„ბითლზი“, „ორერა“ და... ბატონი მიკი

ზაფრანი

„ბითლზი“, „ორერა“ და... ბატონი მიკი

18 აპრ. 2015, 20:22:00

ამქვეყნად არსად არავის არ გამოსჩენია იმდენი მიმბაძველი და მიმდევარი, რამდენიც პოპულარულ ლივერპულელ ოთხეულს. ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი წინა საუკუნის 60-70-იანი წლების თაობას ცხოვრების წესისა და ქცევის ნორმების, მეტყველების, მიხვრა-მოხვრისა და ჩაცმის სტილის დამდგენად მოევლინა.

„ბიტლომანიის სენით“ იმდროინდელი საქართველოც დაავადდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი კომუნისტური იდეოლოგები ამ უწყინარ გენიოსებს უზნეო, გახრწნილ და უზრდელ პიროვნებებად გვიხატავდნენ, ჩვენი ყოფილი დიადი სამშობლოს ახალგაზრდობა ამ „ეპიდემიით“ საკმაოდ დაინფიცირდა. ცნობილია, რომ აკრძალულ ხილს უფრო მეტი ხალხი ეტანება და რამდენიმეწლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ, საბჭოთა ფუნქციონერებმა „ბითლზთან“ ჭიდილში უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადეს.

რამდენი წელია გასული იმ დროიდან და დღესაც კი მახსოვს მაშინდელი პერიპეტიები. ამბობდნენ, რომ არსებობდა „მაგიური“ ჩემოდანი, რომელშიც „ბითლზის“ შესახებ უცხოეთში გამოცემული ყველა გრამფირფიტა იყო მოთავსებული. ეს „აუხდენელი ოცნება“ თურმე 1000 მანეთი ღირდა და მისი შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ქართველ მელომანებში დადიოდა ჭორი, რომ 1966-67 წლებში პოლ მაკარტნი ავტოავარიაში დაიღუპა და „ბითლზის“ მენეჯერებმა მისი  ჩანაცვლება ორეულით მოახდინეს, რომელიც წარმოშობით კანადელი იყო.

ზუსტი სიმართლე არავინ არ იცოდა, მაგრამ იძახდნენ, რომ ლივერპულელ ოთხეულს კონცერტები მოსკოვში უნდა ჩაეტარებინა. მათი თვითმფრინავი თურმე სსრკ-ის დედაქალაქში ჩამოფრინდა კიდეც, მაგრამ ქვეყანაში შემოსასვლელი ვიზები არ მისცეს და „ბითლზიც“ უკან გაბრუნდა. ამ ჯგუფის ორდისკიანი კონცერტის, „თეთრი ალბომის“ პირველ კომპოზიციას სახელად „უკან სსრკ-ში“ ჰქვია. მელომანებში გავრცელდა აზრი, რომ ეს სიმღერა მოსკოვიდან უკან დაბრუნებისას, უშუალოდ თვითმფრინავის სალონში დაიწერა.

გრამფირფიტებზე ჩამოვარდა სიტყვა და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იმ პერიოდში ე. წ. „ვინილის“ დისკების შოვნა იოლი ნამდვილად არ იყო. ხმის ჩამწერ სტუდიებში ნებისმიერ ჩანაწერს გაგიკეთებდნენ, გრამფირფიტის შეძენა თუ გსურდა რამდენიმე „დაბრკოლება“ უნდა გადაგელახა. თავდაპირველად „ზვუკოზაპისის“ თანამშრომლებს უნდა დაახლოებულიყავი, ნდობის მოპოვების შემდეგ კი „იღბლიანთა“ სიაში ჩაეწერებოდი. განსაკუთრებული პოპულარობით მეცხრე საავადმყოფოს წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე სტუდია სარგებლობდა.

მისი მამოძრავებელი ძალა ბატონი მიკი იყო და მასთან მთელი თბილისის ახალგაზრდობა დადიოდა. არასოდეს დამავიწყდება ის ბედნიერი წუთები, როდესაც მიკისთან ინგლისში გამოშვებული „ჰელფის“ გრამფირფიტა შევიძინე. სამწუხაროდ, მაშინდელი ოცნება, „ბითლზის“ ჩემოდანს დავპატრონებოდი, განუხორციელებელი დამრჩა. კომუნისტური რეჟიმი წარსულს ჩაბარდა, ყოველგვარი უცხოურიც ჩვენში აღარ იკრძალება. საყვარელი ჯგუფის ნებისმიერი ჩანაწერის შოვნა ამჟამად არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ იმ პირველ „ჰელფის“ გრამფირფიტას, ხოლო მოგვიანებით, იმდროინდელ კიროვის პარკში შაბათ-კვირაობით გამართულ წიგნების ბაზრობაზე შეძენილ „ბითლზის“ სხვა დისკებს, სულ სხვანაირი და განსაკუთრებული ხიბლი გააჩნდა.
რამდენიმე ხნის წინ დამაინტერესა, თუ ჰქონიათ ურთიერთობა ლივერპულელ ოთხეულთან ქართველ მუსიკოსებს. სხვადასხვა არქივებში და ინტერნეტში „ძრომიალის“ შემდეგ ორ საინტერესო ფაქტს წავაწყდი.
1967-68 წლებში ანსამბლი „ორერა“ დედამიწის გარშემო კრუიზით გაეგზავრა. ამ მოგზაურობის შედეგად დაიბადა მხატვრულ-მუსიკალური ფილმი „ორერა სრული სვლით“. წინასწარი მოლაპარაკებით, ლონდონში „ორერასა“ და „ბითლზის“ წევრები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ. სამწუხაროდ ამ დროს ინგლისური ჯგუფი ლივერპულში გამოიძახეს გადაღებებზე. ამის გამო „ბითლზმა“ ქართველ მუსიკოსებს ბოდიშის წერილი გამოუგზავნა, რომელსაც ჯგუფის ოთხივე წევრი აწერდა ხელს.

ბრიტანულ ჯგუფთან შეხება კიდევ ერთ ქართულ ანსამბლს ჰქონდა, მაგრამ მანამდე ერთ ისტორიას გაგაცნობთ. წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან ლივერპულში სათავე დაედო ტრადიციულ კონკურსს, სადაც საუკეთესო „ბითლზ-ორეულები“ გამოდიოდნენ. ამ ფესტივალის გრან-პრი ყოველთვის ინგლისურენოვანი ქვეყნების ჯგუფებს ერგებოდათ. ტრადიცია მხოლოდ ერთხელ დაირღვა, როდესაც 1989 წელს მთავარი ჯილდო „ბითლზის“ საუკეთესო გარეგნული და მუსიკალური მიბაძვისათვის მიენიჭა თბილისურ ჯგუფს „ბლიცს“. ჩვენს სტაჟიან მელომანებს ალბათ ახსოვთ ეს ანსამბლი, რომელიც ვალერი კოჩაროვის ხელმძღვანელობით 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვალერი კოჩაროვი (ჯონ ლენონი), ვალერი ამბარცუმიანი (პოლ მაკარტნი), ზაზა სახამბერიძე (ჯორჯ ჰარისონი), ბიჭიკო ოსიპოვი (რინგო სტარი) და ელო შახბაიანი (კლავიშებიანი ინსტრუმენტი). აი, ამ შემადგენლობით ჩავიდა „თბილისური ბითლზი“ ლივერპულში.
ფესტივალი ათ დღეს გაგრძელდა და ყველასათვის მოულოდნელად, მთავარი გრან-პრი საქართველოდან წარგზავნილებს ერგოთ. ჟიურის წევრები იყვნენ ლენონის ალალი ბიძა, ჩარლზ ლენონი, „ბითლზის“ ყოფილი წევრი პიტ ბესტი, რომელიც ჯგუფში რინგო სტარის მოსვლამდე უკრავდა, პოლ მაკარტნის ანსამბლ „უინგსის“ წევრი დენი ლეინი და ტონი შერდანი, რომელიც ჯონთან და პოლთან ერთად ჯგუფის საბოლოო ჩამოყალიბებამდე გამოდიოდა. ინგლისელები თბილისელი მუსიკოსებისათვის მხოლოდ მთავარი ჯილდოს გადაცემით არ დაკმაყოფილდნენ და ხუთივეს ქალაქ ლივერპულის საპატიო მოქალაქის ტიტული უბოძეს.
უკვე მოგვიანებით, „ბლიცის“ წევრი ბიჭიკო ოსიპოვი ბრიტანულ შთაბეჭდილებებს შემდეგნაირად იხსენებდა: „როგორი გრძნობა გვქონდა? შინ რომ მიხვალ, იქ დედა დაგხვდება და გეტყვის, შვილო, შენმა ლატარიის ბილეთმა მილიონი მოიგოო. აი, ასეთი რაღაც იყო გრან-პრი და საპატიო მოქალაქეობა. რაც მთავარია, ისეთი ხალხი გავიცანით, ვინც წლების განმავლობაში ოთხეულის გარშემო ტრიალებდა. პიტ ბესტის დედა მეუბნებოდა, ნახე რა მაგარი ბიჭი მყავს, მაკარტნიმ მოაშორებინა ლენონს ჯგუფიდან, რომ არ დაეჩრდილა, თორემ „ბითლზში“ უნდა ყოფილიყოო.

ბესტის დედამ ორი საათი ლანძღა მაკარტნი. ჯონ ლენონის ბიძასთან, ჩარლზ ლენონთან ერთად ვიქეიფეთ, „ბითლზის“ პირველი მენეჯერი ალან უილიამსი კი უსაშველო „ალკოგოლიკი“ გამოდგა და ერთად ბევრი ვისკი დავლიეთ. უილიამსმა გაიხსენა ის პერიოდი, როცა ბიჭები მის კლუბში, 1959 წელს, თითო ჰამბურგერისა და კოკა-კოლას საფასურად უკრავდნენ. ჩვენზე ბედნიერები არავინ იყო, „ბითლზის“ სამყაროში ვცხოვრობდით რამდენიმე დღე, წამოსვლა აღარ გვინდოდა“.

იმავე, 1989 წელს „ბლიცმა“ იმღერა იმ დარბაზში, სადაც თავის დროზე კონცერტებს „ბითლზი“ მართავდა. ამ სცენაზე გამოსვლა მხოლოდ ერთეულების ხვედრია. ამის შემდეგ „ბლიცი“ კიდევ სამჯერ მიიწვიეს ლივერპულის ფესტივალზე, 1990-92 წლებში. ჯგუფის წევრებს დღემდე შეუძლიათ გამოიყენონ ის შეღავათები, რომელიც მინიჭებული აქვს ლივერპულის საპატიო მოქალაქეებს — არ გადაიხადონ დღგ, მიიღონ უფასო განათლება, სამედიცინო მომსახურეობა და ადვოკატის დახმარება.




 ახალი ამბები
  • ფერმერები, რომლებიც სახელმწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ, ნაკვეთების გამოსყიდვას შეძლებენფერმერები, რომლებსაც სახელმწიფო მიწების იჯარის წესით დამუშავების უფლება აუქციონის წესით ჰქონდათ მოპოვებული, ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის წესით გამოსყიდვას შეძლებენ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც პირნათლად, წლების განმავლობაში ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით, იმ მიწას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და რომლებზეც ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავდათ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა, საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით აფიქსირებდნენ“, - განმარტა პრემიერმა. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მოქალაქეებს ბიზნესის გაფართოების და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას ... ...
  • შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა(R)ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის - „მობილური მაღაზია გურიაში“ . https://mobmarket.ge/ ინოვაციური და უნიკალური პროექტია, რომელიც შექმნილია მხოლოდ გურიის რეგიონისთვის და მიზნად ისახავს მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურებას, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას, COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შემცირებას.„ მიმდინარე წლის მარტის თვეში, როცა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები ამოქმედდა, ჩვენ მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, რომ მიკროავტობუსები, რომლებიც იქამდე აგრარულ ბაზრებს სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებდა, „მოძრავ მაღაზიებად“ გვექცია. პროექტმა, გაამართლა და წარმატებული გახდა. დღეს ბოსტნეულით, ბურღულეულით თუ პირველადი მოხმარების პროდუქტით დატვირთული 20-მდე მიკროავტობუსი, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ემსახურება ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. სწორედ გურიის ამ ინიციატივას პასუხობს პროექტი „მობილური მაღაზია გურიაში“, - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ. https://mobmarket.ge/ - ზე დარეგისტრირების შემთხვევაში: მომხმარებელი შეუკვეთავს და „მობილური მაღაზიის“ მეშვეობით მიიღებს მისთვის სასურველ პროდუქტს, ფერმერი/მეწარმე „მობილური მაღაზიის“ ბაზაში დაასაწყობებს სარეალიზაციო პროდუქციას, ხოლო მუნიციპალური მთავრობა კოორდინაციას გაუწევს „მობილური მაღაზიის“ პროექტს. პროექტს „ონლაინპლატფორმა - მობილური მაღაზია გურიაში“ სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SlovakAid) დაფინანსებით, მართავს ა(ა)იპ „I (პირველი) ბლოკი“ ა(ა)იპ „რეგიონი და საზოგადოებასთან“ პარტნიორობით. პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.პრეზენტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ჩოხატაურის მერის მოადგილე მინდია ჟღერია და ფერმერები ... ...
  • შემოსავალდაკარგულთათვის კომპენსაციის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდასოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას - მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა ​და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ", - განაცხადა ... ...
  • „იმოგზაურე საქართველოში“ _ შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ახალი პროგრამა იწყებაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოში“ დააანონსა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. „შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ აქტიურად. პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ", _ აღნიშნა ... ...
  • როდიდან იქნება შესაძლებელი ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა 13 ივლისიდან მოიხსნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში, როდესაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება შიდა ტურიზმი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებადართული იქნება ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ ტარდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და, რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...