"სელფის“ მთავარი თეორია – "მომხმარებლები იდიოტები ხდებიან“

ზაფრანი

"სელფის“ მთავარი თეორია – "მომხმარებლები იდიოტები ხდებიან“

2015 მარ 17 15:15:09

მრავალი წელია, რაც სელფის ფენომენს შეისწავლიან, თუმცა შედეგები მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი: წელს, Yahoo-ს პროგნოზირების მიხედვით, სურათების რაოდენობა წარწერით „Selfie“ მარტო Instagram-ში 2-ჯერ გაიზარდა. სელფის ნამდვილი ბუმი, რომელიც გვეგონა უკვე გავიარეთ, ჯერ ახლა იწყება.

Slon-მა შეაგროვა მთავარი თეორიები, რომლებიც ხსნიან ამ სოციალური მოვლენის წარმატებას.

თეორია 1. ნარცისიზმის უსასრულო ევოლუცია.

წიგნის "Smarter Than You Think: How Technology Is Changing Our Minds for the Better" ავტორი, კლაივ თომფსონი თვლის, რომ სელფი ნარცისიზმის განვითარების ახალი დონეა. ეს არ არის ადამიანის საკუთარ თავზე შეხედულებების ევოლუცია. ეს ტექნოლოგიური ევოლუციაა ადამიანის იმ მოთხოვნილებისა, რომელსაც ადრე ასე მძაფრად არ აღვიქვამდით.

ნარციზმის ევოლუცია გაგრძელდება, დარწმუნებულია თომფსონი. ერთ-ერთი მისი შემდეგი ეტაპებიდან არის მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ვიზუალის შენარჩუნებას ხანგრძლივი დროით, რაც მომავალში კარდინალურად შეცვლის ანთროპოლოგიის მეთოდებს, ისტორიულ და სოციალურ კვლევებს.

თეორია 2. ადამიანი, როგორც მედია.

ბუნებრივი ნარცისიზმი – ფენომენის ზედმეტად მარტივი და არასაკმარისი განმარტებაა, – თვლის ნიკოლას კარი, "The Shallows: What the Internet Is Doing to Our Brains" წიგნის ავტორი. ის გვთავაზობს შევხედოთ ამ მოვლენას ტექნოლოგიური რევოლუციის პრიზმაში.

თვითონ ნარცისიზმი არ გამხდარა ავტოპორტრეტული სურათების ეპიდემიის მიზეზი XX საუკუნეში, თუმცა ყოველდღიური სურათის პოპულარობა ძალიან მაღალი იყო.

ინტერნეტმა და მობილურმა ტელეფონებმა კარდინალურად შეცვალეს ფოტოგრაფის აზროვნება,- თვლის კარი. თუ ადრე სურათების გადაღების ძირითადი მოტივი მისი სამახსოვროდ შენახვა იყო, ახლა ადამიანი სმარტფონით მსოფლიო ინფორმაციული ბაზრის ერთ-ერთ ელემენტად იქცა.

მკვლევარს მოაქვს გამოკითხვის შედეგები, რომლებიც აჩვენებენ, რომ Instagram-ის აქტიური მომხმარებლები მომსახურების ფირს აღიქვამენ, როგორც ახალი ამბების წყაროს. „ეს არის ფუნქციონალური ნარცისიზმი, რომელსაც საჭიროებს მომხმარებელი, რათა მასზე გაიგონ და იცოდნენ. სელფი კი, უბრალოდ, ამის ყველაზე კომფორტული ფორმაა.“

თეორია 3. თვითრედაქტირებისკენ მისწრაფება

ექიმმა ჯეიმს კილნერმა ჩაატარა გამოკვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანის მუდამ ზრდადი მიდრეკილება სელფისადმი განისაზღვრება იმით, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით და ცუდად აღვიქვამთ საკუთარ სახეს. სელფი – შინაგანი გამოკვლევის ინსტრუმენტია, რომელიც დასრულებულად მხოლოდ მისი გამოქვეყნების მერე შეგვიძლია ჩავთვალოთ. სელფი გვეხმარება საკუთარი თავის „ფალსიფიკაცია“ მოვახდინოთ, დავარედაქტიროთ ჩვენი გამოსახულება ისე, რომ შევესაბამებოდეთ საკუთარ აღქმას.

ექსპერიმენტის მონაწილეებს აჩვენეს ერთი სელფის სხვადასხვა რედაქტურის ვერსიები. რედაქტირება გააკეთეს გარეგნობისა და მაკიაჟის სპეციალისტებმა: მათ შექმნეს „ძალიან სიმპათიური პერსონაჟი“ და „უბრალოდ სიმპათიური“. როდესაც მონაწილეებს სთხოვეს აერჩიათ ორიგინალი, უმეტესობამ ის ვერსია აირჩია, რომელიც მათ გარეგნობას მაქსიმალურად მომხიბვლელად წარმოაჩენდა.

თეორია 4. როგორ "მიჰყიდო“ საკუთარი თავი საზოგადოებას?

კიდევ ერთ კონცეფციას გვთავაზობს ჯენიფერ ოულეტი, “Me, Myself and Why: Searching for the Science of Self” წიგნის ავტორი. სელფი – მატერიალური ტოტემების ანალოგია, მაგალითად: სუვენირების, პოსტერების, საყვარელი სათამაშოების და ა.შ. , რომელთა მიზანია, დააკავშიროს ჩვენი შინაგანი სამყარო გარე სამყაროსთან. ეს პირადი პერფორმანსის ერთ-ერთი ფორმაა, თვითიდენტურობის განცხადებაა, შესაძლებლობაა, სწორად „შეფუთო“ საკუთარი თავი და სამყარო, თუნდაც რეალობაში იგი სულ სხვანაირი იყოს.

აქ მოქმედებს იგივე მექანიზმი, რაც სარეკლამო ბაზარზე: სოციალურ ქსელებში ობიექტებისა და პროცესების სურათებს უფრო კარგად აღიქვამენ, ვიდრე ტექსტებს. სელფზე უფრო ეფექტური ინსტრუმენტი, „ჩანდე, მაგრამ არ იყო“ სტრატეგიისთვის, საზოგადოებამ ჯერ ვერ მოიფიქრა, თვლის ოულეტი.

თეორია 5. ტექნოლოგიების ჰუმანიზაცია

ონლაინსამყაროს ჰუმანიზაცია ხსნის სელფის ფენომენს, რაც ბრუს ჰუდის “The Self Illusion: How it Social Brain Creates Identity” წიგნშია აღნიშნული. ის ამ პროცესს „ახალ სუბიექტურობას“ უწოდებს.

სხვადასხვა ტექნოლოგიები (ტრანსპორტი, საყოფაცხოვრებო საგნები და ა.შ.) დიდი დროის განმავლობაში ცხოვრების დანამატს წარმოადგენდა და არა მის განუყოფელ ნაწილს. დღეს ადამიანი ვერ წარმოიდგენს ცხოვრებას ტექნოლოგიების გარეშე, მას პირდაპირი გაგებით სძინავს თავის სმარტფონებთან და გაჯეტებთან. სელფი გახდა ტექნოლოგიური სამყაროს „გაადამიანების“ ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი – შენი სახე მუდამ შენთანაა.

თეორია 6. ვიზუალური კომუნიკაციები

Media Psychology Research Center-ის დირექტორი და ფსიქოლოგი, პამელა რუტლეჯი თვლის, რომ სელფის ფენომენის ძირითადი სიტყვა იდენტიფიკაცია კი არა, კომუნიკაციაა. სელფი – ეს არის დიალოგზე მოზიდვის შეტყობინება. ვიზუალური კომუნიკაცია განმსაზღვრელი ხდება, სურათები სიტყვებზე მეტს ამბობენ და უკეთესად უბიძგებენ რეაქციისაკენ.

ახალგაზრდები ეძებდნენ სწრაფი კომუნიკაციის კომფორტულ და ოპერატიულ მეთოდებს, რომელიც ხაზს გაუსვამდა მათ ინდივიდუალურობას და იპოვეს ის.

„მომხმარებლები იდიოტები ხდებიან – ძველბერძნული გაგებით“

ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ Instagram-ში უფრო პოპულარულია ადამიანის სახის სურათები. სურათებს, სადაც სახეები ჩანს, 38%-ზე მეტი შანსი აქვთ მოწონების მიღების, ვიდრე სხვა სურათებს.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ძველ ბერძნული გაგებით იდიოტები ხდებიან, ანუ სულ უფრო და უფრო გაცნობიერებულად ეწევიან საზოგადოებრივი ცხოვრებისგან იზოლირებულ ცხოვრებას.

სელფი ახლა პოპულარობის პიკზეა, მაგრამ შესაძლებელია, რამდენიმე წელში საერთოდ მარგინალური და არამოდური გახდეს. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ჰიპოტეზაა.

წყარო: 4motivi.com



 ახალი ამბები
  • ლანჩხუთის "ევროპული საქართველოს" წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვესლანჩხუთის საკრებულოს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს. მათი განცხადებით, მანამ არ მიიღებენ საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობას, სანამ ის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სანამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების სამართლიანი მოთხოვნები არ ... ...
  • ამ ბეზპრედელშიკი ივანიშვილის ბოგინი უნდა დამთავრდეს! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარ მიზანს ივანიშვილის დამარცხება წარმოადგენს. "ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, ივანიშვილის ბოგინი დამთავრდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა აქტივისტი საქართველოში უნდა იქნას მობილიზებული, ენმ-ის ყველა მხარდამჭერი, ახლა არის მომენტი საბოლოო, სრული მობილიზაციის, ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების, ახლა არის მომენტი, სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურის, ამ ბეზპრედელშიკის, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისკენ, ხელების ჩამოშვებისკენ და ასე, ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა. საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება, ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად - ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი,"- განაცხადა მიხეილ ... ...
  • დარბევამდე, პალიკო კუბლაშვილმა გვითხრა, რომ ჩვენთან შეხვედრა უნდოდა გახარიას და ბახტაძეს _ მელიასიამაყე! - ნიკა მელიას განცხადებით, მას სწორედ ეს განცდა ჰქონდა, როდესაც პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგი მოისმინა და გაიგო, რომ მას ბრალი წაუყენეს. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა. სავარაუდოდ, ეს არის უკანასკნელი ინტერვიუ "არჩევანში", სანამ მას დაიჭერენ, რადგან ხვალ  დილით პარლამენტი მისთვის მანდატის შეჩერების საკითხს განიხილავს. ნიკა მელია აცხადებს, რომ რადგან მას აკავებენ ე.ი. სწორ ნაბიჯებს დგამს. „სწორედ მიცხოვრია ე.ი. უკანასკნელი წლების განმავლობაში თუ შენ საქმე ბიძინა ივანიშვილის, გაიხადე თავი შენს დასაჭერად. არასწორად ცხოვრობ მაშინ, როდესაც ივანიშვილი მინისტრად ნიშნავს საკუთარ კომპანიაში და არა მთავრობაში. ადამიანი, რომელიც არის აცახცახებული, შეშინებული. ოლიგარქი რომ კითხო, მილიარდერი რომ კითხო ქვეყანას მართავს. მაგრამ რეალურად არის წარმოუდგენლად აკანკალებული,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს საკუთარ სასახლეში სპეცრაზმელებთან ერთად სძინავს. ნიკა მელია პარალელს 9 აპრილთან ავლებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იყენებს იგივე რიტორიკას, რასაც მაშინ კომპარტია. „თაობებს სიცოცხლე დაუთმიათ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშას არ ეფრიალია და ეს ააფრიალა ბიძინა ივანიშვილმა გავრილოვის სახით. ამის შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა და ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია. ერთი-ერთში იგივეს იძახდა კომპარტია და კომპარტიის მედია მაშინ. მთავარი მესიჯბოქსი, რა იყო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ნიჩბებით დაუჩეხეს თავები საქართველოს მოქალაქეებს. თითქოს, მაშინდელმა ლიდერებმა ბოროტად გამოიყენეს ახალგაზრდების ენერგია, ემოცია, შექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით საზოგადოებრივი ატმოსფერო დაძაბეს და მოხდა ის, რაც მოხდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელიას განცხადებით, ის 20 ივნისის ღამეს სხდომათა დარბაზში იყო და ამბობდა, რომ ის არ აპირებდა გარეთ გასვლას, როცა პარლამენტიდან გამოაგდეს ჟურნალისტებთან ერთად. სწორედ ასე მოხვდა, მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან. „იქვე გასცეს ბრძანება ჩემი დაკავების, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, ვერ დამაკავეს. რომ ჩავედი ტრიბუნასთან მივედი და მივმართე მე ხალხს ის, რაც მივმართე და ჩემი ვალი იყო, ეს გამეკეთებინა და ათასჯერ გავაკეთებ იგივეს. დიახაც, როცა რუსეთის დროშა ფრიალებს აქ და ათი საათია გასული და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება არ გაუკეთებია თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით და აბუჩად აგვიგდეს და მერე გავიგეთ, რომ თურმე ჩაერთო ტვ იმედს, რომელიც საოცრებებს ლაპარაკობდა, განცხადება გააკეთა იქ, რომ პროტოკოლის სამსახურის ბრალეულობა არისო. მოხდა ის, რაც მოხდა. განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ამის შემდეგ ორი საათის განმავლობაში იქით ვაჩერებდით უამრავ ადამიანს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, მისი განცხადების გაკეთებიდან 2 საათში მასთან შუამავლად მივიდა ცნობილი პოლიტიკოსი პალიკო კუბლაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ  გახარიას და ბახტაძეს უნდა მასთან შეხვედრა. ნიკა მელიას თქმით, გადაწყდა, რომ ის რამდენიმე ლიდერთან ერთად შევიდოდა მოლაპარაკებაზე, რისი წინააღმდეგიც აქციის მონაწილეები იყვნენ. შესაბამისად, მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. ნიკა მელიას განცხადებით, მალევე ამ შეთავაზებიდან სპეცრაზმმა გახსნა ღია ცეცხლი დემონსტრანტების წინააღმდეგ.  „ეს ადამიანი შუამავალი იყო პალიკო კუბლაშვილი. პალიკო კუბლაშვილი, რომელიც იმ დროს აღმოჩნდა პარლამენტის შენობაში, როდესაც ჩვენ გვარბევდნენ გახარიასთან ერთად. ეს ადამიანი იცით, რომ  იყო ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დღეს არის "ქართულ ოცნებაში". ვალდებულია ის ადამიანი გამოვიდეს და ისაუბროს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. წყარო:  ... ...
  • კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა" - გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მივიდა„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი მეგობრის სიტყვებია, რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მე მაშინებდა, რომ თავისუფლების ხე დრო და დრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი დღეს არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამითი გაერთიანებულები და თქვენ არ შეგეშინდებათ,“ - ეს განაცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა და მიმდინარე პროცესები 9 აპრილის ღამეს შეადარა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ სახით უპირისპირდება სუსტი ძალა. „მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და  ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ, დღეს თქვენ დაგიპირისპირდათ ძალიან სუსტი ილეთები გააჩნიათ თქვენ წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს დარჩა რაღაცნაირი მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები. რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, მისი თაობა ასეთი ბრძოლის დროს უშვებდა შეცდომებს, რადგან არ ჰქონდა სიმტკიცე, ამიტომ მთავარია სიმტკიცე და გამძლეობა, რასაც დღევანდელი აქციის მონაწილეები იჩენენ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება გამარჯვებით. „ამიტომ ცოტა იუმორით, რომ მოგმართოთ კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა"!“-განაცხადა გიორგი ... ...
  • მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს.  "მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", _ წერს სააკაშვილი. პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.  პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...