქართლოს კასრაძე თავისი კვიმატი ენითა და სასაცილო თავგადასავლებით გახლდათ ცნობილი. ნება მომეცით ამ უჩვეულო ადამიანის შესახებ რამდენიმე ისტორია გავიხსენო.

ქართლოს კასრაძემ გაგანია კომუნისტების დროს თამამი “დისიდენტური” ნაბიჯი გადადგა. საბჭოთა პერიოდში პასპორტში ლენინის სურათი ჩააკრა და მილიციელებს უმტკიცებდა – “ონ მოი ატეც,” ამის გამო რუსეთში გასტროლებისას რამდენიმე დღე დაკავებული ჰყავდათ. ჩხრეკისას ხელებაწეული ქართლოსი “ს ჩევო ნაჩინაეტსია როდინას” მღეროდა. რუსებმა რომ მოიკითხეს, ქართულმა “კაგებემ” უპასუხა, გაუშვითო.

თბილისელ კოლორიტს საკუთარი საგასტროლო მოგზაურობების გახსენება ძალიან უყვარდა.

“საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქალაქში ვარ ნამყოფი გასტროლებზე – ვლადივოსტოკიდან ტალინამდე და ტაშკენტიდან იაკუტიამდე. ევროპაც შემოვლილი მაქვს. ფინეთში ფინურად მიმყავდა კონცერტი, დანიაში – დანიურად, შვედეთში – შვედურად, ჰოლანდიაში – ჰოლანდიურად. ერთხელ ცხინვალში ოსურად დავიწყე და ხელები გადაიტყავეს ტაშისკვრით ოსებმა.

ამ მოგზაურობების დროს შიგადაშიგ ლექსებსაც ვწერდი. სამარყანდში ყოფნისას, თემურ-ლენგის საფლავი ვინახულეთ და ასეთი სტრიქონები დავწერე:

სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი...

ლანგ-თემურო, ხომ მოვედი სამარხამდი

ამ ქვაზე რომ კოჭლი ფეხით აბიჯებდი,

ქართველები ჩამოვედით – რა ბიჭები!

სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი,

ლანგ-თემურო, ხელმეორედ დაგმარხავდი!”

ერთხელ კი ასეთი სახალისო ამბავი გადახდენია, რომელსაც თავადვე ყვებოდა:

„წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტის ეზოში მოწყობილი კრივის რინგი (ასეთი რამე მაშინ არცთუ ისე იშვიათი იყო), რომელზეც ქართლოს კასრაძე უნდა ეჩხუბოს უნივერსიტეტის ჩემპიონს, ფანჯრიდან კი ამ ბრძოლას (რომელიც მე უნდა მომეგო - ერთი თვის სტიპენდია გადავუხადე) თვალი უნდა ადევნოს ჩემი ოცნების ქალიშვილმა. ყველაფერი მზად არის - მსაჯიც, უამრავი მაყურებელიც და... უცებ გამოჩნდა ბატონი ნიკო კეცხოველი, ფოტოაპარატით(!) და ჩემი „მეტოქე" რინგიდან გააძევა. როგორ მოახერხა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენივე უნივერსიტეტის სტუდენტი, საკავშირო პირველობის პრიზიორი მოკრივე იპოვა უცბად, რომელიც უნივერსიტეტის ჩემპიონატებზე გამოსვლას არც კადრულობდა და რინგზე შემოაგდო...

შედეგზე აღარაფერს გეტყვით, მხოლოდ ის მახსოვს, რომ მთლიანად სისხლში ვიყავი მოსვრილი და, როდესაც ერთადერთხელ მოვახერხე ხელის მოქნევა, ბატონი ნიკოს შეძახილი გავიგონე: „შენ არა, შენ ნუ!.." თან სურათებს მიღებდა. მეტი არაფერი მახსოვს. მერე, ალბათ, მაინც შევეცოდე და მითხრამ ობიექტივზე ხუფის მოხსნა დამვიწყებია და ვერც ერთი სურათი ვერ გადამიღიაო“.

ბატონი ქართლოსის შემდეგ სიტყვას ჟურნალისტ ოთარ ხუციშვილს გადავცემ.

„იმ წლებში, როცა სარაიონთაშორისო გაზეთ „სამგორის" რედაქციაში ვმუშაობდი, ცნობილი იუმორისტი ქართლოს კასრაძე ჩვენი ხშირი სტუმარი გახლდათ. მოჰქონდა ფელეტონები, იუმორესკები, ზოგჯერ საქმიან წერილებსაც აქვეყნებდა. ერთ-ერთი ასეთი წერილი, რომელიც გაზეთში დაისტამბა, მაშინდელ ლოჭინის მეფრინველეობის ფაბრიკად წოდებულ საწარმოს შეეხებოდა. ავტორი ხოტბას ასხამდა იქაურ მეფრინველეთა საქმიანობას და გეგმების დიდი გადაჭარბებით შესრულებას უწინასწარმეტყველებდა. მეორე დღეს რედაქციაში ტელეფონის ზარი აწკრიალდა. შეშფოთებულმა ფაბრიკის დირექტორმა გვამცნო, რომ წერილში საბედისწერო შეცდომა გაიპარა: საწარმოში მხოლოდ 2 ათასი ფრთა ფრინველი გვყავს, კორესპონდენციაში კი 4 ათასი ფრთა წერიაო. ეს რა უბედურებასა გვწიეთ, ამიერიდან სახელმწიფო კვერცხის დამზადების გეგმას ამ ციფრის მიხედვით დაგვიწესებს და დავიღუპეთო.

გაზეთის რედაქტორმა სილოვან ნარიმანიძემ ქართლოს კასრაძე რედაქციაში იხმო და უსაყვედურა: - შე კაი კაცო, რა შარს გადამკიდე. ადგილზე იყავი მისული, ის ქათმები ხეირიანად დაგეთვალა და მერე ისე დაგეწერაო. - დავითვალე, აბა არ დავითვალე?! - იუკადრისა ქართლოსმა. - თუ დაითვალე, 2 ათასის ნაცვლად 4 ათასი ქათამი საიდან გაჩნდა? - სილოვან, აბა დაფიქრდი, - შეედავა იუმორისტი, - ერთ ქათამს ორი ფრთა ხომ აქვს. - აქვს. - ჰოდა, აგაშენა ღმერთმა, 2 ათას ქათამს 4 ათასი ფრთა არ გამოუვა?

რაღა ჰქონდა სათქმელი რედაქტორს, გაჩუმდა. იმისი კაბინეტიდან ქართლოსი გამარჯვებულის იერით გამოვიდა და რედაქტორის მოადგილეს ისლამ ბაბაევს აზერბაიჯანულად გაუბა საუბარი. ჩვენ ყველამ პირები დავაღეთ - ხედავთ, ქართლოსს ინგლისურთან, ფრანგულთან, ჩინურთან და იამაიკურთან ერთად აზერბაიჯანულიც სცოდნიაო. ქართლოს კასრაძე რომ წავიდა, ბაბაევს ვკითხეთ, რას გელაპარაკებოდაო. - ვერ გეტყვით, ვითომ აზერბაიჯანულად ლაპარაკობდა, მაგრამ იქიდან ერთი სიტყვაც ვერ გავიგეო, - გვითხრა თავადაც პირდაღებულმა ისლამმა“.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი სიტყვას მილიციის ყოფილ პოლკოვნიკს გივი დოლიძეს გადავცემ  რომელიც ქართლოს კასრაძის შესახებ ერთ მართლაცდა „დაუჯერებელ“ ამბავს მოგვიყვება. 

„გასული საუკუნის სამოციანი წლების თბილისს სულ სხვა კოლორიტი ჰქონდა და იმ პერიოდის გახსენებისას, თვალებზე ყოველთვის ცრემლი მადგება ხოლმე.

შინაგან საქმეთა მინისტრად ედუარდ შევარდნაძე რომ დანიშნეს, მაშინ ამ უწყებას სულ სხვა სახელი ჰქონდა – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტრო ერქვა. თბილისი კი წესრიგისა და სიფხიზლის ქალაქად „გამოაცხადა“, რაც იმას ნიშნავდა, რომ დებოშიორებსა და ისეთ ფეხარეულ მთვრალებს, რომლებსაც სიარული უჭირდათ, მილიციის მორიგე პატრული იჭერდა. თუმცა, უფროსობის წინაშე თავის გამოჩენის სურვილი ზოგჯერ რეალობას აჭარბებდა და რიგითი მილიციელები ხმამაღლა მოლაპარაკე და ოდნავ ნასვამებსაც აკავებდნენ. ხშირად ამ „ბადეში“ ძალიან ცნობილი ადამიანებიც ხვდებოდნენ და შემდეგ მათ უპრობლემოდ ვათავისუფლებდით ხოლმე, რაზეც მხოლოდ ეღიმებოდათ. ამ კუთხით რეკორდსმენი იყო უმცროსი სერჟანტი ვანუა ზანდუკელაშვილი. ის კახეთის რომელიღაც მიყრუებული სოფლიდან იყო, მილიციაში კი ჯარის შემდეგ, კომკავშირული საგზურით მოვიდა. ვანუა რომ მორიგე იყო, ყოველთვის რაღაც სიურპრიზს ველოდი, მაგრამ, არა ისეთს, რასაც ახლა მოგიყვებით.

ერთხელ, ჩვეულებრივად, სამსახურში მოვედი და, მორიგე რომ მოვიკითხე, ვანუა მეახლა.

– როგორაა საქმე, სერჟანტო ზანდუკელაშვილო? – ვკითხე ვანუას, წესრიგის დამრღვევი ბევრი გყავდა?

– აი, უფროსო, ყველანი აქ არიან, – მომიგო ვანუამ და თაბახის ფურცელზე დაწერილი „პროტოკოლები“ დამიდო.

ვანუა გავუშვი და კითხვას შევუდექი. ორი წავიკითხე, მესამეზე გადავედი და კინაღამ რქები ამომივიდა.

„პროტოკოლი“ დაკითხვის ფორმით დგებოდა და მასში კითხვა-პასუხი იწერებოდა. ეს „პროტოკოლი“ კი, რა თქმა უნდა, ვანუას შედგენილი იყო და ეწერა:

„სახელი და გვარი: ვახტანგ გორგასალი.

დაკავების ადგილი: ჭრელი აბანოს მიმდებარე ტერიტორია.

დაკავების მიზეზი: მთვრალ მდგომარეობაში მიდიოდა ხოხბებზე სანადიროდ...“

ხომ წარმოგიდგენიათ, ვანუამ ჭრელ აბანოებთან ხოხბებზე მონადირე ვახტანგ გორგასალი დააკავა... მოკლედ, ვანუას ვუხმე და ვუთხარი: ერთი, გორგასალი ამომიყვანე-მეთქი.

ცოტა ხანში ვანუამ ახალგამოღვიძებული „ვახტანგ გორგასალი“ ამომიყვანა, რომელიც ქართლოს კასრაძე აღმოჩნდა...“




 ახალი ამბები
  • ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება (R)სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა სარეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილ ინოვაციური სერვისსაც, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მომსახურების მისაღებად საჭიროა როგორც შპს, ისე მისი პარტნიორები პორტალზე: წწწ.მყ.გოვ.გე იყვნენ რეგისტრირებულნი. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. ... ...
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...

არქივი

ზაფრანი

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...