ტოტალიზატორთან „მებრძოლნი“

ზაფრანი

ტოტალიზატორთან „მებრძოლნი“

2015 მარ 21 22:33:00

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ რადიოსადგურს ვუსმენდი. ჩემი ყურადღება გადაცემაში შემოთავაზებულმა ინტერაქტივმა მიიპყრო. შეკითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: “უნდა გაუქმდეს თუ არა საქართველოში მოქმედი ტოტალიზატორების ფუნქციონირება”.

საბუკმეიკერო დაწესებულებების არსებობა ამჟამინდელი ქართული ცხოვრების ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემაა. მართალია ისინი მთელ მსოფლიოში ფუნქციონირებენ, მაგრამ დღევანდელ რეალობაში საქართველოში მაინც განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ეკონომიური კრიზისის პირობებში ყველა ჩვენთაგანს მატერიალურად გაუჭირდა.
ამ სიძნელეების დროს აქტუალურობა შეიძინა ფულის შოვნის ე.წ. იოლმა გზებმა. მათ რიცხვში შედის საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ავადსახსენებელი ტოტალიზატორებიც.

ერთი შეხედვით რა არის ამაზე იოლი. მიმართე რომელიმე სპეციფიკურ დაწესებულებას, დადე თანხის გარკვეული ნაწილი და გამართლების შემთხვევაში, მეორე დღეს იმავე კანტორაში მოგებულ ფულს დაუყოვნებლივ ჩაგითვლიან. ნამდვილად რომ ჯიბის გასქელების მარტივი მეთოდია და ჩვენი თანაქალაქელების დიდი ნაწილიც ამ აზრზე დგას. მაგრამ ყოველ მედალს მეორე მხარეც გააჩნია.

ჩემი აზრით ტოტალიზატორის მოთამაშეები, ბახუსის თაყვანისმცემლები და ნარკომანები ერთი საერთო სენით დაავადებულები არიან. ამ ავადმყოფობას ფულის შოვნის ყოველდღიური მოთხოვნა ეწოდება და მისი მატარებლები განკურვნას რთულად ექვემდებარებიან.

ლოთი, ნარკომანი და აზარტული თამაშების მოყვარული საკუთარ ჯანმრთელობას დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს. თუ პირველი ორი თავს ხანგრძლივ სიკვდილს უმზადებს, მესამე პირად ფსიქიკას მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებს. ლოთს, ნარკომანსა და “მაზაობის” მოყვარულს ყოველთვის თანხა ესაჭიროება და მის ხელში ჩასაგდებად არაფერზე უკან არ იხევს.

მაგრამ არის პოზიტივიც. პირველი ორი ჯგუფისაგან განსხვავებით, ტოტალიზატორის მოყვარული განსაკუთრებული ოპტიმიზმით გამოირჩევა. ის დიდი თანხის დაკარგვას არასოდეს ეგუება, მომავალს ყოველთვის ოპტიმიზმით შეჰყურებს და ახალი “გმირობებისათვის” მუდმივად მზად არის. ოღონდ ოცნებების რეალიზაციისათვის სულ უფრო და უფრო მეტი ფული სჭირდება, რათა წინა დანაკლისი ამოიღოს და საერთო ჯამში მოგებაში დარჩეს.

იღბალი მზაკვარია, ის ხან გვერდში გიდგას, ხან კი ზურგს შეგაქცევს და რომ არ ელოდები მაშინ გღალატობს. ალბათ წარმოიდგენთ რა ხდება, როდესაც მოთამაშეს ე.წ. “მარცხიანი” პერიოდი უდგას. ის გამოსავლის ძიებაშია და ამისათვის ტოტალიზატორში კვლავ სათამაშო თანხა სჭირდება. სამწუხაროდ ფული ხან გაქვს, ხან კი მის დეფიციტს განიცდი. შესაბამისად საკმაოდ იაფად იყიდება მისი ოჯახის ძვირფასეულობა, ტექნიკა, უძრავ-მოძრავი ქონება.

აზარტომანიით შეპყრობილზე ვერც ახლობელ-მეგობრები ახდენენ ზეგავლენას, “მაზაობის” ჭაობში ჩაფლული ყურს არავის უგდებს. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და მართალიც არის, მას სჯერა რომ წაგებულს მალე უკან ამოიღებს.

საქართველოში არსებული უმუშევრობის პირობებში ტოტალიზატორების ინსტიტუტი თავის გატანის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. მრავალი ახლობელი მინახავს, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შემდეგ საბუკმეიკერო კანტორებში დასახლდნენ და ეს დაწესებულებები თავიანთი ახალი საქმიანობის სფეროდ გაიხადეს. შინიდან უკანასკნელი ძვირფასეულობა გაყიდეს და აღებული ფულით ოჯახების მატერიალური პრობლემების მოგვარებას ცდილობენ.

სად გაქრა მათი უწინდელი უდარდელობა და მომავლისადმი ურყევი რწმენა. დროთა განმავლობაში საზოგადოების ეს ნაწილი ფსიქიური სამკურნალო დაწესებულებების პოტენციურ პაციენტებად ყალიბდებიან. იერსახეც შესაბამისად ეცვლებათ. სახე გაუფერმკლავდათ, ნიკოტინის მუდმივი მიღებით გაყვითლებული ხელები პარკინსონით დაავადებულების მსგავსად უკანკალებთ. “ფსონიანი” მატჩის მიმდინარეობისას კი ადგილს ვარ პოულობენ და მუდმივი სტრესის ზეგავლენის პირობებში იმყოფებიან.

თბილისში ცხოვრობს ერთი პატიოსანი და ღირსეული არქიტექტორი. ერთ დღესაც რაღაცა ეშმაკმა უკბინა და ტოტალიზატორს ესტუმრა. ვიზიტი წარმატებული გამოდგა და ჩვენმა გმირმაც გარკვეული თანხა მოიგო. ექსპერიმენტი რამდენჯერმე გაიმეორა და ფორტუნა კვლავ მის მხარეს აღმოჩნდა. იოლი ფულის ხელში ჩაგდებამ თავისი ნაყოფი გამოიღო. არქიტექტორი აზარტომანიით დაავადდა. მალე ბედმა ზურგი შეაქცია და მოგებების გემოც დაავიწყა.

ტოტალიზატორს ერთი თავისებურება გააჩნია. როდესაც წარმატების “პალასაზე” იმყოფები თამაშებს საღი აზროვნების მიხედვით ირჩევ. საკმარისია რომ რამდენჯერმე მარცხი განიცადო, რომ ლოგიკა აშკარად გღალატობს და მხოლოდ “დიდ კუშებს” ეტანები.

ეს უკანასკნელი სენსაციების დროს “ჯდება”, მოულოდნელი შედეგი კი შედარებით იშვიათად ფიქსირდება. ჩვენი არქიტექტორის ისტორიაშიც ანალოგიური რამ მოხდა. წაგებულის დაუყოვნებლივ დაბრუნების მიზნით მაღალ კოეფიციენტებს მიეძალა, მარცხიანი “სერიის” დაუსრულებლობის შემდეგ კი კვლავ ლოგიკას მიმართა. მაგრამ დახეთ ბედის უიღბლობას. კვლავ რამდენჯერმე წააგო.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. სულ მალე ოჯახის კუთვნილი აგარაკი აზარტული მიდრეკილებების მსხვერპლი გახდა. შესაბამისად ჩვენი გმირი თუ ანტიგმირი საყვარელ ბუკმეიკერულ დაწესებულებებს გაათმაგებული ენერგიით მიადგა. სამწუხაროდ მომავლის რწმენა ორიოდე თვეში დაიმსხვრა. “მაზაობის” მოყვარული ბედს არ შეურიგდა და აგარაკის გზას მის ხელთ არსებული სამ ოთახიანი ბინაც გაუყენა.

უიღბლო ”სერია” უკვე ნახევარ წელიწადს გაგრძელდა. ფინალი კვლავ ნაღვლიანი გამოდგა. ერთ დროს წარმატებული ჩვენი თანაქალაქელი ამჟამად იტალიურ ეზოში მდებარე ერთოთახიან ბინაში სახლობს, საქმიანობის სფეროდ კი შემთხვევითი სამსახურები გაუხდია. საინტერესოა რომ ბედს კვლავ არ შეურიგდა და ”საყვარელ” ადგილებს უწინდელი სიჯიუტით სტუმრობს. მაგრამ გაქანება აშკარად შეუმცირდა და ფონს ორ-სამ ლარიანი ბილეთებით გადის. საწუხარი მხოლოდ ის აქვს, რომ დიადი მიზნების მისაღწევად საჭირო თანხის ოდენობა აღარ გააჩნია.

საქართველოში ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ტოტალიზატორში ფული ერთხელ მაინც არ დაუდია. თამაშობს ყველა, ქალი, კაცი, ბავშვი, ახალგაზრდა, მოხუცი. მინახავს ბავშვები, რომლებიც კანტორების წინ ატუზულები უფროს ბიძიებს თანხის დადებას სთხოვენ. რამდენიმე ოჯახში თვალებს არ დავუჯერე, როდესაც მოხუცმა ბებიამ საბუკმეიკერო დაწესებულებაში შვილიშვილს თანხა და ფსონების საკუთარი ვარიანტები გაატანა. ისე ცოტა უცნაური სანახავი კი არის, როდესაც ქართველი სამოცდაათი წლის ბებო შვილიშვილს ”დეპორტივო”-”ალმერიის” ერთიანზე ათი ლარის დადებას სთხოვს.

თავად ვარ მომსწრე ერთ-ერთ ტოტალიზატორში მუდმივად იქ ჩასახლებული ორმოცდაათიოდე წლის ქალისა, რომელიც სპორტით გათვითცნობიერებაში ყველა იქ მყოფ მამაკაცს ჯიბეში ჩაისვამდა.

პირველი ოფიციალური ტოტალიზატორი ჩვენს ქალაქში 1993 წელს გაიხსნა და მონასტერიც ამის შემდეგ აირია. ამბობენ ყველა გზა რომში მიდისო. იტალიაზე არ ვკამათობ, მაგრამ თბილისში საქმე ცოტა სხვანაირად არის. ამის დასტურია ძირითადად შაბათ-კვირას გადატენილი ტოტალიზატორების ოფისები. ცოტა ხნის წინ ორმა ახალგაზრდა ნათესავმა გოგონამ დამირეკა. ფეხბურთში კარგად ერკვევი და ეგებ ფული მოგვაგებინეო.

განსაკუთრებით კი იმით აღვფრთოვანდი, როდესაც ნაცნობმა თბილისელმა ახალგაზრდა ექიმმა ქალმა ”ფიორენტინა”-”მილანის” მატჩის პროგნოზი მთხოვა. ასეა ბატონებო, ცხოვრება წინ მიდის. ახალ რეალობას კი ახალი მიდრეკილებები მოაქვს.

გადახვევები იქით იყოს და ტოტალიზატორების მოთამაშეთა ძირითადი მასა მაინც ჩვენი გაუბედურებული თანამოძმეები არიან, რომლებსაც ამ ცხოვრებამ ლუკმა-პურის შოვნის არანაირი საშუალება არ დაუტოვა და მხოლოდ ცვალებადი იღბლის იმედზეღა დატოვა. იღბალი კი სტაბილურობით არ გამოირჩევა და როგორი მოწყალებითაც შემოგხედავს, ასევე იოლად უძირო უფსკრულში გადაგჩეხავს.




 ახალი ამბები
  • ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტებადედაქალაქის  მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება.   როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი, 30 იანვრის 00:00 საათიდან  07:00 საათამდე გადაიკეტება.  სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი“ ... ...
  • სამტრედიელმა ლუკა ტუღუშმა ბაქოში საქართველო წარადგინასამტრედიელმა ლუკა ტუღუშმა ბაქოში საქართველო წარადგინა. 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურსში პროექტის  ,,ეკონომიკის განვითარება სამტრედიაში" გამარჯვებული სამტრედიის ,,სკოლა-ცოდნის" მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ლუკა 400 მოზარდთა შორის ერთ-ერთია,  რომელიც 2020 წლის 24-26 იანვრის პერიოდში ბაქოს სტუმრობდა. ახალგაზრდების საქართველოდან გამგზავრება უზრუნველყო ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ". ,,გურია ნიუსს" ლუკა ტუღუშმა ბაქოში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა: ,,პროექტის ,,გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რეგიონი" ფარგლებში მოვინახულეთ  ბაქო.  გავიცანით საქართველოს მეზობელი სახელმწიფოსა დასტრატეგიული პარტნიორის კულტურა. 26 იანვარს მოვაწყვეთ ფართომასშტაბიანი საღამო- ,,ქართული დღეები აზერბაიჯანში". მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები. მოგვესალმა ელჩი, რომელმაც თავის გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა ორ მეზობელ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და წარმატებები გვისურვა საქართველოდან ჩასულ ახალგაზრდებს. გაიმართა გრანდიოზული კონცერტი, სადაც მე, როგორც ,,იქს ფაქტორელმა" შევასრულე სიმღერა და ქართული ცეკვით ჩემი ქვეყანა აზერბაიჯანში წარვადგინე",_გვითხრა ლუკა ... ...
  • მიწას, რომლით სარგებლობაც ოზურგეთის ბაზრის ყოფილ დირექტორს სურს, მოდავე გამოუჩნდადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ  განხილულ საკითხს, რომელიც  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული,  გურიის ქუჩაზე  (აგრარული ბაზრის ტერიტორია) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 23 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე მიმაგრებული შენობის სარგებლობის  უფლებით  გადაცემაზე, ოზურგეთის მერიისთვის თანხმობის  მიცემას შეეხებოდა, სადავო გახდა. ბიუროს სხდომაზე გამოცხადდნენ ქალბატონები, რომლებმაც   თქვეს, რომ მათაც აქვთ სურვილი, ეს მიწა და შენობა  სარგებლობის უფლებით აიღონ. _ათი წელია, იქ ვმუშაობთ. ჯერ ერთი, გვეგონა, რომ უკვე გაყიდული იყო, რადგან ყოველ თვეში დიდძალ თანხას ვიხდით, სამას ლარს.  უნარშეზღუდული შვილიშვილი მყავს. კი ვიცი, რომ სულ ფულიანს აქვს უპირატესობა, მაგრამ ცოტა გლეხებსაც მოგვხედეთ, _ ტირილით განაცხადა ქალბატონმა ჟუჟუნა ხელაძემ. _მოქალაქე, რომელმაც წარმოადგინა განცხადება, რომ ეს ადგილი სარგებლობის უფლებით გადასცენ, ჰქონდა ამის უფლება, თუმცა, საკრებულომ კარგად რომ შეასრულა თავისი მოვალეობა და გასაჯაროებულია ეს, ამ სხდომაზეც ამიტომ იმყოფებით. ჩვენ საჯაროობას უზრუნველვყოფთ, _ მიმართა ქალბატონებს დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ. _ფულს ვის უხდიდით? _ შეეკითხა  ქალბატონ ჟუჟუნას დეპუტატი ეროდი გორდელაძე. _ბაზრის დირექციას, _ იყო პასუხი. ოზურგეთის საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა,  ნანა სიხარულიძემ განაცხადა, რომ იქ მისი შვილიც მუშაობს და ანალოგიური სურვილი აქვს, რომ თავადაც სარგებლობის უფლებით მოიხმარონ. ბიუროს წევრებმა გამოთქვეს თვალსაზრისი და ქალბატონებს რჩევის სახით განუმარტეს, რომ კარგი იქნება, თუ ორივე მხარე მოილაპარაკებს და შეთანხმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აუქციონის წესით მოხდეს  გასხვისება და სულ სხვამ შეიძინოს. საკმაო მსჯელობის შემდეგ,  ბიუროს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ეს საკითხი  განიხილონ  5 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დაიბარეს ქალბატონებიც, რომლებიც ასევე ითხოვენ აღნიშნული მიწის სარგებლობის უფლებით  გადაცემას და მერიას განცხადებითაც მიმართეს. „გურია ნიუსი“   დაინტერესდა და ბიუროს სხდომის შემდეგ გავარკვიეთ, ვინ იყო კონკრეტული პირი, ვისაც ამ მიწის დამასზე მიმაგრებული შენობის სარგებლობის უფლებით აღება სურს. _ეს პიროვნება, გვარად შალამბერიძე, ოზურგეთის აგრარული ბაზრის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორია. სწორდ ასეთ პოზიციაზე ნამყოფი ადამიანები ფლობენ იმ საჭირო ინფორმაციას, რომელზეც წვდომა არ აქვს, ვთქვათ, ქალბატონ ჟუჟუნა ხელაძეს და მის მეგობრებს, რომლებიც იქ დღემდე ვაჭრობენ, თვეში სამას ს ლარს იხდიან და  მიწაც და შენობაც   აქამდე  გაყიდული თუ ბაზრის დირექციის საკუთრება ეგონათ, _ გვითხრა ... ...
  • კახა კუჭავა: მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა“დღეს იქნება ძალიან მნიშნელოვანი დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით, არამხოლოდ ჩვენ და უკრაინის დელეგაცია, ბევრი სხვაც ცდილობს, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა არ მოხდეს. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ამ კუთხით საბჭო იყოს პრინციპული და მიიღოს ეს გადაწყვეტილება",-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ გააკეთა. კახა კუჭავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მიზეზი ბევრია, მათ შორის, რუსეთის მხრიდან ყველანაირი შეთანხმების თუ საერთაშორისო ნორმების დარღვევა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა, ყირიმის ანექსია და იმ ნორმების და წესების დარღვევა, რომელიც ევროპის საბჭოში მოქმედებს. „ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის, რადგან დადგა საკითხი რუსეთის უფლებამოსილების არცნობის არა მხოლოდ შინაარსობრივ ნაწილში, არამედ პროცედურულ ნაწილშიც. მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა, რომ მათ მხარი დაგვიჭირონ და არ მოხდეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობა. სამწუხაროდ, ყველა საბჭოს წევრი ქვეყანა არ იზიარებს ამ პოზიციას და იქნება ძალიან საინტერესო დებატები ამ კუთხით, რომ გადავარწმუნოთ სხვები, თუმცა, ფაქტი არის, რომ ეს ის საკითხებია, რომელიც ადარდებს საბჭოს ძალიან დიდ ნაწილს და ჩვენ ამ კუთხით ვიქნებით ძალიან პრინციპულები. დღეს იქნება, ხვალ თუ ნებისმიერ სხვა დღეს, ყოველთვის ვიქნებით იმის წინააღმდეგი, რომ რუსეთს მიეცეს საშუალება იფუნქციონიროს იმ ორგანოში, სადაც მისი ადგილი არ არის. გამომდინარე იქედან, თუ რამდენად არაეთიკურად და ყველანაირი სამართლებრივი ნორმების დარღვევით იქცევა არა მხოლოდ ამ უწყების, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართაც",-განაცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ... ...
  • დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდებადედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს. კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ ერთი წლის შემდეგ დამტენებით სარგებლობა ფასიანი გახდება. „ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებპლატფორმა - WWW.CHARGERS.TBILISI.GOV.GE, სადაც ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 118 მოთხოვნაა დაფიქსირებული. კონკრეტულ ადგილებზე უკვე დამონტაჟებულია 28 დამტენი, ასევე, 12 -ის მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის შემდეგ, დამტენებით სარგებლობა ფასიანი იქნება. ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც აუქციონს გამოვაცხადებთ და გამარჯვებული კომპანია გვეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რეგისტრაციის შემდეგ, პრიორიტეტი იმ ადგილს ენიჭება, სადაც  მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა მეტია.        ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

როგორ შევაყვაროთ თავი სასურველ მამაკაცს

როცა მის მხარზე გეძინებათ -...

ყველაზე გავრცელებული ადამიანური შეცდომები

ხელფასის პირველივე კვირაში დახარჯვა. გზის...

როგორ დავიცვათ ბავშვის უსაფრთხოება

ესაუბრეთ ბავშვებს მათთვის არაკომფორტულ განცდებზე...

საშიში პროდუქტები ბავშვებისთვის

კანფეტები, განსაკუთრებით – მკვეთრი ფერების,...

იაპონელი ქალების სილამაზის საიდუმლო

იაპონელი ქალები დარწმუნებულები არიან, რომ...

მსმელი ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ

აშშ-ის, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ...