აღმოსავლეთის ქვეყნების კულინარიული საიდუმლოებანი

ზაფრანი

აღმოსავლეთის ქვეყნების კულინარიული საიდუმლოებანი

25 მარ. 2015, 18:13:43

იაპონია, ჩინეთი, კორეა - სიბრძნისა და იდუმალების სამი ქვეყანა. მათ უთუოდ აღმოაჩინეს ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო. ამბობენ, ამომავალი მზის ქვეყანაში ადამიანები დიდხანს იმიტომ ცოცხლობენ, რომ მხოლოდ სასარგებლო პროდუქტებს მიირთმევენო. ერთ-ერთი აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის: შენ ის ხარ, რასაც მიირთმევო. მშვენიერი იაპონელი ქალები თითქმის არ მიირთმევენ ხორცს, აღმერთებენ ზღვის პროდუქტებს, ბრინჯს, სოიას, ბოსტნეულს და ხილს. რძეს იქ პროდუქტად კი არა, წამლად მიიჩნევენ. თუ გსურთ, რომ იყოთ ფორმაში და ჯანმრთელობაც გაიუმჯობესოთ, მიბაძეთ მათ.

საუზმე ჩინურად

ჩინეთში მიირთმევენ ყველაფერს, რაც იზრდება, ყვავილობს, დარბის, დაცურავს და დაფრინავს. ჩინური სამზარეულო გამოირჩევა დელიკატესებით და ნებისმიერ გურმანს აოცებს. მაგრამ, ჩინელების ყოველდღიური რაციონი საკმაოდ უბრალოა და მას „ფენტსაი“, ანუ „გამოკვება“ ჰქვია. „ფენ“ - ეს მთავარი კერძია.

კომპონენტი „ტსაი“ - გემრიელი ბოსტნეული და ხილია.

ხორციანი კერძებიც „ტსაია“, მაგრამ ძირითადად ჩინელები ძალიან წვრილ ჩხირებად დაჭრილ ფრინველის და ღორის ხორცს მიირთმევენ.

იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნონ, ჩინელები ყოველ დილას, უზმოზე რამდენიმე მარცვალ უმ ბრინჯს ყლაპავენ და ამის შემდეგ, ორი საათის განმავლობაში, არაფერს ჭამენ და არც სვამენ.

სადილი იაპონურად

იაპონელი დიასახლისები თითქმის ყველა კერძს ორთქლზე ამზადებენ. ურჩევნიათ, მენიუში მეტი ცოცხალი პროდუქტი იყოს. იაპონელი ქალბატონები არც ტკბილეულზე ამბობენ უარს, მაგრამ მათი ნამცხვრის ულუფა ოთხჯერ პატარაა ჩვენსაზე. ამომავალი მზის ქვეყანაში საერთოდ არ სვამენ „ფანტას“ და „კოკას“, სამაგიეროდ, დიდი რაოდენობით მიირთმევენ მწვანე ჩაის, ხან - ცივს, ხან - ცხელს.

იაპონიაში რეგულარულად ჭამენ თევზს, სოიას, ბრინჯს და ყვავილოვან კომბოსტოს, ასევე, წითელ კომბოსტოს.

იაპონელები ძალიან ცოტას ჭამენ და ძალიან ნელა. მათი ჭურჭელიც მინიატურულია. არც ერთი იაპონელი არ იკადრებს იმას, თეფში სხვადასხვანაირი ნუგბარით გაძეძგოს და გაძღომამდე ჭამოს.

სადილად იაპონელის რაციონია: მოხარშული ბრინჯი, მისო - სუპი ტაფუთი (წყალმცენარის წვნიანი) და თევზი.

ვახშამი კორეულად

კორეელებს უფრო დამწნილებულ-დამარილებული ბოსტნეული უყვართ. დიდი თასებით უდგათ მაგიდაზე და მას „ქიმჩის“ უწოდებენ. „ქიმჩი“ მზადდება ხახვის, მოლუსკების და იმბირის დამატებით. ის კლავს ორგანიზმში მავნე ბაქტერიებს და შეიცავს უამრავ ფერმენტს. ასევე, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

კორეელი არასოდეს წაიხემსებს „ფასტ-ფუდით“. მათთვის საკვების მიღების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი კერძის მიღებამდე აუცილებლად ჭამენ მსხალს ან ლეღვს. ვახშმად მიირთმევენ გველის ხორცს, ზღვის პროდუქტებს ან მწერებს.

კორეელები ჟენშჩენის წითელ ჩაის სვამენ, რომელიც ზედმეტი კილოგრამებისგან ათავისუფლებს მათ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?