იპოლიტეს „ქეიფი“

ზაფრანი

იპოლიტეს „ქეიფი“

28 მარ. 2015, 18:48:29

მსახიობები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაშიც ხშირად ვარდებიან. დღევანდელ წერილში პოპულარულ ქართველ მსახიობებზე და მათ თავს გადამხდარ, “კადრს მიღმა” დარჩენილ სახალისო სიტუაციებზე ვისაუბრებთ.

ცნობილი ქართველი მსახიობი იაკობ ტრიპოლსკი იგონებდა:

“მარშლის ფორმაში გამოწყობილი ბოლთას ვცემ გადასაღები პავილიონის წინ და თან ჩიბუხს შევექცევი. უცებ საიდანღაც გაცრეცილ-მაზარიანი კაცი გამოჩნდა, ჩამივარდა ფეხებში და მომმართა – “იოსეფ ვესარიონოვიჩ, რა ბედნიერებაა, თქვენ რომ გხედავთო!” ავღელდი, ერთი რუსი მაინც ყოფილა სტალინის გულშემატკივარი – მეთქი. მოვეფერე, წამოვაყენე. უცებ რუსმა ხმა შეიცვალა და თითქმის ჩურჩულზე გადავიდა: “ ამხანაგო სტალინ, ჩემი დაწყევლილი ცოლი ჯამაგირს არ მაძლევს, მე კი სადაცაა თავი გამისკდება, ისეთ “პახმელიაზე” ვარ და სამი მანეთი არ გექნებათ?” სიტუაციის ასეთი მკვეთრი შემობრუნებისგან გაშტერებული დავრჩი, მაგრამ იმ თაღლითს ფული მაინც მივეცი”

ქართული კომედია “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” მრავალ ჩვენთაგანს აქვს ნანახი. ამ ფილმის რეჟისორი გუგული მგელაძე იხსენებდა:

“ამ სურათის შექმნა, მართლაც, თავიდან ბოლომდე კურიოზებით იყო სავსე. მახსოვს, შეხვედრაზე მჟავანაძემ იკითხა, რა ჰქვია ფილმსო და როგორი სათქმელი იყო – “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი!”. ვზივარ ენაჩავარდნილი, ხმას არ ვიღებ. მჟავანაძე ახლა სხვებს მიუბრუნდა:

- მან არ იცის, რა ჰქვია მის ფილმს, მაშ როგორ გადაიღო?

-  იცით, - ჩაერია კულტურის მინისტრი, - უბრალოდ, “ბოდიში”

- ბოდიშების დრო არა გვაქვს, - შეაწყვეტინა მჟავანაძემ.

- არა, “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”

- მე, კაცო?! – სიტყვა აღარ დაამთავრებინა, ისე შეიცხადა ცკ-ის პირველმა მდივანმა.

ბოლოს და ბოლოს, დაიწყო ფილმის ჩვენება და, ვაიმე! არავინ იცინის. პირველი მდივანი არ იცინის და ვინ გაბედავს გაცინებას?! უყურებენ, უყურებენ. იპოლიტე რომ გამოჩნდა ეკრანზე – “ჰა, ჰა, ჰა”, - გაიცინა მჟავანაძემ. ახარხარდა დარბაზი და ამან გადამარჩინა.”

1964 წელს მსახიობი დოდო აბაშიძე დაჯილდოვდა მედლით “წყალწაღებულის გადარჩენისათვის”. ამის შესახებ ბატონი გიზო ნიშნიანიძე წერდა:

“გაზეთ “იზვესტიაში” სათაურით – გენერალური რეპეტიცია – დაიბეჭდა ინფორმაცია, რომელმაც მსოფლიოს ერთ მეექვსედს აუწყა, რომ მაისის წყალდიდობით გადარეულ მტკვარში, არა კინოვარსკვლავის დუბლიორ-კასკადიორი, არა კინოობიექტივის თვალის მოსატყუებლად, არამედ რეალური როლისა და კაცური ვალის აღსასრულებლად ვერის ხიდიდან გადაეშვა ვერის არწივი და მისთვის სრულიად ჩვეული საქმე ქმნა – ადამიანი გადაარჩინა.

- რამ გიბიძგათ, ამ გადარეულ მტკვარში გადახტომა, ეს ხომ სიკვდილის ტოლი იყო, - შეეკითხა რუსი კორესპონდენტი.

- სამაგიეროდ, ფასი ჰქონდა სიცოცხლეს, - უპასუხა და ღიმილიც ზედ დააყოლა, - ეს არ დაწეროთ, თქვით, რომ ეს იყო გენერალური რეპეტიცია “ზღვის შვილების” გადაღების წინ, სადაც კეთილი მეზღვაურის როლს მაკისრებენ. სცენარით, ამ მეზღვაურმა ზღვაში კაცი უნდა იხსნას და ამაზე ნაღდი გენერალური რეპეტიცია რა უნდა იყოს”.

მსახიობი ჯემალ მონიავა იხსენებს: კოტე მარჯანიშვილის საიუბილეო საღამოზე ქალბატონმა ვერიკომ ხელი მოიტეხა. მთელი დარბაზი ერთი საათის განმავლობაში სუნთქვაშეკრული ელოდა ვერიკო ანჯაფარიძის საავადმყოფოდან მობრუნებას. ქალბატონი ვერიკო მობრუნდა და განაგრძო თამაში თაბაშირიანი ხელით. ვინ იცის, რა აუტანელი ტკივილებით დაასრულა სპექტაკლი ისე, რომ მაყურებელს მის სახეზე ტკივილის ჩრდილიც არ დაუნახავს. მსახიობი გმირულად „ითმენდა“.

ასეთ შემთხვევას იგონებდა ოთარ მეღვინეთუხუცესიც: „მახსოვს, „ურიელ აკოსტას“ წარმოდგენაზე ხელი მოიტეხა. სასწრაფო გამოიძახეს, სახელდახელოდ შეუხვიეს ხელი და ისევ სცენაზე გავიდა. ბოლო მოქმედება ასე ჩაატარა. სცენაზე ნატრობდა სიკვდილს. ამიტომაც არ მოეშვა უკანასკნელ წუთებამდე საქმეს. სულ უკმაყოფილო იყო, ხმა ამოიღეთ, გაინძერით, რას გაჩუმებულხართო, - ხშირად გვეუბნებოდა. როგორც წიწილებს კრუხი, ისე დაგვტრიალებდა თავს“.

ომის დაწყებისას ქართულ მხატვრულ ფილმს „გიორგი სააკაძეს“ იღებდნენ განჯაში. იქ დიდი ექსპედიცია მოეწყო. უკვე აქაც იყვნენ ევაკუირებულები. ერთ-ერთი მათგანი, მეტად ჩია ტანის კაცი, სასადილოში ოფიციანტად მუშაობდა. აქ ფილმში მონაწილე მსახიობები დაჯავშნულ-შეიარაღებულნი შემოდიოდნენ. ზურაბ ლეჟავამ, რომელიც გიორგი სააკაძის ვაჟს თამაშობდა, შეამჩნია, ოფიციანტს ძალიან ეშინოდა ამ ველური მეომრებისა. კოხტა ყარალაშვილი, გიორგი შავგულიძე, მიტო სუხიტაშვილი და ზურაბ ლეჟავა ერთად სადილობდნენ. ერთხელ ზურაბი უფროს მეგობრებს „დაეჭყანა“ და პატარა ოინზე დაითანხმა. ალბათ, იუარებდნენ, რომ სცოდნოდათ, რა შედეგი მოყვებოდა.

ევაკუირებული ოფიციანტი მათაც ემსახურებოდა, ყოველთვის მოშორებით იდგა ხოლმე. პირველ ხანებში კი მათ შორიდან სთხოვდა, დანახარჯი მაგიდაზე დატოვეთო.

„სადილის შემდეგ ოფიციანტს მოუხმეს. ზურაბმა ფულის თვლით ფეხზე ადგომა დაიწყო, სხვებმაც მიბაძეს, აღარ გათავდა ეს ადგომა, ოფიციანტმა თვალი მიაყოლა ოთხ დევივით ნაბდიან ვაჟკაცს, რომელსაც სიმაღლე ერთი-ორად მიემატა, გაფითრდა და მაგიდაზე გულწასული გადაწვა. აი, წყალი, აი ფეხზე წამოყენება. სუხიტაშვილმა ლამის ხელში აიყვანა.

ძლივს მოეგო გონს. ოთხი დევი რომ დაინახა, წამოიკნავლა, მობრძანდით, მკვლელებოო. როგორც იყო, დააშოშმინეს. ძალიან უჭირდათ იქ მყოფთ სიცილის შეკავება. მიზეზი გულწასვლისა მაშინვე გაირკვა. ოფიციანტის მოსვლამდე ზურიკოს თხოვნით ყველანი სკამზე დაცუცქდნენ. ფულის მიცემისას კი ნელ-ნელა დაიწყეს წამოდგომა და ოფიციანტს შიშისაგან თვალი დაუბნელდა“.

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ერთ სახალისო შემთხვევას ხშირად იხსენებდა:

„რუსთაველის თეატრში დაიდგა არაჩვეულებრივი სპექტაკლი „ქუთათურები“,

სადაც მთავარ როლს იპოლიტე ხვიჩია ასრულებდა. ისეთი შთამბეჭდავი იყო ამ როლით იპოლიტე, რომ მაყურებელთან ერთად ჩვენ, პარტნიორებიც ვუკრავდით ტაშს სპექტაკლის მსვლელობისას.

იპოლიტე კულისებიდან ცეკვა-ცეკვით შემოდიოდა და სუფრას ვუსხდებოდით. ლხინის სცენა განსაკუთრებული აზარტით სრულდებოდა.

ერთხელ დეკორატორებმა ლიმონათის ნაცვლად, სპექტაკლზე ღვინო ჩაგვისხეს დოქებში, ვნახე ჭაშნიკი და ვაა – ღვინოა! იპოლიტემაც დაიგემოვნა და ათწუთიანი ლხინის სცენა ოც წუთზე გადაიჭიმა. ანიშნებენ, დაამთავრეო. – აწი დავდექი ქეიფის ხასიათზე და გვაცალეთ, ბატონოო, - უპასუხა იპოლიტემ. მაყურებელიც რას კარგავდა? – უყურებდა სპექტაკლის გაგრძელებას ექსპრომტად და კარგად ხალისობდა. მერე ცეკვით გავიდა კულისებში და არაერთხელ მოიპატიჟა თავის დაკვრით ჩვენი გრიმიორი. ისიც შემოჰყვა ცეკვით და თეთრხალათიანი გრიმიორი გააცნო მაყურებელს. ესეც ჩვენი შეფ-პოვარია და იცნობდეთო.

სპექტაკლის დამთავრების შემდეგ რეჟისორმა უსაყვედურა გრიმიორს, შენ რაღამ გაგაგიჟა, რატომ შემოხვედი ცეკვით, შენ ხომ ფხიზელი იყავიო? იმანაც იმართლა თავი, იპოლიტეს, ცოცხალ ლეგენდას, ვერ გავუბედავდი უარის თქმას და გაწბილებასო“.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში,სავარაუდოდ, ბრმა ტყვიამ ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლაწალენჯიხაში, სავარაუდოდ, ბრმა ტყვიამ ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა,  როცა მამაკაცი მეგობრებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა.  შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  სიცოცხლის  გაუფრთხილებლობით  მოსპობას გულისხმობს. ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, დაკავებულია ერთი ... ...
  • გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე- სუს-ისახელმიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა. ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.  საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა; ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებული მონაცემებით უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება ქ. გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამინების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო ... ...
  • GGF და თიბისი ლიზინგი ენერგოეფექტური პროექტების ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ხელმისაწვდომობას აფართოვებენლუქსემბურგის ფონდს “Green For Growth Fund”  (GGF) და თიბისი ლიზინგს შორის 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასეხო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ლარის ექვივალენტში გაიცემა. შეთანხმების მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა. აღნიშნული ფინანსური რესურსი წარმოადგენს პირველ სესხს, რომელიც ფონდის ახლად შექმნილი აქციების კლასიდან გაიცემა.  ფინანსური რესურსის ლარში გამოყოფით, პარტნიორები მიზნად ისახავენ მეწარმეებს გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკები შეუმცირონ, ამავდროულად, დაეხმარონ მათ პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების გამკლავებაში. 2017 წლიდან თიბისი ლიზინგი GGF-ის სტრატეგიული პარტნიორია. მან მნიშვნელოვანი ვალდებულება იკისრა ენერგო რესურსების დაზოგვის ხელშეწყობის კუთხით, რასაც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული მწვანე ლიზინგის დაფინანსებით. GGF-ის ახალი დაფინანსება კომპანიის კლიენტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ენერგოეფექტური ინვესტიციები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის მწვანე აღდგენაში. ინვესტიციების შედეგად წლიურად დაახლოებით  13,380 მგვტ/სთ ოდენობის ენერგო რესურსები დაიზოგება და 2,863 ტონა CO2-ის ემისიის თავიდან აცილება მოხდება. ლარში დენომინირებული ფინანური რესურსის გამოყოფა მოხდა GGF-ის ახლად შექმნილი აქციების კლასიდან, რომლის მიზანი ადგილობრივი ვალუტის მერყეობის შემცირებაა. აღნიშნული აქციების კლასი ცნობილია, როგორც „L shares“ და მისი დიდი ნაწილის კონტრიბუტორს წარმოადგენს ევროკავშირი, ინიციატივის „ევროკავშირი ენერგიისთვის“ (EU4Energy) ფარგლებში და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ). “მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას თიბისი ლიზინგთან. ეს ინვესტიცია თიბისი ლიზინგს საშუალებას მისცემს, გაზარდოს მწვანე პორტფელი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და შესაბამისად, წვლილი შეიტანოს საქართველოს მწვანე და უფრო მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ მიზნობრიობით ლარში გაცემული ლიზინგები უზრუველყოფენ ბიზნესისა და გარემოს დაცვას. როდესაც მსესხებელს წვდომა აქვს ლიზინგზე, რომელიც დენომინირებულია იგივე ვალუტაში, რა ვალუტაშიც მისი შემოსავალია, ისინი დაცულები არიან გაცვლითი კურსის მერყეობასთან დაკავშირებული რისკებისგან. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, ოდესაც მეწარმეები კოვიდ-19 დაკავშირებული  ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან,“ - განცხადა GGF-ის თავმჯდომარემ ოლაფ ზიმელკამ. „ჩვენთვის სასიხარულოა, რომ გავაგრძელეთ ფონდთან წარმატებული თანამშრომლობა 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების გაფორმებით. თანხის ათვისება მთლიანად ადგილობრივ ვალუტაში მოხდება. ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტებს ბევრად უფრო ხელმისაწვდომი მწვანე პროდუქტები შევთავაზოთ და რაც ყველაზე მთავარია, ყველა მათგანი ლარში იქნება შეთავაზებული, რაც ასევე თავიდან ააცილებს მათ კურსთა ცვალებადობით გამოწვეულ რისკებს. ჩვენი სტრატეგიული მიმართულება მოიცავს ჩვენს პორტფელში ენერგოეფექტური პროექტების წილის ზრდას, რაც მიღწევადია მხოლოდ ღირებულებათა ჯაჭვის ყველა მონაწილესთან წარმატებული პარტნიორობით, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევების პერიოდში,“ - განაცხადა თიბისი ლიზინგის ფინანსურმა დირექტორმა ნუგზარ ლოლაძემ. GGF-ის შესახებ ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) ინვესტირებას ახორციელებს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვას, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ფონდის მიზნობრივი ინვესტიციები მიმართულია ენერგო რესურსების დაზოგვაზე, CO2 -ის ემისიის შემცირებაზე და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. ფონდი აღნიშნულ ინვესტიციებს ახორციელებს პირდაპირ, კომპანიებისა და მუნიციპალიტეტების განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებით, ან არაპირდაპირ, შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით. GGF-ის ტექნიკური დახმარების მექანიზმი მაქსიმალურად ზრდის ფონდის ინვესტიციების ეფექტიანობას, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებსა და პარტნიორებში პოტენციალის შექმნით. GGF დაარსდა 2009 წლის დეკემბერში გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი  ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), ჰოლანდიური განვითარების ბანკს (FMO), გერმანიის ეთიკურ ბანკს (GLS) და შვედეთის ეკლესიას. GGF-ის მრჩეველია Finance in Motion GmbH.  ტექნიკურ კონსულტაციებს კი  MACS Management and Consulting Services GmbH, ფრანკფურტი,  უზრუნველყოფს. GGF-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.ggf.lu და ტვიტერზე: @GreenGrowthFund  თიბისი ლიზინგის შესახებ თიბისი ლიზინგი თიბისი ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. თიბისი ლიზინგი საქართველოში წამყვანი სალიზინგო კომპანიაა და ბაზარზე მისი წილი 70%-ს შეადგენს. თიბისი ლიზინგის მართვაში არსებული მთლიანი პორტფელი 300 მლნ ლარს აღემატება. თიბისი ლიზინგი შემდეგ დარგებს აფინანსებს: მშენებლობა, წარმოება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განახლებადი ენერგიის პროექტები, ტექნოლოგიები, ჰორეკა (რესტორნები, სასტუმროები და კვების ინდუსტრია) და სხვა მრავალი. კომპანია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოპერირებს, აქვს 5 ფილიალი და ჰყავს 120 თანამშრომელი. ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში სასათბურე ბიზნესი ფართოვდებასაქართველოს ბანკი აგრომეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით კასპის სოფელ ხოვლეში ბოსტნეულის 2 სათბური აშენდა. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ჭაბურღილი. მეწარმე სათბურში სეზონურად  აწარმოებს ბოსტნეულს  (ზაფხულში პომიდორი, ზამთარში მწვანილი), რის რეალიზაციასაც ძირითადად თბილისის სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ობიექტებში ახდენს. სათბური 2018 წლიდან ფუნქციონირებს, იმ ინვესტიციით, რომელიც ბანკის მხრიდან იყო გამოყოფილი, სასათბურე ბიზნესი კიდევ უფრო განვითარდა. აღნიშნული სათბურის  მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა 27 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი თანხა კი 20 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე სათბური  5 ადამიანს ასაქმებს. „საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ბიზნესების რეგიონში განვითარებას, მათ შორის აგრომეურნეობის მიმართულებით. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კასპის სოფელ ხოვლეში სასათბურე ბიზნესი გაფართოვდა. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომელიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავესყვარლის მუნიციპალიტეტში, ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. სხვისი ქონების ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1993 წელს დაბადებული ვ.ზ. 1996 წელს დაბადებული ნ.ხ. 1986 წელს დაბადებული ბ.მ. და 1956 წელს დაბადებული მ.ბ. დანაშაული 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, დაახლოებით, ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls