ხაშის მოყვარული შონ კონერი

ზაფრანი

ხაშის მოყვარული შონ კონერი

2015 აპრ 25 17:09:21

თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი „პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მსახიობებისათვის არის ცნობილი. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზებსაც უწყობენ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ, რომლებიც არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.

დღევანდელ წერილში სწორედ რომ ზოგიერთ მათგანს გავიხსენებთ. რამდენიმე ათეული წლის წინ, თბილისში ერთი სომხური ფრაზა, „ანძრევ გალისა“ მოარული ანეკდოტივით დადიოდა. ცოტა ჩვენთაგანმა თუ იცის ამ გამოთქმის წარმოშობის ნამდვილი ისტორია.

სპექტაკლში „მზის დაბნელება საქართველოში“, მთავარ როლებს ვასო გოძიაშვილი და ელენე ყიფშიძე ასრულებდნენ. ერთ ეპიზოდში ორივე ამბობდა – „წვიმა მოდისო“. ქალბატონმა ელენემ ერთხელ ხუმრობა განიზრახა, ავლაბარში წავიდა და იქაურ სომხებს ჰკითხა, „წვიმა მოდის“ თქვენს ენაზე როგორ ითქმისო. მათაც არ დაიზარეს და „ანძრევ გალისა“ ასწავლეს.

მორიგი სპექტაკლის მიმდინარეობისას, ვასო გოძიაშვილს რომ უთქვამს, „წვიმა მოდისო“, ელენეს ყველასათვის მოულოდნელად სომხურად დაუდასტურებია: „ჰო, ჰო, ანძრევ გალისაო“. მთელი თეატრი სიცილისაგან კიოდა. გოძიაშვილმა კი თავდაპირველად ხუმრობა ვერ აღითქვა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ყიფშიძეზე გაბუტული დადიოდა.

მრავალი მსახიობი სპექტაკლების პარალელურად სხვადასხვა კინოფილმებშიც მონაწილეობს. ზოგჯერ რეპეტიციებისა და გადაღებების ვადები ერთმანეთს ემთხვევა და აქტიორებსაც განსაკუთრებული „მოხერხებულობის“ გამოყენება უწევთ. უფრო „სერიოზულად“ ჰქონდათ საქმე კოტე მახარაძესა და ეროსი მანჯგალაძეს.

თეატრში მოღვაწეობასთან ერთად ისინი საფეხბურთო შეხვედრების რეპორტაჟებსაც უძღვებოდნენ და ხშირად მომხდარა, რომ თეატრალური სპექტაკლისა და „ტყავის ბურთის“ დაწყების დრო ერთმანეთს ემთხვეოდა. ალბათ უმჯობესი იქნება, თუ სიტყვა თავად ბატონ კოტე მახარაძეს მივცეთ.

„1958 წელს სპექტაკლი „ესპანელი მღვდელი“ დღის 12 საათზე დანიშნეს, 3 საათზე კი ფეხბურთი იწყებოდა. სპექტაკლი, სადაც მე და ეროსი მთავარ როლებს ვასრულებდით 3 საათსა და 45 წუთამდე გრძელდებოდა. არც მისი გადატანა გამოდიოდა. ეროსიმ მითხრა: „მოდი, გავრეკოთო“. მე შორს დავიჭირე, დიდი-დიდი ნახევარი საათი მოვიგოთ-მეთქი. ბოლოს როგორც იყო, შევთანხმდით. სპექტაკლი დროზე დავიწყეთ და ზუსტად სამის ნახევარზე დავამთავრეთ.

მერე სტადიონზე გავვარდით და მხოლოდ მეორე დღეს შევიტყვეთ, რომ ჩვენი მეგობარი, მსახიობი ვალერიან ელოშვილი სპექტაკლზე დაგვიანებისათვის სამსახურიდან მოეხსნათ. მას, რა თქმა უნდა არ დაუგვიანია. თეატრში თავის დროზე-სამ საათზე მოვიდა, რადგან მხოლოდ ფინალურ სცენაში მონაწილეობდა, მაგრამ სპექტაკლი „ჩვენი“ წყალობით ამ დროს უკვე დამთავრებული იყო. მერე მთელი ორი კვირა ვუმტკიცებდით თეატრის დირექტორს, პავლე კანდელაკს ელოშვილის უდანაშაულობას და ბოლოს, იმანაც ჩვენს მოხსნას ელოშვილის აღდგენა ამჯობინა“.

გაგიკვირდებათ და ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი, სერ შონ კონერი ქართული დელიკატესის – ხაშის დიდი მოყვარულია. ეს სიყვარული მხატვრული ფილმი „წითელი კარავის“ გადაღების დღეებში გაუჩნდა. მიხეილ კალატოზიშვილის ამ სურათში მონაწილეობას იღებდა ბატონი თენგიზ არჩვაძეც. მას კონერისთან ერთად პარტნიორობას კლაუდია კარდინალე, პიტერ ფინჩი და მასიმო ჯიროტიც უწევდნენ. ამათგან განსაკუთრებით მაინც ჯეიმს ბონდის როლის პირველ შემსრულებელს დაუახლოვდა.

სერ შონს საბჭოთა კავშირში გამომგზავრებამდე ურჩიეს, რომ კავკასია მოენახულებინა. თენგიზ არჩვაძემაც მოინდომა რომ ბრიტანელი საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოეყვანა, მაგრამ „შესაბამისმა სამსახურებმა“ ამისი ნება არ მისცეს. სამაგიეროდ ,არჩვაძემ კოლეგას ქართული სუფრა და მისი ტრადიციები მაინც გააცნო. მოსკოვში მდებარე რესტორან „არაგვში“ ხშირად ეპატიჟებოდა. კერძებიდან კონერის განსაკუთრებულად მაინც ხაში მოეწონა და მეგობრებიც ყოველ კვირა დილით „არაგვის“ მუდმივი სტუმრები იყვნენ. ( ამ რესტორანში ხაშს რატომღაც მხოლოდ კვირა დილაობით აკეთებდნენ). ქეიფის ხარჯებს მუდმივად თენგიზ არჩვაძე იხდიდა. როდესაც შოტლანდიელმა ამაზე მიუთითა, შემდეგი პასუხი მიიღო: „თქვენ მილიონერი კი ბრძანდებით, მაგრამ მე ქართველი ვარო“.

რადგან სიტყვამ თენგიზ არჩვაძე მოიტანა, ეს უკანასკნელი  ერთადერთია ქართველ მსახიობთა შორის, რომელსაც თეთრ დათვებთან ჰქონია შეხება. „წითელი კარავის“ გადაღებები მოსკოვის გარდა, ფრანც იოსების მიწაზე, ჩრდილოეთ პოლუსთან მიმდინარეობდა. „თეთრი დათვები ძალიან ახლოს მოდიოდნენ ჩვენთან, პურს ვუყრიდით ხოლმე. ფრანც იოსების მიწაზე მურმანსკიდან ყინულმჭრელ „ობით“ გავემგზავრეთ. ხუთი დღე ვიყავით ზღვაში“, – იგონებდა ქართველი მსახიობი. მართლაც რომ საინტერესოა აქტიორის პროფესია, მისი დახმარებით ხომ არაერთი ეგზოტიკური ადგილის მონახულება და მრავალი საინტერესო პიროვნების გაცნობაც შეგიძლია.

ქართველ მსახიობებს მრავალი ათეული წლის განმავლობაში კომუნისტური წყობილების პირობებში ცხოვრება და მუშაობა უხდებოდათ. როგორც ყველა საბჭოთა მოქალაქეს, მათაც უწევდათ სხვადასხვა დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება. ჩვენი მსახიობები ამ სავალდებულო დატვირთვას ერთგვარი იუმორით უდგებოდნენ და „პარადებზე“ დრო მეტად ხალისიანად გაჰყავდათ.

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ვაჟა კვიტაიშვილმა ერთი „მხიარული წესი“ შემოიღო. 30 გრამიანი შავი ყანწი ჰქონდა. ყოველ დღესასწაულზე, პირველი მაისი იყო თუ შვიდი ნოემბერი, ჩაიდებდა ჯიბეში ამ ყანწს, ნახევარ ლიტრიან არაყს, მეუღლის გამომცხვარ ხაჭაპურს და ასე გამოდიოდა დემონსტრაციაზე. ეს წამოწყება კოლეგებს ისე მოეწონათ, რომ ისინიც ასე „შეიარაღებულები“ მოდიოდნენ. მხოლოდ იპოლიტე ხვიჩია არ სვამდა, მაგრამ განსაკუთრებულად მხიარულად იქცეოდა.

საბჭოთა სინამდვილე მაინც სასტიკი იყო და ზოგჯერ უსიამოვნო სიურპრიზებსაც აწყობდა. ერთხელ მარჯანიშვილის თეატრში ლავრენტი ბერია მისულა. მთელი დასი იყო შეკრებილი. ბერია იმუქრებოდა, თუ ისე არ მოიქცევით როგორც გეტყვით, დაგხურავთო. მხოლოდ მსახიობმა აკაკი კვანტალიანმა გაბედა და შეეკამათა. ბერია თურმე ამდგარა და თითი დაუქნევია – მაგ ენას გადაგაყლაპებო. აკაკი კვანტალიანი ცუდად გამხდარა. განცდილი შიშის გამო მეტყველებაც კი შეცვლია.

ერთხელ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბატონი გოგი ქავთარაძე. რეჟისორის თანაშემწედ ახალი დანიშნული იყო და თეატრში მორიგი სპექტაკლი მიმდინარეობდა. უცებ ქავთარაძემ აღმოაჩინა, რომ ერთი ოთახიდან დარბაზში ხმამაღალი სიცილი შემოდიოდა. გამოაღო კარები და ოთახში მყოფებს მკაცრი ხმით გაჩუმება მოსთხოვა. უკან გამობრუნებული კი მიხვდა, რომ შენიშვნა თავად ვერიკო ანჯაფარიძეს, ვასო გოძიაშვილს, სესილია თაყაიშვილსა და ალექსანდრე ჟორჟოლიანს მისცა. ძალიან კი შერცხვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ცნობილი მსახიობების სასახელოდ, მათ ახალბედა რეჟისორს არაფერი აგრძნობინეს, პირზე ხელი აიფარეს და ჩუმად ჩაიცინეს.

მართლაც რომ დიდებული მსახიობები გვყავდა. ისინი არამარტო საკუთარი პროფესიის უბადლო ოსტატები იყვნენ, არამედ პიროვნული თვისებებითაც გამოირჩეოდნენ. დღევანდელ წერილს კი თენგიზ არჩვაძის სიტყვებით დავასრულებ: „დიდი პიროვნებები იყვნენ, მაგრამ ამას არ გაგრძნობინებდნენ. უბრალოდ ზღვარი თავად უნდა დაგეცვა, არ უნდა გათამამებულიყავი“.




 ახალი ამბები
  • Euronews-მა გიგი წერეთლის სტატია გამოაქვეყნაEuronews-ი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის სტატიას აქვეყნებს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეაგირების, პოლიტიკურ ინტიტუტების თანამშრომლობის და პარლამენტების აქტიური ფუნქციონირების საკითხებს ეხება. „კორონავირუსით გამოწვეული  კრიზისის დროს, ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობის დონე   მთავრობებისა და ექსპერტების რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, მჭიდრო კავშირშია  დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობასთან. იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაძლიერდეს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს  სჭირდებათ უპრეცედენტო თანამშრომლობა,    ხშირად, პოლიტიკური განსხვავებების  გვერდზე გადადებით. მიუხედავად იმისა, რომ  მთავრობებს აქვთ წამყვანი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ  რეაგირებაზე და  უმეტეს შემთხვევაში იმოქმედეს გადამწყვეტად და ეფექტურად,   უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტებთან, და ისინიც, შესაბამისად, ფუნქციონალურნი  უნდა იყვნენ ამ კრიზისულ  პერიოდში. პარლამენტები რჩებიან ერთერთ  მთავარ ინსტიტუტად, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ნორმალიზაციის გარემოს ქმნიან.  ისინი უზრუნველყოფენ ზედამხედველობას , რომ  საგანგებო ღონისძიებები სწორად არის განხორციელებული, რომ მოსახლეობის  ეკონომიკური დახმარებისთვის ფინანსები გაიცემა  საჭიროებისამებრ, რომ თავისუფლების შეზღუდვა პროპორციულია და დროებითი,  რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამ სამუშაოს შეჩერება შეუძლებელია."-აცხადებს გიგი წერეთელი. „დღეს, მთავარ რისკებს სამედიცინო პერსონალი იღებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად, ასევე პოლიცია და სამხედროები, სასურსათო მაღაზიების,მომუშავე საწარმოების, მიწოდების ქსელების თანამშრომლები, ყველა ვინც სასიცოცხლო ფუნქციებს ასრულებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტს, რომლებიც ერთად მუშაობენ.  ახლა ერთიანობის დროა და არა პოლიტიკური ან ინსტიტუციური დაყოფის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები რეგულარულად აწყობენ ონლაინ ფორუმებს, რათა დაეხმარონ კრიზისზე საერთაშორისო რეაგირებას,  სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას, რომ ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა განთავსდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ,  რომ მიგრანტებმა და კონფლიქტში ზონებში მყოფმა ადამიანებმა მიიღონ  საჭირო დახმარება. ჩვენ ასევე უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ხელი შევუწყოთ საკვებსა და წყლის უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების დაცვას. რეაგირების ციმისათვის, რომ ეს  პასუხი იყოს ყოვლისმომცველი და ლეგიტიმური, პარლამენტარებმა უნდა ბრძოლის წინა ხაზზე  და შეასრულონ თავიანთი მთავარი ვალდებულება-ემსახურონ ხალხს!" - ნათქვამია ... ...
  • ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ. პოლიცია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. ადგილობრივ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეგულარულად, განუმარტავენ საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე ... ...
  • "ბუხრის ხანძარი"_ რა ხდება ბუკისციხეშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის მაცხოვრებლის, კახა კალანდაძის სახლში მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. როგორც „გურია ნიუსს“ სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს, მდგომარეობა საშიში არ არის. „ბუხრის ხანძარია. საკვამლე სისტემა არ დამწვარა. საგანგაშო არაფერი არ არის“,_ გვითხრეს სახანძრო-სამაშველო ... ...
  • გომელაური: ჯარიმების წერა არ გვიხარია, თუმცა იძულებული ვართშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ თითქმის  ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი  კონტროლდება. "რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით სიტუაციას, იცით, რომ თითქმის  ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი  კონტროლდება, შესასვლელები, გასასვლელები. იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდებათ ჩაკეტვა, როგორც მარნეულში, ბოლნისში მოხდა, რომ უსწრაფესად განხორციელდეს  გადაკეტვა მთლიანად,   ვთქვათ, რომელიმე ქალაქის, თუ საჭიროება იყო, თუ  რეკომენდაციას მოგვცემს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.ვახტანგ გომელაურის თქმით, მოქალაქეები ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდვებს და მოლოდინის მიუხედავად, გასული ღამის განმავლობაში მცირე რაოდენობით იყო სამართალდარღვევები. “სხვათა შორის ემორჩილებიან ნამდვილად, მეტ დარღვევებს ველოდებოდი, თუმცა, გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები,  იყო  ძალიან ცოტა - 17 დარღვევა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით.  მეტს ველოდებოდი სტატისტიკურად. მთლიანობაში, 350-მდე მოგვიწია, სამწუხაროდ.  ეს არავის არ გვიხარია, არც ჩვენ და არც რიგით პოლიციელებს, არც ხელმძღვანელობას, რომ   ჯარიმები ვუწეროთ  ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ, რომ ეს გავაკეთოთ. სადღაც 350-მდე ადამიანი   და  10-15-მდე საწარმო დაჯარიმდა", - განაცხადა შინაგან საქმეთა ... ...
  • რამდენი პირი დაჯარიმდა ავტომობილით მგზავრობის წესების დარღვევისთვისშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ცნობისთვის, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ქვეყანაში ავტოტრანსპორტით გადაადგილება მკაცრად კონტროლდება. აკრძალულია ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობა, რომელთაგან 1 მძღოლი და 2 მგზავრი უნდა იყოს, მძღოლის გვერდზე კი არავინ უნდა იჯდეს. უკანა სავარძელზე მჯდომ 2 პირს შორის კი დისტანცია უნდა იყოს შენარჩუნებული. ქვეყანაში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით და ტაქსითაა შესაძლებელი. სხვადასხვა რეგიონებში, მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან დგას სპეციალური ბლოკოსტები, რომლებიც სამართალდამრღვევების გამოვლენას ცდილობენ და დაფიქსირების შემთხვევაში მოძრავ ავტომობილს აჩერებენ და ამოწმებენ. მოქმედებს სანქციებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის ე.წ. კომენდანტის  საათის ფარგლებში დარღვევის 60 ფაქტი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...