„პარიკმახერი“ გიორგი დემეტრაძე

ზაფრანი

„პარიკმახერი“ გიორგი დემეტრაძე

9 მაი. 2015, 19:35:21

საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელიც ამ თამაშის მიმართ გულგრილი იქნება. დღევანდელ წერილში ქართველი ფეხბურთელების თავზე გადამხდარ რამდენიმე სახალისო ისტორიას გავიხსენებთ.

ჩვენი პირველი გმირი გიორგი დემეტრაძე იქნება. რამდენიმე თვის წინ, კიევის „დინამოს” ყოფილმა მცველმა, ანდრეი ნესმაჩნიმ 2000 – 2001 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაპირისპირება გაიხსენა და ისიც მოყვა როგორ შეასრულა თამაშამდე გიორგი დემეტრაძემ დალაქის როლი:

„საბოლოო წარუმატებელი შედეგის მიუხედავად, ვთვლი, რომ ღირსეულად გამოვედით. ყველაზე დასამახსოვრებელი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩამდე კოლექტიურად თავის გადაპარსვის გადაწყვეტილება იყო. მახსოვს, თავდაპირველად, მაქსიმ შაცკიხთან ერთად ეს იდეა არასერიოზულად აღვითქვი, მაგრამ საბოლოო ჯამში, თანაგუნდელებს მხარი ავუბით. დალაქად დემეტრაძე მოგვევლინა, რომელსაც თმის საკრეჭი ხელსაწყო თან ჰქონდა. რაც მთავარია, ასეთმა კოლექტიურმა საქციელმა დადებითად იმოქმედა“.

ზემოთნახსენები შეხვედრა 0:0 დასრულდა და კიეველთა რიგებში, გიორგი დემეტრაძესთან ერთად, კახა კალაძემაც ითამაშა.

კიევის „დინამოსთან“ დაკავშირებული ერთი სახალისო მოგონება თბილისის „დინამოს“ მასაჟისტ ანზორ გაბიტაშვილსაც გააჩნდა.

„დინამოს“ სტადიონზე თამაში გვქონდა კიევის „დინამოსთან“. მატჩის დროს ვაჟა ჟვანიას წარბი გაუსკდა და მივედი, რომ გავუკერო ჭრილობა. ბურიაკი მორბის და ხელს მკრავს. არადა, დაძაბული ვარ. როგორი საქმეა, ღრმა ჭრილობა აქვს კაცს. მოედნიდან გაიყვანეო.

მეც ვეღარ მოვითმინე და გვარიანად შემოვულაწუნე. წამოვიდა ბლოხინი მის დასახმარებლად. ეს რომ დავინახე, ვიფიქრე, ხელის ჩამოსართმევად არც ის მოდის-მეთქი. მეც მოვემზადე. მოვუღერე მუშტი. ასეთ პოზაში რომ დამინახა, ბლოხინი გამეცალა. თუმცა ეს ამბავი ასე არ დასრულებულა.

საბჭოთა კავშირის ნაკრები თბილისში ემზადებოდა. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ შვედი საუნაში და დავჯექი. გავიხედე და რას ვხედავ. ბლოხინი შემოდის. მას მოჰყვება ბურიაკი. ბლოხინმა რომ დამინახა, უკანმოუხედავად გაიქცა. რა არისო, ეკითხება ბურიაკი. ბლოხინი ცოცხალი თავით ხმას არ იღებს. ესეც ცნობისმოყვარეობის გამო შემოვიდა და მე რომ დამინახა, ისიც შურდულივით გავარდა. არადა, ადგილიდან არც დავძრულვარ.

მერე გავიგე, საშა ჩივაძეს ეთქვა, ეგ გიჟია, არაფერს არ შეარჩენს კაცს და ერიდეთ, ნაღდად მოგკლავთო. საშამ ისე დააშინა ორივე, რომ ჩემი შიში დიდხანს გაჰყვათ.

მერე ერთ ბანკეტზე დავახლოვდით და ყველაფერი გავარკვიეთ. შემდეგ დავძმაკაცდით კიდეც“.

რადგან სიტყვამ თბილისის „დინამო“ მოიტანა 1981 წლის ერთ ისტორიას გაგახსენებთ. იმ სეზონში ქართველმა ფეხბურთელებმა თასების მფლობელთა თასი მოიპოვეს და  ესპანეთის დედაქალაქში დაგეგმილ დიდ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრნენ. ალბათ გახსოვთ „რეალთან“ დაპირისპირება და დავით ყიფიანის მიერ მიღებული სერიოზული ტრავმა.

იმ სასტუმროს, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები ცხოვრობდნენ, დიდი აუზი ჰქონდა, რომლის ახლოსაც აბრა ეკიდა და მასზე ფართო ასოებით ინგლისურად ეწერა: „ნოუ პარკინგ!“. დინამოელები ინგლისურთან მწყრალად იყვნენ და ისევ ცხონებულმა დავით ყიფიანმა გამოიდო თავი - ეს წარწერა იმას ნიშნავს, რომ აუზში ზანგების ჩასვლა აკრძალულიაო. მალე ქართველი ფეხბურთელები აუზში ჩავიდნენ და უცებ ხედავენ, რომ რამდენიმე მუტრუკი ზანგი აუზში ჩამოსვლას აპირებს.

დინამოელების რეაქციამაც არ დააყოვნა - ზანგებს აბრაზე უთითებდნენ და მთელი ხმით „ნოუ პარკინგს“ გაჰყვიროდნენ. ზანგებმა ცოტა ხანს გაოცებით უყურეს ჩვენს ფეხბურთელებს, მერე მხრები აიჩეჩეს და მშვიდად ჩავიდნენ წყალში. დინამოელები მთლად გაგიჟდნენ და პროტესტის ნიშნად სულ გინებით დატოვეს აუზი!“
ჩვენი მომდევნო სტუმარი თბილისის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე გიორგი ჭილაია იქნება.

„1986 წელია. ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები კრასნოდარში შეხვედრების ჩასატარებლად მიგვიწვიეს. ქართულ გუნდში კალოევის, მესხისა და მეტრეველის გვერდით მოვხვდი. თბილისიდან რუსეთში მატარებლით გავემგზავრეთ.

ფეხბურთელები ყოველთვის კონიაკს ვარჩევდით დასალევად. თბილისიდან დაიწყო სმა კუპეში. მიშა მესხი მაგრამ სვამდა. არ იმჩნევდა დათრობას. იყვნენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც ბლომად სვამდნენ.
კრასნოდარში რომ ჩავედით - დავიქადნეთ, ჩემპიონები გავხდებით-თქო და მივედით კიდევაც ფინალამდე. აქ კი მთელი ძალით იჩინა თავი ალკოჰოლმა.

გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის „ტორპედოს“ ვხვდებით. ამ გუნდის ლიდერი ედუარდ სტრელცოვი გახლდათ. ესაა დაბრკოლება. „სტრელცოვი უნდა გაითიშოს“ - იყო დავალება. სტრელცოვს დალევა „არ სძულდა“. დავითრიეთ მატჩის წინ და „ბრატოკ, ბრატოკის“ ძახილში მარტო მას ორი ბოთლი კონიაკი „გრემი“ დავალევინეთ. „გაბრუვდება, აბა რას იზამს?“

გამოვიდა სტრელცოვი და ორი ბურთი შეგვიგდო მთვრალმა. წავაგეთ - 1:2.

- მივქარეთ - ვთქვით მატჩის შემდეგ - სამი ბოთლი უნდა გადაგვეყლაპებინა.

სლავა მეტრეველს ჩაეცინა - კარგი გიქნიათ, რომ ორი დაალევინეთ. სამი რომ დაგელევინებინათ 1:3 იქნებოდაო“.
დღვანდელ „საფეხბურთო მოგონებებს“ ბატონი თენგიზ სულაქველიძე დაასრულებს.

„მოსკოვში ოლიმპიადაა. სსრკ-ის ნაკრებში მე და რეზო ჩელებაძე ვთამაშობდით. მესამე ადგილი ტრაგედია იყო ჩვენთვის, მაგრამ რას იზამ?! - დავმორჩილდით ბედს.

მოსკოვის სასტუმროში ვართ, სპორტკომპლექსთან ახლოს. მოგეხსენებათ, რომ მოგების შემთხვევაში „უფროსი ძმები“ რუსები ყველაფერს თვითონ მიიწერდნენ, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ყველაფერს ჩვენ „კავკასიელებს“ გვაბრალებდნენ.

სასტუმროს ნომერში ვართ მე და ჩელებაძე. ლიმონათის გასახსნელი ვერ ვნახე ვერსად, არადა საშინლად მწყურია,

მივიხედ-მოვიხედე და იქვე პატარა „ტუმბოჩკა“ შევამჩნიე, ჩამოვკარი ბოთლის საცობი და გავხსენი. ეს კი გავხსენი, მაგრამ „ტუმბოჩკა“ გაიჩხაპნა საკმაოდ შესამჩნევად.

შემოგვეყარა გულზე, ეს გვინდოდა ახლა? - ისედაც დაბოღმილები ვართ, რომ გუნდის მთელ წარუმატებლობას ჩვენ გვაბრალებენ.

რუსებს „ჯავრის ამოყრის“ საშუალება მივეცი.

- კტო ეტო პაცარაპალ? - გვეკითხება ცოტა ხნის შემდეგ ჩვენს ნომერში შემოხეტიალებული რუსი მესართულე.
მე და ჩელემ უხერხულად გადავხედეთ ერთმანეთს. რუსი თვალს არ გვაშორებს.

- ეტო ია სდელიალ! - გამოვტყდი უხერხულად.

- შტრაფ 2000 რუბლეი! - მტკიცედ ჩამარცვლა მესართულე რუსმა.

2000 მანეთი კომუნისტების დროს ვეებერთელა, კატასტროფიული თანხა იყო, მაგრამ სხვა რა გამოსავალი გვქონდა.

- ნუ ლადნა, ზაპლატიმ, - დავამშვიდე რუსი.

- კტო ზაპლატიტ?

- ია - ვთქვი რიხიანად.

- ნიეტ... ზაპლატიტ ჩელებადზე! (ამისი ჯინა აქვთ).

- რატომ, ბატონო, მე დავაშავე და მე გადავიხდი-მეთქი.

- არა, გინდა თუ არა - ჩელებაძემ უნდა გადაიხადოს! - არ წყნარდება რუსი.

საქმე იმაში იყო, რომ თურმე „თევზი თავიდან ყარდა“, ჩელეს გაშვება უნდოდათ ნაკრებიდან და ჩემი დატოვება. რაღას იზამდა? რეზო თავმოყვარე ბიჭია და გადაიხადა ის 2000 მანეთი.

ეს საქმე რომ მოთავებულად ჩათვალა, ჯარიმა მაინც გადახდილია, ზარალით მაინც ვიზარალე, მე მაგის დედაცაო, დაავლო ხელი ომ ოხერ ტუმბოჩკას და მოისროლა სასტუმროს ფანჯრიდან (მე-6 სართულზე ვიყავით).
ზუსტად ერთ საათში გუნდის ხელმძღვანელობამ „სპორტული ხულიგნობისთვის“ მე და ჩელე 4000 მანეთით დაგვაჯარიმა“.




 ახალი ამბები
  • რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტიიუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი  „ამ პროექტზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ თავად ბიზნესასოციაციებთან, საჯარო რეესტრსა და მის რეგისტრატორებთან და დაინტერესებულ უწყებებთან იმისთვის, რომ შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტის კანონის პროექტი ჩვენი საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ ხელმძღვანელობას გაუწევს როგორც მეწარმეებს, ასევე, მოსამართლეებს - დავის შემთხვევაში. რა საკვირველია, არის იმპერატიული ნორმებიც, მაგრამ ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნესკლიმატი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. თითოეული თავი ეთმობა, სათანადოდ, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება. ასევე, შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულბით. ესაა მასშტაბური რეფორმა, ესაა ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ - ჩვენი ბიზნესმენებიც, მრავალი წელია, ელოდნენ და 2013 წელს, მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა. ამ კანონის პროექტში ევროკავშირის დირექტივებიცაა გადმოტანილი, ანუ, ტრანსპოზიცია სახეზეა, ამმ კანონპროექტს გავლილი აქვს რეგულირების შეფასების ანალიზი და ის, ორი კვირით, გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე. მიუხედავად მუშაობის 7-წლიანი პროცესისა, მინდა, ყველას შევთავაზო ბოლო კომენტარების გამოთქმა, მაცნეს მეშვეობით, სანამ მის წარდგენასა და დაცვას დავიწყებთ საკანონმდებლო ორგანოში“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ... ...
  • მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალაბათუმში რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ბავშვმა ავტოსაგზაო შემთხვევისას თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო 9 აგვისტოს ავარიის დროს ბავშვის დედაც გარდაიცვალა. ცნობისთვის 10 აგვისტოს, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა 3 კი გარდაიცვალა.  არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზასთან მყოფ ქვეითებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია ავტომობილის მძოლი. ... ...
  • მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს-პრემიერიმთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს- ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა. „წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა. ამიტომ, სოფლის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ 10 თეთრით. საბოლოოდ ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრისა. ყველა კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით. ეს ძალზედ მნშვნელოვანია რეგიონისთვის და აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - გიორგი ... ...
  • ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდაავტომობილების განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა და დეკლარილების ბოლო თარიღად 2021 წლის მარტი დასახელდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  განაცხადა. “იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის ზემოქმედება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  გლობალურად გრძელვადიანი იქნება, ჩვენ რამდენიმეჯერ მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა. ერთხელ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავავადეთ ავტომობილების განბაჟება, მაგრამ ამ კრიზისის ფონზე უკეთესი იქნება კვლავ გადავავადოთ ავტომობილების დეკლარირების თარიღი 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ისე საუვარების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეღავათი დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს შეეხება და დაახლოებით, 30 მილიონზე მეტი თანხის შეღავათი იქნება საგადასახადო კუთხით. ჩვენ ავტოიმპორტიორებს უნდა დავეხმაროთ და განსაკუთრებით კრიზისის დროს,  ყოველდღიური ხარჯები ავარიდოთ მათ,”- განაცხადა გიორგი ... ...
  • როდისთვის აღდგება სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა სრულადმთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგენილია, მოსახლეობას მიეწოდება დენი და წყალი, მაგრამ სტიქიის შედეგების სრულ აღმოსაფხვრელად კიდევ დიდი დროა საჭირო. კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დასრულებას სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე  დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება. „რაჭაში საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები. საჭიროზე სწრაფად მოხდა პირველადი სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად, ასევე ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გრძელდება და სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე სრულ აღდგენას დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება“,_ განაცხადა პრემიერმა. რაჭის 12 სოფელი 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გარესამყაროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...